„მოგება, ყველაფერში წინააღმდეგობა პირადი ძალისხმევის გარეშე“ ეს მდებარეობა იძლევა ძლიერ მგრძნობელობას, კოსმიური რიტმის გაგების უნარს, ოკულტურ და მედიუმურ უნარებს. შეუძლია იყოს პრაქტიკოსი ოკულტისტი, პროფესიონალი ფსიქოლოგი, მსახიობი. კარგი პლასტიკა და ფორმების განცდა აქვს. უარყოფითი კუთხით განვითარების შემთხვევაში ილუზიები ჭარბობს, დაუფიქრებლობის, სიცარიელის განცდა აქვს. ქირონით თევზები უნდა გაერკვეს საკუთარ და სხვების შინაგან სამყაროში, მიაღწიონ შინაგან ჰარმონიას, სხვებს დაეხმაროს. პირველ რიგში შინაგანი პრობლემებისა და კრიზისის დაძლევა უწევს, რადგან სხვების დასახმარებლად სულიერი სიმტკიცე და ენერგია დაჭირდება. სასურველია უარყოფითი აზრები აირიდოს, რადგან აზრების მატერიალიზება კარგად გამოსდის. ადამიანებთან ურთიერთობაში შეუძლია ფსიქოლოგიური და მისტიური შესაძლებლობების გამოყენება. ეს ადამიანი ჰარმონიას ხედავს იქაც, სადაც სხვები ვერ ხედავენ. შეუძლიათ სხვების ... Read More »
Category Archives: ქირონი ნიშნებში
ქირონი მერწყულში
„კეთილი ნების პრინციპულობა და საფუძვლიანობა“ დამახასიათებელია ორიგინალურობა, პარადოქსულობა, იუმორი, ყველაფრისთვის ალტერნატიული გზის მოძიება. ქირონით მერწყული, საუკეთესო შემთხვევაში, ერთდროულად ცხოვრობს წარსულში, აწმყოსა და მომავალში. მეგობრული, ექსცენტრიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გადაწყვეტილების მიღებას ორიგინალური იდეების მოძიებით ცდილობს. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევს და ქაოსშია, დაუფიქრებლად მოქმედებს, მის ცხოვრებაში უაზრო ან გაუგებარი მოვლენებია (მაგ: ორი პარტნიორი, ორი სახლი, ორი სამსახური, ორმაგი ცხოვრება…). ჯერ კიდევ მენტალურ დონეზე შეუძლია აბსტრაქტული იდეებისა და ფორმების გაგება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შეუძლია ინფორმაცია უფრო ფაქიზი სამყაროებიდან მიიღოს. ეს ინფორმაცია ინტუიციურად აღიქმება და ნებისმიერ ენაზე გადმოცემა რთულად ხერხდება. მისთვის ცნობილია ისეთი რაღაცეები, რასაც საზოგადოებაში სერიოზულად არც კი განიხილავენ. შეუძლია ... Read More »
ქირონი თხის რქაში
„პროფესიონალიზმი პედანტურობით“ ფორმებისა და იდეების გაგების უნარი ქირონი თხის რქაში ბრწყინვალე ტაქტიკურ მანიპულაციებსა და მოქმედებებს იძლევა. ინდივიდი ყველაფერს აღწევს მონდომებითა და შრომისმოყვარეობით. შესაძლოა შორეული, ზუსტად გათვლილი გეგმებიც გააჩნდეთ. არჩევნის საბოლოო გადაწყვეტამდე სრულ და გონებრივ ანალიზს აკეთებს. ინტერესი ძლიერია ჯგუფური ფსქოლოგიისა და ფსიქოანალიზისადმი, ეს ცოდნა ჯგუფური მოქმედებების ეფექტურ მართვაში ხელს უწყობთ. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ურთიერთობებში დისტანციურობა ახასიათებთ. მიაჩნიათ, რომ ყველამ საკუთარ ბედნიერებაზე თავად უნდა იზრუნოს და შინაგან კანონს უნდა დაემორჩილოს. საზოგადოებაში ხშირად მაღალ ადგილს იკავებენ. ქორწინებაში შესაძლოა შარიანები იყვნენ. მათი დამახასიატებელი სიტყვაა „უნდა!“, „უნდა გაკეთდეს, უნდა წავიდეთ, უნდა ვიმოქმედოთ…“. სამართლიანობის, რესურსების სამართლიანად განაწილების, ორგანიზებულობის გრძნობა, სირთულეებისკენ მიდრეკილება ძლიერად ვლინდება. საკუთარ ... Read More »
ქირონი მშვილდოსანში
