Category Archives: მერკური ნიშნებში

მერკური თევზებში

წყარო: www.aquarun.ru აზროვნება+მოლოდინი=ფილოსოფიური გონებამიმართულება ეს _ სიმპატიური ადამიანის ტიპია, რომელიც ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება სუსტი ბუნება, რომელიც ყოფითი პრობლემებისგან თავშესაფარს ყველგან ეძებს, საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს განიცდის, ადვილად ექცევა და იკეტება საკუთარი შეზღუდულობის ჩარჩოებში. ასეთი ადამიანის გრძნობები ძლიერი და ამორფულია. შესაძლებელია ენერგიისა და დროის ბოლომდე გაცამტვერება. გეგმები ვერ რეალიზდებიან კონცენტრაციის, ამტანობისა და მიზანდასახულობის უკმარისობის გამო. ამ ადამიანის ხედვები ხშირად დამახინჯებულია, სამყაროს სურათი სავსეა ილუზიებითა და დეფორმაციებით. ნებისმიერი შთაბეჭდილება იწვევს აზრების მერყეობას. არასაკმარის ძალებს (ხასიათის სიმტკიცის ნაკლებობას) ადამიანი იქამდე მიჰყავს, რომ იგი სხვებს მისით მანიპულირების უფლებასა და საშუალებას აძლევს. მგრძნობიარობა გადაჭარბებული ხდება, არცთუიშვითად, სირთულებებზე ფიქრისას იციკლება ... Read More »

მერკური მერწყულში

აზროვნება + ცვლილება = აზროვნების გარდასახვა Read More »

მერკური თხის რქაში

წყარო:www.aquarun.ru აზროვნება+კონცენტრაცია=აზრების კონცენტრაცია ეს ფაქტორი იუწყება, რომ ადამიანი პატივმოყვარე და ანგარიშიანია, წარმოსახვის სიმკვეთრე (მკაფიოობა) აქვს და გამოხატვის საშუალებებში ძუნწია. ხასიათის უარყოფითი განვითარებისას ყალიბდება საკუთარ თავზე კონცეტრირებისა და მატერიალური სიკეთის შეძენის გადაჭარბებული მოთხოვნილება. ადამიანი ყურადღებით და ზუსტად თვლის მაღალი სოციალური მდგომარეობის მიღწევისა და ქონების დაგროვების შესაძლებლობებს. შესაძლებელია განვითარდეს ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა და ეშმაკობა, გადაჭარბებული ქედმაღლობა და პატივმოყვარეობა, ასევე, შენელებული მიხვედრილობა, გულღრძოობა და დეპრესიისკენ მიდრეკილება. ინტელექტის ჰარმონიული განვითარებისას  ყალიბდება ამაღლებული, ეფექტური და მოწესრიგებული, შორსმხედველი და შორსმჭვრეტელი გონება. გარშემომყოფების მიერ ასეთი ადამიანი აღიქმება როგორც სიღრმისეული, სერიოზული გაგებისა და მოთმინების უნარის მქონე პიროვნება. ამ შემთხვევაში ინტელექტისთვის დამახასიათებელია საფუძვლიანობა, ობიექტურობა, უიშვიათესი რეალიზმი, ლოგიკის მწყობრი განვითარება, ... Read More »

მერკური მშვილდოსანში

წყარო: www.aquarun.ru აზროვნება+გულწრფელობა(გულღიაობა)=ფილოსოფია ეს ფაქტორი გვაუწყებს, რომ ადამიანის ინტელექტს ახასიათებს მაღალი ენერგეტიკულობა, უნივერსალურობა, მიზანსწრაფულობა და მებრძოლობა. ხასიათის უარყოფითი განვითარების შემთხვევაში ყალიბდება მენტალური ტირანიისა და მოუთმენლობისკენ, ასევე, გარშემომყოფების აზრებისკენ მიდრეკილება. დამახასიათებელია გონების არამუდმივობა და შფოთიანობა, გაორება, ამტანობისა და კონცენტრაციის უქონლობა. ეს ადამიანი არასდროს დათანხმება არაპრესტიჟულ და მძიმე სამუშაოს, რის მიზეზადაც დაასახელებს თითქოსდა მისთვის მინიჭებულ რეპუტაციასთან და ავტორიტეტთან ამ სამუშაოს შეუთავსებლობას. შესაძლებელია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ მიდრეკილების განვითარება. ხასიათის ჰარმონიული განვითარების შემთხვევაში ადამიანი ისწრაფვის გარშემომყოფებს მზრუნველობით მოექცეს, შორსმჭვრეტელი და ჰუმანური ხდება, უყვარს სწრაფად ქმედება, თავდაჯერებულად ისახავს შორეულ მიზნებს. ამ შემთხვევაში დამახასიათებელია იდეების განსაკუთრებული სიუხვე, აბსოლუტური გულწფელობა, ღრმა და ჩამწვდომი აზროვნება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სოციალური ... Read More »

