Category Archives: ქირონი სახლებში

ქირონი მე-2 სახლში

ქირონი კუროში ან მეორე სახლში კომფორტი ფიზიკური და მატერიალური საგნებიდან, ფული,სექსუალური სიამოვნება. შესაძლოა ჰქონდეთ უჩვეულო სექსუალური ინტერესები (ბავშვობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის გამო). ზოგჯერ ისინი ხდებიან მასწავლებლები სწორედ იმ საკითხებში,რომლებშიც თავად არ გაუმართლათ, განსაკუთრებით კი „თვითღირებულების გაკვეთილებში“ ქირონი მე-2 სახლში ქირონი სწავლობს და აძლევს რჩევებს. მეორე სახლი განაგებს ფულს, ღირებულებებს, ქონებას. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებმა უნდა აჩვენონ და ასწავლონ სხვებს როგორ მოუფრთხილდნენ ფულს იმაზე უკეთ, ვიდრე ამას თავად ახერხებენ. შესაძლოა მათი ფინანსური მდგომარეობა არეულ-დარეული და არასტაბილური იყოს, ფულის შეგროვებას კი სიამოვნება არ მოაქვს, ან  ფარული შიში აქვთ, რომ ფულს ვერ მოიპოვებენ. უმეტესად კი ამის მიზეზია დაბალი თვითღირებულების განცდა, ამის გამო ... Read More »

ქირონი 1-ელ სახლში

ქირონი ვერძში ან პირველ სახლში მთავარი ამოცანა არის საკუთარი თავის აღმოჩენა. ძირითადად პრობლემურ ზონას წარმოადგენს თავი და მასთან დაკავშირებული პრობლემები (თავის ტკივილი, თავის ტრავმები, დაზიანებები…) ქირონი პირველ სახლში ქირონის ეს მდებარეობა თავს აგრძნობინებს, როგორც მებრძოლ რაინდად. ხშირად,როდესაც ხმალამოღებული იბრძვს, საკუთარ თავს არაფრად აგდებს. ამ ადამიანს მოეთხოვება ასევე იყოს ბრძენი მრჩეველი (განსაკუთრებით ჯანმრთელობის საკითხებში), მაგრამ სავარაუდოდ  საკუთარი  რჩევის მიცემა უჭირს. პირველ სახლში ქირონის მდებარეობის მქონე ადამიანი სხვებისთვის კარგი მასწავლებელი იქნება, მან სხვებს უნდა ასწავლოს როგორ გააკეთონ საქმე იმაზე უკეთესად, ვიდრე თვითონ აკეთებს. რჩევა: საკუთარ თავს მიეცი რჩევა ისე,თითქოს სხვა იყო. შესაძლოა ასე გაგიადვილდეთ გაკეთება. ადამიანს ახასიათებს აზრის ხშირი ცვლილებები საკუთარ თავთან ... Read More »

ქირონი – ზოგადი დახასიათება

ქირონი აღმოაჩინეს 1977 წელს, მდებარეობს სატურნსა და ურანს შორის და საკმაოდ უცნაური ორბიტა აქვს, რადგან ორივე პლანეტის ორბიტას კვეთს.ამიტომ ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ 2 მილიონი წლის წინ შესაძლოა ქირონი სულაც არ არსებობდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რომელიმე პლანეტას შეეჯახებოდა, ან მიიზიდებოდა რომელიმე პლანეტის  მიერ და გახდებოდა მისი თანამგზავრი-მთვარე. ზოგიერთ ასტროლოგს მიაჩნია, რომ ქირონი მართავს ქალწულს (განსხვავებული ვერსიით-კუროს). ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კი ქირონი მკურნალი იყო. მითის მიხედვით, ქირონმა, ისრით დაჭრილმა ადამიანმა-კენტავრმა შეისწავლა განკურნების უამრავი მეთოდი, ცოდნა დააგროვა, ცდილობდა ეპოვნა „განკურნების წამალი“, მაგრამ საკუთარ ჭრილობებს ვერაფრით შველოდა.სამაგიეროდ შეეძლო სხვების განკურნება. სწორედ ესაა ქირონის „ამოცანა-გასაღები“. ასტროლოგები თვლიან, რომ პლანეტის აღმოჩენა და გააქტიურება ხდება მაშინ, როდესაც ... Read More »

Scroll To Top