Category Archives: ლილიტი ნიშნებში

ლილიტი სასწორში

„მაღალი წრის ქალბატონი“ (უკიდურესობები – ანგარება ან დამოკიდებულება) წარსულ ინკარნაციაში ინდივიდი შეიძლება იყო კანონისდამცველი, მოსამართლე, რომელიც კანონებს არღვევდა, ქრთამს იღებდა, საკუთარ სულმდაბალ ქცევას უზენაესი სამართლიანობით ამართლებდა. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლიდნეს შემდეგი უკიდურესობებით:  აქტიური ადამიანის შემთხვევაში – ყველაფერში ხედავენ არასრულყოფილებას, ხშირად გარშემომყოფების მიმართ მოთხოვნები გადაჭარბებული და უსამართლოა. არჩევანი, მათ შორის პარტნიორების, ხდება ზედაპირულად მხოლოდ გარეგნული მახასიათებლებით ან ელიტარულ წრესთან კუთვნილების გამო, ღირებულებათა სისტემა დაფუძნებულია სუბიექტურ ესთეტიურ კრიტერიუმებზე, მიზნის განსაზღვრა ხდება პრესტიჟულობიდან გამომდინარე. ლილიტი სასწორის შემთხვევაში სამართლიანობაზე წარმოდგენა დამახინჯებულია (გამრუდებულია), შეუძლიათ იოლად შემოიკრიბონ თანამოაზრეები, რათა შემდგომ ისინი საკუთარი ანგარებიანი მიზნებისთვის გამოიყენონ. პასიური ადამიანის შემთხვევაში – არჩევანს გაჭირვებით აკეთებენ, მუდმივად მერყეობენ ერთი ... Read More »

ლილიტი ქალწულში

საქმიანობა(გამრჯელობა) (უკიდურესობები – მეწვრილმანეობა ან ქაოსი) ამ ცხოვრებაში პასუხისგება მოუწვთ წარსულში – მეწვრილმანეობის, სიძუნწის, ახლობლების დაჩაგვრის, ინტრიგანობის, ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობის, ცინიზმის, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევის გამო. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანის შემთხვევაში: მკვეთრად გამოხატული პრაქტიკულობა და ანგარიშიანობა. დეტალიზაციის უნარი მიყვანილია აბსურდამდე – დაწვრილმანება ხდება არარსებულამდე – „ბუზისგან სპილოს შექმნის“ ტენდენცია. დეტალურ ანალიზს უკეთებს იმას, რაც შეუძლებელია დაანწევრო. ირევა წვრილმანებში, რომლის მიღმაც კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს. ზოგჯერ ეს ადამიანი ავლენს აუტანელ კრიტიკულობას – აკრიტიკებს ფაქტობრივად ყველაფერს, რასთანაც შეხება აქვს. პასიური ადამიანის შემთხვევაში: თითქმის არ გააჩნია ანალიზის უნარი, ვერ ამჩნევს წვრილმანებს და დეტალებს. უჭირს სისუფთავის და წესრიგის დაცვა, გარშემო მუდმივად ქაოსი ... Read More »

ლილიტი ლომში

თვითგამოხატვა (უკიდურესობები – ამბიციურობა ან შენიღბვა) წარსულ ინკარნაციაში – უსაზღვრო სიამაყე და პატივმოყვარეობა. ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობდა, შეიძლება იყო ბავშვების მკვლელი (აბორტი), გარყვნილი, ბავშვების შემაცდენელი და ა.შ. წარსულის უარყოფითი კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანი – თავს თვლის „სამყაროს ცენტრად“, რომლის გარშემოც ცხოვრება ბრუნავს. ძალაუფლებისაკენ მისწრაფება აქვს, ცდილობს სხვებზე გაბატონდეს, შთააგონოს მათ თავისი იდეები, საკუთარი პერსონის მიმართ ყურადღების და პატივისცემის მოთხოვნილება აკვიატებული იდეა ხდება. მასისგან გამორჩეულობის სურვილი იწვევს დემონსტრაციულობას და ბაქიაობას. უყვარს ძალაუფლება. მტკივნეულად რეაგირებს როცა თავმოყვარეობაზე ეხებიან. ახასიათებს სიყვარულით „დამონებულის“ როლის თამაში ან ცდილობს ეს ამპლუა მოარგოს საყვარელ ადამიანს. ჩაციკლულია სიყვარულის ობიექტზე, ხშირად მზადაა აიტანოს მისი მხრიდან ნებისმიერი დამცირება ... Read More »

ლილიტი კირჩხიბში

 სახლი და ოჯახი (უკიდურესობები – ტირანია ან გაუბედაობა) ეს არის მოღალატე, მშიშარა ადამიანის კარმა, შესაძლოა მან შეურაცხყო მშობლები, წაბილწა ტრადიციები ან მას აქვს საგვარეულო წყევლა. წარსულის ნეგატიური გავლენა შეიძლება გამოვლინდეს როგორც შემდეგი უკიდურესობები:  აქტიური ადამიანების შემთხვევაში – მათი აზრები ორიენტირებულია საოჯახო საქმეებზე, ბავშვების აღზრდაზე. ხშირად ოჯახის საშუალებით ცდილობენ საკუთარი პირადი ამბიციების რეალიზებას, რაც დაკავშირებულია ძალაუფლების მოპოვების სურვილთან. ცდილობენ დაიკავონ ოჯახის უფროსის ადგილი, ოჯახის წევრები საკუთარ ნებას დაუმორჩილონ და დატკბნენ ძალაუფლებით. აგრესიულად იცავენ საგვარეულო ტრადიციებს, არიან კონსერვატული, ჯიუტად ცდილობენ საკუთარ შეხედულებების გატანას და არ აღიარებენ შეცდომებს.  პასიური ადამიანების შემთხვევაში – ყველანაირი საოჯახო საქმე და ვალდებულება „ამძიმებთ“, ცდილობენ თავი დაიძვრინონ მათი შესრულებისგან, ... Read More »

