Category Archives: მერკური სახლებში

მერკური მე-12 სახლში

წყარო: www.aquarun.ru ქვეცნობიერი ასეთ ადამიანს შეუძლია გაანალიზოს სხვების პრობლემები, აინტერესებს ექსტრასენსორიკა და ფლობს თავისებურ იდუმალ აზროვნებას. მისი გონება განმჭვრეტელი და ფაქიზია, უყვარს მუშაობა მარტოობაში, რადგან ადამიანებთან თავის გამოხატვა უძნელდება. ნაკლებადაა საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ ცდილობს ამის დაფარვას. მისი ყველა გადაწყვეტილება დაფუძნებულია გრძნობებზე და არა გონებაზე, ამიტომაც საჭიროა ერიდოს ცხოვრებაში გამოგონებულს, წარმოსახვით სამყაროს. პლანეტის დაზიანებისას შესაძლებელია ბავშვობაში აღინიშნებოდეს სირთულეები კითხვისას, სხვის ოჯახში ანდა ინტერნატში (სასწავლებელთან არსებული საერთო საცხოვრებელი მოსწავლეთათვის. სკოლა-ინტერნატი – დახურული ტიპის სასწავლებელი, სადაც მოსწავლეები ცხოვრობენ კიდევაც სახელმწიფოს ხარჯზე) ბავშვობის გატარება. აზროვნება ქვეცნობიერის გამოკვეთილი გავლენის ქვეშ იმყოფება. ასეთი ადამიანები ნაწილობრივ მორცხვები არიან, ამიტომ იშვიათად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. არა ეშმაკობის ... Read More »

მერკური მე-11 სახლში

წყარო:www.aquarun.ru საზოგადოებრიობის გაცნობიერება ასეთი ადამიანის გონება აქტიური და ორიგინალურია. უყვარს ახალი იდეები და ცდილობს საქმე ჰქონდეს მხოლოდ კულტურულ და მაღალგანვითარებულ მეგობრებთან. ფლობს ფაქიზად განვითარებულ ინტუიციას. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ხშირად იდეალისტია. მისთვის მეგობრებს და ნაცნობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ; მეგობრობს საერთო მიზნების მიღწევის გამო. მეგობრებისთვის ცოდნის გაზიარება უყვარს, ამიტომაც, მეგობრობა უფრო მეტად ინტელექტუალურია, ვიდრე ემოციონალური. ძალიან კომუნიკაბელურია, მოკლებულია ცრურწმენებს და ცრუმორწმუნეობებს, უპირატესობას ანიჭებს ახალგაზრდობასთან და თავისუფალი პროფესიის ადამიანებთან მეგობრობას. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში მიდრეკილება უჩდება კრიტიკულობისკენ, ცინიზმისკენ, ექსცენტრიულობისკენ და არაპრაქტიკულობისკენ. თუ ამასთანავე ყურადღებით არ შეარჩევს მეგობრებს, შესაძლებელია სერიოზული პრობლემები (სკანდალებიც კი) წარმოეშვას. ასეთი ადამიანები ბრწყინვალედ გრძნობენ თავს საზოგადოებაში, ინტერესს ავლენენ ურთიერთობებისა და ... Read More »

