Category Archives: სატურნი სახლებში

ტრანზიტული სატურნი მე-12 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-12 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-12 სახლს გადის. ტრადიციულად, ეს არის შეჯამების პერიოდი, როდესაც თქვენ პირისპირ დგებით საკუთარი აზრების, მოქმედებების, სურვილებისა და აქტივობის შედეგებთან. პლანეტა სატურნიცა და XII სახლიც ასტროლოგიაში კარმის მაჩვენებლებია, ამდენად, ელოდეთ წარსული მოღვაწეობის შედეგებს. თუ ეს სატურნის პირველი ტრანზიტია XII სახლში, ამ ცხოვრებაში, ცხოვრების ეს ფაზა იმ პერიოდის დასასრული იქნება, რომელიც წინა ცხოვრებაში დაიწყო (*კარმული ასტროლოგიის თანახმად, ახალი ინდივიდის დაბადება ხდება 29-30 წლის ასაკში, როდესაც სატურნი თავის ციკლს ასრულებს. ამ პერიოდამდე, ინდივიდი წინა ინკარნაციის გავლენის ქვეშ არის და კარმულ „კუდებს“ იშორებს. ამ პერიოდს წინ უსწრებს ლილიტის, რომელიც ასევე კარმის ... Read More »

ტრანზიტული სატურნი მე-11 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-11 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-11 სახლს გადის. XI სახლის მნიშვნელობა იშვიათად არის ბოლომდე განმარტებული და საკვანძო სიტყვებიც ხშირად ბუნდოვანი და გაუგებარია.  ეს სახლი, ისე როგორც არც ერთი სხვა, თქვენი ინდივიდუალური ფუნქციის სიმბოლოს გამოხატავს. რით გამოირჩევით საზოგადოებაში და რისი განვითარება გსურთ პიროვნულ დონეზე? ეს სახლი და ადამიანები, ვისაც აქტიური XI სახლი ჰყავთ, ყოველთვის განსაკუთრებულად არიან განწყობილნი მომავალზე, იმ თვალსაზრისით, როგორ ხედავენ საკუთარ თავს, რა მიზნები აქვთ და საით მიემართებიან. ლოგიკურად, სატურნის ტრანზიტი ამ სახლში მიუთითებს იმ დროზე, როდესაც უნდა გავიაზროთ, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, განსაკუთრებით სხვა ადამიანებთან ... Read More »

ტრანზიტული სატურნი მე-10 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-10 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-10 სახლს გადის. ტრანზიტულ სატურნს  ზენიტში წინა პლანზე გამოაქვს ინდივიდის ამბიციები. ადამიანს სრულად იპყრობს საკუთარი კარიერა, მიღწევები და ავტორიტეტი. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი სტატუსი საქმიან გარემოცვაში, რომლის მეშვეობითაც ცდილობს მიზნებს მიაღწიოს. პერიოდულად  მას ეუფლება იმედგაცრუებები ამ სფეროებში ან ნერვული დაძაბულობა მძიმე ვალდებულებების გამო. ეს უფრო იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მისი შექმნილი კარიერული თუ პროფესიული  სტრუქტურა დამთრგუნველად მოქმედებს მასზე ან არასაკმარისად რეალისტურად ეჩვენება. ტრადიციული ასტროლოგიური განმარტებების საწინააღმდეგოდ, ეს პერიოდი აუცილებლად თქვენი მიღწევების ნგრევასა და განადგურებაზე არ მეტყველებს. ტრანზიტი უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაძაბული მუშაობის დროა. პირიქით, ... Read More »

ტრანზიტული სატურნი IX სახლში

Read More »

ტრანზიტული სატურნი VIII სახლში

Read More »

ტრანზიტული სატურნი VII სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-7 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-7 სახლს გადის. ამ პერიოდში ისეთი საქმიანი კონტაქტები მყარდება, რომელთაც მოგვიანებით (როდესაც სატურნი VIII სახლში გადადის), ფინანსური მოგება მოაქვს. ყველა ტიპის ურთიერთობა სერიოზულ ხასიათს იძენს. ინდივიდი მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, რომ საკუთარი მდგომარეობა შეინარჩუნოს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ყურადღების ცენტრში ექცევა პირადი და საქორწინო ურთიერთობები. როდესაც სატურნი დესცედენტს გასცდება და ჰორიზონტს ზემოთ აგრძელებს თავის ნახევარ ციკლს, ხშირად წარმოიქმნება ურთიერთობის შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის შინაგანი მოთხოვნა. ამავე პერიოდში ხდება ფართო ასპარეზზე, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. თუ ინდივიდს რომელიმე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ნორმად მიაჩნდა ან გრძნობს, რომ კონკრეტული ურთიერთობა მას ან მის ... Read More »

