ურანი თხის რქაში

ურანი თხის რქაში

წყარო: aquarun.ru

სპონტანურობა + კონცენტრაცია = კონცენტრირებულ ენერგიას

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას ვლინდება სულსწრაფობა და ფორიაქი, ფანატიზმისკენ მიდრეკილება და ყველაზე მარტივ და გასაგებ საკითხებში გადაწყვეტილების მიღებისას უადგილოდ გამოვლენილი ბრმა თავგამოდება.

ხასიათის პოზიტიური განვითარებისას ადამიანს გონება უნათდება უჩვეულო ცხოვრებისეული მიზნებით, საოცარი ინტერესის სფეროები აქვს და თავისი ყოფის რევოლუციონირებას უცნაურად ახდენს.

ასეთი ადამიანი იმ ფასეულობებისთვის იბრძვის, რომლებიც გარშემომყოფთათვის არც ისე გასაგებია. მწვერვალებს განსაკუთრებული გზებით იპყრობს და ამით მუდამ ახლობლების გაოცებას იწვევს. განახლებული ცხოვრებისეული ინტერესის სფეროები თითქოს თავისთავად ივსება მისი ფსიქიკური ენერგიით – და ის მყარად და თავისუფლად მიაბიჯებს ტოტალური ტრანსფორმაციის გზაზე. ყველაზე მარტივი საკითხების გადაწყვეტისას ადამიანი იჩენს შესაშურ შეუპოვრობასა და სიჯიუტეს. ქმედებაში ურყევია და გასაოცარი სიმშვიდითა და თავშეკავებით გამოირჩევა, მას ასევე დიდებული გამძლეობა ახასიათებს და კარგად ფლობა თავს.

ხელმძღვანელობასა და მშობლებს ხშირად ეწინააღმდეგება, ერთ ავტორიტეტს მეორეთი ანაცვლებს, თითქოს მთელ გარემოცვას ეკამათება, ჯიუტად იცავს თავის ჭეშმარიტებას. განსაკუთრებული წარმატება მოსალოდნელია ბიზნესში, პოლიტიკურ არენაზე, წარმოებაში, საჯარო სამსახურში.  გულმოდგინება და მონდომება შეთავსებულია ბრწყინვალე გამომგონებლობასთან, ხოლო შრომისმოყვარეობა და სერიოზულობა მრავლობით შემოქმედებით მისწრაფებებსა და სიღრმისეულ უნარებს ერწყმის.

ამ ადამიანს აქვს უცნაური შინაგანი შფოთვის განცდა, რომელიც წარმოიქმნება ერთის მხრივ მის გზაზე უამრავი წინაღობისა და ბარიერის უცილობელი გადალახვის გამო და მეორეს მხრივ რადიკალურ რეფორმირებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი კონკრეტული ინოვაციის შეტანაში დიდი მისწრაფების გამო. სწორედ აქედანაა მრავლობითი ცვლილებები როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში.

ამ ურანელებს ხშირად უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა იმის გამო, რომ კონფლიქტები გარშემომყოფებთან თითქოს საკუთარი სახლიდან განდევნით. პოლიტიკური ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი სისტემის ინტიუიციურად განათლებული რეფორმატორები არიან. თავის მიზნებს უცნაური გზებით აღწევენ – უკვე არსებულ სტრუქტურებში სიახლეების ჩანერგვა შეუძლიათ და შედეგად კი მთელი სტრუქტურა რადიკალურად გარდაიქმნება.

