პროგნოზირების ეს მეთოდი განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მიმართულებებსა და რჩევებს. Read More »
Category Archives: პლანეტები სახლებში
ნათალური ნეპტუნი I სახლში
საკვანძო სიტყვა _ „მეოცნებეობა“ Read More »
რეტროგრადული პლუტონი მე-12 სახლში
წინა ცხოვრებაში „კეთილისა“ და „ბოროტის“ ცნებების, საქმიანობის გარჩევით იყო დაკავებული. ანგელოზური და დემონური, მათი გარჩევა ევოლუციურ გზაზე უკვე შეხვდა. ახლა მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ არ არსებობს „შავი“ და „თეთრი“, უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჰარმონიულად ცხოვრებით ინტერესდებიან. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ყოველთვის მესამე ფაზის პროცესს განიცდის. საკმაოდ ინტროსპექტულია და განსაკუთრებულ სიღრმეს ამჟღავნებს ცხოვრების გაცნობიერებაში („რა არის ცხოვრება?“). შინაგანად საზოგადოების ბორკილებს გრძნობს, მაგრამ თუ მოისურვებს მისგან გათავისუფლება შეუძლია. ხშირადაა დაფარული, თავადაც ნაკლებად აქვს გაცნობიერებული საკუთარი მოტივების რეალური სახე. მიუხედავად ამისა, საკმარისს ხედავს, რათა გააცნობიეროს, რომ გარეგანი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს საზოგადოება განაპირობებს (მისგან გამომდინარეობს) და საკუთარ, შიდა არსთან ფარისევლურს ხდის. მარტოობისა და სულიერი ... Read More »
რეტროგრადული პლუტონი მე-11 სახლში
პლუტონისთვის ყველაზე იდეალური მდებარეობაა, რადგან ინდივიდს უკეთესი სურს საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის, სამყაროსთვის, რომელშიც ცხოვრობს. ჩვეულებრივ, ეს სურვილი დიდ უწესრიგობას ქმნის, რადგან საკმაოდ დიდ განსხვავებას ხედავს იდეალურ ბუნებასა და რეალურ არსებობას შორის. ამიტომ შეიძლება თავი გამოავლინოს ანარქისტის, ბუნტისთავის როლში, ცდილობს იდეალურსა და რეალურს შორის სხვაობა შეამციროს; ყველაფერს, რაც უაზროდ მიაჩნია – პირწმინდად ანადგურებს. ხშირად საკუთარ თავს მეგობრების სინდისად ნიშნავს. ცხადია, მოტივად სულიერი სურვილები აქვს, მაგრამ მის ნაცვლად დიდ ჯახს (ორიგინალი: ხახუნს) იწვევს. ცხოვრების დიდ ნაწილს მაყურებლის როლში ატარებს, შემოქმედებითი პროცესებში კი სერიოზული სირთულეები შეიძლება შეექმნას, რადგან საგნების მნიშვნელობას უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ, ვიდრე მათში მონაწილეობს. მეგობრულ ურთიერთობებს სერიოზულად უყურებს და მეგობრების ... Read More »
რეტროგრადული პლუტონი მე-10 სახლში
წინა ცხოვრებაში ჰქონდა ძალაუფლება, დიდება, ჯილდო, ცნობადობა, მაგრამ პატივისა და ძალაუფლებისმოყვარე, აგრესიული, ძალადობისკენ მიდრეკილი იყო. ხშირად საკუთარ უფლებებს გადაამეტებდა და სტატუსს, მდგომარეობას დაბალი მიზნებისთვის იყენებდა. დაკავებული თანამდებობის გავლენას, ძალას და ენერგიას დამსახურებისამებრ არ იყენებდა, რაც პროტესტს იწვევდა როგორც თანამშრომლებთან, ასევე ხელმძღვანელებთან. მიდრეკილი იყო სკანდალის