Category Archives: კარმული ასტროლოგია

ლილიტი – ზოგადი დახასიათება

ასტროლოგიაში შავი მთვარე, იგივე ლილიტი მიანიშნებს ადამიანის მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე, კარმული ასტროლოგიის მიხედვით წინა ცხოვრების არასწორ ქმედებებზე ანგარიშის გასწორებაზე, კარმული ვალების გასტუმრების სფეროებზე, რისთვის ადამიანი „გასამართლდება“, მიანიშნებს იმ ადგილზე, სადაც  ბოროტებისგან  დაცვა სუსტია. ლილიტი ფარულ გავლენას ახდენს მთვარის სფეროებზე და როდესაც ადამიანი იგებს მის არსებობაზე, ფუნქციებზე, მისი გავლენა ხილული  ხდება და მიზანმიმართულად შეიძლება გაექცე ან დაამუშაო.  შავი მთვარე ზოდიაქოს ერთ ნიშანს  გაივლის დაახლოებით 9 თვეში ერთხელ, ხოლო რუკის მიხედვით (სადაც იყო დაბადებისას, ისევ იმ ადგილზე დაბრუნება) უნდება დაახლოებით 8.85 წელი (8 წელი და 310 დღე). ლილიტი წარმოადგენს მდედრობითი სქესის ბოროტ სულს, იუდაისტურ დემონოლოგიაში. ის და მისი სახელი გადმოღებულია ბაბილონური, ან შესაძლოა ... Read More »

ურანი

 თ. ბურგონი ურანი (ურანია), მითოლოგიაში სატურნის დედაა. ის იწყებს ზეციური გავლენის უმაღლესი ციკლის პირველ სერიას. მისი ბუნება მერკურის ბუნების მსგავსია, თუმცა გაცილებით ღრმა დონეზე ვლინდება. უმდაბლესი ფიზიკური გამოვლინებით ეს არის მარსისა და სატურნის კომბინაცია. მერკური ეს არის პირველი გამის პირველი პლანეტა, ხოლო ურანი – მერვე, ანუ პირველი პლანეტა მეორე გამიდან. ურანის გავლენის შეფასება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მაღალ ინტელექტუალურ დონეზე. როდესაც ურანი ნათალურ რუკაში დადებითი პოტენციალითაა და აქვს კარგი ასპექტირება ვლინდება მისი კეთილგანწყობა და vise versa (პირიქით)…. ბევრი მეცნიერი სერიოზულად ცდება, როდესაც ამ პლანეტას მხოლოდ საზიანო ზეგავლენას მიაწერს. პლანეტა ურანი 1781 წელს სწავლულმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა და ჯორჯ მესამის საპატივსაცემოდ „ჯორჯის ... Read More »

კარმული ასტროლოგია

კარმული ასტროლოგია – არის ასტროლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, თუმცა ამავე დროს დაკავშირებულია სხვა სფეროებთან და მეცნიერებებთან, რადგან რელიგიურ-ფილოსოფიური საწყისები აქვს და უკავშირდება რეინკარნაციის იდეას, ანუ სულის რამდენჯერმე მოსვლას. „კარმა“ ვიწრო გაგებით ბედს ნიშნავს, მაგრამ არა ადამიანის, არამედ მისი სულის ბედს. ეს მიმართულება სწავლობს სულის განვითარების პროცესს, მისიებს, რომელთა შესრულება ადამიანს ცხოვრებაში ეკისრება. კარმული ასტროლოგია ადამიანებს ეხმარება მისიის დადგენაში, ცხოვრების მიმართულებების გამოვლენაში, სწორი მიმართულებით სიარულში. მისი მიხედვით, ყოველ ცხოვრებაში გარკვეული მისიით ვიბადებით, რომელიც ჩვენი სულის ევოლუციური განვითარებისთვისაა საჭირო. კარმული ასტროლოგია ემყარება იდეას, რომ მრავალი შესაძლებლობიდან სული ირჩევს მისი კარმული მისიის, ამოცანის შესაბამის მდებარეობას და ისე იბადება. შესაბამისად, პირად რუკაში კარგად ჩანს კარმული ... Read More »

შემოქმედებითი და კარმული ასპექტები

ფენომენალური ასპექტები  დაკავშირებულია კარმასთან და მიანიშნებს თუ როგორ ვხარჯავთ ენერგიას განვითარებისთვის, როგორ ვრეალიზდებით. ეს ასპექტები ორი სახისაა: შემოქმედებითი და კარმული. შემოქმედებითი ასპექტები ნიშნავს, რომ გვეძლევა თავისუფალი არჩევანი და მოქმედება შემოქმედებითი უნარების რეალიზებისთვის, ხოლო კარმული ასპექტები მოვალეობებსა და ვალზე, საჭირო ცვლილებებზე და გზაზე მიანიშნებენ, რაც ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელია. ამასთანავე,  ფენომენალური ასპექტები ორი სახისაა: გარეგნული (მოქმედებითი) და ფსიქოლოგიური. ერთ–ერთი ვერსიით მიჩნეულია, რომ ოკულტური მეცნიერებების ნებისმიერ შემსწავლელს (ზუსტი თარგმანი: მოსწავლეს) კარმული ასპექტები აქვს. შემოქმედებითი ასპექტები ადამიანებს, რომლებსაც რუკაში შემოქმედებითი ასპექტები აქვთ, უკავშირდება გარკვეულ მისიებს, ქმედებებს, სიტუაციებს, რომლებიც მათ ცვლიან და გარდაქმნიან. ხშირად ვარდებიან განსხვავებულ სიტუაციებში, მათ ცხოვრებაში უცნაური შემთხვევითობები ხდება. მთლიანობაში კი ყველაფერი ... Read More »

Scroll To Top