Author Archives: Kate

ბედის ბანქო – 9 ყვავი

(5 იანვარი; 3 თებერვალი; 1 მარტი) ნებისმიერ დასტაში არის 3 კარტი, რომელიც ყველას აშინებს: 9 ყვავი, 6 ყვავი და ტუზ ყვავი. ისინი ე.წ. სიკვდილის ბანქოებია. სინამდვილეში 9 ყვავი (ისევე, როგორც სხვა ცხრიანები) დასასრულის მაუწყებელია. როდესღაც ყველა მივდივართ ბუნებრივ აღსასრულამდე, იქნება ეს ურთიერთობა, სწავლა, თუ სამსახური… Read More »

ბედის ბანქო – 8 ყვავი

6 იანვარი; 4 თებერვალი; 2 მარტი ყველა რვიანი არის უდიდესი ძალების გამოხატულება ნებისმიერ საქმიანობაში და ყველაზე ძლიერი კარტი. უყვართ დაკვირვება, თუ როგორ იღებს მათი შრომა სასურველ ნაყოფს. თუმცა თავისი ძალები შესაძლოა არასწორი მიმართულებითაც მიმართონ. მთელი ცხოვრება  უწევთ არჩევანის წინაშე ყოფნა და მათი მისიაც დიდი უნარების სწორად წარმართვაში მდგომარეობს. Read More »

ბედის ბანქო – 7 ყვავი

(7 იანვარი; 5 თებერვალი; 3 მარტი; 1 აპრილი) 7–იანი პირველია სულიერების რიცხვებს შორის, მეორე სულიერების ციფრია 9. ციფრი 7 მრავალ რელიგიასა და კულტურაში სულიერების მნიშვნელოვან სიმბოლოდ მიიჩნევა: არსებობს 7 ხილული პლანეტა, კვირის 7 დღე, 7 ჩაკრა და სხვა. Read More »

ბედის ბანქო – ჯოკერი

31 დეკემბერი  მასხარა, სულელი. მას ტაროს არცერთ დასტაში არ აქვს ნუმერაცია, შეესაბამება – 0. ამ ბანქოს ადამიანებზე ბევრი არაფერია სათქმელი. ხშირად მშობლები, წლის დაზოგვის, თუ სხვა მოტივებით ბავშვის დაბადების დღეს წლის დასაწყისში – 1 იანვარს აფიქსირებენ, მაგრამ ჯოკერი სხვაში არ აგერევათ. Read More »

ბედის ბანქო – 6 ყვავი

(8 იანვარი; 6 თებერვალი; 4 მარტი; 2 აპრილი)  ნებისმიერი 6-ის ქმედების სფეროა კარმა და კანონები, ზოგიერთი კი ამას ისე მწვავედ შეიგრძნობს, რომ ეშინია, სხვა ადამიანებთან ვალში დარჩენის, რადგან კარგად ესმის, რომ ყველაფრისთვის საჭიროა გადახდა.  ზოგიერთი მათგანი კი ცდილობს ამ კანონებსა და ვალდებულებებს გაექცეს, თუმცა ამგვარი ქმედება მათთვის არათუ კარგის მომტანი, არამედ ახალი პრობლემების წარმოშობის მიზეზი ხდება. Read More »

ბედის ბანქო – 5 ყვავი

(9 იანვარი; 7 თებერვალი; 5 მარტი; 3 აპრილი ; 1 მაისი)  5-იანების ზოგადი მიმოხილვა  ხუთიანს ადამიანის რიცხვს უწოდებენ, ეს არის ადამიანთა მოდგმისა და ყველა ადამიანის სახასიათო თვისებების სიმბოლო.  ეს,  ახალი თავგადასავლებისა და ახალი გამოცდილებების ძიების ციფრია. 5-ის ზეგავლენით ძალიან მშფოთვარე ადამიანები იბადებიან, ისინი მუდამ საკუთარი ცნობიერის გაფართოებისკენ ისწრაფვიან, მუდამ მოძრაობაში არიან. Read More »

ბედის ბანქო – 4 ყვავი

(10 იანვარი; 8 თებერვალი; 6 მარტი; 4 აპრილი; 2 მაისი) ზოგადად ოთხიანების მიმოხილვა ნებისმიერი ოთხიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: სახლი, ოჯახი, საიმედოობა, სტაბილურობა, საფუძვლიანობა, კეთილდღეობა და კმაყოფილება. წარმოსადეგი გარეგნობის ხალხია (ხანდახან სრულებიც), კარგი ჯანმრთელობა აქვთ. საიმედოობისა და უსაფრთხოების მაძიებელნი მუდამ მათკენ ისწრაფვიან. Read More »

ბედის ბანქო – 3 ჯვარი

(29 მაისი; 27 ივნისი; 25 ივლისი; 23 აგვისტო; 21 სექტემბერი; 19 ოქტომბერი; 17 ნოემბერი; 15 დეკემბერი) მწერლის ბანქო.  შემოქმედებითი მრავალფეროვნება ამ ადამიანებში ვლინდება უამრავი გზით. მაღალი განვითარების დონეზე ისინი შესაძლოა დიდებული მწერლები, მასწავლებლები, მუსიკოსები გახდნენ. დაბალი განვითარების საფეხურზე, კი დაუსრულებელ განცდებში არიან, აკლიათ გაბედულება. თუმცა ეს თვისებები ნებისმიერი განვითარების ეტაპზე შესაძლოა გამოვლინდეს. Read More »

ბედის ბანქო – 3 აგური

(24 იანვარი; 22 თებერვალი; 20 მარტი; 18 აპრილი; 16 მაისი; 14 ივნისი; 12 ივლისი; 10 აგვისტო; 8 სექტემბერი ; 6 ოქტომბერი; 4 ნოემბერი; 2 დეკემბერი;)  ფინანსური შემოქმედების ბანქო. ამ ბანქოს წარმომადგენლებს (განსაკუთრებით ქალბატონებს) საკმაოდ რთული ცხოვრების გზა აქვთ გასავლელი. მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პირად ურთიერთობებს უკავშირდება. Read More »

ბედის ბანქო – 3 გული

30 ნოემბერი; 28 დეკემბერი  სასიყვარულო მრავალფეროვნების ბანქო. ადამისა და ევას დაცემის მიზეზი იყო ცდუნება, 3 გული – სხვადასხვა დონეზე სწორედ ამ ცდუნების სიმბოლიზაციაა. ის განასახიერებს გაორებას და ყოყმანს. ნებისმიერ სამიანს თავისი ყოველი ნაბიჯის გააზრება მართებს, რაც საკმაოდ რთულია. Read More »

Scroll To Top