ქირონი მე-12 სახლში

ქირონი მე-12 სახლში

ქირონი თევზებში ან მე-12 სახლში

კრიზისი დაკავშირებულია და მომდინარეობს „უნივერსალური გონისგან“. ამ მდებარეობისთვის უმეტესად რელიგიური ან სულიერი კრიზისია დამახასიათებელი, რადგან ინდივიდი სულიერებასთან ან ღმერთთან ძლიერ კავშირს უფრო მეტად გრძნობს, ვიდრე მიწიერსა და მატერიალურთან. სახიფათოა წამალზე დამოკიდებულება და დეპრესია, რადგან  მგრძნობიარე და სუსტი ფსიქიკა აქვს. მის მდგომარეობას სხვების დახმარება ან განკურნება აუმჯობესებს.

ქირონი მე-12 სახლში

 „საიდუმლო ცოდნის შემგროვებელი“

დადებითი კუთხით: ერთდროულად რეალურ და გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. ნებისმიერ სიტუაციაში (მდგომარეობაში) განცალკევება შეუძლია. ტელეპათიური უნარები. მოულოდნელობებით სავსე, პარადოქსული ცხოვრება, საიდუმლოებები, ინტრიგები (რომელთა გამკლავებას ახერხებს)

უარყოფითი კუთხით: ეჭვიანობა, უნდობლობა, ურთიერთობის შიში, ადამიანებისთვის ეჭვის თვალით ყურება, ფარული იმედგაცრუება. ცბიერი მტრები.

ეს მდებარეობა ხშირად განაპირობებს თავისუფლების შეზღუდვის უჩვეულო პირობებს. უმეტესად ესაა განვითარების ჩიხები ან გაუგებარი-ქაოსური განვითარება, რომელიც შიგნიდან უბიძგებს ადამიანს, რაღაცას მიანიშნებს, მაგრამ ზუსტად რას – რთულად გასაგებია.  მას ბედის ხუმრობების, გარშემომყოფების გაგება უჭირს. გარშემომყოფები ხშირად თავს მარტოსულად აგრძნობინებენ. დადებითი კუთხით – მარტოობაში ან თვითშეზღუდვის დროს ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი აზრები მოსდის, ასე ხდება ნატიფი იდეებისა და მოვლენების მატერიალიზება უფრო მაღალი დონიდან. თუ შეეცდება გაუგებარი იდეების ანალიზს, საკმაოდ დიდ ინფორმაციას მიიღებს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს უჭირს თანაგრძნობისა და მწუხარების გამოხატვა, შესაძლოა სხვის უბედურებას დასცინოს კიდეც.

ეს ადამიანი თუ დისკუსიაში ან განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, მოულოდნელი და ორიგინალური იდეები გაუჩნდება, რომელთა უმეტესობაც დაუჯერებელსა და რეალობას შორის ზღვარზე იქნება. თუ მუდმივად დააიგნორებს სხვების დახმარების თხოვნას, შესაძლოა თავად აღმოჩნდეს ჩიხში, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩვეულებრივ ციხეს მოგვაგონებდეს და მისგან გამოსვლა სხვების პრობლემებით დაკავება გამოდის. ინდივიდი ამ აზრის (სხვების პრობლემებით დაკავება) გაცნობიერებას არც ისე ადვილად ახერხებს. მსხვერპლი, რისი გაღებაც მოუწევს, განსხვავებული ან უჩვეულო უნდა იყოს, თუმცა მისთვის მნიშვნელობის მქონე.

როგორც წესი, განმარტოება მოწონთ, დამახასიათებელია ბერობა/მონაზვნობა, ძლიერი ოკულტისტები არიან, კარგად გამოსდით მედიტაცია. ქირონის ასეთი მდებარეობა აქვს ოკულტურ მასწავლებელს, რომელიც მხოლოდ ერთ მოსწავლესთან მუშაობს. ცოდნას იღებს მედიტაციის, ინდივიდუალური ოკულტური პრაქტიკის, სიზმრების მეშვეობით. შესაძლოა ჰქონდეს სიზმრების პრაქტიკა, ნათელხილვა, ტიბეტური პრაქტიკა. ლეთარგიული ძილის ალბათობაა. მისი სტიქია ზღვაა, კარგად გრძნობს ბუნებას, მის ენერგიას, მოძრაობას. შესაძოა პროფესია ზღვასთან ან წყალთან იყოს დაკავშირებული. ის მუდამ მარტოსულია, თუმცა ხანდაზმულობის ასაკში მარტო ყოფნა საფრთხილოა.

შესაძლოა ახასიათებდეს ნერვული არამდგრადობა, რომელიც ბავშვობაში ემოციური ტრავმის გამოწვეულია. კარგი იქნება თუ ფსიქიკურ, ემპათიურ და განკურნების უნარს სხვების დასახმარებლად გამოიყენებენ. სხვა ადამიანებისთვის იდუმალი და გაუგებარია. მის შეფასებაში ხშირად ცდებიან. განკურნებას განმარტოებაში ხედავს. კარგი ინტუიცია აქვს და ტელეპათიის უნარი გააჩნია. შესაძლოა მარტოობის ან მარტო დარჩენის ეშინოდეს. კარგი მდებარეობაა სულიერი ლიდერისთვის.

ზოგადად, ქირონი მიუთითებს იმ სფეროზე, რომელშიც შეგიძლიათ სხვებისთვის გააკეთოთ ბევრად მეტი, ვიდრე საკუთარი თავისთვის. მე-12 სახლში ქირონის მდებარეობით, ადამიანს მოუწევს დაეხმაროს გაჭირვებულ, ღარიბ ადამიანებს, რომლებსაც არ გაუმართლათ, თავად კი საკუთარი თავისა და ოჯახის დავიწყებაც მოუწევს. ამ ადამიანს მუდმივად ექნება საჭიროების შეგრძნება, რადგან ერთ „პრობლემას“ ყოველთვის მეორე ცვლის. ეს მდებარეობა ადამიანს აძლევს დაღლის შეგრძნებას. თუ ქირონი მე-12 სახლში გყავთ, ეცადეთ დიდხანს დაისვენოთ ძალების მოსაკრებად.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net ; cafeastrology.com ;…) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top