ფენ-შუის მიხედვით რამდენიმე სასარგებლო რჩევა

ფენ-შუის მიხედვით რამდენიმე სასარგებლო რჩევა

სანამ კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების განხილვაზე გადავალთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გამოგვადგება. რჩევები სახლის ენერგიის გაძლიერებისა და გაწმენდვისთვისაა.

  • ნუ „შეურაცხყოფთ“ სარკეებს, მცენარეებს, ორმანენტებსა და ა.შ., გახსოვდეთ, რომ ნებისმიერმა საგანმა ოთახში აყვავება, პროპორცია და შესაფერისი მდებარეობა უნდა დაიკავოს.
  • აირჩიეთ ის საგნები, რომლებიც თქვენი ცხოვრების სტილს შეეფერება. თქვენს გემოვნებას დაუჯერეთ და არა სხვისას.
  • აუცილებელი არაა ჩინური ან აღმოსავლური სიმბოლოები იქონიოთ თუ მათ მიმართ განსაკუთრებულ მიზიდულობას არ გრძნობთ.

ახლა კი…რამდენიმე რჩევა სახლში ფენ-შუის გასაძლიერებლად.

 

განათება

სინათლეს ცი-ენერგიის სტიმულირება შეუძლია როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. რამდენადაც სინათლე ცეცხლის ენერგიასთანაა კავშირში, მისი მოქმედება უფრო ძლიერია სახლის სამხრეთ ნაწილსა და გამოცალკევებულ ოთახში. ამასთანავე, მიწის ელემენტებს მატებს სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს.

განათების საუკეთესო წყარო სინათლის შუქია. თუ საკმარისი არაა ან არ გყოფნით, უფრო ღია ფარდები იქონიეთ ან ფანჯარასთან სარკე დაკიდეთ. მეორეს მხრივ, თუ სინათლის შუქი ზედმეტია – იან ტიპის ენერგიის ნაკლებობაა, რაც კარგი არაა განსაკუთრებით საძინებელი ოთახისთვის. ამ შემთხვევაში უფრო მუქი ფარდები გამოიყენეთ.

აქტიური მოქმედებებისთვის და ოთახებისთვის დამატებითი განათება და სინათლე უნდა შეიტანოთ, გაანათეთ ოთახები. მთავარია თვალს არ ჭრიდეს.

დიდი სიმძლავრის ნათურების გამოყენებას მოერიდეთ თავთან, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებშიც დიდ დროს ვატარებთ: სამუშაო მაგიდასთან, სასტუმრო ოთახში, სასადილო ოთახში. „ბრა“, სანათი საკიდები კარგია ოთახში დამატებითი სინათლის შესატანად – ასე რბილი და მსუბუქი განათება შეგვაქვს.

სანთლები

სანთლები სინათლის წყაროდ შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ცი ენერგია ალისგან აქტიურდება. სანთლები აქსესუარებად დაწყობის ნაცვლად სასურველია დროდადრო, პერიოდულად  ავანთოთ.

სანთლები გამოიყენეთ ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, რათა მიწის სტიქია გააძლიეროთ, ან ოთახის კუთხეებში დადეთ, რათა უსარგებლო და უარყოფითი ცი-ენერგია დაშალოთ. სასურველი არაა სანთლის სამხრეთ მხარეს დანთება, რადგან ცეცხლის ენერგიაა და დომინირებადი გახდება.

 

სარკე

სარკე იღებს და გასცემს ცი-ენერგიას, ამიტომ ფენ-შუიში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. როცა სახლს ბა-გუას ერთ-ერთი მხარე აკლია, სარკეს შეუძლია მისი „ყოფნის ეფექტი“ შექმნას. მკვეთრ კუთხეებსა და ვიწრო გასასვლელებში სარკეს ნუ დადგამთ. სარკეები აორმაგებს იმ საგნების თვისებებს, რომელთა ახლოსაც კიდია, ამიტომ მათ სიახლოვეს სასიამოვნო და/ან სასარგებლო საგნები განალაგეთ. ასევე კარგია, თუ საკვების წინ მაგიდაზე დადგამთ.

თუმცა სამზარეულოში საკვების მომზადების დროს სარკე არასასურველია.

სარკის საძინებელ ოთახში მდებარეობა მნიშვნელოვნად შესასწავლია. ის არ უნდა ირეკლავდეს მეუღლეების საწოლს, რადგან ასე ქორწინების „ორმაგი სახე“ ჩნდება. ასევე, არასასურველია სარკის დაკიდება ტუალეტის ან შემოსასვლელი კარის პირისპირ. ამ შემთხვევაში სახლში შემოსული ცი-ენერგია უკანვე ბრუნდება. სარკე საკმარისად დიდი უნდა იყოს ადამიანის ასახვისთვის. გარშემო საგნები და ავეჯი  ისე განალაგეთ, რომ ასახვას ხელს არ უშლიდეს. სარკეები იზიდავს და გადასცემს „ცი“ -ს ენერგიას, ამის გამო სარკეებს ფენ-შუიში მრვალანაირი გამოყენება აქვს.

