Author Archives: Kate

მთვარე და ჯანმრთელობა

ქალის ჰოროსკოპში (ძირითადად, მაგრამ არა ყოველთვის) უნდა მოხდეს მთავრის მდგომარეობის (ნიშანში, სახლში) განხილვა, ასევე მისი დაზიანების ანალიზი. სწორედ ამ საერთო შეფასებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიცოცხლისუნარიანობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა. განსაკუთრებით კარგია, თუ კარგი ასპექტებია მზესთან, ვენერასთან ან იუპიტერთან. თუ მთვარე დაზიანებულია მზით, მარსით ან სატურნით – ეს მდგომარეობას უფრო ართულებს. Read More »

მზე და ჯანმრთელობა

ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა საყურადღებო მომენტები სასურველია ცალკე განვიხილოთ. როდესაც მარსი და სატურნი ერთად აზიანებს მზეს, აუცილებელი არაა ეს ცუდი ჯანმრთელობის მაუწყებელი იყოს, რადგან მარსის მზესთან ასპექტირება ყოველთვის ზრდის ცხოველმყოფელ სითბოს. მარსი, რომელიც მზეს აზიანებს და ამასთან ერთერთი მათგანი ანგულარულ* მდგომარეობაშია ან თუ მარსი მზეზე მაღლაა სავარაუდოდ ეს მდგომარეობა არის ძალადობრივი და ანთებითი დაავადებებისა და უბედური შემთხვევების ან მოულოდნელი სიკვდილის მაუწყებელი. (არაერთი სხვა ასპექტისა და პლანეტის გათვალისწინებით). Read More »

სიმართლე დემონებზე და ანგელოზებზე / UNLOCKING DAVINCI’S CODE

უნიკალური ისტორიული კვლევა, რომელიც ნათელს ჰფენს ისეთი საიდუმლო ორგანიზაციის ქმედებებს, როგორიცაა: ტამპლიერების ორდენი, სიონის პრიორატი, ილუმინატები. ავტორთა მიხედვით, ისინი სათავეს მეროვინგების დინასტიიდან იღებენ და სწორედ მათგან მომდინარეობს ევროპის მმართველობა. დოკუმენტური ფილმის შემქმნელები მოგვითხრობენ თანამედროვე ილუმინატებზე, რომელთა შორის არიან რელიგიური, სამეცნიერო, სამხედრო და ფინანსურ საკითხებში მსოფლიო ლიდერებიც. Read More »

ბედის ბანქო – 5 გული

30 ოქტომბერი; 28 ნოემბერი; 26 დეკემბერი  ემოციური თავგადასავლების მაძიებელი. ხუთიანები ძალიან მღელვარე ადამიანები არიან, ისინი აუცილებლად უნდა დაკავდნენ რაიმე კონკრეტული საქმით, რათა ცხოვრებაში სტაბილურობას მიაღწიონ, (სტაბილურობა თითქოს „გაურბით“). არც 5 გულია გამონაკლისი. თუ ის ვერ გააცნობიერებს, რომ მისი სირთულეები დაცვასა და საიმედოობას უკავშირდება, მაშინ მთელი ცხოვრების განმავლობაში პრობლემები მისი თანმდევი იქნება. ამ ადამიანების ყველაზე დიდი შიში ფინანსებს უკავშირდება. მათ ძალიან უჭირთ მთელი ცხოვრება ერთ ადგილას გაჩერება, რათა შრომისთვის ღირსეული ჯილდო მიიღონ. წარმატება კი მხოლოდ მუყაით შრომასა და კონკრეტულ საქმეზე კონცენტრაციას მოაქვს. Read More »

ბედის ბანქო – 5 აგური

(22 იანვარი, 20 თებერვალი, 18 მარტი, 16 აპრილი, 14 მაისი, 12 ივნისი, 10 ივლისი, 8 აგვისტო, 6 სექტემბერი, 4 ოქტომბერი, 2 ნოემბერი)  ღირსეული ჯილდოს მაძიებელი. ეს „ბანქო“ გზაზე ხან მოულოდნელ პრობლემებს, ხან კი, მოულოდნელ საჩუქრებს აწყდება. ხუთიანები (ყველა მასტის) ვერ ეგუებიან ყოველდღიურ, რუტინულ ერთფეროვნებას, თავს არიდებენ ყველაფერს, რაც ზღუდავს მათ თავისუფლებას. ისინი ამ ცხოვრების „მგზავრები“ არიან და დიდხანს არსად ჩერდებიან. 5 აგური ლუწ რიცხვებში დაბადებულთა ბანქოა.  Read More »

