სინასტრიული მერკური II სახლში

სინასტრიული მერკური II სახლში

პარტნიორის განსჯები და ჩემდამი პირდაპირი მომართვებიც კი ჩემს ცნობიერებას სადღაც მიღმა უსხლტება და ჩემს ყოფით ფონში ილექება. თუმცა როდესაც ჩემთვის სერიოზულ თემებზე საუბრობს (რისკენ მიდრეკილია კიდეც), მან შეიძლება ყურადღება ჩემს ცხოვრებისეულ პოზიციებზე გამამახვილებინოს, და საკმაოდ მტკივნეულადაც. ამის შედეგად, არ არის გამორიცხული, მასზე ძლიერ გავნაწყენდე და სამკვდროდ ჩავიკეტო, რაც ჩემივე ზოგად ეთიკურ დაუმუშავებლობაზე მეტყველებს.

ამიტომ, ამ პარტნიორს საკმაოდ გაუჭირდება ჩემთან კომუნიკაცია, რადგან მის სიტყვებს არანაირ რეაქციებს არ ვაძლევ (როგორც მას ეჩვენება) ან პირიქით, ზედმეტად სერიოზულად ვიღებ. მიუხედავად ამისა, მას მუდმივად ექნება ჩემთან საუბრის სურვილი, თნაც მეტად სერიოზულ თემებზე: სიკეთესა და ბოროტებაზე, ცხოვრებისეულ არჩევნებზე, ფინანსურ და ენერგეტიკულ პრობლემებზე,(„დღეს რაღაც ცუდად გამოიყურები და საერთოდ მოდუნებული ხარ… მსუყე თანხა ხომ არ წააგე?!“)

სავსებით მოსალოდნელია, რომ ამ პარტნიორს ჩემთან გარკვეული გარიგების დადება ან ფინანსური ოპერაციების წარმოება მოუნდება. მან მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ მთავარი მოგება და წაგებაც, როგორც ფინანსური, ისე ეთიკური, ჩემი იქნება, თუმცა შესაძლოა მას თავიდან პირიქით მოეჩვენოს.

საერთოდ, ეს ძალიან ხელსაყრელი ასპექტია საქმიანი პარტნიორობისთვის, თუმცა დამატებით საჭიროა ზუსტად დავიცვათ როლთა გადანაწილება: მას სპეციფიური მერკურიანულ-აქტიური როლი აკისრია (პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკებები და ა.შ.) ; ზოგად მიმართულებებს და საერთო ეთიკურ საზღვრებს, ისევე როგორც სტრატეგიას, მე დავადგენ.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top