2014 წლის ქორწინებისთვის სასურველი პერიოდები

2014 წლის ქორწინებისთვის სასურველი პერიოდები

როგორც 2013 წლის ქორწინებისთვის ხელსაყრელი პერიოდების სტატიაში ვწერდით, ქორწინების თარიღის შერჩევა მთვარის ნიშნებისა და დღეების, ასევე კვირის დღეების შესაბამისად ხდება. უფრო ზუსტი თარიღის შერჩევისთვის კი ინდივიდუალური რუკების დახმარებით სასურველი პერიოდები უნდა ინახოს.

მთვარის კალენდრის მიხედვით, ქორწინება რეკომენდებული არაა ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის პერიოდებში, მზის ან მთვარის დაბნელების დღეებში. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, დაბნელების თარიღებია: 15 აპრილი, 29 აპრილი, 8 ოქტომბერი,  24 ოქტომბერი.

ქორწინება, ოჯახის შექმნა რეკომენდებული არაა, როდესაც სიყვარულის პლანეტა ვენერა რეტროგრადული (დედამიწაზე მცხოვრებთა ხედვით რეტროგრადულობა არის „მოვლენა“, როდესაც პლანეტა დედამიწის ბრუნვას წინ უსწრებს ან ჩამორჩება) ხდება. 2014 წელს ასეთი პერიოდი 31 იანვრამდე გასტანს. შესაბამისად იანვარში ქორწინება ნაკლებადაა სასურველი.

ქორწინების გასაფორმებლად, რეგისტრაციისთვის არახელსაყრელია დღეები, როდესაც მერკური რეტროგრადულია. 2014 წელს ასეთი პერიოდებია: 7 თებერვლიდან  28 თებერვლის ჩათვლით, 7 ივნისიდან  1 ივლისის  ჩათვლით, 4 ოქტომბრიდან  25 ოქტომბრის ჩათვლით.

2014 წლის კალენდარი

თვე წარმატებული დღეები მეტნაკლებად სასურველი დღეები
იანვარი

თებერვალი 1; 5 (დღის მეორე ნახევარი) 2
მარტი 6, 10, 11, 12, 18, 22 2, 5, 13, 14, 17, 23, 28
აპრილი 1, 8, 9, 10 2, 19, 24, 25
მაისი 4, 5, 11, 16, 31 3 (დღის მეორე ნახევარი), 12, 15, 23 (დღის პირველი ნახევარი), 26, 27
ივნისი 2, 3 1
ივლისი 9, 19 (დღის მეორე ნახევარი), 28 10, 15, 24, 25
აგვისტო 1, 6, 7, 12, 16 17, 22, 23, 28, 29
სექტემბერი 3, 26 (დღის პირველი ნახევარი), 29 12, 18, 21 (დღის პირველი ნახევარი), 30
ოქტომბერი 27
ნოემბერი 2, 13, 24 3, 10, 12, 14, 19
დეკემბერი 4, 9, 26, 27, 31 3, 10, 16, 20

მცირე ინფორმაცია შერჩევის მეთოდებზე:

ზოგადად, ქორწინებისათვის  ხელსაყრელი პერიოდია  მე-3, მე-6, მე-7, მე-10, მე-12, მე-17 და 21- მთვარის დღეები. ამ დღეებში ნებისმიერი მოქმედება წარმატების მომტანი იქნება და შესაძლებელია არამხოლოდ ახალი საქმეების წამოწყება, არამედ ძველი ეტაპის დასრულებაც. ქორწინება კი ითვლება როგორც ახალი ეტაპის დასაწყისად, ასევე, ძველი, მარტო ყოფნის დასასრულადაც.

ქორწინების დაგეგმვა არაა სასურველი, როდესაც მთვარე იმყოფება ტყუპების, ქალწულის, მორიელის, მერწყულის, თხის რქისა და ვერძის ნიშნებში.

დადებითი დღეებია, როდესაც მთვარე გადის კირჩხიბის, კუროსა და სასწორის ნიშნებს.  დანარჩენი ნიშნების შემთხვევაში დასაშვებია.

მთვარე თევზები აირჩიეთ, თუ ქორწინების „მიზეზი“  ფეხმძიმობაა ან ქორწინება გარიგებით ხდება.

მთვარე ლომი – კარგი დღეა ელეგანტური, მდიდრული გაფორმების ან ხალხმრავალი ქორწინებისთვის.

მთვარე მშვილდოსნის პერიოდში დაქორწინება წარმატებული იქნება იმ წყვილისთვის, რომლებიც  იმავე დღეს ხელს მოაწერენ საქორწინო ხელშეკრულებას ან საქორწინო მოგზაურობას მოიწყობენ.

კვირის დღეების მნიშვნელობა:

ორშაბათი – ქორწინებისთვის ნაკლებადა სასურველი, რადგან ამ დღეს მთვარე მართავს და ქორწინებაზე მთვარის ფაზები, პარტნიორთა განწყობის ცვლა ხშირად იმოქმედებს.

სამშაბათი ითვლება ენერგიისა და აგრესიის პლანეტა მარსის დღედ. შესაბამისად, ამ დღეს ქორწინება მოგიტანთ რთულ, აქტიურ ცხოვრებას.

ოთხშაბათი მერკურის, ანუ გონების მმართველი პლანეტის დღედ ითვლება. ამ დღეს დაქორწინების შემთხვევაში სიყვარულზე მეტად მოსალოდნელია ანგარიშიანი, ხელშეკრულებებითა და დაპირებებით სავსე თანაცხოვრება.

მიუხედავად წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერის გავლენისა, ხუთშაბათს ქორწინება რეკომენდებული არაა, რადგან მეუღლეებს ოჯახში უფროსის როლისთვის შესაძლოა ბრძოლა მოუწიოთ, რაც კამათის მიზეზად იქცევა. თუ ქორწინება მხოლოდ სიყვარულზე არაა დაფუძნებული და ერთად მუშაობას, ერთმანეთის ხელშეწყობას მოიცავს, მაშინ ხუთშაბათი ერთ-ერთი კარგი დღე იქნება ქორწინებისათვის.

მიუხედავად ეკლესიური აკრძალვისა, ასტროლოგიურად ქორწინებისათვის ყველაზე წარმატებულ დღედ პარასკევი ითვლება, რადგან სიყვარულის პლანეტა ვენერის დღეა. ამ დღეს ქორწინება ხასიათდება ხანგრძლივობით, ბედნიერებით, მუდმივი პატივისცემით, სიყვარულით და წინააღმდეგობების ერთად გადალახვით.

შაბათი დღე სატურნისაა, ამ დღეს ქორწინება ზრდის პარტიორებს შორის გაუგებრობას, აგრესიის პროვოცირებას.

ქორწინებისთვის კარგი დღეა კვირა, რომლის მმართველადაც მზე ითვლება. თანაცხოვრების დროს ცეცხლი დიდხანს და აქტიურად შენარჩუნდება, ინტიმური ურთიერთობა კი წლების განმავლობაში სასურველი და ვნების გამომხატველი იქნება. თვითგამოხატვა არამხოლოდ პროფესიაში იქნება მოსალოდნელი, არამედ ქორწინებაშიც – პარტნიორთან ურთიერთობა საკუთარი თავის რეალიზებას უწყობს ხელს.

აარჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე, დამატებით კვირის დღეც დაიხმარეთ; თუმცა გახსოვდეთ – ამ მეთოდების გარდა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, და ზრუნვა იქნება ჰარმონიული ქორწინების 100%-იანი გარანტია.


About Tamta

Scroll To Top