ამ ადამიანების მომავლისკენ სწრაფვა მუდამ პროდუქტიული და კონსტრუქციულია, რადგან ყოველი ახალი გადაფასება და ცვლილება ძველი, კარგად შესწავლილი მიღწევებისა და კვლევების შედეგია, რომელიც თითქოს მომავალზეა გათვლილი. ეს არის მიზანსწრაფული და ხშირად ფარული რეფორმატორი, რომელმაც კარგად იცის თავის საქმე, ის ძირითადად განცალკევებულია და მჭერმეტყველებით არ გამოირჩევა, კონკრეტული საქმეების შესრულებაზე უკიდურესადაა კონცენტრირებული, ნაკლებად შემოქმედია, ის უფრო რეფორმატორული ძალისხმევის, კონცენტარაციის ცენტრი და განახლების პროცესის კოორდინატორია. „ქვების შეგროვება“ და ტრანსფორმაციის პროცესების უზრუნველოყოფა განსაკუთრებული, თანაბარი, რიტმული ხასიათით შეუძლია.

ყველაფერს ძველს თავის ადგილს უჩენს და ახლის კონტექსტით საუკეთესოს იყენებს. ის ვითარდება უდრეკად და შეუპოვრად იმიტომ, რომ ამაში გადარჩენის გარანტიას ხედავს. ასეთი ადამიანის თუნდაც სულიერი განვითარება განიხილება, როგორც მისი პიროვნების არსებობის სტაბილურობის, მდგრადობის გარანტია.

 როგორც წესი, ნებისმიერ შემთვევაში თავისას აღწევს, საზრიანობისა და მოთმინების, ინტუიციურობისა და გულდაგულობის შეთავსებით. ეს არის მომავლის არქიტექტორი, მშენებელი, უდიდესი მოთმინების მქონე ალქიმიკოსი, მყარი სტრატეგი და პროექტების უდრეკი რეალიზატორი, რომელსაც ამბიციები და სიჯიუტე არა თუ ხელს უშლის, არამედ ყოველ ნაბიჯზე ხელს უწყობს. ის შრომის გარეშე იკავებს წამყვან პოზიციას, იძენს უნარს აკონტროლოს ენერგიები და კავშირები, რეალობას ჯიუტად და დაჟინებით გარდაქმნის. ცხოვრებაში ნებისმიერ ცვლილებებს საზოგადოების საუკეთესო მომავლის შექმნისთვის ანხორციელებს.

 მაშინაც კი, როდესაც დაძაბული ხვალინდელ დღეზე ოცნებას მიეცემა, ის არ ივიწყებს იმას, რაც იყო გუშინ და კონკრეტულად ორიენტირდება იმაზე, რაც დღეს უნდა გაკეთდეს. ეს არის დაუმარცხებელი ხელმძღვანელი და ფანტასტიური თანმიმდევრული მენეჯერი. ბრწყინვალედ ერკვევა ადამიანებში და შეუძლია ძველი ტრადიციების გაგრძელება, მაგარამ ამასთანავე მათ ახლებური სახით ხედავს. ის ყველაფერთან იყენებს თავის სამეცნიერო მიდგომას და მისი ყველაზე საინტერესო ცვლილებები ჩვეული აზროვნებისა და ქმედების მეთოდების გამოყენებას ეფუძნება. ასეთი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იპოვნოს ზღვარი არსებულიდან საუკეთესოს შენარჩუნებისა და არსებობის განახლებისთვის აუცილებელ საჭიროებას შორის.

 თუ ამ წერტილის სინთეზის ძიებას არ უთმობს საკმარის ყურადღებას, მაშინ დროთა განმავლობაში რისკავს გახდეს გაუწონასწორებელი და გაღიზიანებადი. ბევრი მას ახასიათებს როგორც უძლეველ რეფორმატორს, რომელიც ყურადღებას არ აქცევს გარშემომყოფთა აზრს. ის გულმოდგინე, სერიოზული, ნიჭიერი, ჯიუტი და უაღრესად თანმიმდევრულია. გონიერი ადამიანია, ღრმა, გამჭრიახი, რომელიც ბრწყინვალედ ითავსებს კონსერვატიზმსა და ცვლილებების განხორციელების საჭიროების გაგებას. ადმინისტრირებაში იშვიათ პატივმოყვარეობასა და სხვების შთამაგონებელ დამოუკიდებლობას ავლენს. იცის როგორ მიიღოს მონაწილეობა სარისკო საქმეებში ისე, რომ არაფერს შეუქმნას საფრთხე.

