ქირონი მე-11 სახლში

ქირონი მე-11 სახლში

ქირონი მერწყულში ან მე-11 სახლში

ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის ეროვნული დაყოფა  მიუღებელია. მიკუთვნებულობას, რაიმე ნიშნით თავისუფლების შეზღუდვას მტკივნელად აღიქვამს. დიდ ჯგუფებს გაურბის ახალგაზრდობაში გადატანილი ემოციური წნეხის გამო.  სოციალური უარყოფა მოგვიანებით აიძულებს მხოლოდ იმ ადამიანებთან იკონტაქტოს, რომლებიც მის აზრებსა და ინტერესებს იზიარებენ.

ქირონი მე-11 სახლში

„ჯგუფის სახე ყოველთვის უხილავია“

დადებითი კუთხით: წინ უსწრებს ეპოქას, სოციალურ გარემოს კარგად უგებს. მუდმივად განახლებადი სამეგობრო წრე აქვს და სხვების აზრების წამმართველადაც გვევლინება. ხშირად სხვადასხვა საქმიანი შეთავაზებებით მიმართავენ.

უარყოფითი კუთხით: მის გარშემო მატყუარა ადამიანები ხშირად არიან, მოტყუებაზე და ცბიერებაზე დაფუძნებული კავშირები, უზნეო მფარველები, მეგობრების გამყიდველობა.

ქირონით მე-11 სახლში მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც ორიგინალური, ინდივიდუალისტი და ექსცენტრიული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. ხშირად ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა ყოველთვის მეგობრული კავშირების განახლების სურვილი აქვს. ახალ თანამოაზრეებს ეძებს. პირადი თავისუფლებისთვის იცვლის სამეგობრო წრეს, გამოირჩევა სხვებისადმი ტოლერანტობით. ამავე დროს, მისთვის მტკივნეული გამოცდილება მეგობრობას უკავშირდება.

ნებისმიერი ცოცხალი არსება მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ცდილობს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, ანალიტიკური აზროვნება აქვს და ბევრს იზიდავს, თუმცა  სხვებთან ურთიერთობაში დისტანციით გამოირჩევა, რადგან თავისუფლების დაკარგვის ყველაზე მეტად ეშინია. ქირონის ამოცანას წარმოადგენს საკუთარი და სხვების ინდივიდუალურობის გაგება-გაცნობიერება.

მტკივნეული მოგონებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს, მისი განსხვავებულობის გამო, თანატოლების მხრიდან გარიყვასთან. მოგვიანებით კონტაქტებს გაურბის, ხალხმრავლობასა და დიდ ჯგუფებში დისკომფორტს განიცდის, ამიტომ ურთიერთობს მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც მოსწონს ან რომლებთანაც აზრობრივად საერთოს პოულობს. ლიდერობის სურვილი აქვს.

ამ ადამიანს შეუძლია ჯგუფის მასხარის როლის შესრულება, თუმცა უნდა ეცადოს, რომ მისმა ხუმრობებმა არამხოლოდ „სახეზე ღიმილი“ გამოიწვიოს, არამედ ჯგუფის შეხედულებები შეცვალოს და უკეთესისკენ შეაბრუნოს. მას ამის გაკეთება შეუძლია, თუმცა განვითარების დაბალ დონეზე უბრალოდ ჯგუფის ყველა საქმეში ცხვირს ყოფს და ქაოსის გარდა არაფერს ქმნის. ქირონი ამ ადამიანს ჯგუფის განმანათლებლის ფუნქციას აკისრებს.

მას შეუძლია ჯგუფის წევრებს ასწავლოს მედიტაციის ხერხი, ინფორმაციულ-ენერგეტიკული არხების მართვა, საკუთარ და სხვების ეგრეგორთან მუშაობა. მეორეს მხრივ, ჯგუფი ხშირად ჩაითრევს გამოუვალ სიტუაციებში, რომლებშიც ახალი მიმართულებებისა და იდეების ძიება მოუწევს. ეს ადამიანი ჯგუფში არ იწყენს. მის იდეებს ხშირად არარეალურად ან ფანტასტიკად მიიჩნევენ. დამუშავებით მსგავსი აზრები პრაქტიკაში ბათილდება. მეგობრებთან ურთიერთობა იუმორზეა დაფუძნებული, მათთან ხშირად განიხილავს უცხო ცივილიზაციებს, მფრინავ თეფშებსა და მომავლის იდეებს.

მთავარი პრობლემაა მეგობრები, იმედები და სურვილები. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შესაძლოა უჭირდეს ნამდვილი მეგობრების პოვნა, დიდ ჯგუფში (ან ბრბოში) ყოფნის შიში აქვს. მან შესაძლოა მიზანმიმართულად ეძებოს და შეუერთდეს ჯგუფებს, რომლებიც არსებული საზოგადოებისგან განსხვავდება ან სურთ რამე შეცვალონ საზოგადოებაში, ამას კი მარტოობის შინაგანი, ფარული შიშის გამო აკეთებდეს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს უფრო მეტი ისეთი „მეგობარი“ ჰყავს, რომლებიც მისით სარგებლობენ. მეგობრებს უნდათ თუ არა ეს, ხშირად მათ  მცირე საჩუქრებით ასაჩუქრებს, რაც მას კონტროლის შეგრძნებას აძლევს (სატურნი). ასევე ეს ადამიანი გვევლინება მომთხოვნად მეგობრულ ურთიერთობებში, რაც ფსიქოლოგიური საჭიროების კომპენსაციას წარმოადგენს. საჭიროების (რომ საჭიროა) შეგრძნება ისაა, რაც მას მუდმივად აკლია.

დადებითად განვითარების შემთხვევაში, როგორც წესი, ბევრი მეგობარი, მფარველი ჰყავს. სპონსორებს ადვილად პოულობს. შეუძლია თავად გახდეს სხვების მფარველი, მეურვე. სახლში ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავს, ან მისი სახლი მეგობრების შეკრების ადგილია. იზიდავს „სულიერი საუბრები“, მეგობრებთან საუბრის/ჩაის სმის  დროს სულიერი სიახლოვის განცდა. ამ ადამიანს ხშირად გენიალური გეგმები, იდეები, პროექტები მოსდის თავში. შესაძლოა საუბარში ცნობილ გამონათქვამებსაც იყენებდეს. კარგი მდებარეობაა სარეკლამო აგენტებისთვის.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net ; cafeastrology.com ;…) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top