Category Archives: პირადი ჰოროსკოპი

მარსის და ურანის შეერთება

Read More »

ვენერას და ურანის შეერთება

Read More »

რეტროგრადული პლუტონი პირად რუკაში

 რეტროგრადული პლუტონი (პირად რუკაში) პლანეტის რეტროგრადულობა ილუზორულია. როცა პლანეტა დედამიწის მოძრაობას წინ უსწრებს ან უკან რჩება – რეტროგრადულობას უწოდებენ, რადგან ჩვენი (დედამიწის მაცხოვრებელთა თვალით) – „უკან რჩება“. პლუტონი უკანმავალი (ანუ რეტროგრადული) თითქმის ნახევარი წლის განმავლობაშია, ამიტომ ადამიანთა ნახევარს სწორედ რეტროგრადული პლუტონი აქვს. მათ მეტად მოეთხოვებათ შინაგანი ტრანსფორმაცია და ცვლილებები. პირად რუკაზე პლანეტის რეტროგრადულობის შემთხვევაში, მას გვერდით „R“ სიმბოლო უწერია. ამ სურათზე, პლუტონი თხის რქის მე-11 გრადუსზეა და რეტროგრადულია. როდესაც პლუტონი რეტროგრადულია, ბევრად მძაფრად ავლენს თავს, რაც ძირითადად ფსიქიკაზე მოქმედებს. განსხვავება დირექტიულ და რეტროგრადულ პლუტონებს შორის: სწორად მოძრავ (ანუ დირექტიულ) პლუტონს მეტად აინტერესებს: გარეგანი ძალაუფლება, პრესტიჟული სამსახური, ფული… ძირითადი პრობლემაა- ძალაუფლება. ... Read More »

ლილიტის ასპექტები პლანეტებთან (ზოგადი)

ლილიტი ცალკე აღებული უფრო ნაკლებ ძალას ფლობს. ის ძლიერია სხვა პლანეტებთან ასპექტების შემთხვევაში, როდესაც ერთდება ლილიტისა და მეორე პლანეტის ენერგიები. ლილიტი ააქტიურებს პლანეტების უარყოფით მხარეებს, გამოვლინებებს და მათ სფეროებში ადვილად აღწევს. მზე მზის სისტემაში მხოლოდ მზე გამოსცემს სინათლეს, ნათელს. ის წარმოადგენს ცნობიერ ნაწილს.მზის გავლენა სხვა პლანეტების გავლენისგან განსხვავდება.ლილიტთან ასპექტის შემთხვევაში, მზის უარყოფითი მახასიათებლები ვლინდება – ადამიანს ეძლევა ძლიერი პიროვნული შესაძლებლობები, განვითარება, თუმცა ეგოცენტრული. ადამიანი კარგავს უმაღლეს საწყისთან (ამ შემთხვევაში მაღალ მიზნებს, სულიერ განვითარებას) კავშირს. იმატებს დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილი, ეგოცენტრიზმი, აღიარებს მხოლოდ საკუთარ წესებს, თამაშობს მხოლოდ საკუთარი თამაშით.ამით შესაძლოა ის შევადაროთ „დაცემულ ანგელოზს“ . Read More »

ლილიტის ასპექტები ნიშნების მიხედვით

  სხვა პლანეტებთან ლილიტს შეიძლება ჰქონდეს დადებითი და უარყოფითი ასპექტები. დადებით ასპექტად ითვლება ტრინი (120°), სექსტილი (60°),ზოგჯერ შეერთება (0°). უარყოფით ასპექტებად ითვლება კვადრატურა/კვადრატი (90°) და ოპოზიცია (180°). პ.ს. შეერთების დროს გააჩნია რომელი პლანეტების შეერთებაა,შესაბამისად მსჯელობენ შეერთების დადებით და უარყოფით ასპექტად მიჩნევაზე. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხ. ასპექტი შეერთება (მოცემული სტატია სინასტრიას ეხება, თუმცა ასპექტის ჰარმონიულობა-დისჰარმონიულობის პრინციპი ერთნაირად განისაზღვრება) თქვენს რუკაში ნახეთ რომელ ნიშანში მდებარეობს ლილიტი, დაუკვირდით ასპექტებს- ჰარმონიული/დადებითია თუ დაძაბული/უარყოფითი.მისი ასპექტების ნახვის შემდეგ კი მოძებნეთ შესაბამისი ნიშნის დახასიათება. მაგალითად: თუ ლილიტი მდებარეობს კუროში და აქვს დადებითი ასპექტები, ნახეთ “კურო: ფასეულის,ღირებულის ფლობის ილუზია”, ანუ თქვენ გექმნებათ ფასეულობების, ღირებულებების ფლობის ილუზია, რომლებიც შეიძლება ... Read More »

ლილიტი ნიშნებსა და სახლებში (მოკლე მიმოხილვა)