მერკური მე-10 სახლში

წყარო: www.aquarun.ru მიღწევების გაცნობიერება ასეთი ადამიანისთვის ფაქტებს უდიდესი მნიშნველობა აქვს. მისი აზრები და ქმედებები ყოველთვის სწრაფი და მიზანდასახულია, მაგრამ ხშირად არაა საფუძვლიანი და პრაქტიკაში მყარი. ფლობს ნათელ აზროვნებას, გახსნილ ხასიათს და დიდ წარმატებულობას. უყვარს პროფესიების ცვლა, რამდენიმე პროფესიული განათლების მიღებისკენ აქვს მიდრეკილება. მისთვის კარიერული მიღწევები საკმაოდ მნიშვნელოვანია. იზიდავს პოლიტიკა და ნებისმიერი მასშტაბური სახალხო საქმიანობა. შესანიშნავი ორატორია, რომელსაც შეუძლია საკუთარი იდეებით ადამიანების დაინტერესება. ყოველთვის პრაქტიკულია, აქტიური და შესანიშნავი ორგანიზატორული უნარები აქვს. ისწრაფვის კარგი განათლების მიღებისკენ, რომელსაც, როგორც სამსახურში წინსვლისთვის (დაწინაურებისთვის) საჭირო იარაღს, ისე განიხილავს. პლანეტის დაზიანებისას ადამიანი შეიძლება გახდეს უპრინციპო მანიპულატორი, რომელსაც საკუთარი ამბიციური მიზნების მიღწევის მიზნის გამო საეჭვო მაქინაციებისკენ ექნება ... Read More »

მერკური მე-9 სახლში

წყარო:www.aquarun.ru განათლების მნიშვნელობის შეცნობა-გაცნობიერება ეს გულწრფელად მორწმუნე ადამიანი დაინტერსებულია კარგი განათლების მიღებით, ფილოსოფიის მოყვარულია და სიამოვნებით შეისწავლის სხვა ქვეყნებისა და ერების (ეთნოსების, ხალხების) კულტურასა და რელიგიას. უყვარს მოგზაურობა და მრავალ უცხო ენას თავისუფლად ფლობს. შეუძლია იყოს წარმატებული როგორც რეკლამის შემქმნელი, უნივერსიტეტის პედაგოგ-მასწავლებელი (ლექტორი), ისტორიკოსი და პედაგოგ-ანთროპოლოგი. ინტუიცია იმდენად ძლიერ აქვს განვითარებული, რომ ხანდახან მრავალი ადამიანი ნათელმხილველად თვლის. ენერგიის არასწორად გამოყენებისას ეჭვების ზეწოლის ქვეშ ექცევა, რის გამოც შეიძლება გახდეს ზედმეტად დოგმატური, ჯიუტი და მსჯელობებისას გადაჭარბებული სიხისტე გამოავლინოს, ასევე, შესაძლებელია, შეხედულებების ხშირი ცვლა. უკეთესია იცხოვროს მარტო, ნათესავებისგან შორს, რადგანაც თანაცხოვრებისას, შესაძლებელია, მრავალი უთანხმოებანი წარმოეშვას. ისწრაფვის მაღალი სასწავლო დონისა და ტიტულების მიღწევისკენ. გონება ... Read More »

მერკური მე-8 სახლში

წყარო: www.aquarun.ru მოტივაციის გაგება-შეცნობა ეს იდუმალი და საკმაოდ მჭვრეტელი, გამჭრიახი ადამიანია, ფლობს ექსტრასენსულ უნარებს და ინტუიციას, რის გამოც მიდრეკილება აქვს ეზოთერიკით გატაცებისკენ. ის, შეიძლება იყოს ეშმაკი და სარკასტული, შეუძლია სიამოვნება მიიღოს ინტრიგებისგან და კულისებს მიღმა მაქინაციებისგან;მართოს სხვისი ქონება, მოხერხებულად უხელმძღვანელოს სხვების სამუშაოს, ამიტომ, არცთუ იშვიათადაა ბანკის წარმატებული მოხელე და იმ ოპერაციებით კავდება, რომელიც დაკავშირებულია დაბეგვრასა და დაზღვევასთან. ეს ასპექტი კეთილგანწყობილია პოლიტიკით დაკავებისთვის, მაგრამ არა ადამიანების მართვის კონტექსტში, არამედ მათთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევის კუთხით. ასეთი ადამიანი პირველ სექსუალურ გამოცდილებას ადრეულ ასაკში იღებს. ახლობლების გარდაცვალებას შეუძლია ძალიან დიდი ჭრილობა მიაყენოს (ძალიან ატკინოს გული). ენერგიის არასწორად გამოყენება სკანდალურ პიროვნებად აყალიბებს. საჭიროა მოერიდოს ... Read More »

