Category Archives: პლანეტები ნიშნებში
ვენერა წყლის ნიშნებში
(კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ვენერას მდებარეობა ნებისმიერ წყლის ნიშანში ადამიანს ანიჭებს აღქმისა და ინტენსიური მგრძნობიარე რეაქციების დამატებით დონეს ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, განსაკუთრებით ინტიმურ სფეროსა და ღრმად პირადულ ურთიერთობებში. Read More »
ვენერა ჰაერის ნიშნებში
(ტყუპები, სასწორი, მერწყული) როცა ვენერა მდებარეობს ჰაერის ნიშანში, ახლო ურთიერთობების ან ერთგული მეგობრობის დასაწყებად აუცილებელი წინაპირობაა ვერბალური კომუნიკაცია და ინტელექტუალური სტიმულირება. Read More »
ვენერა მიწის ნიშნებში
(კურო, ქალწული, თხის რქა) როდესაც ვენერა ხვდება რომელიმე მიწის ნიშანში, ადამიანის ხასიათში კარგად შესამჩნევია ცხოვრებისა და ურთიერთობების მიმართ მშვიდი და საფუძვლიანი მიდგომა, ასევე ბუნების რიტმებთან ჰარმონია. მიწის ვენერის მქონე ადამიანებს სჭირდებთ დრო გრძნობების გამომჟღავნებისთვის, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას „ცხოვრება დაუკავშირონ ვინმეს“, Read More »
ვენერა ცეცხლის ნიშნებში
(ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ნებისმიერ ცეცხლის ნიშნის ვენერასთვის დამახასიათებელია იდეალიზმისკენ მიდრეკილება და გადაჭარბებული მოლოდინები სასიყვარულო და სოციალურ ურთიერთობებში. ენთუზიაზმს გამოხატავენ იმპულსურად და ენერგიულად. არიან საკმაოდ ემოციურიები, თუმცა მაინცდამაინც არ უყვართ საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება სხვა ადამიანების მიმართ. ელემენტარული გრძნობების ურთიერთგაზიარება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ ადამიანებისთვის. Read More »
მერკური თევზებში
წყარო: www.aquarun.ru აზროვნება+მოლოდინი=ფილოსოფიური გონებამიმართულება ეს _ სიმპატიური ადამიანის ტიპია, რომელიც ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება სუსტი ბუნება, რომელიც ყოფითი პრობლემებისგან თავშესაფარს ყველგან ეძებს, საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს განიცდის, ადვილად ექცევა და იკეტება საკუთარი შეზღუდულობის ჩარჩოებში. ასეთი ადამიანის გრძნობები ძლიერი და ამორფულია. შესაძლებელია ენერგიისა და დროის ბოლომდე გაცამტვერება. გეგმები ვერ რეალიზდებიან კონცენტრაციის, ამტანობისა და მიზანდასახულობის უკმარისობის გამო. ამ ადამიანის ხედვები ხშირად დამახინჯებულია, სამყაროს სურათი სავსეა ილუზიებითა და დეფორმაციებით. ნებისმიერი შთაბეჭდილება იწვევს აზრების მერყეობას. არასაკმარის ძალებს (ხასიათის სიმტკიცის ნაკლებობას) ადამიანი იქამდე მიჰყავს, რომ იგი სხვებს მისით მანიპულირების უფლებასა და საშუალებას აძლევს. მგრძნობიარობა გადაჭარბებული ხდება, არცთუიშვითად, სირთულებებზე ფიქრისას იციკლება ... Read More »
მერკური მერწყულში
აზროვნება + ცვლილება = აზროვნების გარდასახვა Read More »
მერკური თხის რქაში
