1-ელი სახლის მმართველი

1-ელი სახლის მმართველი

I სახლი იწყება ასცენდენტის გრადუსიდან, ანუ პირველი სახლი არის იგივე ასცენდენტი. შესაბამისად, პირველი სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც ასცენდენტის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი ასცენდენტი ვერძია, პირველი სახლის მმართველი გამოდის მარსი.თქვენს რუკაში მონახეთ მარსი რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებია ასცენდენტი – მერკური– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ.

პირველი სახლის მმართველი 1-ელ სახლში

პოზიტიური მხარე: უპირობო ერთგულება ახალი პროგრამების შესრულებისას, საკუთარი უნარების დამოუკიდებლად განვითარება, ახალი მიდგომების სიყვარული და სიტუაციების ცვლილებების მიღება, საკუთარი ცხოვრების სრული შეცვლისკენ სწრაფვა.

უარყოფითი მხარე: საკუთარ თავზე შეყვარებულობისკენ გადახრა, ეგოცენტრიზმი, დამოუკიდებლობის გადაჭარბებული სიყვარული, თავისუფლების მიმართ გადამეტებული ლტოლვა.

ასეთი ადამიანი თითქმის ყოველთვის კონცეტრირებულია საკუთარ თავზე. მისთვის წამყვანია საკუთარი თავის სიყვარული, ეგოცენტრიზმი და დამოუკიდებლობა. ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ ჩაცმულობას, ტანსაცმელს, აქსესურებს/სამკაულებს და ა.შ. ხშირად იღებს მკაცრ და საქმიან სახეს. მისთვის პირველ ადგილზე დგას საკუთარი სურვილები და იდეები. როგორც წესი, ის თავად ადგენს ქმედების (მოქედება-უმოქმედობა) პირობებს, ამიტომაც ვარდება უსიამოვნო სიტუაციებში, ასევე მას შეუძლია იცხოვროს დიდხანს და სასიამოვნოდ განვლოს ცხოვრების გზა. მისი ბავშვობა ბედნიერი და სასიამოვნოა, ურთიერთობები მშობლებთან დადებითია. მაგრამ ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, რომ მოუწევს ბევრი სირთულის გადალახვა მანამ, სანამ მიაღწევს ბედნიერებასა და დამაკმაყოფილებელ შედეგს.

პირველი სახლის მმართველი მე-2 სახლში

პოზიტიური მხარე: მატერიალური პრობლემების მიმართ გამძაფრებული ყურადღება, ქონების მიმართ ინტერესი და ფინანსური პრობლემების მოგვარება.

უარყოფითი მხარე: დაგროვების დაუძლეველი სურვილი, მატერიალური შენაძენების დაუოკებელი წყურვილი.

ეს ადამიანი თავად განსაზღვრავს ფასეულობების საკუთარ სისტემას. თავად ირჩევს და იღებს საშუალებებს, რომელიც უნდა გამოიყენოს. ასეთი ადამიანები ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ პირობითობას და იმას, რასაც მოელოდებიან სხვები მათგან. ხანდახან ისინი გადაჭარბებულად არიან დაინტერესებულნი ფულით და მიდრეკილნი არიან დახარჯონ ენერგია და დრო იმისთვის, რომ მიიღონ ცხოვრებისთვის საჭირო მატერიალური კეთილდღეობა. ფული და ყველაფერი რაც ფულთან არის დაკავშირებული, წარმოადგენს მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვან საკითხს. ხშირად ასეთი ადამიანები მუშაობენ ფულად-საფინანსო და ფულის მიმოქცევის სფეროში. საუკეთესო ვარიანტში, მათი ღირებულებების სისტემა არის ჰარმონიული, ფინანსური სიტუაცია წარმატებულია, ხოლო გამომუშავების უნარი – მკვეთრად გამოხატულია. მაგრამ უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, მათ აწუხებთ განუწყვეტელი ფინანსური პრობლემები, უაზროდ ფლანგავენ საკუთარ ნიჭსა და ეყრდნობიან ღირებუბლებათა საკუთარ სისტემას, რომელიც აშკარად შეიცავს ხარვეზებს.

პირველი სახლის მმართველი მე-3 სახლში

დადებითი მხარე: აქტიური სწავლისკენ მიდრეკილება, ინფორმაციის ეფექტური გამოყენება, კონტაქტებისა და ურთიერთობებისას, ასევე გადადგილებისას პიროვნების განვითარება.

