Category Archives: მზე სახლებში

ნათალური მზე II სახლში

ფინანსები ეს ადამიანი მუდამ ფასეულობათა ძიებით არის დაკავებული.  უნარი აქვს პირდაპირი მნიშვნელობით „მიიზიდოს“ ფული, თუმცა შეიძლება დიდხანს არც უჩერდებოდეს ხელში. ძალიან უყვარს ფუფუნება და ბრწყინვალება, რადგან  საკუთრებაში არსებული ნივთები პირდაპირ უკავშირდება მის პიროვნულ თვითშეფასებას. გავლენიანი მეგობრები ჰყავს. როგორც წესი, წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი  ოჯახიდანაა. ფინანსური კეთილდღეობა მისი ერთ-ერთი ძირითადი ცხვრებისეული მიზანია.  მისი მთავარი ამოცანა _ უზრუნველყოს ფულისა და საკუთრების მუდმივი შემოდინება არამხოლოდ  სიამოვნების, არამედ, ზოგადად, ცხოვრების განვითარებისთვის. ძალიან მნიშნველოვანია არსებული სიმდიდრის გადანაწილების საკითხის მოგვარებაც. ისინი ყოველთვის  ფინანსური დამოუკიდებლობისკენ ილტვიან.  სტაბილური შემოსავალი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ფიქრობენ, რომ ყურადღების მიპყრობა მხოლოდ სიმდიდრით შეუძლიათ. გარდა ამისა, მატერიალური კეთილდღეობა ადამიანებით მანიპულირების  საშუალებასაც აძლევს, ... Read More »

ნათალური მზე I სახლში

„სიცოცხლისუნარიანობა“ სულით ძლიერი, თავდაჯერებული და ოპტიმისტი ადამიანები არიან. თითქმის ყოველთვის თავს ბედნიერად გრძნობენ, განსაკუთრებით ბავშვობაში. გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობითა და ძლიერი აღნაგობით. თვალშისაცემი ლიდერული თვისებები მარტივად მიგახვედრებთ, რომ ურთიერთობაში უყვართ დომინირება. მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტები და ექსტრავერტები სავსენი არიან გამბედაობითა და სიმამაცით. ყოველთვის ზუსტად იციან, რა უნდათ და არაფრის წინაშე დაიხევენ უკან. ლოგიკურად, ეგოცენტრიზმის, მედიდურობისა და დიქტატორობის საფრთხეც საკმაოდ მაღალია. არანაკლებ სახიფათოა ზედმეტი თავგამოდება, ცრუ ამბიციები, ძალაუფლება და ამპარტავნება. უაღრესად ფხიანი და ინიციატივიანი ადამიანები არიან. ძლიერი ნება, თავდაჯერება და სასიცოცხლო ძალები ყოველთვის ეხმრებათ სურვილების განხორციელებაში. ეს ჭეშმარიტი ლიდერის მდებარეობაა, რომელსაც ვერ შეაჩერებს  სხვა ადამიანების აზრი და სურვილები. ისინი უდიდესი ენერგიითა და თვითრეგენერაციის ... Read More »

მზე

წყარო: ეზოთერიკა ტ. II მზე მბრძანებლობს (მართავს) ლომის ნიშანზე. ძვირფასი ქვები: 1) ბრილიანტი, 2) ძოწი (კარბუნკული). ჩარჩო (ბუდე): ოქრო ანდა ვერცხლი.  საერთო დახასიათება ასტრონომიის თვალთახედვის წერტილიდან მზის პლანეტად ჩათვლა არასწორია, მაგრამ ასტროლოგიაში, როგორც კოსმოფსიქოლოგიური ფაქტორი, ის დიდი ხანია დგას შვიდი “თანამგზავრის” (პლანეტების) და მთვარის გვერდით. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ დედამიწაზე მზე წარმოადგენს ყველა ცხოვრების, სიცოცხლის ფორმის შემქნელსა და მფარველს. მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის გამო ხდება წელიწადის დროების ცვლა, ხოლო როცა დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალდება (მზით დედამიწის ნახევრად განათებისას), მაშინ იმ ნახევარსფეროში, რომელიც მზისკენაა მიმართული, სითბო და სინათლეა. რაც უფრო პოლუსებთან ახლოს და ეკვატორიდან შორს ცხოვრობდნენ ადამიანები, მით უფრო ... Read More »

Scroll To Top