ტრანზიტული სატურნი მე-6 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-6 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-6 სახლს გადის. სატურნის ტრანზიტი VI სახლში გულისხმობს ინდივიდის აზროვნების, მუშაობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩვევების რეგულირებასა და ცვლილებებს. გარემოებების გავლენით ან შინაგანი ხმის მოთხოვნით, ადამიანი ბევრად დისციპლინირებული ხდება ცხოვრების პრაქტიკულ სფეროებში, განსაკუთრებით სამსახურისა და ჯანმრთელობის საკითხებში. ამ პერიოდში მოსალოდნელია სამსახურის ან სამუშაო სტრუქტურის მკვეთრი ცვლა, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები. ისეთ არაორგანიზებულ ინდივიდებსაც შეხვდებით, ვინც ამ პერიოდში იმდენად ეფექტურ და დისციპლინირებულ შრომას იწყებს, რომ თავადაც უკვირს ასეთი გარდატეხა. VI სახლში ვიზიტორი სატურნი გვეხმარება განვსაზღვროთ, რის გაკეთებას ვცდილობთ და გავარჩიოთ ერთმანეთისგან მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საკითხები. „გარჩევის“ უნარი იმდენად ... Read More »

ტრანზიტული სატურნი მე-5 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-5 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-5 სახლს გადის. სატურნის ტრანზიტი  V სახლში გარკვეულწილად წააგავს წინამორბედ ცეცხლოვან (I) სახლში ტრანზიტს. ეს დრო მეტად სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს საკუთარი თავის მიმართ, რადგან ამ პერიოდში ხდება ვიტალურობისა და სულიერი ენერგიების მკვეთრი შემცირება. რადგან მეხუთე სახლი დაკავშირებულია მზესა და ლომის ნიშანთან, ეს ტრანზიტი შესამჩნევად მოქმედებს ადამიანის სიხარულის განცდაზე, სპონტანურობასა და კეთილდღეობაზე. ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ აღარაფერი ახარებთ; რომ გარშემომყოფებს საკმარისად არ უყვართ და არც სათანადოდ აფასებენ. ასეთი გრძნობა გასაგები გახდება, როდესაც აღნიშნული ტრანზიტი გვაიძულებს გავიაზროთ, როგორ ვიყენებთ საკუთარ ვიტალურობას ცხოვრების ყველა სფეროში: ჩვენს ფიზიკურ და სექსუალურ ენერგიას, ... Read More »

ტრანზიტული სატურნი მე-4 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-4 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-4 სახლს გადის. ეს პერიოდი გვაბრუნებს საიმედოობისა და თვითგადარჩენის საფუძვლებთან, ჩვენს ძირითად მოთხოვნებთან. თქვენ მიდრეკილი იქნებით გაიმყაროთ საიმედოობისა და წესრიგის განცდა, მიიღოთ უსაფრთხოების გარანტიები.  ბევრად სერიოზულად მოეკიდებით საკუთარ როლს საზოგადოებაში და მის გამყარებას შინაური გარემოცვის მეშვეობით შეეცდებით. ბუნებრივია, ეს ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს სხვადასხვა ტიპის ადამიანისათვის, მაგრმ მთელი ამ მრავალფეროვანი ვარიანტებიდან ნათლად იკვეთება ორი ძირითადი მიმართულება: 1) სახლის ფიზიკური მდგომარეობა და კონსტრუქცია შეიძლება თქვენს მიზნებთან შეუსაბამოდ მოგეჩვენოთ და გარკვეული ზომები მიიღოთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად (საცხოვრებელი სახლის გარემონტების ან გაფუჭებული კონსტრუქციების შეკეთების მეშვეობით). საცხოვრებლის გამოცვლა არ არის ამ პერიოდისთვის ... Read More »

ტრანზიტული სატურნი მე-3 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-3 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-3 სახლს გადის. როდესაც სატურნი III სახლში შედის, ინდივიდი გრძნობს რა, რომ პრაქტიკული საკითხები მოგვარებული აქვს, იწყებს ახალი სფეროების ათვისებას, რაც გააღრმავებს მის პროფესიონალიზმსა და საკუთარი იდეების ღირებულების შეგრძნებას.  ეს პერიოდი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე სატურნის სტუმრობა წინამორბედ, “მიწის“ სახლში. თუმცა ამ ფაზის ზემოქმედების ხარისხი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რა ტიპის სამუშაოს ასრულებს ნატივი. თუ ის ინტელექტუალური საქმიანობით არის დაკავებული ან მისი სამსახური კომუნიკაციებსა და გადაადგილებას უკავშირდება, გავლენა დიდი იქნება. ამ პერიოდისთვის დამახასიათებლია უაზრო შფოთი და არც თუ ისე უსაფუძვლოდ – ინდივიდის ნებისმიერი თავდაუჯერებლობა და ცოდნის სიღრმე თვალსაჩინო ... Read More »

Scroll To Top