ტომას ჯეფერსონი. ურანი თხის რქაში

 დაჯილდოებულია მომავლის იშვიათი გრძნობის უნარით, განსაკუთრებით სოციალური საჭიროებების განსაზღვრისას და ორგანიზაციული და მატერიალური ტენდენციის განვითარებისას. დაქვემდებარებულ პირებთან და კოლეგებთან მიუკერძოებელნი და ობიექტურები არიან და ასევე აფასებენ მათ ღირსებებსა და ნაკოვანებებს.

მათ მიერ პროგრესი აღიქმება როგორც ახალი იდეებისა და წინა თაობის გამოცდილების ჰარმონიული შეთავსება. როგორც წესი, ამ ადამიანის ძალაუფლება მტკიცე და გამძლეა, რადგან ავტორიტეტულობა შეთავსებულია მტკიცე ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობასთან.

თუ ასეთი ადამიანი აღმოჩნდება ხელისუფლების, ხელმძღვანელობის ოპოზიციაში, მასთან გამკლავება საკმაოდ რთულია, ადრე თუ გვიან ის თავისას მიაღწევს და თავისი ძალისხმევის წყალობით შეაღწევს კიდეც წამყვან ელიტაში. არანაირი სირთულეები არ აშინებს, რადგან მისთვის საკუთარი პოზიციის ჭეშმარიტება ინტუიციურად ნათელია და საბოლოო წარმატებაც გარანტირებული. მას ყოველთვის შეუძლია გამოყენების ახალი სფეროს მოძებნა როგორც დრომოჭამული საგნებისთვის, ისე – დავიწყებული პოლიტიკური, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული იდეებისთვის.

 ავესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია“

ურანი თხის რქაში – მიზანმიმართული ურანი

ურანი თხის რქაში, მაღალი დამუშავების დონეზე გონებრივ გაბრწყინებას იძლევა, რომელიც პრაქტიკული განვითარების მიმართულებას ეხება. ადამიანისთვის მრავალი წლით ადრე ნათელი ხდება კარმული ლაბირინთი, მას შეუძლია თქვას თუ რომელი გზა უფრო პირდაპირი, შემოვლითი, დამრეცი ან დაქანებულია, ასევე აღნიშნავს ჩიხებს, რომლისგანაც აუცილებელია თავის დაცვა და შესაძლებელია გვერდის ავლა.

დამუშავება საკმაოდ რთულია, რადგან თხის რქის მთავარი პრინციპი: პრაქტიკულობა, მიზანსწრაფულობა, ასკეტიზმი, ბევრ საკითხში ზღუდავენ ურანის თავისუფლებას, რომელიც ამბობს რა სურს, როდის სურს, ადამიანის ცხოვრებაში პირადი და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. თხის რქა ურანის ნიშნები ეხება ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას, ანუ ადამიანისთვის პრაქტიკული საქმიანობა შესაძლოა იყოს ლექციის კითხვა, ზუსტად ისევე, როგორც ვთქვათ – ბურღვა.

 ზუსტად თხის რქა ურანი რევს ამ პრაქტიკულ გეგმებს, წარმოქმნის მოულოდნელ და გაუგებარ დაბრკოლებებს, თემის ორიგინალური შემოტრიალებისა და მაცდური ლაბირინთის ბოლოს კი აღმოჩნდება ჩიხი. აქ ურანის დამუშავება ნიშნავს ამ ჩიხების, გაჯანჯლებებისა და მარყუჟის წარმოქმნის შესწავლას უფრო ფართე თვალთახედვით, ვიდრე ადამიანს შეუძლია, რომელიც ურანისეული ხილვების, შთაგონებების გამოყენებას ცდილობს. ისინი თავიდან შესაძლოა ბუნდოვანი ან სრულიად ფანტასტიური ეგონოს (და იყოს კიდეც).