თუ სახლის წყობაში ოთახის ზონებიდან არ არის ერთერთი ზონა ბა-გუას რვაკუთხედიდან, სარკეს შეუძლია შეავსოს ეს დანაკლისი და შექმნას მისი არსებობის ეფექტი.

იდეალურია სარკე, რომელიც მთლიანი ოჯახის ჩახედვის დროს არც უფროს და არც უმცროს თაობას არ „აჭრის“. სარკის რეგულარულად ნაწრით გაწმენდვა რეკომენდებულია.

დაბზარული სარკისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდით.

ზანზალაკები, საკიდები და მოძრავი ობიექტები

ზანზალაკები და საკიდები ჰაერის ვიბრაციას ქმნიან, რაც მასტიმულირებელ და გამწმენდ ფუნქციას ატარებს. უარყოფითი ენერგიის დონეს, კონფლიქტურობას ამცირებენ. უნდა დავკიდოთ ისეთ ადგილებში, სადაც დროდადრო იმოძრავებენ და სასიამოვნო ხმას გამოსცემენ. ხმა ზომისა და ფორმის მიხედვით იცვლება. არ იყიდოთ, სანამ მათ ხმას არ მოუსმენთ.

მეტალის შემცველი ზანზალაკები მეტალის ან წყლის ზონაში დაკიდეთ – ჩრდილოეთ, დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. ხის შემცველი – აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ, ხოლო კერამიკული – ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. მილები ცის ენერგიას ზემოთ მიმართავენ.

ტრადიციის მიხედვით საუკეთესო ხმას გამოსცემს 7 ან 9 მილიანი ზანზალაკები. მოძრავი კონსტრუქციები, აბრეშუმის ნაწილები ცის ენერგიის ცირკულაციის გაუმჯობესებისთვის გამოიყენება.

მოძრავი ობიექტები შეგიძლიათ დაკიდოთ იმ ადგილებში, რომელთა სტიმულირება და გააქტიურება გსურთ. მაგალითად: ბავშვთა ოთახში ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს დაკიდებული მოძრავი ზანზალაკები ცოდნასა და სწავლასთან დაკავშირებულ ენერგიას გააქტიურებს.

კრისტალები

კრისტალები მიწის სტიქიის სიმბოლოა. კარგია მათი განთავსება – სამხრეთ-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ოთახებში. კრისტალები აუმჯობესებენ ბუნებრივ სინათლეს და ხელს უწყობენ მის გავრცელებას, რითაც ახდენენ „ცი“-ს ენერგიის გაშლას შენობის კიდეებისკენ.

კრისტალები წარმატებით გამოიყენება ბნელი და პირქუში შენობების სტიმულირებისთვის.  წახნაგოვანი კრისტალი რომელიც დაკიდულია ფანჯარასთან, მისაღებ ოთახში – მზის ენერგიის არეკვლით, ახდენს ცისარტყელის „იან“ ენერგიის გამოსხივებას. ეს ხელს უწყობს აქტიურ მოქმედებას, კარგ განწყობას რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა სტუმებისთვის და ბავშვებისთვის.

მცენარეები

მცენარეები ცოცხალი ორგანიზმები არიან, ამიტომ ისინი თან ჩვენგან ითხოვენ გარკვეულ ენერგიას, თან მის წყაროდ თავად გვევლინებიან. სახლში ატმოსფეროს გაჯანსაღებაზე ზრუნავენ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მათ გარშემო სისუფთავე იყოს და ხშირად მორწყეთ. მათი ფერი იმ ელემენტის ფერს შეუსაბამეთ, რომლის აქტივირებაც გსურთ. მცენარეები კუთხეებს ავსებენ და უარყოფით ენერგიას ასუსტებენ. მრგვალი ფოთლების მქონე მცენარე მეტად ააქტიურებს ინის ენერგიას.

რამდენადაც ყველა მცენარე გარკვეულწილად ხეს წარმოადგენს, თავს ეფექტურად გრძნობენ სამხრეთ სფეროში, ცეცხლის ზონაში. ნაკლებად განათავსეთ ცენტრში, სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში. მცენარეებისთვის საუკეთესო ოთახებია სასტუმრო, სასადილო. სამზარეულოსა და საძინებელი ოთახებში შერჩევითი მიდგომა გამოიყენეთ.

კაქტუსებსა და სხვა ეკლიანი მცენარეები სასურველი არაა ადამიანებთან ახლოს და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაიდგას, რადგან ეს კუთხე ადამიანებთან ურთიერთობების ზონაა.

წყალი

წყალი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სახლის შიგნით, ასევე გარეთ შადრევნის, აუზის, აკვარიუმის სახით. მისი გავლენა განსაკუთრებით ძლიერდება ჩრდილოეთ სფეროში, ასევე კარგია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ზონაში.

ჩინური ტრადიციის მიხედვით, წყალი ფულის სიმბოლოა. თუ თქვენს აკვარიუმში ოქროს თევზია, ეს განსაკუთრებული წარმატების მანიშნებელია. სასურველია თუ თევზები კენტი რაოდენობით გეყოლებათ.

