Category Archives: ასტეროიდები და ფიქტიური პლანეტები

სელენა (თეთრი მთვარე) თხის რქაში

ადამიანმა სელენა თხის რქათი, თავისი ყველაზე ნათელი ღირსებები დააგროვა სატურნის დადებითი თვისებების: დისციპლინა, თავშეკავება, გაწონასწორებულობა, საკუთარი თავის ფლობისა და მობილიზებულობის განვითარებით. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ასკეტურ ცხოვრების გზასთან – მომთმენი, მორიდებული ბერის, იოგის, რომელმაც მიატოვა სიამოვნებები და ცდუნებები ცხოვრებაში, უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ღირებულებების გამო. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) მშვილდოსანში

ეს ადამიანი ოპტიმიზმის ულევი წყაროა. ოპტიმიზმი დაფუძნებულია სამყაროს გააზრების ძლიერ რწმენაზე, განსაკუთრებით მისი სულის ძლიერ მისწრაფებაზე დაუბრუნდეს სულიერების პირველსაწყისს. ეს მდებარეობა მიუთითებს კარმულ დამსახურებაზე წინა ცხოვრებაში, რელიგიის მსახურზე, მოძღვრის, ქურუმის, სულიერი მასწავლებლის ან უბრალოდ ადამიანზე, რომელიც ეხმარებოდა სხვებს შემოქმედთან ურთიერთობაში. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) მორიელში

 ეს ადამიანი იამაყებდა,  რომ იცოდნენ როგორი ომისა და შეტაკებების გადატანა მოუწია მას სულს წარსულ ინკარნაციაში. რამდენ ექსტრემალური გამოცდას გაუძლო და გაიმარჯვა. მისი გააქტიურება  ხდება მაშინ, როცა აღმოჩნდება უკიდურეს სიტუაციებსა და რთული გამოცდების წინაშე.  სირთულეები აძლიერებს. თავის ნამდვილ პოტენციალს ხედავს  სარისკო სიტუაციებში, გრძნობს მფარველობასა და მხარდაჭერას , სწორ გადაწყვეტილებებს პოულობს ნებისმიერი სირთულეების დაძლევისას. ღირსეული მეომრის სული მარადიულად ცოცხლობს მასში. ნათლად გრძნობს რეალობას და სულიერი სამყაროს მნიშვნელობას. თუ სულიერების გზას აირჩევდა, მის  სიტყვას საოცარი ძალა ექნებოდა. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) სასწორში

ეს ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიერედ აღიქვამს  ნებისმიერი უსამართლობის გამოვლინებას საზოგადოებაში. ყოველთვის სწონის  საპირისპირო არგუმენტებს და ცდილობენ მოიქცეს  სამართლიანად. მისთვის დამახასიათებელია – ელეგანტურობა, კარგი გემოვნება, ყოველთვის ხვდება  „საჭირო დროს საჭირო ადგილზე“. იოლად ერგება ნებისმიერ სიტუაციას, გონივრულ დისტანციას იცავს, კარგად აღიქვამს იერარქიას და არ ღალატობს ზომიერების გრძნობა. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) ქალწულში

 თუ სელენას აქვს ძლიერი მდებარეობა, ამ ადამიანს თან მოაქვს სისუფთავისა და სიახლის განცდა. დამახასიათებელია  ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყველა ცოცხალ არსებაზე მზრუნველობის განცდა. ხშირად ამ ადამიანს ”სახალხო მკურნალის” ან ექიმის დადებითი კარმა აქვს. მან ყველაზე უკეთ იცის როგორ აიღოს მოსავალი- მიიღოს ქმედების შედეგად რეზულტატი. ძლიერი მხარეა  – ამჩნევს უმნიშვნელო დეტალებსაც კი, რაც სხვებისთვის შეუძლებელია; ეხერხება ხელსაქმე , წარმატებას მოუტანს მედიცინა და ყველა მასთან დაკავშირებული საქმიანობა (მაგალითად ფარმაკოლოგია). ასევე წარმატებული იქნება ვეტერინარიაში. სელენა წინა პლანზე სწევს და ხელს უწყობს დალაგება, ჰიგიენასა და სისუფთავესთან დაკავშირებულ მომსახურეობას. წარმატებული იქნება ვაჭრობის, სამედიცინო მოწყობილობების განაწილება -წარმოების, მედიკამენტების და საყოფაცხოვრებო ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობა. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) ლომში

ადამიანს აქვს უნარი (ბედის საჩუქარი) გარშემომყოფებს მოუტანოს ბედნიერება და სიხარული მხოლოდ თავისი არსებობით (მათთან ყოფნით ) ისე, როგორც ამომავალი მზეს. სავარაუდოა, რომ ის  წარსულ გარდასახვებში ,ფლობდა დიდ ძალაუფლებას და სწორად იყენებდა მას, ღირსეულად გაიარა გამოცდა ძალაუფლების ფლობაში. მისთვის  დამახასიათებელია – ნამდვილი ღირსება, კეთილშობილება, გულუხვობა, პატივისცემა, სიყვარულის უნარი (განსაკუთრებით ბავშვების), ეხერხება  თამაში, სიხარულის განცდა, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება. მის  გვერდზე ყოფნა სასიამოვნოა, როგორც თბილი ბუხრის გვერდზე ზამთარში- უნდა გაუფრთხილდეთ სითბოს. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) კირჩხიბში

