Category Archives: კარმული ასტროლოგია

რეტროგრადული პლუტონი მე-2 სახლში

მონობის კარმაა, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით მონობის. ეს ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს მატერიალურ მდგომარეობას. კარგი იქნება თუ წარსულის გავლენას მოიშორებს. ცხოვრების პირველ მონაკვეთში სამყაროს კარგად არ იცნობს და მიაჩნია, რომ გარემოს მიერ, მატერიალურად მოცემული ფასეულობებია ის, რაც რეალურად უნდა. თუმცა სასურველს იშვიათად იღებს. კარგი იქნება თუ სასურველსა და აუცილებელს ერთმანეთისგან განასხვავებს. დიდი გამძლეობითა და სიჯიუტით გამოირჩევა. წინააღმდეგობებს არ უშინდება. რაც და ვინც მის იდეალებს არ შეესაბამება ფარულად „ჯაჭვებში“ აქცევს და მიდრეკილია სამყაროს იდეალური ხედვისკენ. უარყოფითი კუთხით წარსულიდან შესაძლოა გამოყოლილი აქვს „ცხოველური მე“ – სულიერი კომფორტისთვის ყურადღების მიქცევის ნაცვლად ტკბობის, ჟინის, სიამოვნების წყაროების აქტიური ძიება. ერთ-ერთი ვერსიით, წარსულში უმდიდრესი ადამიანი იყო ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი ნიშნებში

რეტროგრადული პლუტონი ვერძში მიანიშნებს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანმა საკუთარი ძალა, ენერგია და ძალაუფლება ეგოისტური და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა ან ტირანი, დესპოტი, დიქტატორი, სასტიკი და მამაცი მეომარი იყო. ამ ცხოვრებაში სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლა მოუწევს, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. რეტროგრადული პლუტონი ქალწულში წინა ცხოვრებაში იყო ეგოისტი, რომელიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. ზედმეტად მკაცრი იყო საკუთარი დაქვემდებარებული პირებისა და მონების მიმართ, საქმიან პარტნიორებსა და კომპანიონებს ატყუებდა, მათ ანგარიშზე ცხოვრობდა. არ აქცევდა ყურადღებას არც საკუთარ, არც დაქვემდებარებულების ჯანმრთელობას, არც ბუნებასა და ცხოველებს. ამჟამად დაშვებული შეცდომების გამოსწორება და გადაფასება უწევს. ამისთვის ყველა წინაპირობა შეიქმნება. სასურველია, თუ სამოქმედო სფეროდ ნაკლებად აირჩევს მედიცინას (განსაკუთრებით აღმოსავლურს ან ... Read More »

მთვარის კვანძები: აღმოაჩინე სულის კარმული მისია

მთვარის კვანძები ნატალურ რუკაზე გავლენას ახდენენ. ეს უხილავი კოსმიური ძალები ჩვენი მნიშვნელობის, კარმული პოტენციალის, არსებობის ჭეშმარიტი აზრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობენ. რა შეუძლია მთვარის კვანძებს თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე გითხრათ? მთვარის კვანძების მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში, სახლებში, სხვა პლანეტებთან დამოკიდებულება, ასპექტების გაგება ხელს შეგიწყობთ ცხოვრებისეული ამოცანების ამოხსნაში, პირადი რუკის ანალიზში. Read More »

პლანეტების დამუშავება

როდესაც რუკის დამუშავებაზე ვსაუბრობთ, ის უნდა განვიხილოთ ერთიან, მთლიან სისტემად (როგორც ადამიანი). პლანეტებისა და ასპექტების დამუშავება ყოველთვის კომპლექსურად, ერთიანად ხდება. „დამუშავება“, ანუ პლანეტის მახასიათებლების კორექცია და სრულად გამოყენება – ეს მისი ფუნქციების შესაბამისი ახალი გამოცდილების შეძენას ნიშნავს. იმ გამოცდილების, რაც აქამდე არ გვქონდა ან არასწორად, ნაწილობრივ ვლინდებოდა. Read More »