ლილიტი ტყუპებში

კონტაქტურობა (უკიდურესობები – ყბედობა ან გაურკვევლი საუბარი) ადამიანი წარსულ ინკარნაციაში იყო – მუდმივად „მოზარდი“, რომლის მოქმედება მიმართული იყო სხვების გასაღიზიანებლად, ამასთან ერთად ის არ განიცდიდა სინდისის ქენჯნას. ეს იყო ადამიანი, რომელიც ინტრიგებს ხლართავდა, ჩამშვები, უნამუსო და ქურდი იყო. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანის შემთხვევაში – ზედმეტად კომუნიკაბელურნი არიან, მთელ დროს და ენერგიას ურთიერთობებსა და საუბარზე ხარჯავენ, რაც თანდათან თვითმიზანი ხდება. ეს იწვევს კონტაქტებში განურჩევლობას, გაფანტულობას და ზედაპირულობას. ეს ადამიანი ყბედია, სიტყვა „ენაზე არ უჩერდება“. ასეთი არაზომიერება ხელს უშლის სამყაროს ჰარმონიულ შემეცნებას.  პასიური ადამიანის შემთხვევაში – ინდივიდს უჩნდება ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება. ვინმესთან განუწყვეტლად, უმიზნოდ, უსასრულოდ საუბრის სურვილი. ... Read More »

ლილიტი კუროში

დაგროვების მანია (უკიდურესობა – სიხარბე ან მფლანგველობა) წარსულ ინკარნაციაში ადამიანი იყო ძუნწი, ბანკირი, მევახშე, ღორმუცელა, ჰედონისტი (ჰედონიზმ–ი [< ბერძ. hēdonē სიამოვნება] – ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება) წარსულის ნეგატიური გამოცდილება შეიძლება გამომჟღავნდეს შემდეგი უკიდურესობებით:  მფლანგველი ადამიანის შემთხვევაში – მას არ შეუძლია საკუთარი მატერიალური სახსრების სწორი განაწილება, რის გამოც აკეთებს უსარგებლო შენაძენებს (ფულს ქარს ატანს). რადგან ენერგიის დაგროვება არ შეუძლია, ხშირად ხდება ენერგეტიკული ვამპირიზმის მსხვერპლი, მისი ენერგიით სხვები სარგებლობენ. ფიზიკური და სულიერი ძალები იხარჯება უაზროდ ან უადგილოდ.  ხარბი ადამიანის შემთხვევაში – დაგროვების, სიხარბის მანია, ძალიან დიდი მადა გადასული ღორმუცელობაში, ფულზე , მატერიალურ ფასეულებებზე და კომფორტზე ... Read More »

ლილიტი ვერძში

„გმირობა“ (უკიდურესობა – გადაჭარბებული აქტიურობა ან პასიურობა) ეს მდებარეობა შეიძლება მიანიშნებდეს მეომრის კარმაზე, რომელმაც თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ასეთი მდებარეობა ხშირად აქვთ „ზედმეტად აქტიურ“ ადამიანებს. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით:  აქტიური ადამიანი – მისი შინაგანი მპულსი და მოქმედებები იმდენად მძლავრია, რომ მიმდინარეობს ენერგიის უკონტროლო გამოტყორცნა. გაბედულობა გადაიზრდება შეუკავებელ ნაკადად, იმპულსურობა – აბსოლიტურ არაპროგნოზირებულობაში, თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა – მისწრაფებაში თავს მოახვიოს საკუთარი ნება სხვას. დაბრკოლებების და სხვისი წინააღმდეგობების დაძლევა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ.  პასური ადამიანის შემთხვევაში – ინდივიდი ხშირად ხდება მანიპულატორების მსხვერპლი – ის ადვილად მართვადი, უნებისყოფოა. მასში გაუბედაობა ვლინდება, სხვაზე დამოკიდებული ხდება, უინიციატივო, ზარმაცია და ცდილობს პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. ამასთანავე, ... Read More »

ლილიტი – ზოგადი დახასიათება

ასტროლოგიაში შავი მთვარე, იგივე ლილიტი მიანიშნებს ადამიანის მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე, კარმული ასტროლოგიის მიხედვით წინა ცხოვრების არასწორ ქმედებებზე ანგარიშის გასწორებაზე, კარმული ვალების გასტუმრების სფეროებზე, რისთვის ადამიანი „გასამართლდება“, მიანიშნებს იმ ადგილზე, სადაც  ბოროტებისგან  დაცვა სუსტია. ლილიტი ფარულ გავლენას ახდენს მთვარის სფეროებზე და როდესაც ადამიანი იგებს მის არსებობაზე, ფუნქციებზე, მისი გავლენა ხილული  ხდება და მიზანმიმართულად შეიძლება გაექცე ან დაამუშაო.  შავი მთვარე ზოდიაქოს ერთ ნიშანს  გაივლის დაახლოებით 9 თვეში ერთხელ, ხოლო რუკის მიხედვით (სადაც იყო დაბადებისას, ისევ იმ ადგილზე დაბრუნება) უნდება დაახლოებით 8.85 წელი (8 წელი და 310 დღე). ლილიტი წარმოადგენს მდედრობითი სქესის ბოროტ სულს, იუდაისტურ დემონოლოგიაში. ის და მისი სახელი გადმოღებულია ბაბილონური, ან შესაძლოა ... Read More »

Scroll To Top