მოწყობისკენ, კამათისკენ, დაპირისპირებამ შესაძლოა მიღწევებიც დააკარგვინა, მისი დასჯა გამოიწვია. ახლა საკუთარი პოზიციების გადახედვა, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში შეცდომებისა და ნაკლოვანებების გამოსწორება უწევს. ნაკლები პრობლემის შესაქმნელად მოუწევს პატიოსანი და სამართლიანი გზის არჩევა, სასურველია იყოს მეტად ჰუმანური, კანონის მორჩილი, ტრადიციები გაითვალისწინოს. ამისთვის თვითკრიტიკის გაზრდა და სხვების განსჯის შემცირება მოუწევს. რეტროგრადული პლუტონით მე-10 სახლში, ინდივიდი განიცდის გარშემომყოფებთან იდენტიფიცირების შინაგან იძულებას; როგორც ... Read More »
რეტროგრადული პლუტონი მე–9 სახლში
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი რეტროგრადული პროცესის ფაზას გადის როგორც კი ინტერესდება იმ ყველაფრის შესწავლით, რაც სამყაროშია. სხვა ადამიანებს, რომლებიც შეხედულებებითა და რეალობის აღქმით მყარად დგანან მიწაზე, მისი გაგება უჭირთ. მას მიდრეკილება მუდმივად ექნება ასტრალური პროექციისკენ ერთი ადგილიდან ან/და სფეროდან მეორეზე, რასაც შეიძლება თავად ვერც აცნობიერებდეს. რეტროგრადული პლუტონის ეს მდებარეობა ერთადერთია, რომლის დროსაც ინდივიდის ცნობიერება ნაკლებადაა დაკავშირებული ფიზიკურ სხეულთან და უფრო მეტად – აზროვნების სამყაროსთან. თავად აზრები კი ნაკლებად ეხება ყოველდღიურ ცხოვრებას და მეტად – სამყაროს, რომელსაც ნებისმიერ დროს, ქვეცნობიერად შეისწავლის. ის ორგანიზებული, რეალური სამყაროს, როგორც სულის ზრდისა და ვარჯიშის სათამაშო არენის წინააღმდეგია. შესაძლებლობა აქვს ისწავლოს და გაიგოს იმდენად ბევრი, რომ ... Read More »
რეტროგრადული პლუტონი მე-8 სახლში
ეს პოზიცია ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პოზიციაა რუკაში. პლუტონი არამარტო მერვე სახლის მმართველია, არამედ რეტროგრადულ ფაზაში ამ სახლში ყველაზე ჰარმონიულად გრძნობს თავს. ამ მდებარეობის ადამიანი მუდმივად ეძებს სხვა ადამიანებში ღირებულებებს, მას შეუძლია ყველაზე ღრმა საიდუმლოებების გაგება. სექსუალურობა მისი ყველაზე იდუმალი მხარეა. ცოტა რამ არსებობს ცხოვრებაში ისეთი,რაც ამ მდებარეობის მქონე ადამიანს პრაქტიკაში არ აქვს შესწავლილი, ის თავის თავზე გამოცდის ყველაფერს. პლუტონი რუკის პატრონს ძლიერ სექსუალურ ხასიათს სძენს (მის ხასიათს სექსუალურობას მატებს). ადამიანის მოტივაცია არამარტო ფიზიკურია, არამედ გონებრივი და კოსმიური დატვირთვისაც გააჩნია. ადამიანის ფიზიკურ ცვლილებაზე ან ფსიქიკურ გარდაქმნაზეა დამოკიდებული ჩაწვდება თუ არა სამყაროს კანონზომიერებებს. რეტროგრადული ფაზის გამო ადამიანი ყველაფერს ძველს, ტრადიციულს ანგრევს, ... Read More »
რეტროგრადული პლუტონი მე-7 სახლში
