Category Archives: ასპექტები

მარსის კვადრატი ურანთან

დამახასიათებელია: მოუთმენლობა, ენერგიულობა, უცერემონიობა, სარკაზმი, კრიტიკა, მეგობრებთან უთანხმოებები; რისკიანობა, უბედური ან უცნაური შემთხვევების რისკი (გაუფრთხილებლობის გამო), მძაფრი შეგრძნებების მიღების სურვილი, ნევროზულობა, რევოლუციონერობა, დაუფიქრებელი ქმედებები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. დადებითი კუთხით დამახასიათებელია: სიმამაცე, პროგრესული იდეებისთვის ბრძოლა, უშიშრობა. Read More »

მარსის კვადრატი იუპიტერთან

დამახასიათებელია: ანგარიშიანობა, სხვების რესურსების ბოროტად გამოყენება, ფანატიზმი, ექსტრემიზმი, ქმედებების რეალური მიზეზის დაფარვა, აგრესიულობა, კანონებისა და წესების მიუღებლობა, ძალის გადამეტება, გაუფრთხილებლობა, თვითდარწმუნებულობა, რისკიანობა, კონფლიქტურობა. საზოგადოების, ჯგუფის ენერგიას იყენებს პირადი ვნებებისა და ძალაუფლებისთვის. ასპექტის მფლობელი მზადაა საზოგადოებრივი აღიარებისთვის იბრძოლოს. მხოლოდ ბრძოლისა და კამათის დროს გრძნობს თავს კარგად; სხვების კრიტიკა ახასიათებს. ძალაუფლების და მბრძანებლობის სურვილი ვლინდება, არ მოსწონს სხვებისთვის ანგარიშის გაწევა. ასპექტის მფლობელი შესაძლოა თავს მნიშვნელოვანი მისიის შემსრულებლად თვლიდეს, რის გამოც საკუთარ პერსონას სხვებზე მაღლა აყენებს. ფეთქებადია და ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, რთულად ახერხებს დამშვიდებას. დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილი ვლინდება. დადებითი კუთხით ახასიათებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, სიმამაცე, ენერგიულობა, დახმარების გაწევის უნარი. ასპექტი იძლევა იმპულსურობას, ... Read More »

ვენერას კვადრატი პლუტონთან

დამახასიათებელია: უცნაური, მოჩვენებით გადაულახავი სირთულეები გრძნობების, ემოციისა და სექსის სფეროში; ეჭვიანობა, ექსცენტრიულობა, ემოციური არასტაბილურობა, სექსთან, ეროტიკასთან დაკავშირებული სკანდალი, ვნებიანობა, მომთხოვნობა, ტკივილამდე მისული მგრძნობელობა, ფარული სასიყვარულო კავშირები. დადებითი კუთხით – ძლიერი ემოციური განცდები შესაძლოა შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის საშუალებად იქცეს. Read More »

ვენერას კვადრატი ნეპტუნთან

სიყვარულზე შეყვარებული დამახასიათებელია: უსაზღვრო ფანტაზია, მეოცნებეობა, უტოპია, გრძნობებში გაურკვევლობა, თვითმოტყუება, ილუზია, სუსტი ნებისყოფა, ცვალებადი იდეალები, ემოციური სირთულეები, სიზარმაცე, იმედგაცრუება პირად ურთიერთობებში. დადებითი კუთხით – დაუკმაყოფილებლობის გრძობა სულიერი სრულყოფისა და სილამაზისკენ უბიძგებს. Read More »

ვენერას კვადრატი ურანთან

დამახასიათებელია: იმპულსურობა, ექსცენტრიული ქცევა, ერთი ნახვით შეყვარება ძლიერი შფოთვითა და მღელვარებით, ლაბილურობა, განწყობის სწრაფი ცვლა; შემთხვევითი კავშირები, ეროტიზმი, ვნებიანობა; დადებითი კუთხით – ექსტრავაგანტურობა, ორიგინალური გემოვნება, შემოქმედებითი შესაძლებლობები, ოსტატობა. Read More »

