2013 წლის ნუმეროლოგია და პლანეტები

2013 წლის ნუმეროლოგია და პლანეტები

2013 წელი შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე რიცხვის განხილვით. ჯამური რიცხვი 2+0+1+3=6

რიცხვი 6 პლანეტა ვენერას შეესატყვისება.

მესამე ათასწლეულის ნებისმიერი წელი იწყება ციფრით 2 რომელიც შეესაბამება პლანეტა მთვარეს.

მიმდინარე წელი შეიცავს აგრეთვე რიცხვს 13, რომელიც შეესაბამება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.

13 ჯამში არის 1+3=4 პლანეტა მერკური

გარდა ამისა, რიცხვი 13 მოიცავს მზეს (1) და მარსს (3)

2013 – ამ რიცხვში გვაქვს აგრეთვე 0. წლები, რომლებიც შეიცავენ ნულს დაკავშირებული არიან სიცარიელესთან, რომელიც სამყაროს მრავალფეროვნების, ულიმიტობის, უსასრულობის მაჩვენებელია.

2013

2+0+1+3=6 ვენერა

2 მთვარე

0 დიდი სიცარიელე

1 მზე

3 მარსი

13 ტყუპები

1+3=4 მერკური

განვიხილოთ წლის მთავარი რიცხვი – 6

ასტრონუმეროლოგიაში ექვსიანი შეესაბამება პლანეტა ვენერას ვიბრაციებს. ავესტური ასტროლოგიის მიხედვით პლანეტა ვენერას ჰქვია ანახიტი, რომელიც არის სიყვარულის, ბუნების, სილამაზის, ჰარმონიისა და სურვილების მმართველი. მას ახასიათებს ორსახოვნება, ერთის მხრივ ის გამოხატავს ზეციური სიყვარულის სიწმინდეს, ხოლო მეორე მხარე -განცდების, გრძნობებისკენ სწრაფვის სიმბოლოა.

წელი, რომლის მმართველიც ვენერაა, თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს სიყვარულის გზით სვლას, ჰარმოინიას, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანებთან.

სიყვარული ხდება მთავარი, ძირითადი ფასეულობა. მის წინაშე უმნიშვნელო და უფერული ხდება სხვა გრძნობები და ემოციები. ეს არის დრო სიკეთისა, ჰუმანურობისა, ახლობლებზე ზრუნვისა და დახმარებისა.

რა თქმა უნდა ვენერას წლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სილამაზეს, ესთეტიურობას. შეეცადეთ თქვენი ცხოვრება, საკუთარი თავი და თქვენს გარშემო სამყარო მშვენიერი გახადოთ.

 

ვენერას საუკეთესო მდებარეობა აქვს მიმდინარე წლის შემდეგ პერიოდებში:

8 ოქტომბრიდან – 4 ნოემბრამდე

ამ დროს პლანეტა ვენერა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია.

ვენერა მშვილდოსანში – ეზოთერული ეგზალტაცია ვლინდება სწორედ ამ ნიშანში, ეს უმაღლესი სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ემყარება პარტნიორებს შორის სულიერ კავშირს, როცა ერთერთი მათგანი მეორეს მასწავლებელია.

26 თებერვალი – 21 მარტი

ამ დროის მონაკვეთში სიყვარულის მმართველი პლანეტა გადადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში (ასტროლოგიაში ვენერას ეგზალტაციად ითვლება ეს მდგომარეობა). ვენერა თევზებში – ეს არის ესთეტიზმი, ღრმა გრძნობები, საკუთარ თავზე უარის თქმა და მთელი არსებით შერწყმა საყვარელ ადამიანთან.

ამ პერიოდებში ქორწინება იშვიათი სიმტკიცითა და ჰარმონიით იქნება გამორჩეული, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 20 მარტი, ეს დღე საინტერესოა იმით, რომ ვენერა გადის საკუთარი ეგზალტაციის გრადუსს, აქ გამოხატულია ბუნების, ჰარმონიის, სიყვარულის უდიდესი ძალა. ამ საოცარ მომენტში ჩვენ შეგვიძლია დავიპყროთ რჩეულის გული განსაკუთრებული მიმზიდველობისა და მომხიბლელობის წყალობით.

15 აპრილი – 9 მაისი

ვენერა კუროს ზოდიაქოშია, თავის საკუთარ სამფლობელოში, იფურჩქნება მისი “მიწიერი” ბუნება, მგრძნობელობა, თავბრუდამხვევი შეგრძნებებით ტკბობა, კომფორტისა და ფუფუნებისაკენ სწრაფვა პირველ პლანზე გადმოინაცვლებს.

17 აგვისტო – 10 სექტემბერი

სიყვარულის მმართველი პლანეტა თავის მეორე სამფლობელოში – სასწორის ზოდიაქოშია. აქ ის გვაძლევს სწრაფვას ჰარმონიისა და წონასწორობისაკენ, დახვეწილ გემოვნებასა და დახვეწილ მანერებს.

როგორც ავღნიშნეთ, 2013 წლის ციფრებით გამოხატულია სხვა პლანეტების თვისებებიც.

ციფრი 2 და მთვარე გვაჯილდოებს სენტიმენტალურობით, ემოციურობითა და მგრძნობიარობით. გარდა ამისა 2 არის დინამიურობა, მუდმივი განვითარება.

1-იანი და მზე გვეხმარება გამოვამჟღავნოთ საკუთარი თავი და შემოქმედებითი შესაძლებლობები.

3-იანი და მარსი გვაჯილდოებს გადაწყვეტილებების მიღების უნარითა და შეუპოვრობით. მარსი არა მხოლოდ აქტიურობაში გვეხმარება, არამედ დასახული მიზნის მიღწევაში, გაორების გადალახვაში გვეხმარება.

13 შეესაბამება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, ის უმაღლესი ცოდნის გამოხატულება, ასევე ეს არის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს სიკვდილსა და უკვდავებას.

მაშ ასე, 2013 წელს პირველ რიგში უნდა ვიხელმძღვანელოთ სულიერი სამყაროს კანონებით, გავიდეთ მატერიალური აზროვნების საზღვრებიდან. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვეცემა შანსი ავმაღლდეთ საკუთარ თავზე, გავიზარდოთ და გავაკეთოთ ნახტომი განვითარების გზაზე. მატერიალურ კეთილდღეობაზე, ყოფით საკითხებზე კონცენტრაციით გარკვეულწილად სულიერ დეგრადაციას შევუწყობთ ხელს.

4 – 12 მარტის მონაკვეთში იუპიტერი ტყუპების მე-9 ე.წ. სამეფო გრადუსში იმყოფება. ამ დროს ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები, ინტელექტუალური აქტიურობა, განჭვრეტის უნარი ფრიად ნაყოფიერი და ამაღლებულია. ამავე დროს, ეს შესანიშნავი პერიოდია მეგობრული და სხვა კავშირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის.

30 მაისი – 9 ივნისი ლილიტი და იუპიტერი შეერთებაშია. უნდა განმტკიცდეთ რწმენაში და არ წამოეგოთ ანკესს, იბრძოლეთ სიცრუის, ეჭვების, პროვოკაციის წინააღმდეგ.

ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top