უარყოფითი მხარე: ზედაპირულობა, ორჭოფობა, უსაფუძვლობა.

რადგანც ასეთი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზრის, მოსაზრების გადაცემა და იდეების გაცვლა, პირველ რიგში საუბარია ამ ადამიანის პირად აღმოჩენებზე და საკუთარ მოსაზრებებზე. უმნიშვნელოვანესია მისთვის – ყველაფერზე ნათელი წარმოდგენის ქონა, გამოხატვის უნარი და ცხოვრებაში თავის დამკვიდრება. მივლინებებისა და მგზავრობის დროს მისი ცხოვრება იძენს აზრსა და მნიშვნელობას, ამიტომ პიროვნების გნავითარება მჭიდროდ დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან. განვითარებისთვის დიდ დახმარებას უწევენ ნათესავები და მეზობლები. ასეთი ადამიანები ხშირად ყველაზე აქტიურ როლს თამაშობენ ძმებისა და დების საქმეებში. ხშირად ხდება, რომ ისინი ძმებთან და დებთან ერთად მუშაობენ კიდეც და მათზე პასუხისმგებლობის აღებაც უწევთ. არასწორი მიმართულებით მათი პიროვნების განვითარებისას წარმოიშობა სირთულეები და შეფერხებები, რომელიც დაკავშირებულია განათლებასთან და აუცილებელი ინფორმაციის მიღებასთან. ძალიან ძლიერია სხვების მიერ მათი განსაკუთრებულობებისა და დამსახურბებების აღიარების მოთხოვნილება. ასეთი ადამინები ყურადღებით ადევნებენ თვალს ჰყავთ თუ არა ერთგული თაყვანისმცემლები. კარგად განვითარებული აქვთ იუმორის გრძნობა. შეუძლიათ ირონიულად მოეკიდონ საკუთარ თავს, რაც მათ მნიშვნელოვნად უადვილებს მიწიერ არსებობას.

პირველი სახლის მმართველი მე-4 სახლში

დადებითი მხარე: პიროვნების განვითარების ხაზი მნიშნვლოვნად განსაზღვრულია მშობლების მიერ, ყურადღება მნიშნველოვნად მახვილდება ოჯახსა და სახლზე, სამშობლოსა და მემკვიდრეობით გადმოცემულ საგვარეულო ტრადიციებზე.

უარყოფითი მხარე: მშობლებთან რთული ურთიერთობები ზღუდავს პიროვნების განვითარებას, ძალიან ძლიერია ოჯახურ ტრადიციებზე მიჯაჭვულობა, გამოკვეთილია ახლობლების წინაშე დანაშაულის გრძნობა.

ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ საოჯახო პრობლემებზე. არცთუ იშვიათად შეიმჩნევა ძლიერი დამოკიდებულება ერთ-ერთ მშობელზე, უფრო ხშირად დედაზე. ნათესავებთან ურთიერთობაში სიყვარული, ნდობა და სინაზე წამყვან როლს თამშობს, ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობები საკმაოდ სიღრმისეული, მნიშვნელოვანი და ინტიმურია. განვითარების გართულებისას ადამიანს უწევს უდიდესი ძალისხმევა მოიკრიბოს იმისთვის, რომ ისწავლოს სწორად ურთიერთობა მშობლებთან. მნიშვნელოვან როლს რომელი მშობელიც სრულებს – ის ძლიერი პიროვნებაა, რომელიც სხვების საყდენს წარმოადგენს და ხელმძღვანელობს სანათესაოს, ასეთი მშობლის მაგალითზე ის ქვეცნობიერად ცდილობს მთელი ცხოვრება მას მიბაძოს. მისთვის სახლი – თავდაჯერებულობისა და ცხოვრების აზრის სიმბოლოა. ქვეცნობიერ დონეზე ისწრაფვის შექმნას საკუთარი ბუდე და აღწევს მას აუცილებებლი პირობების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

პირველი სახლის მმართველი მე-5 სახლში

პოზიტიური მხარე: პიროვნება დამოუკიდებლად და სპონტანურად ვითარდება, ინტიმური გატაცებების მეშვეობით თავისუფლად იხსნება, ადამიანისთვის საინტერესო საქმით დაკავება და მკვეთრი ემოციური განცდები.

უარყოფითი მხარე: საკუთარი ჩვევების გამართლება, ემოციურ სისუსტეებზე დამოკიდებულება, სიამოვნების მიღებაზე გადაჭარბებული მიჯაჭვა, ბავშვების ხარჯზე და მათი დათრგუნვით თვითდამკვიდრების ტენდენცია.