ვენერას კვადრატი სატურნთან

დამახასიათებელია: მელანქოლია, ოფიციალურობა, გაუბედაობა ან ქედმაღლობა, სიყვარულში პესიმისტური დამოკიდებულება, იმედგაცრუება პირად ურთიერთობებში, ანტისაზოგადოებრივი განწყობა, სისუსტე, ეჭვიანობა, გრძნობების გამოხატვის დროს სიცივე, მაზოხიზმი. დადებითი კუთხით: პასუხისმგებლობის გრძნობა. Read More »

ვენერას კვადრატი იუპიტერთან

დამახასიათებელია: პატივმოყვარეობა, მფლანგველობა, ფუფუნების სიყვარული, სიზარმაცე,  გარშემომყოფების სიძულვილი (რასაც მალავს), სიყვარულში დაუკმაყოფილებლობა და სირთულეები. შესაძლოა წონის პრობლემა ჰქონდეს. დადებითი კუთხით: მდიდარი წარმოსახვა, ნიჭიერება, შემოქმედებითი უნარები, სილამაზის ფორმებისკენ მიდრეკილება, გულმოწყალება, სიმამაცე. Read More »

ვენერას კვადრატი მარსთან

დამახასიათებელია: სიყვარულში სირთულეები, ტაქტის ნაკლებობა, უხამსობა, ვნება, ღალატისკენ მიდრეკილება, სიყვარულში არასტაბილურობა, გრძნობების შეუკავებლობა, სკანდალურობა, კონფლიქტურობა, არააკურატულობა, უსუფთაობისკენ მიდრეკილება. ასპექტზე მუშაობა იძლევა ნიჭიერ, შემოქმედებით ადამიანს, ვისი ვნებაც ხელოვნებაში და შემოქმედებით მუშაობაში ვლინდება. Read More »

მერკურის კვადრატი პლუტონთან

დამახასიათებელია: წინააღმდეგობრიობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, თაღლითობისკენ მიდრეკილება. დადებითი კუთხით: ძლიერი მეტყველება, დარწმუნების უნარი, მტკიცე გადაწყვეტილებები, მებრძოლობა, ბრძოლისა და გამარჯვების უნარი. უარყოფითი კუთხით: პარანოია, აკვიატება. Read More »

იუპიტერის კვადრატი სატურნთან

პროფესიაში გაუმართლებლობა დამახასიათებელია: მცდარი შეფასებები ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში, გაუგებრობები სახლსა და სამსახურში. სირთულეები რელიგიებთან მიმართებაში, ზედმეტად ორთოდოქსულობა, კონსერვატორიზმი, მატერიალიზმი. მოუქნელობა. ავანტიურიზმი და არაკეთილგონიერება,  უგუნურობა, მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები, გაღიზიანება, კამათისკენ მიდრეკილება. ჯანმრთელობის კუთხით ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ჰეპატიტი. როდესაც მომგებიანი შანსები ჩნდება, საკუთარ ძალებში დარწმუნებული არაა ან საკუთარ თავზე  პასუხისმგებლობის აღება უჭირს.  დროს ცუდად ანაწილებს, არაპუნქტუალურია, არ შეუძლია თავისი საქმის ან დავალების სხვებამდე მიტანა. ამ ასპექტის მქონე ადამიანი ხშირად დაქვემდებარებულ თანამდებობაზე მუშაობს, რუტინის მოყვარულია, მოსაწყენი ჩანს, თუმცა თავადაც გრძნობს ამ მოწყენილობას, არის მელანქოლიის, დეპრესიის პრობლემაც. ხშირად პროფესიონალური და ოჯახური პრობლემები დიდ სიმძიმედ აწევს, რაც არ აძლევს განვითარებისა და თავისუფლად მოქმედების საშუალებას. ეს ... Read More »

Scroll To Top