ქირონი ლომში

ქირონი ლომში

„წარმატება… ზომიერებით“

ქირონი მზის სახლში და ცეცხლის სტიქიის ნიშანშია, აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ ძირითად თვისებებს. ქირონისთვის დამახასიათებელი იქნება თვითგამოხატვა, ილუზიები, მოტყუებით გამარჯვებები. შესაძლოა გქონდეთ გაურკვევლობა და დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ძალებში. ხშირად, ამ მდებარეობის მქონე ადამიანები თამაშობენ ისეთი ტიპის როლს, რომლისთვისაც ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ამ ნიღაბში მათივე კომპლექსები იმალება.

ძლიერი ქირონის შემთხვევაში ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ენერგიების პრაქტიკული გამოყენება: ტელეკინეზი, ბიოდენებით განკურნება, ფსიქოთერაპია, რელაქსაციის მეთოდები, ჰიპნოზი და ა.შ. ასევე,   ჯგუფის მართვა და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია, რის გამოც ჯგუფური ფსიქოთერაპია კარგად გამოსდის.

ეს ადამიანები პარტნიორულ ურთიერთობებში ეთიკურ და ესთეტიურ მხარეს დიდ ყურადღებას უთმობენ. სასურველია თვითკონტროლის გამომუშავება, რადგან უმეტესად, ეს ადამიანები ვერ ამჩნევენ საკუთარი დაცემის დასაწყისს. ხშირად ფლობენ ისეთ იდეებს, რომლებიც მათ ნებას ეწინააღმდეგება. თუმცა ამ იდეების გარეშე წინ ვერ წავლენ და ვერ განვითარდებიან.

დაზიანების შემთხვევაში შეიძლება  “ბნელი” მასწავლებლის სრული ძალაუფლების ქვეშ მოექცეს, რომელიც მოსწავლის ენერგის საკუთარი მიზნებისთვის  გამოიყენებს.  ამ შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება უმაღლესი ძალებისადმი რწმენა და შინაგანი მუშაობის აზრი დაკარგოს. ორი ვარიანტი არსებობს, ან მთლიანად ემორჩილება მასწავლებლის გავლენას და შემდგომ მის გზას იმეორებს, ან მომხდარს იღებს როგორც აუცილებლად გასავლელ გაკვეთილს და შედეგად ევოლუციის ახალ საფეხურზე გადადის. 

უარყოფითად დამუშავების შემთხვევაში, პირველი დარტყმა თვითშეფასებას ადგება. დადებითად დამუშავების შემთხვევაში კი – სულიერად მაღალ საფეხურზე გადასვლა, სულიერად განვითარება ხდება. ამ მდებარეობის ადამიანებს აქვთ სხვების დახმარების უნარი….კრეატიულობის გამოვლენაში. ისინი კარგი არტ-თერაპევტები არიან.

უარყოფითი კუთხით- ბავშობაში მათი კრეატიულობა იდევნებოდა,ან პირიქით,ზედმეტად ესმებოდა ხაზი. შესაძლოა ტრავმა უკავშირდებოდეს მშობლებისგან დაცინვას (დასცინოდნენ იმ შემთხვევაში,როდესაც სხვები საკუთარ შვილებს ნაკლები კრეატიულობის გამოვლენაშიც კი აქებდნენ). ეს მდებარეობა ასევე, სითბოს,სიამოვნების გამომჟღავნების სირთულეზე მიუთითებს. სასურველია, რომ ამ ადამიანებმა  საკუთარი კრეატიული იდეების გამოვლენა და გამხიარულება ისწავლონ.

ქირონის ეს მდებარეობა აძლიერებს ხარისხის მოთხოვნილების სურვილს. ეს ადამიანები  პარტნიორობას ხედავენ როგორც კონკურენციას, ნებისმიერ კამპანიაში სურთ იყვნენ ყველაზე კარგ მდგომარეობაში. მათ პარტნიორობაში დომინირების სურვილი აქვთ, შესაძლოა პარტნიორს შეხვდეს კონკურენტებზე გამარჯვების გზით (ამ დროს გაიცნობს), დამახასიათებელია ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი. შესაძლოა ვერ შენიშნოს საკუთარი დაცემა, ამიტომ  სასურველია თვითკონტროლის სწავლა.

ქირონი ლომში – ცხოვრების ჰარმონიულად და იოლად მიღება, ძლიერი პიროვნული და ფსიქოლოგიური გაგების უნარი, ძალისა და მუშაობის ფანატური ფორმით გამომჟღავნება. სულიერი ტკივილების განკურნების გზად შესაძლოა სიმდიდრე, ფუფუნება ან გართობა მიაჩნდეს. 

საუკეთესო შემთხვევაში დოგმების გარეშე, ცხოვრების თავისუფალი ხედვით ცხოვრება, საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეხედვა ახასიათებთ. უარეს შემთხვევაში კი ადამიანებით მანიპულირება, ხელოვნური მანერები, თამაში და ზედმეტი გაფორმება მოქმედებების დროს. ამ შემთხვევაში კომპლექსების რაოდენობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა იზრდება.

ქირონი ლომში ან მე–5 სახლში

ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია „მე“–სთან დაკავშირებული პრობლემები, კრიზისი, მიუღებლობა, გამოხატვის პრობლემა. ეს ადამიანები სატურნის დაბრუნებას (იგულისხმება სატურნის ერთი წრის დარტყმა, როცა სატურნი დაბადების ადგილის მდებარეობას „უბრუნდება“, ანუ სატურნების შეერთებაა. ეს 29,5 წელში ერთხელ ხდება) მტკივნეულად აღიქვამენ, რადგან სატურნი მათ „მე“–ს სრულად  შლის და ხელახლა უწევთ განახლება, ფეხზე წამოდგომა. მათთვის სტრესის დროს რეკომენდირებულია რელაქსაციის საშუალებები, თერაპია, მასაჟი, კრეატიული ჰობი და ა.შ. ხშირად ეს ადამიანები უარყოფენ რაიმე სახის შემოქმედებით ან ორიგინალური გამოხატვის უნარის ფლობას, მაგრამ საკმარისია მათ მეგობრებს გაესაუბრო და თვითგამოხატვის ორიგინალურ ჰობს აღმოაჩენ.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com;…) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top