2014 წლის თმის შეჭრისთვის სასურველი პერიოდები

2014 წლის თმის შეჭრისთვის სასურველი პერიოდები

თმის შეჭრა სასურველია, როდესაც მთვარე იმყოფება შემდეგ ზოდიაქოს ნიშნებში:

კუროში – თმა კარგად იზრდება, ძლიერდება, ნაკლებად ტყდება

ტყუპებში – მოცულობითი ვარცხნილობის გასაკეთებლად კარგი პერიოდია. თმა სწრაფად იზრდება, თუმცა თმის ხარისხი უცვლელი რჩება.

ლომში – სასიკეთო დღეა თმის შესაჭრელად თუ ცხოვრებისეული რიტმის შეცვლა გვსურს. თმა სილამაზეს და ფორმას ინარჩუნებს.

ქალწულში – კარგი დღეა, თუმცა თმა ნელა იზრდება

სასწორში –  ვარცხნილობა ფორმას კარგად ინარჩუნებს, თმა სწრაფად იზრდება

მშვილდოსანში – თმის შეჭრამ შესაძლოა კარიერულ ცვლილებებზე იქონიოს გავლენა.

თხის რქაში – კარგი პერიოდია სალონში სტუმრობისთვის

განსაკუთრებით სასურველ პერიოდებად ითვლება ტრანზიტული (ახლანდელი) მთვარის მდებარეობა კუროში, ქალწულსა და თხის რქაში.

თმის შეჭრა სასურველი არაა, როდესაც მთვარე იმყოფება შემდეგ ნიშნებში:

ვერძში – იმუნიტეტის დასუსტებას, დაავადებებს იწვევს

კირჩხიბში – თმა დაუმორჩილებელი ხდება

მორიელში – რთული პერიოდია, პირად ცხოვრებაში კონფლიქტებს იწვევს

მერწყულში – თმის შეჭრამ შესაძლოა  ცვენა გამოიწვიოს

თევზებში – თმის სტურუქტურა ფუჭდება

მთვარის დღეების მიხედვით თმის შეჭრისთვის სასიკეთო დღეებია: 5, 8, 11, 13, 14, 21, 26, 27, 28

5 – მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს

8 – ინდივიდი კარგად გრძნობს თავს, ნაკლები კონფლიქტები და სირთულეებია მოსალოდნელი

11 – ძლიერ მგრძნობელობას (გრძნობების „სიცხარეს“), წინასწარჭვრეტის უნარის მატებასა და გამჭრიახობას ხელს უწყობს.

13 – გარეგნულ სილამაზესთან ერთად, მოიზიდავს წარმატებასა და  სიხარულს

14 – თმის შეჭრა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქონების გაზრდას ხელს უწყობს.

21 – გარეგნული და შინაგანი სილამაზე, კეთილდღეობა და კარგი მდგომარეობის მიღწევის შანსი იზრდება

26 – პოზიტიური დღეა

27 – პოზიტიური დღეა

28 -  სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას ხელს უწყობს.

2014 წლის კალენდარი

თვე რეკომენდებული დღეები (გათვალისწინებულია მთვარის ნიშანი და დღე)
იანვარი 11 (დღის მეორე ნახევარი), 12, 13 (დღის მეორე ნახევარი), 22, 23, 27, 28, 29
თებერვალი 6, 9 (დღის მეორე ნახევარი), 13, 25, 26
მარტი 5, 8, 14, 15, 22, 23
აპრილი 3, 9 (დღის მეორე ნახევარი), 10, 12, 13, 20, 21
მაისი 6, 9 (დღის მეორე ნახევარი), 10, 12, 13, 26, 27
ივნისი 4, 7 (მეორე ნახევარი), 8, 9 (პირველი ნახევარი), 23, 24, 25
ივლისი 1, 4, 10, 11, 19 (მეორე ნახევარი), 23, 30
აგვისტო 2, 5, 6, 8, 16, 17, 23, 29
სექტემბერი 2, 4 (დღის მეორე ნახევარი), 5, 15, 16 (დღის პირველი ნახევარი), 20, 21
ოქტომბერი 1, 2 (დღის პირველი ნახევარი), 20, 21, 22, 27
ნოემბერი 6, 13, 14, 18, 19, 26
დეკემბერი 3, 5, 6, 13, 14, 20, 31 (დღის მეორე ნახევარი)


About Tamta

Scroll To Top