ეს მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანმა წარსულ ინკარნაციებში განავითარა  მგრძნობიარობა, სიფაქიზე და სენტიმენტალურობა. დააგროვა დადებითი კარმა, როგორც მშობლებმა, ჩვილებთან და ბავშვებთან ურთიერთობისას. მან  იცის  როგორ იზრუნონ ბავშვებზე, უფრთხილდება  ოჯახურ სიმყუდროვეს,  ერთგულია, პატივსცემით ეპყრობა  უფროს თაობებს, იცავს ტრადიცებს და უყვარს სამშობლო. ეს მდებარეობა ხშირად მიუთითებს კარგ ნათესაურ კარმას, პატივისცემას ქალური საწყისის მიმართ და სამშობლოს წინაშე დამსახურებაზე. Read More »

სელენა(თეთრი მთვარე) ტყუპებში

ეს ადამიანი  გამოირჩევა  სხვების გაგების უნარით; სიმსუბუქე –  ეხმარება მას  მოახდინოს დადებითი, ნათელი კარმის ფორმირება. ადამიანი, სელენა ტყუპებით, ყოველთვის ცდილობს  შეისწავლოს, შეიმეცნოს, გაიზიაროს სამყარო, დაამყაროს კომუნიკაცია და გაუზიაროს  შთაბეჭდილებები სხვებს. რაც ეხმარება  იმაში, რომ გვერდი აუაროს  ბედის მიერ დაგებულ „ხაფანგებს“, რთულ სიტუაციებს და გაარჩიოს  კარგი და ცუდი ერთმანეთისგან, სასარგებლო – უსარგებლოსგან. არსებითია ის, რომ მან  შეინარჩუნოს ობიექტურობა, ეძიოს სიმართლე და იყოს  მიუკერძოებელი, მხოლოდ ამის შემდეგ ინფორმაცია გახდება „ნაყოფიერი მიწა“, რომელიც შემდგომი  საფუძველია ამ ადამიანის კეთილდღეობისთვის. სელენა ტყუპებში მიუთითებს შუამავლის დადებით კარმაზე. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) კუროში

სელენას ეს მდებარეობა მიუთითებს, რომ  კარმა დაკავშირებულია მიწასთან, ხოლო მიწის ელემენტი -წმინდაა, ძალიან ღრმად გააზრებულია, განწმენდილია და დაცულია ნათელი სულიერი ძალების მხრიდან. ჩვეულებრივ ეს მიანიშნებს, რომ ამ ადამიანს უყვარს   მიწის ელემენტი. ის აძლევს ძალას, სტაბილურობას, სიმყარეს და რწმენას. სელენა კუროსთვის  დამახასიათებელია ბუნებრივობა, მჭიდრო კავშირი ბუნებასთან, მიჩვევა,  აქვს მოთხოვნილება ერთგული სიყვარულის. გრძნობს სიცოცხლის ყოველი გამოვლინების მნიშვნელობას, სილამაზეს, იმსახურებს  კეთილდღეობას და ბედნიერ სიყვარულს. სხვებზე მატივად შეგიძლია  მიიღოს   უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, თუ სხვა ფაქტორები ამას არ ეწინააღმდეგება,  ან თუ ინდივიდი  არ უღალატებთ სელენას გზას და ნათელ კარმას. ეს ადამიანი  გვაგონებს ”ბარაქის რქას” საიდანაც მუდმივად იყრება საჩუქრები. სელენა კურო  არის  მომთმენი, ... Read More »

სელენა (თეთრი მთვარე) ვერძში

ეს მდებარეობა მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანს მამაცი და კეთილშობილი მეომრის სული აქვს. კარგად იცის როგორ დაიცვათ ის, რაც სიწმინდედ მიაჩნია. ხშირად სელენა ვერძში მიუთითებს მამაცი გმირის კარმაზე, რომელმაც სიცოცხლე გასწირა სამშობლოს და საერთო მიზნებისთვის. სავარაუდოა, რომ ახლაც ადამიანს აქვს მიდრეკილება  გაიმეოროს იგივე და შთააგონოს სხვებსაც. ეს მდებარეობა ასევე მიუთითებს  პირველ აღმომჩენზე (გზის გამკვალავზე), რომელიც წინ მიუძღვის თავის ხალხს, ან დადებით კარმაზე, რომელიც ადამიანმა დაიმსახურა კაცობრიობის წინაშე გაწეული ღვაწლის გამო. Read More »

Scroll To Top