Author Archives: Rusa

მარსი II (მეორე) სახლში

მარსი II სახლში: (+) – ენერგიულად მიისწრაფვის მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად, აქტიურად აგროვებს დანაზოგს, ფულს აბანდებს სარფიან საქმეში, ყველაფერს აღწევს დამოუკიდებლად, უზრუნველყოფს საკუთარ თავს და ახლობლებს. ძლიერი ნებისყოფის წყალობით ამარცხებს სნეულებას, აღიდგენს ენერგიას და სასიცოცხლო ძალას. (-) – ავანტურული ფინანსური საქმეები, ფულის აქტიური დაგროვების, „მოხვეჭის“ სურვილი და მფლანგველობა. გადამეტებული ფიზიკური აქტივობის გამო – ძალის დაკარგვა, ჯანმრთელობის გაუარესება. Read More »

მარსი I სახლში

I სახლი – ენერგიულობა მარსი პირველ სახლში: (+) – უდიდესი ნებისყოფა, ენერგია, აქტიური მიზანდასახულობა, სიმამაცე, გამბედაობა, გამტანობა, ბრძოლის, რისკის მოთხოვნილება. მობილურობა, გარშემომყოფებზე ენერგიული ზემოქმედება, ადამიანი საკუთარ თავზე იღებს საპასუხო დარტყმებს. ასცენდენტთან ახლოს იძლევა მკვეთრ უხეშ ხმას. აქტიური ადამიანები მამაკაცური ძლიერი ხასიათით, ქალები – ამორძალების ტიპის. (-) – მუდმივად ჩართულია კონფლიქტურ სიტუაციებში, უხეშობს, თავხედობს, თავს ესხმის, იღებს საპასუხო დარტყმას, ზარალდება თავშეუკავებლობის გამო. ხშირად უზღუდავენ აქტივობას . Read More »

სახლის (ბინის) ნუმეროლოგია

თუ გსურთ გაიგოთ თქვენი ბინის რიცხვი ნუმეროლოგიის მიხედვით, ამისთვის საჭიროა შეკრიბოთ სახლის, კორპუსის, ბინის ნომერი და დაიყვანოთ ის ერთნიშნა რიცხვამდე. მაგალითად სახლი #27, კორპუსი 2, ბინა 348, გამოვა: 2+7+3+4+8=26; ეს რომ დავიყვანოთ ერთნიშნა რიცხვამდე იქნება: 2+6=8 ქვემოთ გაეცანით რა მახასიათებლები აქვს თქვენი ბინის (სახლის) რიცხვს. ამ ინფორმაციას მეტისმეტად სერიოზულადაც ნუ აღიქვამთ, რადგან ბინა პირველ რიგში სარკესავით აირეკლავს თავის პატრონებს და თუ როგორი იქნება იგი თვითონ გადაწყვიტეთ.უბრალოდ გაითვალისწინეთ სასარგებლო რჩევები: Read More »

დაავადებების ფსიქოლოგიური მიზეზები

დაავადებები შეიძლება იყოს ფსიქო-სომატური, ანუ მათ წარმოშობას შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს. თითოეულ დაავადებას შესაბამისი მოქმედება თუ უარყოფითი ემოციური მდგომარეობა იწვევს. ის თუ რას განვიცდით, რას ვფიქრობთ ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. ეცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი გრძნობებისა და განცდების საპირისპირო, დადებითი ემოციები, განცდები, ქმედებები გამოავლინოთ და თქვენს სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ხელი შეუწყოთ. ამ ჩამონათვალში დასახელებულია მიზეზი, ხოლო შემდეგ შედეგები, ანუ დაავადებები რომელსაც იწვევს ჩვენი ქმედება და ემოციური მდგომარეობა. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) თევზებში