 აქ ცნობიერის გაფართოება საკამოდ რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თხის რქა ადამიანის მთავარ კარმულ პროგრამებს განაგებს. ცხოვრების პრაქტიკული მიზნების ფორმირებისას მორალურად ძალიან მძიმეა კაშკაშა, მაგრამ არასაიმედო, შინაგანი განჭვრეტა და გაანალიზება, მაგრამ ამის სწავლა საჭიროა, მუდამ უნდა ხდებოდეს წვრილმანი უსიამოვნებების გაანალიზება, რომელსაც თხის რქა ურანი წარმოქმნის. ამას ემატება გადაუწყვეტელი შინაგანი პრობლემები და არასწორი დამოკიდებულება როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემო სამყაროსთან. ამ შეთხვევაში ადამიანი ნაწილობრივ მაინც იქნება მზად თხის რქის ურანის გააქტიურებისთვის, რომელსაც განსაკუთრებით ურანის დაზიანებისას შეუძლია დაანგრიოს და უაზრო გახადოს ადამიანის ცხოვრება, მისი წარსული დამსახურებები და მომავლის გეგმები.

 პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ურანი თხის რქაში 1906 – 1911; 1988 – 1995 წლები

აქ ურანი იმყოფება თავისი დღის სამყოფელში, სატურნთან ერთად, მარსის ეგზალტაციის სახლში, მიწის სტიქიაში (იუპიტერისა და სელენის დაცემის, მთვარისა და ისიდას დაცემის სახლში).

ამ დროს ხდება ისტორიული ფორმების ფუნდამენტური ცვლა (ეს განსაკუთრებით 2003 წელს უნდა გამოვლენილიყო, მერწყულის ეპოქაში). ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკასა და ეკონომიკაში. შესაძლოა სახელმწიფო რანგის საქმიანობაში ახალი იდეების დანერგვის მცდელობა გამოვლინდეს (აღსრულების ძალას აქ იძლევა მარსი).

 მიზანსწრაფული, რეფორმატორობისკენ მიდრეკილი, ფარული და საკუთარი საქმის კარგი მცოდნე ადამიანები არიან. მაგრამ შეიძლება იყვნენ ზედმეტად გარიყული გარშემომყოფებისგან, კონცენტრირებული არსებული გადატრიალებებზე (სატურნი). ეს თაობა იქნება კონცენტრაციისა და ახლის განხორციელების დინამიური ცენტრი. ის რაც იყო გაფანტული სატურნის ტრანზიტისას მშვილდოსანში და მორიელში, მიიღებს გეგმიურ ხასიათს. ძველი იდეები, მაგალითად ოკულტური, ისევ გამოყენებადი იქნება, მაგრამ უკვე ახალ სფეროებში. თევზების ეპოქის აგონიის მომენტისას (2003 წლამდე უკანასკნელი 13 წელი) კაცობრიობა უნდა განვითარდეს, ეს საჭიროა გადარჩენისთვის. რადგან თხის რქა – ურანის ყოველდღიური ბინადარია (რომელშიც ის საკმარისად არ გამოვლენილა), ეს ადამიანები უნდა ამაღლდნენ სულიერების უმაღლეს საფეხურზე.

ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელია ძველი მეთოდებისა და ახალი მწვერვალების მისაღწევი საშუალებების გამოყენება. ეს თაობა მოქმედებს მოულოდნელად და ხანგრძლივად, გონივრულად ცდილობს მიაღწიოს თავისას, ასე იყო 1906 – 1911 წლებში. შორსმიმავალ გეგმებში ეს ადამიანები ჯობნიან მშვილდოსან ურანელებს, რადგან ისინი ცნობიერს მხოლოდ ამზადებდნენ ცვლილებებისთვის, აი თხის რქაში სიტუაცია გაურკვევლობას ფანტავს; აღიარებული და დაკანონებული იქნება გამოკვლევების ახალი სფეროები, ან მათზე იქნება მკვეთრი აკრძალვა. ამ დროს მუშაობას შეძლებენ ისინი, ვინც კონცენტრირებულნი არიან ახალ მიმართულებაზე.