ასეთი ადამიანები თითქმის ყოველთვის შემოქმედებითი ბუნებისანი არიან. ისწრაფვიან განიცადონ ძლიერი ემოციები, სავსენი არიან ენთუზიაზმით და მიდრეკილნი არიან დრამატიზმისკენ. იტაცებს ყველა სახის ხელოვნება, ისინი სულითა და ხორცით თეატრალურნი არიან და ყველაფრის თეატრალიზებას ახდენენ. მათი აქტიურობა იმდენად დიდია, რომ ხშირად ამოყოფენ თავს ცხოვრებისეული გარდატეხების ეპიცენტრში. არიან ავანტირუსტები და თავგადასავლების მოყვარულნი, უშიშრად ხვდებიან ხიფათს და სიამოვნებით ექცევიან სასიყვარულო ურთიერთობებისა და მოულოდნელობების ქვეშ. თუ მათ არ ეყოლებათ საკუთარი შვილები, ახლობლების ბავშვები შეავსებენ ამ დანაკლისს. არიან სპორტის მოყვარულნი, მიდრეკილნი შეჯიბრებებისკენ. ისინი დაბადებიდან რომანტიკოსები არიან და რაც სიყვარულთან არის დაკავშირებული, ყველაფერს ფაქიზად შეიგრძნობენ. მათი ინტიმური ცხოვრება, როგორც წესი, მშვიდად ვითარდება, მაგრამ თუ პიროვნების არასწორი განვითარება მოხდა, შესაძლებელია იმედგაცრუებები და ხმაურიანი წარმატებები. ასეთ ადამიანებზე ამბობენ: შეყვარებულები თავად სიყვარულზე.

პირველი სახლის მმართველი მე-6 სახლში

დადებითი მხარე: თავმდაბლობის, მოთმინების, დაკისრებული ვალდებულების პასუხისგებლობით შესრულების უნარი, სამუშაოს ერთგულება, გავლენების ქვეშ საკუთარი ნებით მოქცევა, საქმიანობაში თვითდამკვირვების საშუალების ძიება, სიტუაციის მიმართ ადაპტაციის უნარი.

უარყოფითი მხარე: სხვებზე ზედმეტი დაქვემდებარებულობა და გადაჭარბებული დამოკიდებულება, საკუთარი ჯანმრთელობით უკიდურესი დაინტერესება და მასზე ნერვიულობა. მიდრეკილნი არიან მოითმინონ და შეეთვსონ რომელიმე წრეს, დაჯგუფებას და ამის გამო თვითუარყოფასა და დამოუკიდებლობის დათმობაზე წავიდნენ.

ასეთი ადამიანები სიამოვნებით იღებენ საკუთარ თავზე ვალდებულებებსა და ვალდებულების ერთგულებას განიხილავენ როგორც პიროვნების განვითარების სტიმულს. მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში არის – სამუშაო, და დაკისრებულ სამუშოს ისინი დიდი სიამოვნებით ასრულებენ. საქმიანობა ხშირად დაკავიშრებულია დიეტოლოგიასთან, ჯანრთელობის დაცვისა და ჰიგიენის სფეროსთან. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები გამორჩეულად აკურატულნი და კარგად ორგანიზებულნი არიან, მაგრამ ხასიათის ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია იყვნენ ძალიან დაბნეულები და არეულები. ხშირად ეს ადამიანები ხდებიან საკუთარი ჩვევების მონები, მაგრამ ხმოლოდ იქამდე, სანამ ამით ხელს არ შეუშლიან სხვებს. მათ ყველა თვლის საიმედო მეგობრებად და ერთგულ დაქვემდებარებულებად, მათთან შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას (თუნდაც ქვეყნიერების დასასრულამდე) წასვლა. ასეთ ადამინებს ჯანმრთელობის პრობლემის გაუარესებისას სჭირდებათ მკურნალობა გულმოდგინე მოვლითა და ყურადღებით. ისინი ისწრაფვიან საკუთარი საქმიანობის სრულყოფისკენ, რამეთუ ამას განიხილავენ როგორც საკუთარი პიროვნების განვითარების უმნიშვნელოვანეს ასპექტად.

