ქირონი ქალწულში

ქირონი ქალწულში

საუკეთესო შემთხვევაში: პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, თამაშის გარეშე ურთიერთობები. მათგან კარგი ამხსნელები, ტექნიკურ სფეროებში წარმატებული ადამიანები გამოდიან.

უარეს შემთხვევაში: მაკლერი, კულისებიდან მოქმედი ინტრიგანი, სხვების გამომყენებელი ადამიანი, თუ მატერიალურად არ უჭირს, შესაძლოა არც იმუშაოს.

ქალწული რუკაში გვიჩვენებს სად ვუღრმავდებით დეტალებს და როგორ ვუმკლავდებით ჯანმრთელობასთან და ზოგადად, მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ქირონი ქალწულში მიანიშნებდეს ბავშვობიდანვე კრიტიკულ, დეტალებზე  და სისუფთავეზე ორიენტირებულ ადამიანზე.  შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰიპოქონდრია. ასევე, ამ ადამიანმა შეიძლება მთლიანად უარყოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, როცა სხვებს რჩევებს  სწორედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აძლევს. 

ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება, მისი სწორად შეფასება, გამოყენება. ძირითადად, საქმიანი ხალხია, მიდრეკილნი არიან ყველაფრის დეტალებში და არა გლობალურად ათვისებისკენ. საჭიროა ძირითადი ქმედებების დაგეგმვა არა ყოფით დონეზე, არამედ სულიერად უფრო მაღალ საფეხურზე. დადებითად დამუშავების შემდეგ შესაძლოა სხვადასხვა სამკურნალო მეთოდების, მაგიის გამოყენების უნარი გამოუმუშავდეთ, რომელიც დადებითად გამოიყენება. შესაძლოა ზედმეტად კრიტიკულებიც იყვნენ.

ქირონი ქალწულში ადამიანს ქვეცნობიერ დონეზე საშუალებას აძლევს დაინახოს ის შინაგანი, ფარული, მაგრამ რეალობაში არსებული ფორმები. ხშირად გონებრივ დონეზე ჩაწვდომა რიგიდული აზროვნების სტილის გამო არ ხდება, ქირონის ამოცანაც სწორედ ესაა – აზროვნების სფეროს გაფართოება. ეს ადამიანები ხშირად დაუჯერებელი გზებით ახერხებენ საქმეების მოგვარებას.

ქირონის დამუშავების შემდეგ არაცნობიერი ნაწილის გაცნობიერება ხდება, ადამიანი ზუსტად იგებს მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ამუშავებს, შეუძლია არაცნობიერსა და ქვეცნობიერზე ახალი ფორმებით იმუშაოს. ხშირად ეს ადამიანები ახერხებენ აზრების დონეზე მოქმედებას, ასტრალურ სხეულზე მუშაობას, განკურნების უნარის შეძენას და ა.შ.

ადამიანები, ქირონით ქალწულში, ჰარმონიას დინამიურ წესრიგში ხედავენ, შეუძლიათ კონკრეტული შედეგების, სიტუაციების, დეტალების გაანალიზება, ნებისმიერ დეტალში სილამაზის და წესრიგის შემჩნევა. თუმცა, ადამიანებთან ურთიერთობის დროს გარკვეულ იერარქიას აყალიბებენ და უარყოფით შემთხვევაში – სხვების გაკრიტიკება ერთ–ერთი „საქმიანობაა“. მათთვის დამახასიათებელია ზედმეტი პედანტიზმი (გაუგებრობამდე მისული პედანტურობა), მოსწონს ყველაფერი ხარისხიანი. ამ ადამიანს მიაჩნია, რომ ყველას საკუთარი როლი აქვს და მას ასრულებს.

მისთვის პარტნიორობა – ორმხრივი დათმობა და კომპრომისებზე წასვლაა, ხშირად ახასიათებს კონტრაქტების, ხელშეკრულებების დადება, რაც უსაფრთხოებად მიაჩნიათ ნებისმიერ პარტნიორულ ურთიერთობაში. შესაძლოა ანგარიშიანი (გონებით) ქორწინება. მისთვის რთულია ისეთ თემებზე საუბარი, რომელზეც საკუთარი აზრის დაცვა უწევს. შესაძლოა სიმაღლეებს მიაღწიონ, მაღალ თანამდებობებს, თუმცა ასევე ადვილად კარგავენ.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი შეიძლება მუდმივად წუხდეს საკუთარ მდგომარეობაზე, აანალიზებდეს ყველა შესაძლო სიტუაციას და შემდეგ იღებდეს გადაწყვეტილებას. ყოველთვის აქვს აზრი, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს, მაგრამ მისი მოქმედებაში გადატანა ეშინია. შიში მის სტაბილურ ცხოვრებაში ქაოსის შემტანია. ქირონი ადამიანის ხედვას ცვლის, უფრო აფართოებს, ქალწულის ნიშანი კი ჩაკეტილობისკენ, დეტალებისკენ, შემგროვებლობისკენაა მიდრეკილი, რაც ერთგვარ სირთულეს წარმოადგენს ქირონისთვის. დაუმუშავებელი ქირონის შემთხვევაში შინაგან დონეზე კრიზისი იწყება, ადამიანი ვეღარ ახერხებს სწორად შეფასებას, ქვეცნობიერის ეგოისტურად მოწყობილი პროგრამები ინგრევა და საჭიროა გადაფასება.

ქირონი ქალწულში ან მე–6 სახლში

ქირონის მდებარეობებიდან  ერთ–ერთი საინტერესო მდებარეობაა, რადგან „დაჭრილი მკურნალი“ ჯანმრთელობისა და ფიზიკური ზოგადი მდგომარეობის ნიშანში ან სახლში მოხვდა. სტრესსა და ემოციურ რეაქციებს შეუძლიათ ზიანის მოყენება, ავადმყოფობის განვითარება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ დიეტებთან და ვარჯიშის დაწყებასთან. ქირონის უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში, ადამიანი ზედმეტი მუშაობისკენაა მიდრეკილი.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top