Author Archives: Giorgi

რ. შტაინერი – არგონავტების თქმულება და ოდისეა

ოდისევსი და სირენები. მხატვარი ჯონ უილიამ უოტერჰაუსი. რუდოლფ  შტაინერი   არგონავტების თქმულება და ოდისეა ბერლინი, 14 ოქტომბერი, 1904 (გერმანულიდან თარგმნა ნოდარ ბელქანიამ) სხვადასხვა მითების განხილვით მე მინდა საფუძველი ჩავუყარო გარკვეულ ეზოტერულ მოძღვრებას, რომელსაც მომდევნო ლექციებში შევეხები. დღეს მინდა ვისაუბრო ერთ ძალზე მნიშვნელოვან მითზე, რომელსაც საბერძნეთშიც ვხვდებით და რომელიც, როგორც ყოველი მითი, სხვადასხვა საფეხურზე და მრავალგვარად შეიძლება იქნას გაგებული. ჩვენი მიზანი იქნება მისი რეალური შინაარსის გარკვევა. მაგრამ ვიდრე ამას შევუდგებოდე, ზოგიერთ თეორიულ საკითხს შევეხები. „ლუციფერ-გნოზისის“ ბოლო ნომერში მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ბოლო სამ ატლანტურ კულტურაში ადამიანის მოდგმაზე ხდებოდა თავისებური ზემოქმედება, რომელიც გარკვეული გაგებით დღესაც გრძელდება. ეს ზემოქმედება იმიტომ დაიწყო, რომ ... Read More »

ზოროასტრიზმი

ფარავაჰარი – ზოროასტრიზმის სიმბოლო. ფრთიანი დისკო, კეთილი სულის გამოსახულებით. ძველ ახლო აღმოსავლეთში, სპარსული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გავლენის გათვალისწინებით, გავრცელებული იყო ზოროასტრიზმი (მაზდეანობა), იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა. დღეს ამ რელიგიის მიმდევართა რიცხვი მცირეა, განსახლებულნი არიან ძირითადად ირანისა და ინდოეთის ტერიტორიებზე. ამ რელიგიის დაფუძნებას მიაწერენ ნახევრადლეგენდარულ ზარათუშტრას, რომელსაც ბერძნები თავიანთ ენაზე ზოროასტერს უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით, ზარათუშტრამ მიიღო გამოცხადება ღმერთ აჰურა მაზდასგან, რის შემდეგეც გამოცხადების არსი იქადაგა ხალხში და ამ სწავლებამ აქტიური გავრცელება ჰპოვა ძველ სპარსეთში. ბიოგრაფიული ცნობები ზარათუშტრას შესახებ საკმაოდ დიდ დავებს იწვევს, ისტორიული წყაროების ბუნდოვანების გამო. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მისი დაბადების თარიღის და სხვა გარემოებების შესახებ, რაც ზარათუშტრას ცხოვრებაზე, ობიექტური თვალსაზრისით, ვერ ქმნის გარკვეულ, ... Read More »

ბუდდიზმი

ბუდდიზმი ე.წ. მსოფლიო რელიგიათა რიცხვში შედის და მისი დამაარსებლის, ბუდდა შაკიამუნის შესახებ ცნობებს მივყავართ ინდოეთის ჩრდილოეთში. როდესაც ის მოევლინა ამ ქვეყანას, ინდოეთს ჰქონდა გამომუშავებული დიდი სულიერი კულტურა და გამოცდილება, და ამ გარემოცვაში ბუდდას უნდა ეთქვა ახალი სიტყვა, აღმოსავლეთის სულიერ ცხოვრებაში სიახლის შემომტანი უნდა გამხდარიყო. სიტყვა „ბუდდას“ ფუძე უნდა ვეძიოთ სანსკრიტში, სადაც „ბუდჰ“ ნიშნავს გამოღვიძებას და მოცემულ სწავლებაში აღნიშნავს მძინარე მდგომარეობიდან გამოსვლას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეექვსე საუკუნეში წარმოშობილი სწავლების ფუძემდებელილ, სახელად სიდჰარტჰა, რომელსაც მოგვიანებით ბუდდა ეწოდა, დაიბადა შაკიების არისტოკრატულ ოჯახში, რომელიც მართავდა მცირე ქვეყანას ინდოეთისა და ნეპალის საზღვარზე. დედამ, სახელად მაიამ, შვილის ჩასახვის ღამეს იხილა სიზმარში, რომ მასში შედიოდა თეთრი სპილო. ... Read More »

იუდაიზმი

 იუდაიზმი მიეკუთვნება ე.წ. აბრაამისეული რელიგიების რიცხვს და ამ ჯგუფიდან უფრო ძველი რელიგიაა, ვიდრე ქრისტიანობა და ისლამი. მისი მიმდევრები არიან ებრაელები და იუდაიზმი გამოდის როგორც ამ ერის კონსოლიდაციის უმთავრესი ფაქტორი. მის ჩამოყალიბებაში, ტრადიციის მიხედვით დიდი წვლილი მიუძღვის ებრაელი ერის წინამძღოლს, წინასწარმეტყველ მოსეს. ტრადიციის თანახმად, მას შემდეგ, რაც სამოთხეში ბიბლიური გველის მიერ ცდუნების შედეგად ადამიანები დაშორდნენ ღმერთს, უფალი რჩეულთა მეშვეობით ამცნობდა კაცობრიობას თავის ნებას, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადება და აღთქმა უფლისგან მიიღო შუამდინარეთში მცხოვრებმა აბრაამმა, რომელიც ითვლება ებრაელი ერის მამათავრად. აბრაამის შვილიშვილის, იაკობის თორმეტმა ვაჟმა, გადმოცემის თანახმად, დაუდო საფუძველი მთელს ებრაელობას და იაკობის შთამომავლობა გარკვეულ ხანს იმყოფებოდა ეგვიპტეში, სადაც განიცდიდნენ ჩაგვრას. ... Read More »

ქრისტიანობა

მაცხოვრის ფრესკა ვარძიის მონასტრიდან. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიებიდან ქრისტიანობას მისი მიმდევრების რაოდენობით პირველი ადგილი უკავია დღესდღეობით. უკვე დაახლოებით 2000 წელია, რაც ეს რელიგია არსებობს, ჰყავს მრავალი მიმდევარი და ქრისტეს აღმსარებლები, შეუდგებიან რა თავიანთი მოძღვრის მიერ მითითებულ გზას და გულით იღებენ იესო ნაზარეველის სწავლებას, გაიაზრებენ თუ რატომ ირჩევენ სწორედ ამ გზას. ქრისტიანის რწმენით, რა მოიტანა იესომ? როდესაც რომის იმპერიას ოქტავიანე ავგუსტუსი მართავდა, პალესტინის მიწაზე ცხოვრობდა ქალი, რომლის მეშვეობითაც უნდა აღსრულებულიყო დიდი საიდუმლო – კაცობრიობის მხსნელის მოვლინება. მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვით დაეცა და მოსწყდა უცოდველ მდგომარეობას, თავად ღმერთს, ის მუდამ ეძებდა მხსნელს. მაგრამ მხსნელს რისგან? ქრისტიანთათვის გამოხსნა უნდა მოხდეს ცოდვისგან, რომელიც ადამიანში ... Read More »

Scroll To Top