პირველი სახლის მმართველი მე-7 სახლში

დადებითი მხარე: ქორწინების სიმყარე, პოლარულობის ობიექტური ხედვა და პრობლემების დამატებითი ასპექტების დანახვის უნარი, პარტნიორის თვალით საკუთარი თავის აღქმის უნარი, მოწინააღმდეგეთა თვალსაზრისის გათვალისწინებით საკუთარი თავის განხილვის უნარი.

უარყოფითი მხარე: მიდრეკილება მტრებთან ბრძოლის საშუალებით თვითდამკვიდრებისკენ, დისკუსიებისა და კამათის გადაჭარბებული სურვილი, პარტნიორზე უაზრო დამოკიდებულება.

ასეთი ადამიანების კავშირი ახლობლებთან ძალიან ძლიერია, ამიტომაც მათი პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელია აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა, ხანდახან პოლიტიკურიც. ასეთ ადამიანს სჭირდება სხვების მხრიდან პატივისცემა და მხარდაჭერა, ამის გარეშე მათ არ უჩნდებათ სრუყოფილი ცხოვრების განცდა. უარყოფითად გამოყენებული ენერგიისას ის იქცევა სკანდალურ და სულელ მოკამათედ, რომელთანც ძალიან რთულია ურთიერთობა, რამეთუ მას შეუძლია ერთდროულად ორ საწინააღმდეგო აზრზე ყოფნა და მისი მტკიცებაც კი. ასეთი ადამიანები არიან კარგი გამყიდველები (ვაჭრობის სფერო), შუამავლები და სოციალური მუშაკები. ისინი ისწრაფვიან ახლობლების სიყვარულისკენ, და გულწფელად უყვართ ახლობლები (ურთიერთგაცვლის მომენტი). მუდმივად აქვთ სურვილი იყვნენ საზოგაოდებაში, კომპანიაში, ესაჭიროებათ პარტნიორები და მოსაურეები, არ უყვართ მარტოობა და იშვიათად ნახავთ მარტოს. ხშირად ასეთი ადამიანები ადრეულ ასაკში ქორწინდებიან და ქორწინებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

პირველი სახლის მმართველი მე-8 სახლში

პოზიტიური მხარე: ნებისმიერი გამოცდის წარმატებულად დაძლევის, ნებისმიერი გამოუვალი სიტუაციიდან გამარჯვებულად გამოსვილის, დიდ რისკზე წასვლისა და განვითარების გზაზე შექმნილი ნებისმიერი დაბრკოლებისა თუ საშიშროების დაძლევის უნარი.

უარყოფითი მხარე: ექსტრემალური სიტუაციებისკენ უაზრო მისწრაფება, მოტეხილობების, დაბეჟილობების უცნაური მოთხოვნილება, ხან ზედმეტად აღფრდოვანდება საკუთარი თავით, ხან კი – იმედგაცრუებას განიცდის.

ასეთი ადამიანის ინტერესები მიმართულია ყველაფერ იმაზე, რაც დაკავშირებულია რისკთან, სიკვდილის პრობლემასთან და წუხილთან. ხშირად ავლენენ მნიშვნელოვან მათემატიკურ უნარს და შეუძლიათ კარგად გამოიმუშაონ ფული. მათ იზიდავს ოკულტიზმი, მედიცინა და ანატომიურ პრობლემთა სიტუაციები. ასევე, ისინი ინტერესს გამოხატავენ სექსის მიმართ და მათი სექსუალობა მკვეთრად გამოხატულია. ასეთი ადამიანები ფლობენ დიდ გავლენას სხვებზე და შეუძლიათ ჩაერიონ მასშტაბურ სოციალურ პროცესებში. შეუძლიათ წინ წაიწიონ ფინანსურ და საბანკო სფეროებში, ამას განიხლავენ როგორც საკუთარი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროეფესიულ წარმატებას. ხშირად ისინი არიან თავშეკავებულნი, პატივცემულნი და გონებამახვილნი, მიუწვდომელნი და ამოუცნობნი, ხანდახან საკმაოდ იაზვები და სარკასტულებიც. ცხოვრებას ეკიდებიან საკმაოდ სერიოზულად, მათ აკლიათ ირონია და თამაში.

პირველი სახლის მმართველი მე-9 სახლში

პოზიტიური მხარე: არსებობის, ყოფიერების სულიერ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, მასწავლებლისთვის საკუთარი ბედის გადაცემისა და მის მიერ ბედის წარმართვის ნდობის გამოცხადება, სხვადასხვა კულტურების დახმარებით პიროვნების განვითარების შესაძლებლობების გაფართოების და ფილოსოფიური გზების ძიება.

