სინასტრიული ქირონი II სახლში

სინასტრიული ქირონი II სახლში

სინასტრიული ქირონი II სახლში

ეს პარტნიორი, შეიძლება ითქვას, საცირკო ატმოსფეროს შექმნის ჩემს გარშემო_ ნაწილობრივ უხერხულს, ნაწილობრივ არასერიოზულს. თუმცა ჩემი მხრიდან შეცდომა იქნება მის მიერ პროვოცირებული სიტუაციების არასერიოზულად აღქმა.

პარტნიორის აქტიურმა ქირონმა შესაძლოა ეთიკურ ჩიხში შემიყვანოს და ძალიან მკაფიოდ მიჩვენოს ჩემი ცხოვრებისეული პოზიციების დასამუშავებელი საკითხები, გააზრებული თუ ნახევრადგააზრებული წინააღმდგობები. თუ მე კონსტრუქციულად მივუდგები, შეიძლება მოულოდნელი გამოსავალი ვიპოვო შინაგან წინააღმდეგობებში, რომელიც თავიდან გადაულახავად მეჩვენებოდა. თუმცა ამ გამოსავლის პოვნა არც ისე მარტივი იქნება, რადგან ის დაკავშირებულია ჩემი ფასეულობათა სისტემის გაფართოებასთან მთლიანობაში, რისკენაც მიბიძგებს კიდეც ეს პარტნიორი, ისე რომ თავადაც ვერ ხვდება.

ჩემთვის ეს არც ისე მარტივი ასპექტია, განსაკუთრებით II სახლის დაზიანების შემთხვევაში, რადგან ამ პარტნიორს, თავადაც რომ არ სურდეს, შეუძლია ძლიერი ქაოსი და მღელვარება შემოიტანოს ჩემს სულში (განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, ფინანსებშიც). ამის შედეგად, მე შინაგან წონასწორობას დავკარგავ და სწორედ მაშინ უნდა გავამახვილო ყურადღება საკუთარი ქცევების ეთიკაზე და საფუძვლიანად გადავხედო ყავლგასულ ფასეულობებს.

მეორეს მხრივ, ჩემი ფინანსური და ეთიკური სირთულეები მის იუმორის გრძნობას და არასტანდარტულ აზროვნებას გაააქტიურებს _ თუმცა მისთვისე უმჯობესი იქნება, თუ ჩემს ჩიხურ სიტუაციებს ჩაუღრმავდება და ქმედით დახმარებას შეეცდება, რადგან ჩემს თავს მიმდინარე მოვლენები მას უფრო მეტად ეხება, ვიდრე ჰგონია და მასზე უფრო სერიოზული ჩიხებით აისახება. კონკრეტული რა ფორმებში, ამას მისი ნათალური.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top