მერკური მორიელში

წყარო:www.aquarun.ru აზროვნება+თვითგადარჩენა=წინააღმდეგობა ეს ფაქტორი ადამიანს აძლევს გონების სიღრმისეულ განვითარებასა და უიშვიათეს ამტანობას, აზრების სიმყარეს და გამოხატვის დროს უკმეხობას. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში სუბიექტი სავსეა პატივმოყვარეობით, მისი გონება მხოლოდ ორგანიზმის ფიზიკური სიამოვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა შეფიქრიანებული. ფორმირდება ფანატიზმი, ჭირვეულობა, ანჩხლობა, სიანჩხლე, კაპასობა და ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა, ბრძოლისა და ჩხუბისთვის მუდმივ მზაობას გამოხატავს, ხდება გესლიანი, დამცინავი, მქირდავი და სარკასტული, მომაბეზრებელი, აბეზარი, სკეპტიკური და უცერემონიოდ გულახდილი. ხასიათის დადებითი განვითარების შემთხვევაში ინტელექტი მიმართულია გაგების სიმაღლეებისა და სიღრმეებისკენ, თუმცა ასეთ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია ფორმულირება მოახდინოს, გამოხატოს და გადმოსცეს სიბრძნის ის სიღრმეები, რომელსაც შინაგანი სამყაროს ძიების დროს ჩაწვდა. ვითარდება კრიტიკული სული, აზროვნების სიმახვილე, ამტანობა, არგუმენტაციის სიმყარე. ... Read More »

მერკური სასწორში

წყარო: www.aquarun.ru აზროვნება+ჰარმონია=გადაცემა ეს ფაქტორი გვაუწყებს, რომ ადამიანს აქვს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები: წონასწორობა და არამყარობა, გამჭრიახობა  და აჩქარებულობა, წინდაუხედაობა, მოუფიქრებლობა, წვდომა და სიცივე. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ინტელექტი ხდება ზედმეტად ემოციური და ზედაპირული, ამასთან ერთად მისი ენერგია სარგებლის გარეშე იფანტება, ხოლო დასკვნები არალოგიკური და ნაწილობრივია. აღინიშნება ფარული ეგოცენტრული მისწრაფებები, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ტყუილამდე ანდა პარტნიორების და კოლეგების საკუთარი მიზნებისთვის გაუთვითცნობიერებლად გაყენებამდე. ჰარმონიულ განვითარებას კი თან ახლავს კეთილგონიერების, დაკვირვებულობის და სამართლიანობის გრძნობის ფორმირება. ინტელექტი მოძრავი და აღმომჩენი ხდება, ურთიერთობა ჰარმონიულ ფორმებში მიედინება, ჭეშმარიტების ძიება ეფექტური და ეკონომიური ხდება. უეჭველია, რომ ადამიანს ექნება კომერციის ნიჭი და მხატვრული გემოვნება, ნებისმიერ სიტუაციაში პრაქტიკული ინტერესი ვალდებულების ... Read More »

მერკური ქალწულში

 წყარო: www.aquarun.ru აზროვნება+გულმოდგინება=შეცნობის წყურვილი ეს მდებარეობა მიანიშნებს კონცენტრაციის გამძაფრებული უნარის სიუხვეზე. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას შეიძლება ჩამოყალიბდეს გესლიანობა, დამცინავობა, არაკეთილმოსურნეობა და ხედვის შეზღუდულობა. ამ მდებარეობის მერკურის დაზიანებას თან ახლავს გაგების სივიწროვე, მთავარის მეორეხარისხოვანისგან  გამიჯვნისა და პრობლემის მთლიანად, მასშტაბურად აღქმის შეუძლებლობა. ჰარმონიული განვითარების შემთხვევაში ინტელექტი ივსება სითბოთი და კეთილმოსურნეობით, ყალიბდება ყველა შესაძლებელი დეტალისა და წვრილმანის ფაქიზად „დაჭერის“ შესანიშნავი უნარი და შეუძლია საკითხის ყოველმხრივი, დეტალური კვლევა-ძიება. ადამიანს საფუძვლიანი და კირკიტა ინტელექტი აქვს, აზროვნება _ მეთოდური და გულმოდგინე, შესანიშნავადაა განვითარებული მოწესრიგებულობისა და ორგანიზებულობის გრძნობა. ფლობს ენის (სიტყვების, ლექსიკის) კარგ შეგრძნებას, მათემატიკისა და გრამატიკული დავალებების შესრულების უნარს, იქმნება ბაზისი კომერციის, სამეცნიერო და ხელსაქმით საქმიანობაში, შემდგომი ... Read More »

