Category Archives: პირადი ჰოროსკოპი

სავსემთვარეობა ან/და მთვარის დაბნელება ჰოროსკოპის სახლებში

პროგნოზირების ეს მეთოდი განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მიმართულებებსა და რჩევებს. Read More »

მარსის კვადრატი ნეპტუნთან

თვითშეწირვის ასპექტი დამახასიათებელია: რელიგიურობა, მსხვერპლად შეწირვის უნარი, ქმედებების გამო სინანულის განცდა, თვითმოტყუებისკენ მიდრეკილება, საკუთარი ქცევის მოტივების უცოდინრობა („არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი“), შეპყრობილობა (იდეებით), ფანატიზმი, ფსიქოლოგიური სიბრმავე, იდეალური ან/და სუბიექტური წარმოდგენები, მანიაკალური მდგომარეობა, კლეპტომანია. დადებითი კუთხით – სულიერებისკენ სწრაფვა. Read More »

მარსის კვადრატი ურანთან

დამახასიათებელია: მოუთმენლობა, ენერგიულობა, უცერემონიობა, სარკაზმი, კრიტიკა, მეგობრებთან უთანხმოებები; რისკიანობა, უბედური ან უცნაური შემთხვევების რისკი (გაუფრთხილებლობის გამო), მძაფრი შეგრძნებების მიღების სურვილი, ნევროზულობა, რევოლუციონერობა, დაუფიქრებელი ქმედებები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. დადებითი კუთხით დამახასიათებელია: სიმამაცე, პროგრესული იდეებისთვის ბრძოლა, უშიშრობა. Read More »

ასტროლოგიური რუკის შესადგენი საიტები

პირადი რუკის შესადგენად უნდა ვიცოდეთ დაბადების რიცხვი, თვე, წელი, საათი და ადგილი. ონლაინ-საიტები,რომლებზეც შეგიძლიათ შეადგინოთ  პირადი რუკა: astrology.ge  astro.com astrotheme.com   ასტროლოგიური პროგრამები (უფასო): 1. “ზეტ”-ი http://astrozet.net/downloads.html 2.”სკორპიო” scorpio 3.5   ან scorpio   სინასტრული (შეთავსების) რუკის შედგენა შეგიძლიათ ასტროლოგიური პროგრამებით ან/და შემდეგი საიტებით: 1. http://astro-online.ru/synastry.html 2. sotis-online.ru 3. http://www.oculus.ru/sin.php   რეკტიფიკაცია(დაბადების ზუსტი დროის დადგენა) პ.ს. ერთადერთი ამ საიტზე მივაგენი რეკტიფიკაციის მეთოდით დაბადების დროისა და რუკის შედგენას.არ ვიცი რამდენად სწორია http://astrology.org.ua/rectification.htm მობილური ტელეფონისთვის ასტროლოგიური რუკის შესადგენი პროგრამა – გადმოსაწერი ლინკი (aquarius2go) სმარტფონებისთვის შესანიშნავი ასტროლოგიური პროგრამაა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ: პირადი რუკის შესადგენად სინასტრული (შეთავსების) რუკის შესადგენად ტრანზიტული რუკის შესადგენად სოლარული (წლის პროგნოზი) რუკის ... Read More »