ნეპტუნის სიძლიერე; დამუშავება

 პლანეტა ნეპტუნი *** ძლიერი ნეპტუნი: თუ ჰოროსკოპში ძლიერი ნეპტუნია, უნდა ითქვას, რომ ადამიანს არც ისე მარტივი ცხოვრება ექნება. ეს შეიძლება ნიშნავდეს კარმულ ვალებს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ ადამიანს თან სდევს რაიმე საიდუმლო და ჩახლართული სიტუაციები. ყველაზე კარგი ვარიანტი შეიძლება იყოს თუ ადამიანს ექნება შემოქმედებითი ნიჭი და კარგი წარმოსახვა. დაბალ დონეზე ეს ადამიანი მატყუარაა და თავს იტყუებს. ნებისმიერ რეალობას შეიძლება აღიქვამდეს დამახინჯებულად ან ყველაზე მარტივ მატერილაურ საგნებშიც აღმოაჩინოს მისტიური,რაც საშუალებას აძლევს დაინახოს ისეთი რამეები რაც სხვებისთვის დაფარულია. მას უყვარს მისტიკა და ყველაფერი იდუმალი. ხშირად ხდებიან მედიუმები, ექსტრასენსები, მკითხავები ან ჯადოქრები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამუშავების დაბალ დონეზე, ნეპტუნის დამახინჯებულმა გამოვლინებებმა შეიძლება განაპირობოს ... Read More »

მთვარის კვანძების მნიშვნელობა პროგნოზირების დროს

უნდა ჩავთვალოთ თუ არა მთვარის კვანძების ანალიზი ტრანზიტული (პროგნოზირების) რუკის შედგენის დროს? და თუ უნდა ჩავთვალოთ რაზე მიანიშნებს? მთვარის კვანძების თემა საინტერესოა, იმ კუთხით, რომ ჩვენი დაბადების საიდუმლოს ძიებას ხშირად სწორედ ამ წერტილებთან მივყავართ. მათი დახმარებით ვიგებთ ჩვენს ცხოვრებისეულ ამოცანაზე, კარმულ პროგრამაზე, დამუშავებაზე და ა.შ. ამ კუთხით, ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ტრანზიტის დროს უკავშირდება მთვარის კვანძებს – მნიშვნელოვანი მოვლენების ალბათობას ზრდის. Read More »

მთვარის კვანძები სახლებში

აღმავალი კვანძი 1-ელ სახლში, დაღმავალი კვანძი მე-7 სახლში ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ეგოიზმისკენ მიდრეკილება, მუდამ საკუთარი თავის მართლებაში მყოფნი ხშირად ირგვლივმყოფებისთვის უცნაურები არიან, მათ ვერ უგებენ. ეს მდგომარეობა არ არის ოჯახური კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი, მშვიდობიანი პერიოდები ხანმოკლეა, მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრებაში უზრუნველყოფილია ასეთი ადამიანი, აქვს კარგი გარეგნობა და მომხიბვლელობა. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია გართულებები და გაუგებრობები. თუ ეს სახლი არის ტყუპებში ან ქალწულში ეს მიუთითებს პოპულარობაზე, ადამიანები ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, ხოლო თუ ეს სახლი იმყოფება კირჩხიბში ან ლომში ნეგატიური მხარეები მეტად ვლინდება. მთელი ძალით რაქუ 42 წლის ასაკში ავლენს თავის თავს, თუ აქამდე პარტნიორებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა, 42 წლიდან ... Read More »