ამ ურანელისგან შესაძლოა დადგეს ჭეშმარიტი მეცნიერი, არქიტექტორი და ასტროლოგიურ პრინციპებზე ახალი საზოგადოების მშენებელი. თუმცა, შესაძლოა მათ ხელს უშლიდეთ პრაგმატიზმი და გეგმებისა და პროექტების ხშირი ცვლა, ძლიერ სტრატეგიასთან ერთად ტაქტიკური ლავირების უკმარისობა.

უარეს შემთხვევაში – შესაძლოა ახასიათებდეთ უკიდურესი პატივმოყვარეობა, წარმატებისკენ სწრაფვა კარიერის გამო, ძალიან დიდი პროფესიონალური ამბიციები, ხანდახან სქელშუბლიანობა რეფორმების გატარებაში, წამყვანი პოზიციების ნებისმიერ ფასად მოპოვების სურვილი, საკუთარი მიზნის მისაღწევად ყვლაფრისა და ყველას უგულველყოფა.

ურანი თხის რქაში

პრინციპიალურად ახალი კოლექტიური ორგანიზაციებისა და წარმოების, პოლიტიკური დაჯგუფებების საზოგადოება. წინსვლა სულიერი განვითარებაში, სამყაროს როლის გაცნობიერება. გადატრიალებები მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ცხოვრებისეული მოვლენების უეცარი ცვლა.

უკეთეს შემთხვევაში – კოლექტიური ენერგიისა და კონსტრუქციული, მოდერნისტული იდეების (რომლებიც საზოგადოებას ეხება მთლიანად) ბრწყინვალე გაგება და გამოყენება. სულიერი განვითარების მაღალი დონე.

უარეს შემთხვევაში – დაუფიქრებელი, ექსცენტრიულ ხელმძღვანელობა და მეტანიები ცხოვრებისეულ გზაზე. არაფრისმომცემი და უდროო იდეებით გატაცება. მკვეთრად ნეგატიური სიტუაციები, ბალანსირება „დანის პირზე“, სახიფათო მომენტებით ჟონგლიორობა. უპასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.

  

ს.ვ. შესტოპალოვი „ასტროლოგიური ცნობარი“

ურანი თხის რქაში (1904 – 1912, 1988 – 1995)

ჰარმონიული ასპექტებისას მიუთითებს მიზანსწრაფულობაზე, ინტუიციურობაზე, გამჭრიახობაზე, შეუპოვრობაზე, სიჯიუტეზე, პროგრესიულობაზე, უანგარობაზე, წინდახედულობაზე, სიმშვიდეზე, სიფხიზლეზე, დამოუკიდებლობაზე, შრომისმოყვარეობასა და გამომგონებლობაზე.

ინტერესი მეცნიერებების, ელექტრობის, რადიო, ტრანსპორტისა და მეწარმეობის, ტექნიკის, საინჟინრო საქმის მიმართ. არც ისე ცუდი მდგომარეობა პოლიტიკოსისთვის, მუნიციპალიტეტის მუშაკისთვის, სახელმწიფო მოხელისთვის, სოციოლოგისთვის, გამომგონებლისთვის.

თუ ურანი დაზიანებულია ვლინდება გადამეტებული კაპრიზულობა, სიჯიუტე, მკვეთრად, უხეშად რეაგირება, ექსცენტრიულობა, გარშემომყოფებთან ურთიერთობებში დაპირისპირებისა და განხეთქილებებისკენ მიდრეკილება, მკვეთრი, არაპროგნოზირებადი, რისკისა და ხიფათისკენ, ექსტრემიზმისა და ნაციონალიზმისკენ სწრაფვა, ავანტიურისა და ნგრევისკენ მიდრეკილება, სიჯიუტე, უკომპრომისობა, უჩვეულო განცდები და შეგრძნებები, მისტიციზმი.