უარყოფითი მხარე: ბრმად აღიარება რელიგიის, მენტორის ფანატიკური ერთგულება, იდეოლოგიური მერყეობა.

ასეთი ადამიანები კარგად ვითარდებიან საკუთარი სახლიდან, კერიდან მოშორებით – უცხოელების წრეში და სხვა კულტურის საფუძველზე. ისინი ინტერესდებიან რელიგიური ფილოსოფიით და იდელოგიით, ამიტომ შეუძლიათ გახდენენ მასშტაბური პიროვნებები და საკუთარი სიღრმე შეიცნონ. ისინი ფლობენ წინასწარმეტყველური სიზმრების ხედვის უნარს. აღიქვამენ სიცოცხლეს ფილოსოფიურად და რომანტიკულად. ყოველთვის სავსენი არიან იმედითა და შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაცია განიხილონ როგორც ბედნიერების მომასწავებელ ნიშნად და ოპტიმიზმის საფუძვლად. მათი პიროვნების გაგების ძირეული გამოხატულებაა – სულიერების ამაღლება. ისინი შეიცნობენ ყველაფრის (ანუ სურვილებისა და იდეების ხორცშესხმის) განხორციელების შესაძლებლობის გზებს, ოღონდაც იმისთვის, რომ განახორციელონ ის, რისკენაც ასე ისწრაფვიან, საჭიროა შრომა, რამეთუ ნებისმიერი მნიშვნელოვანი და ამაღლებული მისწრაფებები აუცილებლად შესრულდება ამ გზით. შორეული მოგზაურობები და კავშირები, რომელიც დაკავშირებულია სხვა კულტურებთან მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

პირველი სახლის მმართველი მე-10 სახლში

პოზიტიური მხარე: პიროვნება ვითარდება კარიერული მიღწევების წყალობით, მახასიათებელია სრული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, ასეთი ადამიანის მიღწევები ყოველთვის ინდივიდუალურად, პიროვნულად მიიღწევა.

უარყოფითი მხარე: მარტოხელა, რომელიც უარყოფს გარშემომყოფებს, მასისგან გამოყოფის საშუალებით საკუთარი თავის დამკვიდრებისკენ სწრაფვა, ძნელად მისაღწევი მიზნებით დაკავება.

ასეთი ადამიანები იშვიათად რჩებიან შეუმჩნეველნი, ისინი ან სერიოზულად ერთვებიან პოლიტიკაში, ანდა ხდებიან მსახიობები, კონფერანსიეები და მასხარები/ჯამბაზებიც კი. პიროვნული განვითარება ხორციელდება სოციალური სტატუსის ამაღლების გზით და მაღალი ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების მეშვეობით. ასეთ ადამიანებს საზოგადოებაში ყოფნა უყვართ, ამ დროს ისინი მკვეთრად გამოხატული ფორმით შეიგრძნობენ აღიარების აუცილებლობას და არც მალავენ ამას. ეს მოთხოვნილება ატარებს იმპერატიულ, თავსმოსხვეულ, ინსტიქტურ ხასითს, ამიტომ შესაძლებლობების არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სკანდალები. ასეთი ადამიანები ხშირად მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და გახდენენ ლიდერები. თუ ისინი ისწავლიან საკუთარი თავის ფლობას და მართვას, მათ მიმართ გარშემოყოფები პოზიტიურად განეწყობიან და მიმართავენ რჩევისა და პირადი საკითხების მოწესრიგებაში დახმარების სათხოვნელად. ასეთ ადამიანზე ერთ-ერთი მშობელი, ხშირად კი მამა, უდიდეს გავლენას ახდენს, რაც აისახება მისი პიროვნების განვითარებაზეც. შესაძლებელია, მთელი ცხოვრება მიბაძოს მამას (მშობელს), სასურველის მიღწევისას ქვეცნობიერად გადაიღოს მშობლის მიზნებიც, სტრატეგიებიც და მეთოდებიც კი.

პირველი სახლის მმართველი მე-11 სახლში

დადებითი მხარე: პიროვნება ვითარდება მეგობრებთან ურთიერთობის მეშვეობით, ახალი გეგმების შემუშავებისა და მასშტაბური პროექტების გახორციელების გზით. თანამოაზრეებთან ურთიერთობა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა ნოვაციური მოვლენების მიმართ – სტიმულია უნარების განვითარებისთვის.