თუ ფინანსურ სფეროში წარმატების მიღწევა გსურთ, აკვარიუმი სამხეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დადეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი ყოველთვის სუფთა იყოს და „მოძრაობდეს“. სასტუმრო ოთახის ჩრდილოეთ მხარეს შეგიძლიათ დეკორატიული წყლიანი ჭიქა დადგათ. მაგალითად – კუს ფორმის, რათა მშვიდი და სასიამოვნო ცხოვრება გქონდეთ.

საათები

თანამედროვე ცხოვრებაში საათების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა საათების განლაგებასაც თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად არასასურველია საათის დაკიდება საძინებელში. ფენ-შუის მიხედვით საათი ითვლება მძლავრ ინსტრუმენტად რომელიც ხელს უწყობს „ცი“-ს ენერგიის მოძრაობის აჩქარებას და მის პოზიტიური მიმოქცევას.

აღმოსავლეთ კედელზე დაკიდებული საათი ხელს შეუწყობს ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესებას, ხოლო სამხრეთ -აღმოსავლეთით მოიზიდავს მატერიალურ კეთილდღეობას. განსაკუთრებით ეფექტური იქნება მრგვალი ან ტალღოვანი ფორმის ხის საათი, მწვანე, იისფერი, შავი ან ლურჯი ფერის. სამკუთხედი ან მართკუთხედი ფორმის ხის საათი სამხრეთ კედელზე ხელს შუწყობს წარმატებასა და აღიარებას. ოპტიმალური ფერები ამ შემთხვევაში არის – მწვანე და წითელი. ასევე ეფექტური იქნება ხელნაკეთი დეკორატიული საათის დაკიდებაც.

ჩრდილო-დასავლეთ კედელზე დაკიდული საათი მოაგვარებს პრობლემებს სასიყვარულო ურთიერთობებში, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ხელს უწყობას სიბრძნისა და ცოდნის დაგროვებას. უკეთესი იქნება თუ ამ სექტორებში დაკიდებული საათები მოპირკეთებული (დამზადებული) იქნება კერამიკის ან ფაიფურისგან. სასურველია საათი იყოს კვადრატული ან მართკუთხა ფორმის. რაც შეეხება ფერებს, სასურველია თუ იქნება ბეჟი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის.

დასავლეთ კედელზე დაკიდებული საათები დადებითად აისახება ბავშვებზე და შემოქმედებით საქმიანობაზე. ჩრდილო-დასავლეთით საიმედო პარტნიორების გაჩენას შეუწყობს ხელს, ასევე დაგეხმარებათ მოახდინოთ ტურისტული ოცნებების რეალიზაცია. კარგია აქ მრგვალი, ოვალური, კვადრატული მეტალის საათების დაკიდება თეთრი ან ვერცხლისფერი ფერის.

ჩრდილოეთით დაკიდებული საათი ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას და წინსვლას. ამ შემთხვევაშიც გამოდგება მეტალის საათი. ამ ზონის ფერების გამა მოიცავს: შავ, ცისფერ, ლურჯ და მეტალიკ ფერებს. უკანასკნელი სამი ზონა (ჩრდილოეთი, დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი) ყველაზე ოპტიმალურია საათების დაკიდებისთვის.

სიმბოლოები

სიმბოლოების გამოყენებით შეგიძლიათ ოთახის ენერგიის ზრდა. შესაბამისი სიმბოლო აირჩიეთ და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სიმბოლო, რომელსაც აირჩევთ, თქვენთვის საინტერესო და ღირებული უნდა იყოს.

რამდენიმე სიმბოლოს მნიშვნელობა:

ბამბუკი; ხე; კუ – ხანგრძლივი სიცოცხლე

დათვი – ძალა და სიმამაცე

ზარი, ზანზალაკები – უარყოფით ენერგიას ფანტავენ

პეპელა – სიყვარული და სიხარული

ქიმერა –  ბოროტისგან დაცვა

ქრიზანთემა – წარმატება

მონეტა – კეთილდღეობა

ირემი – სიმდიდრე და ხანგრძლივი სიცოცხლე

ძაღლი – საიმედო დაცვა

დრაკონი – წარმატების უმაღლესი სიმბოლო და შემოქმედებითი შესაძლებლობები

სპილო – ძალა

შადრევანი – სიმდიდრე და ბარაქა

ოქროს თევზი – ფინანსურ საკითხებში წარმატება

არწივი – შორსმჭვრეტელობა

ბატები – ქორწინებაში ნდობა და რწმენა

ცხენი – სიჩქარე და გამძლეობა

ლეოპარდი; ვეფხვი – სიმამაცე

მტრედები – რომანტიული სიყვარული

მაიმუნი – წარუმატებლობისგან დაცვა და ეშმაკობა

მანდარინი – ოქრო

მამალი – სილამაზე

ფენიქსი – განახლება

მომზადებულია ფედორჩენკოსა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით

სტატიის ავტორი: რუსა და თამთა


About Tamta

Scroll To Top