მერკური მე-7 სახლში

წყარო: www.aquarun.ru ადამიანების გაგება სავარაუდოდ, პარტნიორთან ურთიერთობა პატივისცემისა და გულწფელობის საფუძველზე იქნება აგებული. ქორწინება უფრო მეტად გონების საქმეა, ვიდრე გულის. არაა გამორიცხული მრავალი ქორწინება, ან/და ადრე დაიწყოს ოჯახური ცხოვრება, ან/და ცხოვრება ახალგაზრდა პარტნიორს დაუკავშიროს (იგულისხმება ასაკით უმცროსზე დაქორწინება). ასეთი ადამიანი მიდრეკილია საზრიანი, ნიჭიერი და გონებამხვილი ცხოვრების თანამგზავრის შერჩევისკენ. საერთოდ კი, ადამიანები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ ადამიანის არსებობაში და თავადაც ძალიან კომუნიკაბელურია. ასპექტი კეთილგანწყობილია კონსულტანტის სამუშაოსთვის, ფსიქოლოგიისა და იურისპრუნდენციის სფეროსთვის, ასევე, იმ პროფესიებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ გამოსვლებთან. შესაძლებელია პარტნიორის შეხედულებების გამო ჭირვეულობა და გადაჭარბებული შეშფოთება. საჭიროა ეცადოს იურიდიული პრობლემების სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე მოაგვაროს. ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი საჭიროა მანამ შეისწავლოს ყურადღებით, სანამ ... Read More »

მერკური მე-6 სახლში

წყარო: www.aquarun.ru სამუშაოს შეცნობა-გაცნობიერება ასეთი ადამიანი პრაქტიკული, თავშეკავებული, სისტემატიური და ძალიან დაკვირვებულია. მისი ქმედებები ეფექტურია, უყვარს გონებრივი სამუშაო, აინტერესებს განათლება, ჯანდაცვის საკითხები, ლიტერატურა, მედიცინა და ჰიგიენა. იზიდავს საკონსტრუქტორო და საინჟინრო სპეციალობები. შრომისმოყვარე და შრომისუნარიანია, მხოლოდ ერთია, მიდრეკილება აქვს სამუშაოთი გადატვირთვისკენ. ასპექტი კეთილგანწყობილია ვაჭრობის, სამდივნო საქმიანობისა და ღონისძიებების სისტემური დაგეგმარებისთვის. ხშირად, ასეთ ადამიანებს მრავალი პროფესია აქვთ და მუდმივად სამუშაოთი არიან დატვირთულნი. შესაძლებელია გადაჭარბებული და ამაო მღელვარება, რომელიც მის გუნება-განწყობაზე ცუდად აისახება. დაავადებათა უმრავლესობა ფსიქომატურ ხასიათს ატარებს. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სწორ კვებას. ასეთი ადამიანი ადვილად იძენს საიდუმლო ცოდნას და ფლობს პროფესიულ სიახლეებს. მუშაობს საფუძვლიანად და მეთოდურად, ყოველთვის საქმის ყურშია მეცნიერებასა და ... Read More »