უარყოფითი მხარე: გამოხტომები, მარტოხელა, მიტოვებული, მარტოობისა და შემბოჭავი ვალდებულებითი მდგომარების გამო ანარქისტული ფეთქებადი გამოხტომების გადაჭარბებული სურვილი.

პიროვნება მკვიდრდება მეგობრებისა და თანამოაზრეების წყალობით, მაგრამ ამასთან ერთად ძლიერია დამოუკდებლობისკენ სწრაფვაც და სრული თავისუფლების შენარჩუნების სურვილიც. ასეთი ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის ახალი გზები ეძიოს და გაკვალოს. ის წინ უსწრებს მოვლენებს, აზრობრივად ცხოვრობს მომავალში. მას შეუძლია შეხედოს რეალობას ახალი, ცოცხალი, ღია მზერით. შემოქმედებითი და უშიშარია, ამიტომაც ხშირად სარისკო და საეჭვო საქმინობის მეშვეობით თვითდამკვიდრებას სცდილობს. უყურადღებობით და დისჰარმონიით განვითარების დროს შესაძლებელია, ეს ადამიანი, გახდეს უახლოესი წრის მსხვერპლი, რომელიც ჩაითრევს საშიშ, შესაძლებელია გამოუვალ სიტაციაშიც კი. სავალდებულოა ისწავლონ გულმოდგინედ საკუთარი ქმედებების გააზრება, მითუმეტეს, როცა უწევთ სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობა და ფხიზლად გაითვალისწინონ ისიც კი, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე. მეგობრებს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ საჭიროა მეგობრების შერჩევა ყურადღებითა და გონიერების გამოჩენით. ხშირად ასეთი ადამიანები ხდებიან პოპულარული ალტრუისტები და გულწფელი ფილანტროპები. ისინი მუშაობენ მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ხშირად მათ ბაძავენ კიდეც.

პირველი სახლის მმართველი მე-12 სახლში

დადებითი მხარე: პიროვნება ვითარდება იდუმალი გზებით და ფარული პრობლემების ძიების ხარჯზე იმკვდრებს თავს, პირად ცხოვრებაში დომინირებს ფარული, საიდუმლო გამოუვლენელი ფორმები.

უარყოფითი მხარე: ძალადობრივი დამორჩილების ქვეშ მოხვედრისკენ მიდრეკილება, იდუმალი მტრების გავლენის ქვეშ მოხვედრის საშიშროება, საავადმყოფოში ანდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ყოფნის შესაძლებლობა.

ასეთი ადამიანი ხშირად ფლობს შესანიშნავ ოკულტურ უნარებს. ის კარგად გრძნობს თავს სრულ იზოლაციაში და მიდრეკილია სამყაროსგან (რობინზონის მსგავსად) შორს მოახდინოს თავის დამკვიდრება. ჩვეულებრივ ის ირჩევს მყუდრო ადგილს, რომელშიც ეთიშება მიმდინარე პრობლემსა და ყოველდღიურობას, ამ დროს აჯამებს შედეგებს და ახდენს სიტუაციების სისტემურ ანალიზს. საკმაოდ მორცხვია, ჩაკეტილი და უბრალოა, ხანდახან კი ბავშვივით დამფრთხალია. მაგრამ ამ ადამიანის შესაძლებლობები საკმაოდ მოწიფულია, ამიტომ წლებთან ერთად სწავლობს საკუთარ შინაგან ძალებზე დაყრდნობას. შესაძლებელია მოწოდებული იყოს მწერლობისკენ, დეტექტივობისკენ, ელჩობისკენ, შოუ-ბიზნესისკენ ანდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალიზაციისკენ. ყველა ეს საქმიანობა დაკავშირებულია სხვებზე არაპირდაპირ გონებრივ ზემოქმედებებთან. ეს ადამიანი სულაც არაა გულუბრტყვილო და მიმდობი, მან იცის, როდისაა საჭირო დუმილი და გაჩუმება, რაც ხშირად გარშემომყოფებზე ტოვებს სიღრმისეული და ბრძენი ადამიანის შთაბეჭდილებას. არ ეშინია მარტოობის და აქვს უნარი დსტკბეს საკუთარ თავთან განმარტოებით. გამუდმებით სჭირდება ყურადღებით და ფრთხილად ყოფნა, გარესამყაროსგან განცალკევებით ცხოვრება. მან არ უნდა დავიწყოს ადამიანებთან დაბრუნების აუცილებლობა და მათთვის იზოლაციაში ყოფნისას მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის გადაცემა.

წყარო: www.aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top