Author Archives: Giorgi

პლატონური მოძღვრება რიცხვზე

პლატონი და არისტოტელე რაფაელის ფრესკაზე სახელწოდებით “ათენის სკოლა”. პლატონური მოძღვრება რიცხვზე (სტრუქტურულ-რიცხვული მოდიფიკაციები)   ალექსეი ლოსევი (თამაზ ჩხენკელის თარგმანი) პლატონი ეკუთვნის იმ ათასწლოვან ანტიკურ-შუასაუკუნეობრივ ტრადიციას, რომელიც ყოფიერებასა და ცხოვრებაში ყველაზე მაღლა აყენებდა რიცხვულ კონსტრუქციებს, რაც შემდგომ მთლიანად გადავიდა ახალი დროის ფილოსოფიაშიც და გადამუშავებული სახით საფუძვლად დაედო მთელ ახალევროპულ მათემატიკურ ბუნებისმეტყველებას, ხოლო ნაწილობრივ, ახალი და უახლესი დროის ესთეტიკასაც. ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და უმეცრულ ცრურწმენას წარმოადგენს ის, რომ პლატონის რიცხვული თეორია გაგებულია როგორც ერთვარი „რიცხვული სპეკულაცია“, „რიცხვული მისტიკა“ ან „რიცხვული ფანტასტიკა“. უწინარეს ყოვლისა, შეუძლებელია გაიგო, რას ნიშნავს ეს გამკიცხველი გამოთქმები. ეს გამოთქმები უკვე დიდი ხანია სალანძღავ შორისდებულებად იქცა და ყოველგვარი რაციონალური შინაარსი ... Read More »

რ. შტაინერი – კოსმიური საიდუმლოებანი. კომეტარული და ლუნარული

რუდოლფ შტაინერი კოსმიური საიდუმლოებანი. კომეტარული და ლუნარული შტუტგარტი, 5 მარტი 1910წ. ნათელ ვარსკვლავიან ღამეში ციურ სიღრმეებს მზერას რომ ვაპყრობთ, ჩვენ გვეუფლება ურიცხვ ვარსკვლავთა სიმშვენიერით გამოწვეული ამაღლებულობის განცდა, ზოგ ადამიანში უფრო მძაფრია, ზოგში ნაკლებად მძაფრი, თითოეულის განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდრეკილებების მიხედვით. მაგრამ ყველა შემთხვევაში, – და ეს სწორედ ვარსკვლავიან ცასთან, როგორც მოვლენასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, _ ადამიანში მალევე იბადება იმის ნატვრა, რომ შეიცნოს კოსმოსის საიდუმლოებანი, რომლებიც ამ დროს თავს დაჰყურებენ. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოთხოვნილებას, სწორედ ვარსკვლავიან ცასთან მიმართებით, ვერ დააბრკოლებს ის მოსაზრება, თითქოს ვარსკვლავთა სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნით ამაღლებულობის შეგრძნება იკარგებოდეს. მართლაც, სრულად გამართლებულია, რომ შემეცნება და გაგება განსაკუთრებით ამ ... Read More »

მიცვალებულთა წიგნი (125-ე თავი)

მიცვალებულთა წიგნი (125-ე თავი) (ძვ.ეგვიპტურიდან თარგმნა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა მ.ხვედელიძემ) ძველი სამეფოს დროს სხვადასხვა რელიგიური ფორმულები, რომლებიც უნდა დახმარებოდა გარდაცვლილს იმქვეყნიურ ცხოვრებაში, მხოლოდ ფარაონების სამარხების – პირამიდების – კედლებზე თავსდებოდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მათ „პირამიდების ტექსტები“. მაგრამ თანდათან ხდება ამ ტექსტების „დემოკრატიზაცია“, და შუა და ახალი სამეფოს პერიოდებში მსგავსი შინაარსის ფორუმები უკვე ჩვეულებრივ მოკვდავთა სამარხებშიც გვხვდება. ეს ტექსტები დღეს „სარკოფაგების“ და „მიცვალებულთა“ წიგნების სახელით არის ცნობილი. რა თქმა უნდა, აქ არ ვხვდებით ზეცაში აღზევებისა და ღმერთებთან შეერთების მოტივებს, მაგრამ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც ჰქონდათ თავიანთი „პრობლემები“ იმქვეყნიური ცხოვრებისათვის მზადებაში. ოფიციალური ეგვიპტური იდეოლოგიის თანახმად, ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე იყო მხოლოდ მოკლე მონაკვეთი მისი მარადიული ... Read More »

