Author Archives: Tamta

ფენ-შუი (შესავალი)

ფენ-შუი ძველი ჩინური მეთოდია გარესამყაროსა და ადამიანის ურთიერთქმედებასა და მათ შორის ჰარმონიის დამყარებაზე. მისი მიხედვით ჩვენს ცხოვრებაზე თვალისთვის უხილავი ძალები მოქმედებენ, ბუნების, ყველა მატერიალური ფორმის მქონე საგნის ენერგეტიკულ დამუხტვას იწვევენ. ამ ენერგიის დადებითად გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს ჰარმონია და დადებითი ენერგიები მოვიზიდოთ, წარმატებას მივაღწიოთ. ფენ-შუის შესწავლით, გარე სამყაროზე დაკვირვებით, ანალიზით შეგვიძლია შევიცნოთ ის კანონები, რომლითაც სამყარო ცოცხლობს, მოძრაობს, ვითარდება, ჩვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ, დადებითად დავიმუხტოთ და წარმატებაც მოვიზიდოთ. კლასიკური ფენ-შუის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაზე სამი რამ მოქმედებს: პირველი – ბედი, მეორე – იღბალი და მესამე – ფენ-შუი. ამ უკანასკნელის შესწავლით სამყაროს კანონების ჩაწვდომას მოვახერხებთ. ფენ-შუი ადამიანის ჰარმონიული ცხოვრებაა სამყაროში. ის საუბრობს სიცოცხლის ფორმების, ... Read More »

ნუმეროლოგია

„სამყაროს რიცხვები მართავენ“. დღესდღეობით ერთ–ერთი პოპულარული და ამავე დროს  უძველესი სფერო, რომელიც ყურადღებას აქცევდა ადამიანის ბედ–იღბალს, სამყაროს მოქმედების პრინციპს აღწერდა, არის ნუმეროლოგია. ნუმეროლოგია ერთ–ერთი უძველესი ეზოთერული სფეროა რიცხვების შესახებ. ზოგჯერ მას „ციფრების მაგიასაც“ უწოდებენ, თუმცა ასტროლოგიასთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე მაგიასთან. ნუმეროლოგია თავის თავში აერთიანებს ზუსტ მეცნიერებას (მათემატიკას) და ეზოთერულ ცოდნას. ნუმეროლოგია არაა ჩაკეტილი მეცნიერება და სხვა უძველეს მეცნიერებებთან (ასტროლოგია, ქირომანტია, კაბალა…) თუ ეზოთერულ ცოდნასთან არის დაკავშირებული. რიცხვი – ეს სიმბოლოა, რომელიც რაიმე იდეას გამოსახავს, დამაკავშირებელი და უცვლელი სიმბოლოებია. კარლ იუნგის აზრით, რიცხვები ცნობიერებას წინ უძღოდა, აზროვნებისა და აზრის გამოხატვის ყველაზე დაბალ ელემენტს წარმოადგენს. ამავე დროს მაორგანიზებელია. პითაგორელებს სწამდათ, ... Read More »

რა არის ასტროლოგია

მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ 12 ზოდიაქოს ნიშანი არ არის ასტროლოგია, ის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. ხოლო ასტროლოგიის ნაწილს წარმოადგენს: პლანეტები, სახლები და ასპექტები. ის, რასაც ყოველდღიურ ჟურნალ-გაზეთებში წერენ ნამდვილი ასტროლოგია არაა. უბრალოდ ზოგადი პროგნოზებია, რომლებიც ასტროლოგიის შესასწავლად არ გამოგვადგება. ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება კითხვა: „ჩემი ნიშნის დახასიათებას ვერ ვერგები,რატომ?“. პასუხი ასეთია: სინამდვილეში, რასაც თქვენი ნიშანი ეწოდება, რასაც თქვენ კითხულობთ ზოდიაქოს ნიშნებზე შეესაბამება თქვენი დაბადების მომენტში მზის მდებარეობას რომელიმე თანავარსკვლავედში. სიტყვაზე, თუ ტყუპები ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი დაბადების დროს მზე გადიოდა ტყუპების ნიშანს, თუ მშვილდოსანი – მშვილდოსნის ნიშანს. ანუ, რასაც თქვენ კითხულობთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანზე, მხოლოდ ზოგად, გენერალიზირებულ ინფორმაციას მოგვაწვდით, რომელიც ... Read More »

რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა

რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა – მათი მიზნები, მსგავსებები და განსხვავებები ისტორიულ ჭრილში რომ განვიხილოთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველად, როგორც სისტემა ჩამოყალიბდა და ცხოვრებისეულ სცენაზე გამოვიდა რელიგია. რა თქმა უნდა, რელიგიის ჩანასახების ძიება ძალიან შორს წაგვიყვანს და კაცობრიობის განვითარების გზის ძალიან საინტერესო სურათსაც დაგვანახებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ზოგადად შევეხებით მის საფუძვლებს – ტოტემიზმს, ანიმიზმსა და ფეტიშიზმს, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირი იყო ადამიანის სოციალური სისტემის შექმნასთან, თუმცა, ეს ყველაფერი საკმაოდ პრიმიტიულ დონეზე ხდებოდა თემისა და გვარის შექმნისა და საერთო მეურნეობის წარმოების მარტივ ფორმებზე გადასვლისას. ამ ეტაპზე გაჩნდა ერთ–ერთი ყველაზე პრიმიტიული ფორმა ტოტემიზმი, ცხოველს ანდა ფრინველსა თუ მცენარეს, რომელსაც ადამიანისთვის გარკვეული ... Read More »

რა არის ეზოტერიკა

ეზოტერიკა _ ბერძნული სიტყვაა  და ნიშნავს “შინაგანს”, “დაფარულს, “ფარულს”, ანუ ისტორიულად ეზოტერიკა აღნიშნავდა საიდუმლო, “შინაგან დოქტრინას”. სავარაუდოდ, ამ ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ელინიზმის ეპოქას (IV – III ს.ს. ძვ.წ–ით) და კერძოდ, პითაგორას, მაგრამ ეს ფილოსოფიურ–რელიგიური სწავლება, რა თქმა უნდა, პითაგორამდეც არსებობდა და იგი მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში, მასწავლებლიდან მოსწავლეს და ისიც ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. ეზოტერიკისგან განსხვავებით ეგზოტერიკა (რომელიც, გარეგანს, გახსნილს ნიშნავს) ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და მასში შედიოდა ის რელიგიურ–ფილოსოფიური დისციპლინები, რომელიც  აღსაქმელად ყველასთვის ადვილი იყო. ანუ ეზოტერიკა, პირველსაწყისად, აღნიშნავდა იმ საიდუმლო ცოდნას, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობის რჩეულისთვის, განდობილისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჭეშმარიტ ეზოტერიკასთან მუდამ იყო დაკავშირებული რაღაც დაფარული, იდუმალი, რომლის განდობაც მხოლოდ მცირედთათვის ... Read More »

Scroll To Top