ეს პარტნიორი ხან ძალიან არაპროგნოზირებადია, ხანაც უბრალოდ გენიალური. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მისი ჩემეული აღქმა, თუმცა აქ ბევრია დამოკიდებული იმაზე, რამდენად აქტიურია ურანი მის ჰოროსკოპში. თუ მისი ნათალური ურანი სუსტია, პარტნიორობასთან დაკავშირებულ გარკვეულ ხიბლს ვიგრძნობ. მაგრამ, მთლიანობაში, მასზე უფრო მძაფრად აისახება ჩემს სიახლოვეს ყოფნა, როდესაც ჩემს გვერდით მძაფრ ენერგიტიკულ ჩართვებს, სულიერ აღმაფრენებს თუ დაცემებს და შთაგონების შემოტევებსაც კი იგრძნობს. თუმცა ჭეშმარიტ შემოქმედებამდე ჯერ კიდევ შორია. სამაგიეროდ, მე ძალიან მარტივად შემიძლია ვუბიძგო ექსცენტრული და უმსგავსო გამოხდომებისკენ, მხოლოდ არა პირდაპირი მითითებით (მზე), არც ზეწოლით (მარსი) და არც დარწმუნებით (მერკური), არამედ უბრალოდ საკუთარი თავის გამოხატვით. თუმცა მე გარკვეული სიფრთხილე მმართებს ამ სინასტრიულ თავისებურებასთან, რადგან პარტნიორის ურანის ძლიერი ჩართვა, როდესაც მას შემოქმედებითი ექსტაზი იპყრობს, ჩემთვის საკმაოდ მძიმე გამოცდილება შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც თავს სრულიად ჩვეულებრივ და რუხ პიროვნებად ვიგრძნობ.
მეორეს მხრივ, თუ მე მუდმივად გამოვეხმაურები მის შთაგონებულ გამოხატულებებს, დროთა განმავლობაში, შესაძლოა საკუთარი შემოქმედების განვითარებაში დამეხმაროს. ბუნებრივია, ეს სულაც არ იქნება იმის მსგავსი, რასაც ჩემს პარნტიორში ვხედავ.
რეალურად, საერთო ჯამში, მე გაცილებით დიდი ზეგავლენის მოხდენა შემიძლია მისი გენიალობის განვითარებაზე, რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს ეს _ ჩემი პარტნიორი შთაგონებული იქნება ჩემი პერსონით.
ავესალომ პადვოდნი