წყარო:www.aquarun.ru აზროვნება+კონცენტრაცია=აზრების კონცენტრაცია ეს ფაქტორი იუწყება, რომ ადამიანი პატივმოყვარე და ანგარიშიანია, წარმოსახვის სიმკვეთრე (მკაფიოობა) აქვს და გამოხატვის საშუალებებში ძუნწია. ხასიათის უარყოფითი განვითარებისას ყალიბდება საკუთარ თავზე კონცეტრირებისა და მატერიალური სიკეთის შეძენის გადაჭარბებული მოთხოვნილება. ადამიანი ყურადღებით და ზუსტად თვლის მაღალი სოციალური მდგომარეობის მიღწევისა და ქონების დაგროვების შესაძლებლობებს. შესაძლებელია განვითარდეს ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა და ეშმაკობა, გადაჭარბებული ქედმაღლობა და პატივმოყვარეობა, ასევე, შენელებული მიხვედრილობა, გულღრძოობა და დეპრესიისკენ მიდრეკილება. ინტელექტის ჰარმონიული განვითარებისას ყალიბდება ამაღლებული, ეფექტური და მოწესრიგებული, შორსმხედველი და შორსმჭვრეტელი გონება. გარშემომყოფების მიერ ასეთი ადამიანი აღიქმება როგორც სიღრმისეული, სერიოზული გაგებისა და მოთმინების უნარის მქონე პიროვნება. ამ შემთხვევაში ინტელექტისთვის დამახასიათებელია საფუძვლიანობა, ობიექტურობა, უიშვიათესი რეალიზმი, ლოგიკის მწყობრი განვითარება, ... Read More »
მერკური მშვილდოსანში
წყარო: www.aquarun.ru აზროვნება+გულწრფელობა(გულღიაობა)=ფილოსოფია ეს ფაქტორი გვაუწყებს, რომ ადამიანის ინტელექტს ახასიათებს მაღალი ენერგეტიკულობა, უნივერსალურობა, მიზანსწრაფულობა და მებრძოლობა. ხასიათის უარყოფითი განვითარების შემთხვევაში ყალიბდება მენტალური ტირანიისა და მოუთმენლობისკენ, ასევე, გარშემომყოფების აზრებისკენ მიდრეკილება. დამახასიათებელია გონების არამუდმივობა და შფოთიანობა, გაორება, ამტანობისა და კონცენტრაციის უქონლობა. ეს ადამიანი არასდროს დათანხმება არაპრესტიჟულ და მძიმე სამუშაოს, რის მიზეზადაც დაასახელებს თითქოსდა მისთვის მინიჭებულ რეპუტაციასთან და ავტორიტეტთან ამ სამუშაოს შეუთავსებლობას. შესაძლებელია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ მიდრეკილების განვითარება. ხასიათის ჰარმონიული განვითარების შემთხვევაში ადამიანი ისწრაფვის გარშემომყოფებს მზრუნველობით მოექცეს, შორსმჭვრეტელი და ჰუმანური ხდება, უყვარს სწრაფად ქმედება, თავდაჯერებულად ისახავს შორეულ მიზნებს. ამ შემთხვევაში დამახასიათებელია იდეების განსაკუთრებული სიუხვე, აბსოლუტური გულწფელობა, ღრმა და ჩამწვდომი აზროვნება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სოციალური ... Read More »
მერკური მორიელში
წყარო:www.aquarun.ru აზროვნება+თვითგადარჩენა=წინააღმდეგობა ეს ფაქტორი ადამიანს აძლევს გონების სიღრმისეულ განვითარებასა და უიშვიათეს ამტანობას, აზრების სიმყარეს და გამოხატვის დროს უკმეხობას. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში სუბიექტი სავსეა პატივმოყვარეობით, მისი გონება მხოლოდ ორგანიზმის ფიზიკური სიამოვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა შეფიქრიანებული. ფორმირდება ფანატიზმი, ჭირვეულობა, ანჩხლობა, სიანჩხლე, კაპასობა და ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა, ბრძოლისა და ჩხუბისთვის მუდმივ მზაობას გამოხატავს, ხდება გესლიანი, დამცინავი, მქირდავი და სარკასტული, მომაბეზრებელი, აბეზარი, სკეპტიკური და უცერემონიოდ გულახდილი. ხასიათის დადებითი განვითარების შემთხვევაში ინტელექტი მიმართულია გაგების სიმაღლეებისა და სიღრმეებისკენ, თუმცა ასეთ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია ფორმულირება მოახდინოს, გამოხატოს და გადმოსცეს სიბრძნის ის სიღრმეები, რომელსაც შინაგანი სამყაროს ძიების დროს ჩაწვდა. ვითარდება კრიტიკული სული, აზროვნების სიმახვილე, ამტანობა, არგუმენტაციის სიმყარე. ... Read More »