მერკური ლომში

წყარო:  www.aquarun.ru აზროვნება+გაფორმება=შემოქმედებითი გონება ეს ფაქტორი იმაზე უთითებს, რომ ადამიანის ცხოვრებაში მბრძანებლობს ინტელექტი, რომელიც ყველაფერს, რაც მისი ყურადღების ცენტრში ხვდება,  საკუთარი ნათებით აცისკორვნებს. ადამიანის ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში იგი ყურადღების კონცენტრაციას მთლიანად საკუთარ თავზე ახდენს და ყველაზე მეტად გარშემომყოფთა აზრებსა და შეხედულებებზე მბრძანებლობისკენ ისწრაფვის. შესაძლებელია ახასიათებდეს ყალბი დაპირებების სიუხვე, აზარტული თამაშებისა და სპეკულაციებისკენ მისწრაფება, მფლანგველობისკენ მიდრეკილება, უსინდისობა, უღირსობა და მაბეზღარობა _ „იდეის სახელით!“. ხასიათის პოზიტიური განვითარების შემთხვევაში გონება გარშემო ყველაფერს ნამდვილად ანათებს და ადამიანის ხელმძღვანელობის უნიკალური უნარების შესახებ იუწყება. ვითარდება მიზანდასახული აზროვნება, გულღიაობა და კეთილსინდისიერება, აღფრთოვანების უნარი და ფლობისკენ მისწრაფება. გონება გადაჭარბებულად აქტიურია _ ამავდროს წინდახედული, გამჭრიახი, შორს გამჭრიახი და ... Read More »

მერკური კირჩხიბში

წყარო: www.aquarun.ru აზროვნება+მგრძნობელობა (მგრძნობიარობა)=აღქმელობა ეს ფაქტორი უთითებს იმაზე, რომ ადამიანი ფრთხილი და დაფიქრებულია, მიდრეკილია ტრადიციული სტილისკენ და წარსულის პრობლემებით ღრმად შეფიქრიანებულია. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება გამჭრიახი, ხარბი და ხისტი ინტელექტი. შესაძლებელია განწყობაზე და ნებისმიერ გარეგან გავლენაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. პოზიტიურად განვითარებისას ადამიანი სხვების კეთილდღეობის მიმართ თითქმის დედობრივ მზრუნველობას ავლენს და ცდილობს ახლობლების წინ იაროს, თითქოს ამით მათთვის დაბრკოლებებისგან გზის გათავისუფლებას ცდილობს. ძალიან მჭიდრო და სიღრმისეული ურთიერთგაგებაა აზროვნებასა და გრძნობებს შორის; იგი ფლობს შესანიშნავ მახსოვრობას, მკვეთრ წარმოსახვას, მდიდარ ფანტაზიას, გამოიმუშავებს მუშაობის მეთოდების საკუთარ სტილს, ფლობს ნებისმიერ გარემოსა და წრეში მაღალი ადაპტაციის უნარს, უნვითარდება დაძაბული, ზუსტი მგრძნობელობა. განსაკუთრებით მისთვის დამახასიათებელია მუსიკის და ... Read More »

მერკური ტყუპებში

წყარო: www.aquarun.ru აზროვნება+მრავალმხრივობა= მრავალმხრივი აზროვნება ეს მდებარეობა უთითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს შესანიშნავი მეტყველება, მრავალსიტყვიანი ორატორული ნიჭი, მჭერმეტყველია; აქვს მწერლობის უნარი. ინტელექტის უარყოფითი განვითარების შემთხვევაში ყალიბდება ლაქლაქის (ლაყბობის) სიყვარული, ზედაპირულობა და ზეპირი თუ წერილობითი სახის საუბრებში გაურკვევლობა და არამკაფიოობა. ასევე, დამახასიათებელია კონცენტრაციის უნარის უქონლობა, აზროვნების ზედაპირულობა, შეხედულებათა არამყარობა და არამუდმივობა, არგუმენტაციის არაკორექტულობა, გონების გაფანტულობა (დაბნეულობა) და არასამართლიანი გადაწყვეტილებებისკენ მიდრეკილება. პიროვნების ჰარმონიული განვითარებისას ყალიბდება: გონებამახვილობა, მოხერხებულობა, საზრიანობა, აღმომჩენობა, მეტყველების სიცხადე, გარემოში ინფორმაციიზე მორგების მაღალი უნარი და გონების მრავალმხრივობა. სულიერი ინტერესები არამუდმივია, მაგრამ სხვადასხვასახეობრივი და მრავალმხრივია. ვითარდება კომერციული ნიჭი, ჩნდება უცხო ენების სწავლის/ათვისების უნარი და ბეჯითობა სწავლაში. დამახასიათებელია აზროვნების მოქნილობა და სიზუსტე, ... Read More »

Scroll To Top