სინასტრიული ქირონი III სახლში

სინასტრიული ქირონი III სახლში

თუ პარტნიორის ქირონი ძლიერია, მასთან განსაკუთრებით სახალისო იქნება სოციალური სიტუაციები. ეს ის ასპექტია, როდესაც ამ პარტნიორთან ერთად გულიანად ვხალისობ საკუთარ სოციალურ მოუქნელობასა თუ ჩიხურ სიტუაციებზე. სხვა საქმეა, რამდენად შევძლებ ამ  სიტუაციების გააზრებას, რომლისკენაც ჩემი პარტნიორი მიბიძგებს. საინტერესო ის არის, რომ ასეთი სიტუაციებიდან გამოსავალი საკუთარი სოციალური ეთიკის ხარისხობრივ შეცვლაში უნდა ვეძიო. თუ ასე არ მოვიქცევი  (+ჩემი III სახლი დაუმუშავებელია, ან კიდევ უარესი, დაზიანებულია), პარტნიორი საშინლად უხეშად და უტაქტოდ მომეჩვენება. შესაძლოა იდიოტური შეზღუდვების მოყვარულ, სადიზმთან მომიჯნავე იუმორიის გრძნობით დაჯილდოებულ პირადაც შევრაცხო და რაღა თქმა უნდა, ამგვარი აღქმა არ შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებას.

სინამდვილეში, ჩვენი ურთიერთობები, ყოველ შემთხვევაში, მისი სოციალური ასპექტები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი პარტნიორისთვის. შეიძლება განვითარების ჩიხებიდანაც გამოსავლის პოვნაშიც დამეხმაროს, მაგრამ ამისთვის ის უნდა მიხვდეს, რომ ჩვენს ურთიერთობაში წარმოქმნილი სირთულეები სინამდვილეში მისი სირთულეების არსს წარმოადგენს.

მთლიანობაში, ასპექტი უამრავ გაუგებრობასა და ქაოსურ სიტუაციას ბადებს, მხოლოდ ჩემთვის ზედაპირულ დონეზე, პარტნიორისთვის კი საკმაოდ სიღრმისეულად, მაგრამ თუ ის ამ სიტუაციებში გარკვევას შეძლებს (განსაკუთრებით ჩემი დახმარებით), არსებითად წინ წაიწევს თვითშეცნობის თვალსაზრისით.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top