ჩხუდანი

ჩხუდანი (სტატია აკაკი გელოვანის წიგნიდან „მითოლოგიური ლექსიკონი“) ჩხუდა(ნი) – სვ.(ჩხუტ – კენჭი, ქვა) – წმ. ქვა, სახლის კერპი, კა, ვითინი, ფიქალის დაფა, „ქორა მეზირ“ (სახლის სალოცავი), „ბაჩი გვიგვ“ (ქვის გული), ნივთიერი კულტურის ძეგლი, ქალთა სალოცავი, ანთროპომორფული ღვთაების საკულტო განსახიერება სხვადასხვა ფორმისა. დღესაც ინახება ზოგი ძვ. სახლის სარდაფში, გომურში, სადაც გარკვეულ დროს ლოცვით მიმართავენ მორწმუნენი, როცა ქვა წყრება. მკვლევარი ბ.კოვალევსკი არ ცდება, როცა ამ ქვას „კას“ უწოდებს, რადგან „კა“ სვანურად ფიქალის ფიცარია. მაგრამ ცდება, როცა მას უძვ. წინარერელიგიურ ფეტიშად ვლის. სვ.მით-ში უდავოდ არის ქვის კულტი – შავი ქვის მაგიიდან ქვის ქრისტ. ჯვარის ჩათვლით, მაგრამ სალოცავი „ბაჩი გვიგვ“, ჩხუდანის სახესხვაობა, უკვე წარმართული ... Read More »

Tabula Smaragdina

  Tabula Smaragdina (ზურმუხტის დაფა)   დოკუმენტი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ზურმუხტის დაფაზე დატოვა ჰერმეს ტრისმეგისტუსმა.   ჭეშმარიტია, სიცრუის გარეშე, სარწმუნო და მეტად ჭეშმარიტი. რაც იმყოფება დაბლა, შეესაბამება იმას, რაც იმყოფება მაღლა; და რაც იმყოფება მაღლა, შეესაბამება იმას, რაც იმყოფება დაბლა, რათა აღსრულდეს სასწაულნი ერთისა. ყველაფერი წარმოიშვა ერთისაგან, ერთიანის მეშვეობით: ყოველივე წარმოიშვა ამ ერთი არსისაგან, შეწყობის შედეგად. მისი მამა მზეა, ხოლო დედა – მთვარე. ქარმა ატარა იგი თავის წიაღში. დედამიწამ გამოკვება იგი. ეს არსი არის მამა ყოველი სრულყოფილებისა მთელს სამყაროში. მისი ძალა მრთელია მაშინაც, როდესაც მიწად იქცევა. შენ გაყოფ მიწას ცეცხლისგან, თხელს უხეშისაგან ფაქიზად, დიდი ხელოვანებით. ეს არსი ადის დედამიწიდან ზეცაში ... Read More »

ეგვიპტური მითოლოგია

ქალღმერთი ნეითი იცავს მეფე ტუტანხამონის ტაძარს. წინ წარმოდგენილია დუამუტეფი, ჰოროსის ერთ-ერთი შვილი. ეგვიპტური მითოლოგია   (სტატია აკაკი გელოვანის წიგნიდან „მითოლოგიური ლექსიკონი“)   მშვენიერი, ღრმააზროვანი, ფილოსოფიური, ცხოვრების სიბრძნით ნაკარნახევი მითების, რწმენების, კოსმოგონიური წარმოდგენების მთელი სისტემა, რაც უხსოვარ წარსულში, 5000-6000 წლის წინ შეიქმნა ნილოსის დალოცვილ ქვეყანაში, კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს აკვანში – ეგვიპტეში. თვით ქვეყნის სახელი მითიურ სახელზეა აგებული: პტა იყო მემფისის ღმერთი, მზის ღმერთ რას ერთ-ერთი სახეობა, მისივე სახელი ეწოდა ქვეყანას, სადაც მზეს თაყვანს სცემდნენ და პოეტურ სამოსელში ახვევდნენ. ეგვიპტური რელიგიის საწყისებს მივყავართ შორეულ წარსულში, პირველყოფილ-თემურ საზოგადოებაში, სადაც თაყვანს სცემდნენ სულს და ტოტემს: ყოველი გვარი რომელიმე ცხოველისგან იყო წარმოშობილი. ამ რწმენამ ... Read More »