ბედის ბანქო – 5 ჯვარი

(31 მარტი, 29 აპრილი, 27 მაისი, 25 ივნისი, 23 ივლისი, 21 აგვისტო, 19 სექტემბერი, 17 ოქტომბერი, 15 ნოემბერი, 13 დეკემბერი) ჭეშმარიტების მაძიებელის ბანქო. ყველა ხუთიანი მოუსვენარი და ცვალებადი ადამიანია. ისინი სიღრმისეული ძიების სურვილით შეპყრობილნი არიან, რაც მათი სახასიათო უდიდესი ცნობისმოყვარეობით აიხსნება.  მათ ცხოვრებაში ხშირია ცვლილებები, წლებთან ერთად ადაპტირებული ხდებიან და ეჩვევიან ცვალებად რითმს (სწორედ ამის გამო ნაკლებად არიან მეოჯახეები). Read More »

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშანი? / What’s Your Raashee?

ფილმში კარგად არის გადმოცემული 12 ზოდიაქოს ნიშნის ფსიქოტიპი :) მოკლე აღწერა: იოგეშ პატელი – ახალგაზრდაა, რომელსაც ყოველთვის სურდა სიყვარულით დაქორწინება. ოცნების გოგონა ათი დღის განმავლობაში უნდა იპოვნოს, რათა მისი ოჯახი გადაარჩინოს. იოგეშმა არაჩვეულებრივი გეგმა მოიფიქრა. გადაწყვიტა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნის გოგონას შეხვდეს… დღეში ორი შეხვედრა… 6 დღეში – 12… სამი დღე კი იმისთვის რჩება, რომ გადაწყვეტილება მიიღოს… ფილმის სანახავად დააჭირეთ სათაურს  What’s Your Raashee?  Read More »

ბედის ბანქო – 4 აგური

(23 იანვარი, 21 თებერვალი, 19 მარტი, 17 აპრილი, 15 მაისი, 13 ივნისი, 11 ივლისი, 9 აგვისტო, 7 სექტემბერი, 5 ოქტომბერი, 3 ნოემბერი, 1 დეკემბერი)   მყარი ღირებულებების ბანქო.  სტაბილურობა ფინანსებში, რომელიც მძიმე, მუხლჩაუხრელი შრომით მიიღწევა. ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა მართებთ, რათა გაწეული შრომა დაუფასდეთ. თუ ისინი ეცდებიან ცხოვრებაში სირთულეებს თავი აარიდონ, უფრო დაზარალდებინ.  Read More »

ბედის ბანქო – 4 გული

(31 ოქტომბერი; 29 ნოემბერი; 27 დეკემბერი)  ქორწინებისა და ოჯახის ბანქო.  ეს არის სტაბილურობისა და საიმედოობის სიმბოლო, რომლის მოპოვებასაც პარტნიორულ ურთიერთობებში ცდილობენ (ახლობელ ადამიანებთან და მეგობრებთან). ამ ადამიანებს სიყვარულში მაღალი იდეალები აქვთ და მუდამ რომატიულობით გაჟღენთილ ოჯახურ იდილიაზე ოცნებობენ. თუ ცხოვრებაში ოცნებების რეალიზებას ვერ ახდენენ საკუთარ თავში იკეტებიან, ნუგეშის პოვნას ცდილობენ, ხოლო თუ იდეალები და რეალობა შეთავსებადია, ისინი ჭეშმარიტი ბედნიერებით ტკბებიან. Read More »

ბედის ბანქო – 4 ჯვარი

(30 აპრილი; 28 მაისი; 26 ივნისი; 24 ივლისი; 22 აგვისტო; 20 სექტემბერი; 18 ოქტომბერი; 16 ნოემბერი; 14 დეკემბერი)  ინტელექტუალური კმაყოფილება. ეს არის სტაბილურობის ბანქო. მას შინაგანი, ფარული შფოთი ახასიათებს, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. ეს ადამიანები პროგრესულები არიან. თავის ცხოვრებაში შემოქმედებითი იდეების გამოყენება შეუძლიათ, არ ახასიათებთ სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა, თუ ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არ აქვთ. Read More »

Scroll To Top