სინასტრიული ნეპტუნი IV სახლში

სინასტრიული ნეპტუნი IV სახლში

თუ შენი შემყურე ანგელოზები ტირიან, ე.ი. ღმერთს შენამდე ჯერ არ მოუღწევია

ამ პარტნიორმა შესაძლოა გაურკვეველი ეჭვები აღმიძრას.  „ხომ არ მატყუებს ყველაზე მთავარში?“ თუმცა ადამიანისთვის საკუთარ თავზე დიდი მტერი და მატყუარა არ არსებობს. საქმე ის არის, რომ ნებისმიერი პარტნიორი მხოლოდ ჩვენივე თვითმოტყუების პროგრამებს ააქტიურებს. მოცემულ შემთხვევაში, მას შეუძლია, ცნობიერად ან გაუცნობიერებლად, ითამაშოს ჩემს საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებაზე. თუ გულახდილობის ან დაეჭვების მომენტში, პარტნიორს აზრს ვკითხავ ჩემზე, მას ძალიან გაუჭირდება ზუსტი პასუხის გაცემა; ბუნდოვან პასუხს კი, ან არ მივიღებ, ან სრულიად აბსტრაქტულად აღვიქვამ. თუმცა მას მაინც აითვისებს ჩემი ქვეცნობიერის ის პროგრამები, რომელიც ჩემს თვითდამკვიდრებას კვებავს (სხვების მეშვეობით). მაგალითად, მე ძალიან მესიამოვნება, როდესაც სტუმრად მოსული პარტნიორი,  ჩემთან საუბარში, სხვათა შორის, მსუბუქად გაკიცხავს საერთო ნაცნობებს იმ თვისებების დეფიციტისთვის, რომელსაც მე  ჭარბად ვფლობ და ამით ვამაყობ კიდეც. მართალია, შემდგომ შესაძლოა მსუბუქი ზიზღის უსიამოვნო გრძნობა დამეუფლოს, მის გულწრფელობაში დაეჭვებულს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მალე გაიფანტება.

ამ პარტნიორს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ის უპრობლემოდ შემოდის  ჩემთან ნდობაში, ჩემი ოჯახისა და სახლისადმი მლიქვნელობის მეშვეობით, მაგრამ ეს არც ისე მარტივია, ისევე როგორც მისი ბუნდოვანი ზემოქმედება ჩემს ცხოვრებისეულ საყრდენ წერტილებზე. ამ ასპექტს მეტად ფაქიზი ხასიათის  დადებითი ეფექტებიც აქვთ, განსაკუთრებით პარტნიორისთვის. მას ძალიან ეყვარება ჩემთან სტუმრობა, ჩემს სახლში დროის გატარება, ჩემს შვილებთან თამაში და ა.შ. რადგან, მისთვისვე შეუმჩნევლად, ჩემს შინაურ სიტუაციებში, მისი მედიტაციის დონე მნიშვნელოვნად მაღლდება. ეს ჩემთვისაც შეუმჩნეველი დარჩება იქამდე, სანამ ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩენ, რომ მისთვის გულის გადახსნით, ძლიერ ვცვლი პარტნიორის რეალობის აღქმას. რამდენად კონსტრუქციულად გამოვიყენებთ ამ დადებით ეფექტს, ამის შორიდან შეფასება საკმაოდ რთულია.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top