ტრანზიტული სატურნი IV სახლში

ტრანზიტული სატურნი IV სახლში

ეს პერიოდი გვაბრუნებს საიმედოობისა და თვითგადარჩენის საფუძვლებთან, ჩვენს ძირითად მოთხოვნებთან.

თქვენ მიდრეკილი იქნებით გაიმყაროთ საიმედოობისა და წესრიგის განცდა, მიიღოთ უსაფრთხოების გარანტიები.  ბევრად სერიოზულად მოეკიდებით საკუთარ როლს საზოგადოებაში და მის გამყარებას შინაური გარემოცვის მეშვეობით შეეცდებით. ბუნებრივია, ეს ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს სხვადასხვა ტიპის ადამიანისათვის, მაგრმ მთელი ამ მრავალფეროვანი ვარიანტებიდან ნათლად იკვეთება ორი ძირითადი მიმართულება:

1) სახლის ფიზიკური მდგომარეობა და კონსტრუქცია შეიძლება თქვენს მიზნებთან შეუსაბამოდ მოგეჩვენოთ და გარკვეული ზომები მიიღოთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად (საცხოვრებელი სახლის გარემონტების ან გაფუჭებული კონსტრუქციების, ინვენტარის შეკეთების მეშვეობით). საცხოვრებლის გამოცვლა არ არის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი, როგორც, მაგალითად, ურანის ტრანზიტისას ამ სახლში. პირიქით, თუ ამის მცდელობა იქნება, შეიძლება ბევრ შინაგან სირთულეს გადააწყდეთ.

2) თქვენი მოვალეობები ოჯახის წინაშე სულ უფრო რეალური და აქტიური ხდება, შეიძლება შებოჭილობაც კი იგრძნოთ და გარკვეული საზღვრების დაწესებაც დაგჭირდეთ გარემოცვასთან.  ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები წინა პლანზე გადმოინაცვლებს. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს თქვენი აწმყოთი სრული იმედგაცრუებისა  და ფრუსტრაციის განცდა, პოტენციური შესაძლებლობების შეზღუდვა ოჯახის მხრიდან. მარტოობისა და თანადგომის არარსებობის შეგრძნება მძაფრად იკვეთება ამ ტრანზიტის  საწყის ეტაპზე.

ეს ის პერიოდია, როდესაც საძირკველი უნდა ჩაყაროთ ნებისმიერი ხანგრძლივი მისწრაფებისთვის. როდესაც უნდა განსაზღვროთ, რა ბაზა გჭირდებათ კარიერული წინსვლისთვის. ამან შეიძლება მიგიყვანოთ ბიზნესის რელოკაციამდე ან სამუშაო გარემოცვის რეკონსტრუქციამდე.

ბოლო შენიშვნა IV  სახლთან დაკავშირებით იმით გამოიხატება, რომ ადამიანები ხშირად განიცდიან კარმის უშუალო გავლენას შემოქმედებითი და სასიყვარულო ურთიერთობების მეშვეობით, რაც იმით აიხსნება, რომ IV სახლი XII სახლია V სახლისთვის.

მნიშვნელოვანი პერიოდია შიდა რეკონსტრუქიისთვის. გარეგნული მაჩვენებლებისა და მიღწევების მიხედვით, ეს ტრანზიტი შეიძლება არაფრით გამოირჩეოდეს სხვა სახლებში ტრანზიტებისგან, თუმცა მის დასასრულს ნატივი იგრძნობს პიროვნული და ფსიქოლოგიური ცვლილებების აუცილებლობის მოთხოვნას. მისთვის მნიშვნელოვანი გახდება პიროვნული სოლიდურობის შეგრძნება, ფესვების გამოკვლევა (ვინ ვართ და საიდან მოვდივართ), რადგან როდესაც სატურნი  V სახლში გადავა, საკუთარი თავის სხვებისგან გამორჩევა შევძლოთ და ჩვენი ეგოს უნიკალობა შევიგრძნოთ. თუმცა ამჟამად ბევრად აქტუალური იქნება წარსულთან დაკავშირებული პრობლემები.

ამ პერიოდში  ადამიანები ვერ გრძნობენ თავს მხნედ და გაბედულად გარესამყაროსთან მიმართებაში. ასეა თუ ისე, საკუთარი „ციხე-სიმაგრისა“ და რაც ყველაზე მნიშნველოვანია, სულის რეორგანიზაცია ამ ტრანზიტის ჭეშმარიტი ბუნების გასაღები სიტყვებია. ბევრს მოუწევს გენერალური წმენდის ჩატარება.

 

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top