მთვარის კვანძების მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში

მთვარის კვანძები – ზოგადი დახასიათება ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) ვერძში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) სასწორში 28 იანვარი 1949 წლიდან – 17 აგვისტო 1950 წლამდე 9 სექტემბერი 1967 წლიდან – 28 მარტი 1969 წლამდე 21 აპრილი 1986 წლიდან – 2 დეკემბერი 1987 წლამდე 26 დეკემბერი 2004 წლიდან -23 ივნისი 2006 წლამდე ასეთ ადამიანებს იზიდავთ საზოგადოებრივი ცხოვრება, აფასებენ სილამაზეს და ჰარმონიას, სუსტად აქვთ განვითარებული ნებისყოფა და ინდივიდუალობა, აუცილებელია საკუთარ თავში ძლიერი ადამიანის პოზიციის გამომუშავება, ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა იქცეს ლიდერად, სხვა შემთხვევაში პარტნიორები მტრად გადაექცევა, ამ გზით მას მოუწევს ბრძოლის ველზე დაბრუნება, რათა შეძლოს თავისი დანიშნულების შესრულება. თქვენ გიყენებენ მოთხოვნას იყოთ ნებისმიერ სფეროში ... Read More »

მთვარის კვანძები – ზოგადი დახასიათება

(დრაკონის თავი და კუდი, რაქუ და ქეთუ, იგივე აღმავალი და დაღმავალი კვანძი) ასტრონომიული ხედვით, ეს წერტილები შეესაბამება ადგილებს, რომლებზეც მთვარის ორბიტა  ეკლიპტიკის სიბრტყეს კვეთს. მთვარის კვანძები მიანიშნებს ადამიანის ინდივიდუალურ ევოლუციურ განვითარებასა და გარესამყაროს ევოლუციურ განვითარებაში მონაწილეობაზე, ანუ კვანძები მოიცავს შინაგან და გარეგნულ განვითარებას. აღმავალი კვანძი – მოიცავს ინფორმაციას, რა მხრივ უნდა განვვითარდეთ, ახალ გამოცდილებას რომელ სფეროებში მივიღებთ. დაღმავალი კვანძი – მოიცავს ჩვენს მიერ დაგროვილ გამოცდილებას, რაც შეგვიძლია ახალი გზებისთვის ფუნდამენტად გამოვიყენოთ. თუ ინდივიდი მხოლოდ დაგროვილ ინფორმაციას იყენებს, ევოლუციური განვითარების კუთხით დეგრადირდება; ხოლო თუ მხოლოდ ახალი გამოცდილებისკენ მიდის –  ფუნდამენტს, ფეხქვეშ ნიადაგს კარგავს. ლეგენდა მთვარის კვანძებზე ლეგენდის თანახმად, ღვთაება ვიშნუმ (უზენაესი ... Read More »

სელენა (თეთრი მთვარე)

ლილიტი და სელენა – კარმული მნიშვნელობის მქონე ფიქტიური პლანეტებია. ასტროლოგთა ნაწილი მათ ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, ნაწილი ლილიტის ძლიერ გავლენას მაგიურ შესაძლებლობებს, სელენას – ძლიერ მფარველობას უკავშირებს, ნაწილისთვის „ბოროტი“ და „კეთილი“ პლანეტებია. მოდით, ვცადოთ სელენას და ლილიტის განსხვავება, მათი მნიშვნელობის მეტნაკლებად გაგება. ასტროლოგთა დიდი ნაწილი სელენას ყოველივე საუკეთესოს, წმინდას მიაწერს, რაც არცთუ სწორი ხედვაა. სელენა, ისევე როგორც ლილიტი და ნებისმიერი სხვა წერტილი, შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი გავლენით. მაინც რა ფუნქციები აქვს სელენას? როგორც ლაურა ვოლკერის წიგნის მიხედვით ვწერდით, ლილიტს უკავშირებდა ჩვენს მთავარ, ძირეულ შიშს, ქვეცნობიერ გავლენას, იმ მხარეს, რომელსაც საკუთარ თავში ნაკლებად ვიღებთ. ანუ ლაურა ვოლკერისთვის ლილიტს ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უფრო ... Read More »

Scroll To Top