რ. შტაინერი – როგორ მოქმედებს ანგელოზი ჩვენს ასტრალურ სხეულზე

ჩეფალუს საკათეტრო ტაძრის მოზაიკა. სიცილია, იტალია. რუდოლფ  შტაინერი   როგორ მოქმედებს ანგელოზი ჩვენს ასტრალურ სხეულზე ციურიხი, 9 ოქტომბერი, 1918წ. გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი სინამდვილის ანთროპოსოფიული წვდომა მხოლოდ თეორიული მსოფლმხედველობის არეალით არ უნდა შემოიფარგლოს. იგი უნდა იქცეს ცხოვების შინაარსად, სასიცოცხლო ძალად. მხოლოდ მაშინ შეასრულებს იგი თავის ამოცანას, როცა ჩვენივე მეცადინეობით იმდენად მომძლავრდება ჩვენში, რომ ჭეშმარიტ სასიცოცხლო ძალად იქცევა. რაკიღა ჩვენს საფშვინველს ანთროპოსოფიულ წვდომასა და შემეცნებას ვუკავშირებთ, ძალაუნებურად კაცობრიობის განვითარების გარკვეული მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილედ და მეთვალყურედ წარმოვჩნდებით. ცნობილია, რომ ადამიანები, ეზიარებიან რა ამა თუ იმ მსოფლმხედველობას, დარწმუნებულები არიან, რომ აზრები და წარმოდგენები, გარდა იმისა, რომ ისინი მათ საფშვინველში წარმოიშვებიან, არაფრით არ ეხებიან, არ ... Read More »

ს. მაკალათია – ჯეგე-მისარონის კულტი ძველ საქართველოში

(სურათზე: ილორის წმინდა გიორგის ხატი. დაცულია ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში). სერგი მაკალათია   ჯეგე-მისარონის კულტი ძველ საქართველოში   ქრისტიანობის წინამორბედ წარმართ ღვთაებათა შორის ძველ მსოფლიოში უპირველესი ადგილი ღვთაება მირსას ან მითრას ეჭირა. მითრაიზმი წარმართული მოძღვრების უკანასკნელი და უძლიერესი სიტყვა იყო; მისი მკვლევარნი ერთხმად გვარწმუნებენ, წარმართულ მსოფლიოს ქრისტიანობა რომ არ მოვლენოდა, კაცობრიობა მითრას იწამებდაო. როგორც მითრაიზმის შესახებ არსებული წყაროებიდან და საკმაო დიდი მეცნიერული ლიტერატურიდან ჩანს, ამ ღვთაების კულტის გავრცელების ისტორია შესაძლებელია ორ ხანად დაიყოს. Read More »

რ. შტაინერი – ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში

“განკითხვის დღე”, ტრიპტიქის ნაწილი. მხატვარი ჰანს მემლინგი. გდანსკის ეროვნული მუზეუმი (იესო ქრისტეს ქვემოთ დგას მიქაელ მთავარანგელოზი სასწორით ხელში). რუდოლფ შტაინერი   ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში. 1913 წ. თებერვალი. ლონდონი გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი კაცობრიობის მთელი მისტერიებიდან გოლგოთას მისტერიის გაგება ყველაზე რთულია. იგი მათთვისაც რთულია, ვინც გარკვეულ საფეხურს მიაღწია ოკულტურ განვითარებაში. ყველა ჭეშმარიტებიდან, რომელსაც ადამიანი ეხება, სწორედ ეს ჭეშმარიტება შეიძლება ძალზე იოლად იქნას არასათანადოდ გაგებული. მისი ასეთი სირთულე გაპირობებულია იმით, რომ გოლგოთას მისტერია ერთადერთი მოვლენა იყო დედამიწის მთელს ევოლუციაში და იგი გახლდათ ის უდიდესი იმპულსი კაცობრიობის ევოლუციისათვის, რომელიც ადამიანის განვითარების მანძილზე მანამდე არასოდეს არსებულა და მომავალშიც მსგავსი სახით ... Read More »

რ. შტაინერი – პიროვნულის სამი ასპექტი

პირველი გოეთეანუმი, 1913-1922 წლებში. რუდოლფ შტაინერი   პიროვნულის სამი ასპექტი გერმანულიდან თარგმნა ნოდარ ბელქანიამ ბერლინი, 1907 წლის 12 ივლნისი მიუნჰენის კონგრესი, რომელიც მეოთხეა ამსტერდამის, ლონდონის და პარიზის კონგრესების შემდეგ, ჩვენი თეოსოფიური თვალსაზრისით ერთგვარად აკავშირებს ევროპაში სხვადასხვა ერებს. დღეს კონგრესის შესახებ ინფორმაციის გაკეთებას როდი ვაპირებ, მე მხოლოდ ორიოდე სიტყვა მინდა ვუთხრა იმათ, ვინც მასში მონაწილეობა ვერ მიიღო. მას უნდა ეჩვენებინა ის, რასაც მე გამუდმებით ხაზს ვუსვამდი ხოლმე თეოსოფიაზე საუბრისას – მას უნდა ეჩვენებინა, რომ თეოსოფია მხოლოდ პირადი საჭიროებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის არ შექმნილა. თეოსოფია პრაქტიკულ ცხოვრებაში უნდა ჩაერთოს, განათლების ნაწილად იქცეს, პრაქტიკული ყოფიერების ყველა სფეროში შევიდეს. ვისაც საკუთრივ თეოსოფიური იმპულსი ... Read More »

Scroll To Top