“სწავლული“ და „განდიდების მანია“ ქირონით მშვილდოსანი განკურნებას უმაღლეს განათლებაში ხედავს. ამის გამო შესაძლოა შორეული მოგზაურობები მოუწიოს, განათლება სხვა ქვეყანაში მიიღოს. როდესაც რწმენა აქვს ან ფილოსოფიურ ლიტერატურას ეცნობა, მისი ჭრილობები იკურნება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ხშირად მისიონერებად გვევლინებიან. სხვებს ასწავლიან და მოუწოდებენ რწმენისკენ, ცნობიერების გაფართოებისკენ. თუმცა თავად შესაძლოა ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებში არეული აზრებით ცხოვრობდნენ. სასურველია სიფრთხილე გამოიჩინონ მოწოდების დროს, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა იქნება. ადამიანს, ქირონით მშვილდოსანში, სხვებთან ურთიერთობაში არაერთი აზრის მოსმენა, ჰარმონიის მიღწევა უწევს. საკუთარ თავზე მუშაობით შეუძლია ერთი შეხედვით ფანტასტიკური ახსნების, პასუხების მიღება. ეს ადამიანი აისბერგს მოგვაგონებს, რომლის დიდი ნაწილი დაფარულია. მას ფილოსოფიური აზროვნება, განსხვავებული შეხედულებები და ზოგად-მორალური ... Read More »
ქირონი მორიელში
„კეთილშობილება, სამყაროსეული ცოდნის ინტუიციაზე დაფუძნებულობა“ ქირონით მორიელმა კარგად იცის, რომ უბრალოდ არაფერს იღებს. შესაძლოა სხვების გამო რაღაცის შეწირვაც მოუწიოს. ამ მდებარეობის შემთხვევაში შესაძლოა პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემებიც გამოვლინდეს, განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში. თუმცა ერთი რამ ცხადია – ინდივიდს, რომელსაც ქირონი მორიელში ჰყავს, ტრანსფორმაციისა და განკურნების კარგი უნარი ექნება. მთავარი თემა – ძალაა. ამ ადამიანებს საკუთარი ძალის, მისი გამოყენების ეშინიათ, ამიტომ ხშირად იკეტებიან და თავს იზღუდავენ. ზოგჯერ შესაძლოა ჰქონდეთ უმწეობის ან ძალაუფლების უქონლობის განცდა, რომელსაც გადაჭარბებული დემონსტრირებით ფარავენ („მგელი უნდა იყო, რომ არავინ დაგჩაგროს“). სექსუალური ურთიერთობა მათთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რათა თავი კარგად იგრძნონ. ამ ადამიანთა ნაწილი – მის აუცილებელ მოთხოვნილებას განიცდის, ... Read More »
ქირონი სასწორში
„ეშმაკობა, ანგარიშიანობა, მერკანტილურობა“ მთავარი გასაღები პარტნიორობაა. ქირონის სასწორში ყოფნის შემთხვევაში აქცენტია ინიციატივის მიღებაზე, პარტნიორობაზე, თანამშრომლობაზე. სამართლიანობა – გაიგივებულია როგორც „დამსახურებისთვის ჯილდოს მიღება, შეცდომისთვის – დასჯა“. პარტნიორობა გაიგივებულია ერთმანეთის შევსებასთან და კარგ პარტნიორად თვლის მას, რომელიც ბოლომდე ავსებს. ამის გამო იდეალურ პარტნიორს ეძებს, რომელთანაც რესურსების გაყოფა არ სჭირდება. ხშირად ეხმარებიან სხვა ადამიანებს, მათ მფარველებად ევლინებიან. ქირონი სასწორში ნიშნავს ურთიერთობებში პრობლემების არასწორ შეფასებას. შესაძლოა ისინი ფსიქოლოგიური და ანალიტიკური უნარების მეშვეობით აანალიზებდნენ პრობლემებს, მაგრამ მათი მოგვარებისათვის არაფერს აკეთებდნენ. ეს ადამიანები მიისწრაფიან ჰარმონიისა და სტაბილურობისკენ, ყველაფერს ირიდებენ, რაც ამ ორი ცნებისა და მდგომარეობის დარღვევას გამოიწვევს. პრობლემების მოსაგვარებელი მოქმედებების ნაცვლად მიდრეკილნი არიან „დამსახურებული“ დარდი და ... Read More »
ქირონი ქალწულში
საუკეთესო შემთხვევაში: პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, თამაშის გარეშე ურთიერთობები. მათგან კარგი ამხსნელები, ტექნიკურ სფეროებში წარმატებული ადამიანები გამოდიან. უარეს შემთხვევაში: მაკლერი, კულისებიდან მოქმედი ინტრიგანი, სხვების გამომყენებელი ადამიანი, თუ მატერიალურად არ უჭირს, შესაძლოა არც იმუშაოს. ქალწული რუკაში გვიჩვენებს სად ვუღრმავდებით დეტალებს და როგორ ვუმკლავდებით ჯანმრთელობასთან და ზოგადად, მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ქირონი ქალწულში მიანიშნებდეს ბავშვობიდანვე კრიტიკულ, დეტალებზე და სისუფთავეზე ორიენტირებულ ადამიანზე. შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰიპოქონდრია. ასევე, ამ ადამიანმა შეიძლება მთლიანად უარყოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, როცა სხვებს რჩევებს სწორედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აძლევს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება, მისი სწორად შეფასება, გამოყენება. ძირითადად, საქმიანი ხალხია, მიდრეკილნი არიან ყველაფრის დეტალებში და არა გლობალურად ათვისებისკენ. საჭიროა ... Read More »
