2016 წლის 1-10 იანვრის ტრანზიტები და ასპექტები

2016 წლის 1-10 იანვრის ტრანზიტები და ასპექტები

 
☆ ასტრობლოგი განვითარებას და ასტროლოგიით ნაყოფიერ სარგებლობას გისურვებთ ★ 

იანვარი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

♑10°

♑11°

♑12°

♑13°

♑14°

♑15°

♑16°

♑17°

♑18°

♑19°

♍25°

♎6°

♎19°

♏1°

♏13°

♏25°

♐7°

♐20°

♑3°

♑17°

♑30°

♒1°

♒1°sr

♒1°r

♑30°r

♐2°

♐3°

♐4°

♐6°

♐7°

♐8°

♐10°

♐11°

♐12°

♐13°

♎29°

♏1°

♏2°

♏3°

♏4°

♍24°

♍24°s

♍24°sr

♐12°

♐13°

♈17°

♓8°

♑16°

♍25°

♍24°

♎15°

♎16°

 

♓16°

♓17°

♓18°

 

 

1-10 იანვარი

მზე-პლუტონის შეერთება ♑16°, ლილიტთან♎15° და ურანთან♈17° კარდინალურ ტაუკვადრატში

იუპიტერი-რაჰუს შეერთება ♍25°, პლუტონთან♑16° ტრინში

მერკურისა და მარსის კვადრატი

მერკურისა და იუპიტერის ტრინი

სატურნისა♐12° და ურანის♈17° ტრინი

ვენერასა♐2-13° და სატურნის♐12° შეერთება, ნეპტუნთან ♓8° კვადრატში

 

2-3იანვარი: მზე-პლუტონის შეერთება ♑10-19°, მთვარე-ლილიტის♎16° შეერთებასთან  და ურანთან♈17° კარდინალურ ტაუკვადრატში

3-4 იანვარი: მთვარე-მარსის შეერთება ♎29/♏1°

7-10 იანვარი: ვენერა-სატურნის♐10-12° შეერთება,  ურანთან♈17° ტრინში

10 იანვარი: ახალმთვარეობა ♑19°, თბილისის დროით 5:30 

 

 

ტრანზიტული ცხრილის მოხმარების ინსტრუქციები:

  • ცხრილში მოცემულია ყველა იმ პლანეტისა და ფიქტიური წერტილის მოძრაობის კოორდინატები გრადუსებში და მათი ასპექტები, რომელიც გამოიყენება  პროგნოზირებისთვის. ათვლის წერტილად აღებული 00:00 სთ.
  • პროგნოზულ ასტროლოგიაში ყურადღება ექცევა ოთხ მაჟორულ/ძირითად ასპექტს: ა) შეერთება, როდესაც გაერთიანებული პლანეტები უნისონში მუშაობენ. ბ) ტრინი, როდესაც პლანეტები ერთმანეთს უმეგობრდებიან და ეხმარებიან. გ) კვადრატურა, როდესაც პლანეტები ერთმანეთს მტრობენ და დ) ოპოზიცია, როდესაც პლანეტები ერთმანეთისთვის უკიდურესად დაშორებულ წერტილებში მდებარეობენ და ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიებს ასხივებენ, რაც ძლიერ კოორდინაციას და მდგრადობას მოითხოვს, წონასწორობის შესანარჩუნებლად.
  • ზოგადი პროგნოზი კეთდება ტრანზიტული პლანეტების ურთიერთასპექტებით. ზოდიაქოს ნიშნებისთვის პროგნოზი _ მხოლოდ მზესთან  შექმნილი ასპექტებით. კონკრეტული ინდივიდის პროგნოზისთვის, მხედველობაში მიიღება ყველა ასპექტი ტრანზიტულ და ნათალურ პლანეტებს შორის.
  • კონკრეტული მოვლენის ტენდენცია იქმნება მაშინ, როდესაც ტრანზიტული (მოძრავი) პლანეტა ზემოთჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ასპექტს ქმნის  ნათალურ (დაბადების) პლანეტებთან, +-1° გრადუსიანი ორბისით. მზის და მთვარის შემთხვევაში +-2°.  მაგალითად, თუ თქვენი რომელიმე ნათალური პლანეტა მდებარეობს, ვთქვათ, თხის რქის 16°, ტრანზიტული პლუტონი მასთან ზუსტ შეერთებაშია და 5-9 იანვარის შუალედში მზეც შეუერთდება. იმავდროულად,  მასთან კვადრატშია ურანი, რომელიც ვერძის 17° მდებრეობს და ა.შ.
  • გამოვლენის სფეროებზე მიუთითებს:  ) სახლი, სადაც მდებარეობს ნათალური პლანეტა, რომელთანაც ასპექტებს ქმნიან ტრანზიტული პლანეტები. ) სახლი, რომელსაც მართავს ტრანზიტული პლანეტებით ასპექტირებული ნათალური პლანეტა. პლანეტა მართავს იმ სახლს, რომლის კუსპიდიც მდებარეობს მის სამკვიდრო ნიშანში. მაგალითად, მზე მართავს იმ სახლს, რომელიც იწყება ლომზე, მთვარე მართავს იმ სახლს რომელიც იწყება კირჩხიბზე და ა.შ. ) სახლი, რომელსაც გადის ტრანზიტული პლანეტა. ნელა მოძრავ პლანეტებს _ იუპიტერსა და სატურნს (სოციალურ პლანეტებს); ურანს, ნეპტუნსა და პლუტონს (უმაღლეს პლანეტებს); ასტეროიდებს და ფიქტიურ წერტილებს სჭირდებათ ე.წ. „ჩამრთველები“. მაგალითად, იუპიტერი  ერთი ნიშნის და შესაბამისად, ერთი სახლის გავლას, უხეში გაანგარიშებით,  ერთ წელიწადს ანდომებს. იუპიტერი გაფართოების, შესაძლებლობების, იღბლის, ბედის საჩუქრების, უმაღლესი იდეალების პლანეტაა.  ვთქვათ, კონკრეტულად თქვენს რუკაში ტრანზიტული იუპიტერი გადის მეორე სახლს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი წელი შემოსავალს შემოსავალზე მიიღებთ. მთელი წლის განმავლობაში (და თქვენი ხელშეწყობის პირობით!) ის ქმნის შემოსავლების ზრდისა და გაფართოვების ტენდენციას, მაგრამ მისი დადებითი ზემოქმედება თვალსაჩინოდ გამოვლინდება მაშინ, როდესაც ის ასპექტს შექმნის თქვენს ნათალურ პლანეტასთან ან მას გააქტიურებს სხვა ტრანზიტული პერსონალური პლანეტა. მაგალითად, როდესაც ტრანზიტული ვენერა დატრინავს ტრანზიტულ იუპიტერს, ვენერა გახდება მისი ჩამრთველი. თუ იმავდროულად, ორივემ თქვენი რომელიმე ნათალური პლანეტაც დააასპექტა, ბრწყინვალე პერიოდია და პირდაპირ „მწვანეს გინთებენ“.
  • ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს! ასტროლოგია იძლევა მხოლოდ პროგნოზირების საშუალებას. ამიტომ, დადებითი ასპექტი იქმნება თუ ნეგატიური, ჯერ ერთი, ის მიუთითებს მხოლოდ შესაძლებლობების და საფრთხეების მაღალ ალბათობაზე და არა აუცილებლობაზე! და მეორეც, ვინაიდან ენერგია მუდმივად დინამიკაშია და სამყაროში ერთადერთი უცვლელი ის არის, რომ ყველაფერი ცვალებადია, ადრე თუ გვიან, ასპექტი როგორც შეიყარა, ისე გაიყრება. და ყველაზე მთვარი _  ვერც ერთი პლანეტა ვერ გააკეთებს არჩევანს, ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს და მით უმეტეს ვერ იმოქმედებს თქვენს მაგივრად.

 

დამხმარე სტატიები:

პროგნოზირება ზოდიაქოს ნიშნებისთვის

 

პროგნოზირების პრაქტიკული მეთოდი


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top