მარსის კვადრატი იუპიტერთან

დამახასიათებელია: ანგარიშიანობა, სხვების რესურსების ბოროტად გამოყენება, ფანატიზმი, ექსტრემიზმი, ქმედებების რეალური მიზეზის დაფარვა, აგრესიულობა, კანონებისა და წესების მიუღებლობა, ძალის გადამეტება, გაუფრთხილებლობა, თვითდარწმუნებულობა, რისკიანობა, კონფლიქტურობა. საზოგადოების, ჯგუფის ენერგიას იყენებს პირადი ვნებებისა და ძალაუფლებისთვის. ასპექტის მფლობელი მზადაა საზოგადოებრივი აღიარებისთვის იბრძოლოს. მხოლოდ ბრძოლისა და კამათის დროს გრძნობს თავს კარგად; სხვების კრიტიკა ახასიათებს. ძალაუფლების და მბრძანებლობის სურვილი ვლინდება, არ მოსწონს სხვებისთვის ანგარიშის გაწევა. ასპექტის მფლობელი შესაძლოა თავს მნიშვნელოვანი მისიის შემსრულებლად თვლიდეს, რის გამოც საკუთარ პერსონას სხვებზე მაღლა აყენებს. ფეთქებადია და ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, რთულად ახერხებს დამშვიდებას. დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილი ვლინდება. დადებითი კუთხით ახასიათებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, სიმამაცე, ენერგიულობა, დახმარების გაწევის უნარი. ასპექტი იძლევა იმპულსურობას, ... Read More »

ვენერას კვადრატი პლუტონთან

დამახასიათებელია: უცნაური, მოჩვენებით გადაულახავი სირთულეები გრძნობების, ემოციისა და სექსის სფეროში; ეჭვიანობა, ექსცენტრიულობა, ემოციური არასტაბილურობა, სექსთან, ეროტიკასთან დაკავშირებული სკანდალი, ვნებიანობა, მომთხოვნობა, ტკივილამდე მისული მგრძნობელობა, ფარული სასიყვარულო კავშირები. დადებითი კუთხით – ძლიერი ემოციური განცდები შესაძლოა შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის საშუალებად იქცეს. Read More »

ვენერას კვადრატი ნეპტუნთან

სიყვარულზე შეყვარებული დამახასიათებელია: უსაზღვრო ფანტაზია, მეოცნებეობა, უტოპია, გრძნობებში გაურკვევლობა, თვითმოტყუება, ილუზია, სუსტი ნებისყოფა, ცვალებადი იდეალები, ემოციური სირთულეები, სიზარმაცე, იმედგაცრუება პირად ურთიერთობებში. დადებითი კუთხით – დაუკმაყოფილებლობის გრძობა სულიერი სრულყოფისა და სილამაზისკენ უბიძგებს. Read More »

ვენერას კვადრატი ურანთან

დამახასიათებელია: იმპულსურობა, ექსცენტრიული ქცევა, ერთი ნახვით შეყვარება ძლიერი შფოთვითა და მღელვარებით, ლაბილურობა, განწყობის სწრაფი ცვლა; შემთხვევითი კავშირები, ეროტიზმი, ვნებიანობა; დადებითი კუთხით – ექსტრავაგანტურობა, ორიგინალური გემოვნება, შემოქმედებითი შესაძლებლობები, ოსტატობა. Read More »

ვენერას კვადრატი სატურნთან

დამახასიათებელია: მელანქოლია, ოფიციალურობა, გაუბედაობა ან ქედმაღლობა, სიყვარულში პესიმისტური დამოკიდებულება, იმედგაცრუება პირად ურთიერთობებში, ანტისაზოგადოებრივი განწყობა, სისუსტე, ეჭვიანობა, გრძნობების გამოხატვის დროს სიცივე, მაზოხიზმი. დადებითი კუთხით: პასუხისმგებლობის გრძნობა. Read More »

ვენერას კვადრატი იუპიტერთან

დამახასიათებელია: პატივმოყვარეობა, მფლანგველობა, ფუფუნების სიყვარული, სიზარმაცე,  გარშემომყოფების სიძულვილი (რასაც მალავს), სიყვარულში დაუკმაყოფილებლობა და სირთულეები. შესაძლოა წონის პრობლემა ჰქონდეს. დადებითი კუთხით: მდიდარი წარმოსახვა, ნიჭიერება, შემოქმედებითი უნარები, სილამაზის ფორმებისკენ მიდრეკილება, გულმოწყალება, სიმამაცე. Read More »

Scroll To Top