ბედის ბანქო – 7 გული

ბედის ბანქო – 7 გული

(30 სექტემბერი; 28 ოქტომბერი; 26 ნოემბერი; 24 დეკემბერი)

7 გულისულიერი სიყვარულის ბანქო

ისევე, როგორც სხვა შვიდიანებს,  მასაც მოუწევს ცხოვრებაში ჭეშმარიტების ძიება და  შიშებისგან გათავისუფლება. რადგან გულები გრძნობებს განაგებენ, 7 გულმა ჭეშმარიტება სიყვარულსა და პირად ურთიერთობებში უნდა იპოვნოს. როგორც წესი, ამ ბანქოს წარმომადგენლებიძველი  სულებისპატრონები არიან, რომლებიც მიწაზე, სიყვარულში უდიდესი მწვერვალის მისაღწევად მოვიდნენ.

7 გულმა უნდა დაასრულოს ევოლუციის დიდი ციკლი და გათავისუფლდეს უამრავი ჩვევებისგან, რომლებიც  ხელს უშლიან სულის განვითარების ახალ დონეზე გადასვლაში. ასევე უნდა გათავისუფლდეს  მიჯაჭვულობებისგან, უნდა გახდეს გულუხვი  სხვა ადამიანების მიმართ, იმის მიუხედავად მიიღებს ჯილდოს თუ არა.

განვითარების დაბალ დონეზე ეს ადამიანი შესაძლოა იტანჯოს ეჭვიანობის, შურის, მესაკუთრეობის გამო, ეს ყველაფერი  შინაგანადშფოთვა იწვევს.

განვითარების მაღალ დონეზე  ბრწყინვალე მრჩევლები და დამხმარეები არიან.  სხვა ადამიანების გამო დიდი მსხვერპლის გაღება შეუძლიათ, მუდამ ესმით ყველასი, თანაუგრძნობენ, უყოფენ თავის სიმდიდრეს, ამგვარ ქმედებას  მათთვის ბედნიერება და შინაგანი ჰარმონია მოაქვს. მათ შორის ბევრია მასწავლებელი, კონსულტანტი, მრჩეველი.

წინა ინკარნაციის მძიმე კარმა შესაძლოა გამოხატული იყოს ფიზიკური დაავადებების სახით, ამიტომ საჭიროაჯანმრთელობის კონტროლი. ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა მოითხოვს ცხოვრების სტილის შეცვლას მთლიანად ან ნაწილობრივ (სიტუიაციაზეა დამოკიდებული). მაგ: შესაძლოა წარმოიქმნას სამსახურის ადგილის შეცვლის საჭიროება, რადგან წინა სამსახური მათში  სტრესსა და ძლიერ დაღლილობას იწვევს. ხშირად 7 გული მოდის წინა ინკარნაციული მავნე ჩვევებით, როგორიცაა  მოწევა, ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება. ამ ჩვევებისგან გათავისუფლება მათთვის ძალიან რთულია,  მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს ამ ბანქოს  ერთერთი მთავარი ამოცანა.

მამაკაცები ხშირად ფინანსების სფეროში მუშაობენ, ბევრი მათგანი წარმატებული ბიზნესმენი და მენეჯერი ხდება. ქალბატონებიც და მამაკაცებიც კარიერაში საკმაოდ წარმატებულები არიანთუ 7 გული შეძლებს დააბალანსოს გამდიდრების სურვილი და ამავე დროს იყოს სამართლიანი მეგობრებსა და სიყვარულის სფეროში, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მან თავის დავალება შეასრულა. მაგრამ ეს მარტივი არ არის, რადგან დიდი ამბიციები შესაძლოა  ურთიერთობებში ჰარმონიული დამოკიდებულების სურვილს დაუპირისპირდეს.

ნებისმირმა  7 გულმა აუცილებლად უნდა ისწავლოს გულუხვობა და თავის მიძღვნა, რაც  მთავარია თავისუფლება –  საკუთარი ჩვევებისა და მიჯაჭვულობებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მასიმედგაცრუებები და  მწუხარება ელოდება. სხვებისთვის  უსაზღვრო და უპირობო სიყვარულისა და ცოდნის გაზიარებით ისინი  სიყვარულის უმაღლეს საფეხურს მიაღწევენ.

ისევე, როგორც სხვა გულის მასტებმა, 7 გულმაც  პირადი ურთიერთობების სფეროში უნდა მოაგვაროს პრობლემები. ის მიდრეკილია აკონტროლოს და შეზღუდოს თავისი პარტნიორი და ეს არ არის კარგის  მომტანი ( ან მიიზიდავს ისეთ პარტნიორს, რომელიც მას თრგუნავს). 