ამ ადამიანისთვის   დამახასიათებელია მგრძნობიარობა და გულმოწყალეობა. ეს ნათელი თვისებები მისმა სულმა შეიძინა წარსულ ინაკარნაციებში. მას შეუძლია მსხვერპლად შეეწიროს სხვების გულისთვის, რაც არაერთხელ გაუკეთებია და კარგად აცნობიერებს ამის მნიშვნელობას. უნდა რომ შეეძლოს დაეხმაროს ყოველ ცოცხალ არსებას. მისი სიყვარული ცხოველთა სამყაროს მიმართ უსაზღვროა. სელენას ასეთი მდებარეობა მიუთითებს მრავალწლიან სულიერ პრაქტიკას, ბერის, მოძღვრის ან რელიგიის მსახურის გზას. ეს ადამიანი ახლოს გრძნობს სულიერ სამყაროს, რეალურად შეიგრძნობს და განიცდის მას. მისთვის გზა ხსნილია დამოუკიდებელი, თვითმყოფადი სულიერი განვითარებისთვის, ნათელმხილველობისა და მარადიული ჭეშმარიტებების შემეცნებისკენ. ის სამყაროს უყურებს სიღრმისეულად, მისი ლოცვა „ცოცხალია“ და მძლავრი. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) მერწყული

სელენა მერწყულში აფასებს თავისუფლებას, დამოუკიდებელი  აზროვნებისა და მოქმედების საშუალებას. მისი  განსაკუთრებული თვისებაა – მიხვედრილობა და მოვლენების წინასწარი განჭვრეტის უნარი. მერწყული უკავშირდება გამომგონებლობას, სამეცნიერო აღმოჩენებს, ყველანაირ სიახლეებსა და ორიგინალურობას. ადამიანი სელენა მერწყულით გამოირჩევია ორიგინალური იდეებით, განსხვავებული ქცევითა და ჩაცმულობით, რაც ხშირად აკვირვებს გარშემომყოფებს. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) თხის რქაში

ადამიანმა სელენა თხის რქათი, თავისი ყველაზე ნათელი ღირსებები დააგროვა სატურნის დადებითი თვისებების: დისციპლინა, თავშეკავება, გაწონასწორებულობა, საკუთარი თავის ფლობისა და მობილიზებულობის განვითარებით. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ასკეტურ ცხოვრების გზასთან – მომთმენი, მორიდებული ბერის, იოგის, რომელმაც მიატოვა სიამოვნებები და ცდუნებები ცხოვრებაში, უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ღირებულებების გამო. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) მშვილდოსანში

ეს ადამიანი ოპტიმიზმის ულევი წყაროა. ოპტიმიზმი დაფუძნებულია სამყაროს გააზრების ძლიერ რწმენაზე, განსაკუთრებით მისი სულის ძლიერ მისწრაფებაზე დაუბრუნდეს სულიერების პირველსაწყისს. ეს მდებარეობა მიუთითებს კარმულ დამსახურებაზე წინა ცხოვრებაში, რელიგიის მსახურზე, მოძღვრის, ქურუმის, სულიერი მასწავლებლის ან უბრალოდ ადამიანზე, რომელიც ეხმარებოდა სხვებს შემოქმედთან ურთიერთობაში. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) მორიელში

 ეს ადამიანი იამაყებდა,  რომ იცოდნენ როგორი ომისა და შეტაკებების გადატანა მოუწია მას სულს წარსულ ინკარნაციაში. რამდენ ექსტრემალური გამოცდას გაუძლო და გაიმარჯვა. მისი გააქტიურება  ხდება მაშინ, როცა აღმოჩნდება უკიდურეს სიტუაციებსა და რთული გამოცდების წინაშე.  სირთულეები აძლიერებს. თავის ნამდვილ პოტენციალს ხედავს  სარისკო სიტუაციებში, გრძნობს მფარველობასა და მხარდაჭერას , სწორ გადაწყვეტილებებს პოულობს ნებისმიერი სირთულეების დაძლევისას. ღირსეული მეომრის სული მარადიულად ცოცხლობს მასში. ნათლად გრძნობს რეალობას და სულიერი სამყაროს მნიშვნელობას. თუ სულიერების გზას აირჩევდა, მის  სიტყვას საოცარი ძალა ექნებოდა. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) სასწორში

ეს ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიერედ აღიქვამს  ნებისმიერი უსამართლობის გამოვლინებას საზოგადოებაში. ყოველთვის სწონის  საპირისპირო არგუმენტებს და ცდილობენ მოიქცეს  სამართლიანად. მისთვის დამახასიათებელია – ელეგანტურობა, კარგი გემოვნება, ყოველთვის ხვდება  „საჭირო დროს საჭირო ადგილზე“. იოლად ერგება ნებისმიერ სიტუაციას, გონივრულ დისტანციას იცავს, კარგად აღიქვამს იერარქიას და არ ღალატობს ზომიერების გრძნობა. Read More »

Scroll To Top