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ურანი თხის რქაში. მოულოდნელი მიზანი ცხოვრებისეულ ბრძოლაში. მწვერვალების დაპყრობის ახალი საშუალებები. ყოველდღიურობაში ტექნიკის ჩართვა.

მომავალში კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად არსებული მდგომარეობის შეცვლის სურვილი, მაგრამ ახლის ადაპტირება ძველთან ძალიან ფრთხილად ხდება, მიუხედავად კონსტრუქციული ცვლილებებისკენ სწრაფვისა, რთულია წარსულთან საბოლოოდ განშორება.

ძლიერი პატივმოყვარეობა, წარმატებისკენ სწრაფვა, ორიგინალური იდეები მეცნიერებასა და საქმეებში, მაგრამ ძალისხმევა მიმართულია კარიერული წინსვლისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ძველი იდეების გამოყენებისთვის ახალი სფეროების ძიება. ძალიან დიდი პროფესიონალური ამბიცია და გადამეტებული პატივმოყვარეობა შესაძლოა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში პრობლემების მიზეზი გახდეს.

ეს თაობა ავლენს (7 წლიანი ასაკობრივი ჯგუფი) აქტიურობას, ქმნიან საკუთარ საწარმოებს, ახდენენ სახელმწიფოს სტრუქტურების რეფორმებს, რითაც ანხორციელებენ დიდ სოციალურ წამოწყებებს, სხვადასხვა რეორგანიზაციებს. მათი ქმედების უმეტესობა აუმჯობესებს ხალხის კეთილდღეობას და სხვადასხვა ქვეყანაში იღებს სხვადასხვა ფორმას. მაგ: ერთგან ეს შეიძლება იყოს მომსახურების სფეროში დიდი სოციალიზაცია, მაშინ როცა მეორეგან ისწრაფვიან იმისკენ, რომ მომსახურების სფერო იყოს კერძო მესაკუთრეობაში. ნებისმიერ შემთვევაში ამ თაობის ადამიანები ნებისმიერ სფეროში დაკავებულნი არიან შრომითი პროდიუქტიულობისა და ეფექტურობის ზრდით, რის შედეგადაც როგორც სამთავრობო ისე სამრეწველო სტრუქტურებში აღმოიფხვრება არაპროდუქტიული შრომა.

სემირა და ვიტალი ვეტაში „ პროგნოზირების ხელოვნება“

ურანი თხის რქაში – ამ ადამიანების მისწრაფებები მომავლისკენ კონსტრუქციულია და ხშირად ეფუძნება ძველი მიღწევების ახლებურ გადაფასებას.

მარია ქეი სიმსი „ თქვენი ჯადოსნური ბავშვი“

ურანი თხის რქაში (1988 – 1995 წლები)

დიდი დაძაბულობისა და ცვლილებების პერიოდი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ დიდ და სერიოზულ, თხის რქისებრ კორპორაციებში, მთავრობებსა და ეკლესიებში. ეს თაობა იზრდება მრავლობითი ძალოვანი სტრუქტურების გამოწვევების ფონზე. ისინი ამ სტრუქტურის ცვლილებებს პრაქტიკულ დონეზე სრულყოფენ და აძლიერებენ. ეს არის გაცილებით მიზანსწრაფული და ფრთხილი თაობა, წინა ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით. მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ „ძველ გზებს“, მაგრამ მიუხედავად ამისა კულტურული ცვლილებები და მუშაობა ახალ რეალობაში გაგრძელდება.

ავტორი: ქეთი

პლანეტა ურანი

ურანის დამუშავების დონეები

ურანი ვერძში

ურანი კუროში

ურანი ტყუპებში

ურანი კირჩხიბში

ურანი ლომში

ურანი ქალწულში

ურანი სასწორში

ურანი მორიელი

ურანი მშვილდოსანში

ურანი მერწყულში

ურანი თევზებში


About Kate

Scroll To Top