2016წ. 1-10 მარტის ტრანზიტები

2016წ. 1-10 მარტის ტრანზიტები

☆ ასტრობლოგი განვითარებას და ასტროლოგიით ნაყოფიერ სარგებლობას გისურვებთ ★

მარტი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

♓11°

♓12°

♓13°

♓14°

♓15°

♓16°

♓17°

♓18°

♓19°

♓20°

♐4°

♐16°

♐28°

♑11°

♑25°

♒9°

♒23°

♓7°

♓22°

♈7°

♒23°

♒24°

♒26°

♒28°

♒29°

♓1°

♓3°

♓4°

♓6°

♓8°

♒16°

♒17°

♒18°

♒19°

♒21°

♒22°

♒23°

♒24°

♒26°

♒27°

♏28°

♏29°

♐0°

♐1°

♍19°r

♍18°r

♐15°

♐16°

♈18°

♓9°

♑16°

♑17°

♍21°

♎20°

♎21°

♓23°

♓24°

♓25°

♓20°

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

ასპექტები

1-10მარტი

მზე-ნეპტუნის სატურნის და იუპიტერი-რაჰუს♍ მუტაბელური ტაუკვადრატი

მერკური-მარსის კვადრატი

ურანი – პლუტონი– ლილიტის  კარდინალური ტაუკვადრატი

სატურნი ურანის ტრინი

 

9 მარტი_მზის დაბნელება 19  °

9-10 მარტი_ ვენერა მარსის კვადრატი

 

 ტრანზიტული ცხრილის მოხმარების ინსტრუქციები:

  • ცხრილში მოცემულია ყველა იმ პლანეტისა და ფიქტიური წერტილის მოძრაობის კოორდინატები აბსოლუტურ გრადუსებში და მათი ასპექტები, რომელიც გამოიყენება  პროგნოზირებისთვის. ათვლის წერტილად აღებულია შუადღის 12:00 სთ.
  • პროგნოზულ ასტროლოგიაში ყურადღება ექცევა ოთხ მაჟორულ ანუ ძირითად ასპექტს: ა) შეერთება, როდესაც გაერთიანებული პლანეტები უნისონში მუშაობენ. ბ) ტრინი, როდესაც პლანეტები ერთმანეთს უმეგობრდებიან და ეხმარებიან. გ) კვადრატურა, როდესაც პლანეტები ერთმანეთს მტრობენ და დ) ოპოზიცია, როდესაც პლანეტები ერთმანეთისთვის უკიდურესად დაშორებულ წერტილებში მდებარეობენ და ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიებს ასხივებენ, რაც ძლიერ კოორდინაციას და მდგრადობას მოითხოვს, წონასწორობის შესანარჩუნებლად.
  • ზოგადი პროგნოზი კეთდება ტრანზიტული პლანეტების ურთიერთასპექტებით. ზოდიაქოს ნიშნებისთვის პროგნოზი _ მხოლოდ მზესთან  შექმნილი ასპექტებით. კონკრეტული ინდივიდის პროგნოზისთვის, მხედველობაში მიიღება ყველა ასპექტი ტრანზიტულ და ნათალურ პლანეტებს შორის.
  • კონკრეტული მოვლენის ტენდენცია იქმნება მაშინ, როდესაც ტრანზიტული (მოძრავი) პლანეტა ზემოთჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ასპექტს ქმნის  ნათალურ (დაბადების) პლანეტებთან, +-1°  ორბისით. მზის და მთვარის შემთხვევაში +-2°.  მაგალითად, თუ თქვენი რომელიმე ნათალური პლანეტა მდებარეობს, ვთქვათ, თხის რქის 16°, ტრანზიტული პლუტონი მასთან ზუსტ შეერთებაშია. იმავდროულად,  მასთან კვადრატშია ურანი, რომელიც ვერძის 17° მდებრეობს და ა.შ.
  • გამოვლენის სფეროებზე მიუთითებს:  ) სახლი, სადაც მდებარეობს ნათალური პლანეტა, რომელთანაც ასპექტებს ქმნიან ტრანზიტული პლანეტები. ) სახლი, რომელსაც მართავს ტრანზიტული პლანეტებით ასპექტირებული ნათალური პლანეტა. პლანეტა მართავს იმ სახლს, რომლის კუსპიდიც მდებარეობს მის სამკვიდრო ნიშანში. მაგალითად, მზე მართავს იმ სახლს, რომელიც იწყება ლომზე, მთვარე მართავს იმ სახლს რომელიც იწყება კირჩხიბზე და ა.შ. ) სახლი, რომელსაც გადის ტრანზიტული პლანეტა. ნელა მოძრავ პლანეტებს _ იუპიტერსა და სატურნს (სოციალურ პლანეტებს); ურანს, ნეპტუნსა და პლუტონს (უმაღლეს პლანეტებს); ასტეროიდებს და ფიქტიურ წერტილებს სჭირდებათ ე.წ. „ჩამრთველები“. მაგალითად, იუპიტერი  ერთი ნიშნის და შესაბამისად, ერთი სახლის გავლას, უხეში გაანგარიშებით,  ერთ წელიწადს ანდომებს. იუპიტერი გაფართოების, შესაძლებლობების, იღბლის, ბედის საჩუქრების, უმაღლესი იდეალების პლანეტაა.  ვთქვათ, კონკრეტულად თქვენს რუკაში ტრანზიტული იუპიტერი გადის მეორე სახლს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი წელი შემოსავალს შემოსავალზე მიიღებთ. მთელი წლის განმავლობაში (და თქვენი ხელშეწყობის პირობით!) ის ქმნის შემოსავლების ზრდისა და გაფართოვების ტენდენციას, მაგრამ მისი დადებითი ზემოქმედება თვალსაჩინოდ გამოვლინდება მაშინ, როდესაც ის ასპექტს შექმნის თქვენს ნათალურ პლანეტასთან ან მას გააქტიურებს სხვა ტრანზიტული პერსონალური პლანეტა. მაგალითად, როდესაც ტრანზიტული ვენერა დატრინავს ტრანზიტულ იუპიტერს, ვენერა გახდება მისი ჩამრთველი. თუ იმავდროულად, ორივემ თქვენი რომელიმე ნათალური პლანეტაც დააასპექტა, ბრწყინვალე პერიოდია და პირდაპირ „მწვანეს გინთებენ“.
  • ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს! ასტროლოგია იძლევა მხოლოდ პროგნოზირების საშუალებას. ამიტომ, დადებითი ასპექტი იქმნება თუ ნეგატიური, ჯერ ერთი, ის მიუთითებს მხოლოდ შესაძლებლობების და საფრთხეების მაღალ ალბათობაზე და არა აუცილებლობაზე!  მეორეც, ვინაიდან სამყარო მუდმივად დინამიკაშია და პლანეტები ყოველთვის მოძრაობენ, ასპექტი როგორც შეიყარა, ადრე თუ გვიან, ისე გაიყრება. და ყველაზე მთავარი _  ვერც ერთი პლანეტა ვერ გააკეთებს არჩევანს, ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს და მით უმეტეს ვერ იმოქმედებს თქვენს მაგივრად.
პროგნოზირება ზოდიაქოს ნიშნებისთვის   პროგნოზირების პრაქტიკული მეთოდი

About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top