ქირონი ლომში
„წარმატება… ზომიერებით“ ქირონი მზის სახლში და ცეცხლის სტიქიის ნიშანშია, აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ ძირითად თვისებებს. ქირონისთვის დამახასიათებელი იქნება თვითგამოხატვა, ილუზიები, მოტყუებით გამარჯვებები. შესაძლოა გქონდეთ გაურკვევლობა და დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ძალებში. ხშირად, ამ მდებარეობის მქონე ადამიანები თამაშობენ ისეთი ტიპის როლს, რომლისთვისაც ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ამ ნიღაბში მათივე კომპლექსები იმალება. ძლიერი ქირონის შემთხვევაში ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ენერგიების პრაქტიკული გამოყენება: ტელეკინეზი, ბიოდენებით განკურნება, ფსიქოთერაპია, რელაქსაციის მეთოდები, ჰიპნოზი და ა.შ. ასევე, ჯგუფის მართვა და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია, რის გამოც ჯგუფური ფსიქოთერაპია კარგად გამოსდის. ეს ადამიანები პარტნიორულ ურთიერთობებში ეთიკურ და ესთეტიურ მხარეს დიდ ყურადღებას უთმობენ. სასურველია თვითკონტროლის გამომუშავება, რადგან უმეტესად, ეს ადამიანები ვერ ამჩნევენ ... Read More »
ქირონი კირჩხიბში
ქირონი კირჩხიბის ნიშანში თავს ჰარმონიულად გრძნობს, წყლის ნიშანში მდებარეობის გამო, ქირონმა შეიძლება ისტერიული ტიპაჟის შექმნას შეუწყოს ხელი. დამახასიათებელია შინაგანი კომპლექსები, კაპრიზულობა, ცვალებადობა. ეს ადამიანები რაც უფრო უკეთ ცხოვრობენ, უფრო მეტად არიან მოწყვეტილნი ოჯახს (მაგ: კარიერის გამო), შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ არ არიან შექმნილნი ოჯახური ცხოვრებისთვის. ოჯახური საქმეები მოუწესრიგებელია, შესაძლოა ჰქონდეთ ორი სახლი, ორი ოჯახი. ზოგჯერ ერთდროულად აქვთ ხეტიალის სურვილი და სახლში დასვენების სურვილი, ერთდროულად ჩნდება ორი საქმე, ორგან ყოფნის სურვილი (მაგ: სახლშიც საჭიროა მისი ყოფნა და ამ დროს სამსახურში იძახებენ, ორი სახლის შემთხვევაში-ორივეგან ერთდროულად სჭირდებათ მისი დახმარება). უმეტესად ამ ადამიანებს ახასიათებთ მოქნილი და ადვილი შინაგანი ცვლილებები, ადვილად ითვისებენ და იგებენ უძველეს ... Read More »
ქირონი ტყუპებში
„სურვილებში დაურწმუნებლობა“ ერთ-ერთი ვერსიით, ქირონის ტყუპებში დაცემულია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებისთვის ზედგამოჭრილია „მაკლერობა“, სარეკლამო აგენტობა, ჰყავს დიდი სანაცნობო წრე,მაგრამ მაინც მარტოა. არ აღიარებს დისციპლინას. ეს ადამიანი მუდამ ცდილობს იყოს ყველაფრის საქმის კურსში,იცოდეს ყველაფერი,რაც მის გარშემო (და არამხოლოდ) ხდება. საუკეთესო შემთხვევაში მას აქვს ლიტერატურული ნიჭი .ინფორმაციის შეფასება ყველაზე მეტად სწორედ ტყუპები ქირონის შემთხვევაში ხდება. შეუძლია სხვების ალაპარაკება,თუმცა ამ დროს თავს მოწყენილად გრძნობს. ამის გამო შესაძლოა სხვები ალაპარაკონ და თვითონ სულ სხვა საკითხზე იფიქრონ. უარეს შემთხვევაში ეს მდებარეობა ხასიათდება ცრუ აქტიურობით,აშფოთებთ ყველაფერი,რისიც არ სჯერათ. ეს ადამიანები არავის უნდა ენდონ „სიტყვაზე“. ახასიათებთ გაორება,ქამელეონური ბუნება. ქირონის ტყუპებში მდებარეობის დროს ძირითადად ხდება მისი „პატრონის“ ინფორმაციული ... Read More »