ამ ადამიანებს ლიან უყვართ მოგზაურობა საყვარელ ადამიანებთან ერთად, ამასთან ძალიან არასტაბილურები არიან ემოციურ ურთიერთობებში. სიყვარული მათთან ისევე  სწრაფად მოდის, როგორც ქრება. ყველაზე ხანგრძლივი მეგობრობაზე დაფუძნებული  ურთიერთობებია. მთავარიაგათავისუფლდნენ პარტნიორის კონტროლირების ჩვევისგან(შემოწმებები, სად არის, რას აკეთებს, ვისთან, ისაუბრა, რა მიიღო, სად წავიდა).

ზოგადად  ძალიან მოსიყვარულე ადამიანები არიან,  აქვთ სურვილი უყვარდეთ მთელი სულით, უანგაროდ, მაგრამ შიდა კონფლიქტი, რომელიც წინა განსხეულებებიდან მოყვებათ, ხშირად არ აძლევთ ემოციური პრობლემებისგან გათავისუფლების საშუალებას.

ნებისმიერი ადამიანი დაბადებისას იღებს თავისი სულის სქემას, რომელიც განსაზღვრავს რეაქციებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ამბანქოსშინაგანად ძალიან ეშინია იმის, რომ ის არ უყვართ. (ზოგადად ნებისმერი ფობიები, ნებისმეირ ბანქოს შეთხვევებში სწორედ ამ სქემებით განისაზღვრება). სწორედ ამიტომ სურსთავისპარტნიორიაკონტროლოს, რომ მოულოდნელად მიტოვებულიარ აღმოჩნდეს. აქედან მოდის კონფლიქტები. რადგან არავის მოსწონს კონტროლი და შეზღუდვები.

სულის სქემა შესაძლოა  (და უნდა)შეიცვალოს, 7 გულმა საყვარელ ადამინს საშუალება უნდა მისცეს იყოს ის,  ვინც არის. ამგვარად ის მიიღებს ბედნიერებას და საჩუქრად საკუთარ სულს, რომელიც სავსეა ჭეშმარიტი სიყვარულით (ჯულია რობერტსიის ცნობილია თავისი რომანებით, ხშრად მას ისტერიჩკასაც კი უწოდებენ).

ორივე სქესის შვიდიანებს ძალიან შეეფერებათ კაროლ გულის წარმომადგენლები, რომლებიც მშვენივრად უგებენ და არ ზღუდავენ მათ თავისუფლებას. აგურის მასტი შესაძლოა ბედნიერების მომტანი  იყოს(მაგრამ არა მამაკაცი აგურის მასტები).

მერკურის ასაკში (13 წლამდე)უნდა გათავისუფლდნენ  ფულის უკმარობის შიშისგან.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) სამსახურში ცვლილებები,  შესაძლოა მოუწიოთ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა, ან ორივესი ერთად.

მარსის ასაკში ( 26 – 39 წლამდე) თავგანწირულად და უპასუხოდ უყვართ.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე)შესაძლოა საყვარელი ადამიანი დაკარგონ, ან ძველ შეხედულებებსა და ფილოსოფიას ემშვიდობებიან.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე)თუ ვერ ისწავლიან დანაკარგების მიღებას და სწორად აღქმას,  მტკივნეული განშორებები გაგრძელდება და მხოლოდ სიბერეში გაუგებენ გემოს ჭეშმარიტ სიყვარულს.

დასკვნა: პირად ურთიერთობებში დამოკიდებულებებისაგან გათავისუფლება, პლატონური სიყვარული, მარტო დარჩენისა და ღალატის შიში, ეს ბან იძლევა ერთ ან რამდენიმე კავშირს, როდესაც ადამიანი შესაძლოა აღმოჩნდეს პარტნიორზე დამოკიდებული, აქედან მოდის სირთულეები და პრობლემები, რომლის გადასალახად საჭიროა  ურთიერთობებთან სრულიად ახალი მიდგომა. გახსოვდეთ ადამიანი თავად არის თავისი პრობლემების წყარო. გაფანტეთ ფანტაზიები და შიშები, შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე, რომ თქვენს მაგივრად სხვები გაგაბედნიერებენ.

საკუთარი თავიდან დაწყებული ცვლილება ურთიერთობებზეც დადებითად აისახება. ამაღლდით საკუთარ თავზე, ყველაფრის თქვენებურად გაკეთების სურვილზე. ეს გზა  დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მოგიტანთ.


წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

 


About Tamta

Scroll To Top