მერკური მე-5 სახლში

წყარო:www.aquarun.ru სიამოვნების გაცნობიერება ასეთი ადამიანის აზროვნება საკმაოდ დრამატული და მიმზიდველია, ის მჭერმეტყველი და რამდენადმე დესპოტურია, ავლენს მოტყუებისა და სპეკულაციებისადმი მიდრეკილებას. გონება გატაცებულია სექსით, სიამოვნებითა და ხელოვნების ნიმუშებით. უყვარს ბავშვები, მხოლოდ ერთია _ შვილებზე გადაჭარბებული ზრუნვისკენ აქვს მიდრეკილება. იზიდავს ყველაფერი, რაც ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს, მაგალითად, ჭადრაკი და ლინგვისტური თამაშები. განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, შეუძლია იყოს საკმაოდ ჯიუტი და თვითკმაყოფილი. წარმატებულია როგორც მსახიობი, დრამატურგი, მასწავლებელ-პედაგოგი ანდა კინო-კრიტიკოსი. მხატვრული და შემოქმედებითი საქმიანობისადმი დიდ ინტელექტუალურ ინტერესებს ავლენს. ასევე, სიამოვნებით ინტერესდება საინფორმაციო საშუალებებით სწავლებითა და პროპაგანდით. წერილობითი და ზეპირი ფორმით შეუძლია საკუთარი თავის მკვეთრად გამოხატვა. სურს, რომ მისით და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ყველა აღფრთოვანდეს. მიდრეკილია ... Read More »

მერკური მე-4 სახლში

წყარო:www.aquarun.ru სახლისა და ოჯახის შეცნობა-გაცნობიერება ეს გაბედული (გადაწყვეტილების გაბედულად მიმღები) და საზრიანი ადამიანია, რომელიც კარგი მახსოვრობა აქვს. ის ამაყობს საკუთარი ოჯახით, უყვარს წიგნების, მონეტების, საფოსტო მარკებისა და ანტიკვარიატის კოლექციონერობა. მისი მშობლები შეიძლება იყვნენ საკმაოდ განათლებულნი და კულტურულები. მიდრეკილია საცხოვრებლი ადგილის ხშირად ცვლისკენ, უყვარს საკუთარ სახლში აქტიური საქმიანობით დაკავება. შესაძლებელია, მოუწიოს ცხოვრება რომელიმე ნათესავთან. რამდენადმე დაძაბულია და ადვილად ღიზიანდება. ასპექტი კეთილგანწყობილია სავაჭრო მოქმედებებში შუამავლობის, აგრარული შრომის, ეკოლოგიით დაკავების, არქეოლოგიისა და გეოლოგიის მიმართ. ოჯახური ცხოვრება გაჟღენთილია ინტელექტუალური სულით და ორიენტირებულია აღზრდაზე. მერკურის ასეთი მდებარეობით ადამიანი სიამოვნებით იძიებს გვარის ისტორიასა და მიდრეკილია გამოიკვლიოს ოჯახის გენეოლოგიური ხე. მისი სახლი _ სამუშაო ადგილია, აგროვებს დიდ ... Read More »

მერკური მე-3 სახლში

გაცნობიერებული ურთიერთობა (კომუნიკაბელურობა) წყარო:www.aquarun.ru ძალიან ჭკვიანი, გონიერი და ფხიზელი ადამიანია, ნებისმიერთან შეუძლია საერთო ენის გამონახავა. შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რადგან მისი აზრები ნათელი და ზუსტია. ფლობს ლიტერატურულ ნიჭს, წარმატებულია როგორც მდივანი და ჟურნალისტი. ინტერესდება კვლევა-ძიებით, მოწიფულ ასაკში იწყებს ვრცელ მიმოწერას. ხშირად ეს ადამიანი საკუთარ ნათესავზე მუშაობს, რადგან მისთვის (ნათესავისთვის) იგი „იდეების გენერატორს“ წარმოადგენს. მისთვის ბავშვებს და ნათესავებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აინტერესებს ცხოვრების ყველა ასპექტი, მისი მოუსვენარი ბუნება ითხოვს ისეთი სამუშაოს პოვნას, რომელიც საშუალებას მისცემს იყოს მუდმივად მოქმედებაში. პლანეტის დაზიანებისას აღინიშნება გადატვირთვისკენ, სხვებზე გადაჭარბებული მზურველობისკენ და არასაჭირო, ამაო მღელვარებისკენ მიდრეკილება. ასეთი ადამიანისთვის ძალიან ძნელია ზღვარის დაცვა, შედეგად _ ხშირად იღლება, იტვირთება ... Read More »

Scroll To Top