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ურთიერთობებში ზღვარის გადალახვის დიდ მოთხოვნილებას განიცდის. ქორწინებაში შესაძლოა ქვეცნობიერად თავად არღვევდეს ჰარმონიას, რომლესაც როგორც ფიქრობს – ეძებს. სხვა ადამიანების შეცვლის მცდელობებში დიდ ენერგიას ხარჯავენ, ამ დროს კი საკუთარ თავს არ იცნობენ. ყველა ადამიანს საკუთარ თავზე წარმოდგენების, ორი ტიპის „მე“ კონცეფცია გააჩნია. ერთი, რასაც თავად ფიქრობს საკუთარ თავზე, მეორე – რასაც თვლის, რომ სხვები მასზე ფიქრობენ. ინდივიდები, რეტროგრადული პლუტონით მე-7 სახლში სწორედ მეორე შეხედულების ტრანსფორმაციაზე მუშაობენ. გარემო იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე წარმოუდგენიათ. ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრობენ, გარე მოვლენების ძლიერ გავლენას განიცდიან. ამ შემთხვევაში ქორწინება რთულ პროცესს წარმოადგენს, რადგან ახლო ურთიერთობები მის ქვე-განცდებს ააქტიურებენ, ასევე მის ... Read More »
რეტროგრადული პლუტონი მე-6 სახლში
სამუშაოს, უფროსებთან ურთიერთობისა და სამყაროს წინაშე ვალდებულებების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. შესაძლოა უცნაური დაავადება სტანჯავდეს ან გადაიტანა. ასეთი დაავადება ისე უცნაურად ქრება, როგორც განვითარდა ან მის მიზეზებს ვერ ადგენენ. მან უნდა ისწავლოს განსაკუთრებული მისია არ მოირგოს („მე განსაკუთრებული როლი მაკისრია“), წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეცნობიერად საზოგადოების მანკიერების, უარყოფითი მხარეების საკუთარ თავში გამოვლენა ხდება. ამის მიზეზია ქვეცნობიერი სურვილი – სამყარო ისე შეცვალოს, რომ მისი იდეების რეალიზებას წარმოადგენდეს. მისი კარმა თავდაუზოგავ მუშაობას უკავშირდება, რომელშიც ქმედებები მეტადაა დაკავშირებული მის ინდივიდუალურ იდენტიფიცირებასთან, ვიდრე როლებთან – კოსმიურ დონეზე. ფაქტობრივად, უნივერსალურ მისიონერს წარმოადგენს. სანამ ამ ფაქტს ჩაწვდება, მანამდე სამყაროსთან ურთიერთობაში მწარე გამოცდილებას, სიმწარეს იღებს და სამყაროს მოტყუებაში ადანაშაულებს. ... Read More »
რეტროგრადული პლუტონი მე-5 სახლში
წარსულ ცხოვრებაში „დონ-ჟუანი“ ან კურტიზანი იყო. საწინააღმდეგო სქესის მიმართ გადამეტებულ ინტერესს იჩენდა, სასიყვარულო ავანტიურაზე მიდიოდა, სექსუალური გაუმაძღრობა ახასიათებდა. არაერთ პარტნიორს იცვლიდა ან/და ქორწინების გარეშე შვილები ჰყავდა. ამ ცხოვრებაში მოუწევს სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტი ერთგულება გამოიჩინოს, პარტნიორი არ მოატყუოს და ბავშვების აღზრდას მეტი დრო დაუთმოს. წარმატებას მოუტანს პედაგოგიური, აღმზრდელობითი საქმიანობა, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა, პოლიტიკა, სამეცნიერო ან/და ოკულტური საქმიანობა, ხელოვნება. ინდივიდი მეტ დროს ატარებს რეტროგრადულობის პირველ ფაზაში. ცდილობს საკუთარი თავი გარეგნულად გამოხატოს, რათა დაამტკიცოს, რომ სამყარო იღებს. შეუპოვარი და დინამიურია. ძლიერი სექსუალური ბუნება აქვს. ცხოვრებაზე მისი შეხედულებები (მიზანდასახულობასთან ერთად) გამარჯვების მომტანი შეიძლება გახდეს. შესაძლოა სუბიექტური იყოს ცხოვრებაზე შეხედულებებში, მან უნდა ისწავლოს სხვა ... Read More »