ლილიტი ოდითგან წყვდიადის დედოფლად აღიქმებოდა ადამიანთა შემეცნებაში იმ ეპოქიდან,როდესაც საზოგადოებრივი იდეოლოგია ქალს მეორე პლანზე ანაცვლებდა. ასტროლოგიაში არსებობს მოსაზრება,რომ ლილიტის დომიცილი(სახლი,სამკვიდრო) მორიელის ნიშანია,ხოლო მისი ეგზალტაცია/კულმინაცია მერწყულის ნიშანში ხდება. რადგან მორიელი(ურანის ეგზალტაცია) და მერწყული(ურანის სამკვიდრო) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სიმბოლურ ნიშნებს წარმოადგნენ. ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი. გაკერპებულმა ქალმა კაცთან თანასწორობა განიზრახა და არ დაემორჩილა ადამს,არ აღიარა საკუთარი მეორეხარიხოვნება. ჰოროსკოპის ის წერტილი,სადაც იმყოფება ლილიტი,არის ადგილი,სადაც აუცილებელია ქალის როლის გაზრდა. ლილიტი ხომ მთვარის ორბიტის ის აპოგეაა(წერტილი),სადაც ფემინური საწყისი განერიდება მთვარის ყოველდღიურ საზრუნავსა და ვალდებულებებს. Read More »

ლილიტის ჰარმონიული და დაძაბული ასპექტები

შავი მთვარის (ლილიტის ) ასპექტები პლანეტებთან შავი მთვარე კარმული „პლანეტაა“, რომელიც ასახავს ადამიანის ქვეცნობიერს და განსაზღვრავს მისი მოქმედებების გარკვეულ თავისებურებებს. მრავალი ასტროლოგი განიხილავს ლილიტს მხოლოდ როგორც ნეგატიური გავლენის მატარებელს. თუმცა ეს მთლად ასეც არაა და მას ხშირად დადებითი მოვლენების მოზიდვაც შეუძლია. როგორი სახის გავლენა აქვს ლილიტს ადამიანზე შეიძლება განისაზღვროს მთლიანი ჰოროსკოპის გაანალიზებით. თუ ლილიტს აქვს ჰარმონიული ასპექტები ჰოროსკოპის ძლიერ და დადებით პლანეტებთან, შეიძლება ითქვას რომ ადამიანს აქვს გარკვეული უპირატესობა პლანეტების ზეგავლენის სფეროებში. ხოლო შავი მთვარის უარყოფითი ასპექტების დროს, მის ზეგავლენას ადამიანის ხასიათსა და ბედ-იღბალზე შეიძლება ვუწოდოთ საბედისწერო, განსაკუთრებით თუ ლილიტი ჰოროსკოპში ძლიერია. თუ ლილიტს ჰარმონიული ასპექტები აქვს მზესთან – მიანიშნებს ... Read More »

ლილიტის დამუშავება ოპოზიციური ნიშნების მიხედვით

განვიხილოთ ყველა ლილიტი და მის ოპოზიციურ ნიშანს შევადაროთ. რადგან ლილიტის ნაკლია – განავითაროს ნიშნის მხოლოდ რომელიმე პოლუსი, ამის კომპენსირება ხდება საპირისპირო ნიშნის თვისებით, რომელიც მდებარეობს იგივე ღერძზე ოპოზიციურ ნიშანში. ეს გასაგებიცაა – ერთ ნიშანში „ჩაღრმავება“, მეორეში „ამობურცულობას“ იწვევს. ეს თვისებები ვლინდება უშუალოდ იმ ნიშნის სფეროში, სადაც ლილიტი მდებარეობს. მაგალითად, დაუმუშავებელი ლილიტი ვერძში – ესაა ადამიანი, რომელიც ცხოვრების მრავალ ასპექტში „ყველგან ვერძია“ , გარდა უშუალოდ ვერძის სფეროებისა – ის ამ შემთხვევაში იქცევა როგორც სასწორი. ლილიტი კურო – გამოკვეთილი კუროა, მაგრამ როგორც კი საქმე მივა კუროს სფერომდე, ინდივიდი მოქმედებს როგორც მორიელი. იგივე სიტუაციაა სხვა ლილიტების შემთხვევაშიც. ლილიტის ილუზია იხსნება მაშინ, როცა „საქმე ... Read More »

ქირონი მე-12 სახლში

ქირონი თევზებში ან მე-12 სახლში კრიზისი დაკავშირებულია და მომდინარეობს „უნივერსალური გონისგან“. ამ მდებარეობისთვის უმეტესად რელიგიური ან სულიერი კრიზისია დამახასიათებელი, რადგან ინდივიდი სულიერებასთან ან ღმერთთან ძლიერ კავშირს უფრო მეტად გრძნობს, ვიდრე მიწიერსა და მატერიალურთან. სახიფათოა წამალზე დამოკიდებულება და დეპრესია, რადგან  მგრძნობიარე და სუსტი ფსიქიკა აქვს. მის მდგომარეობას სხვების დახმარება ან განკურნება აუმჯობესებს. ქირონი მე-12 სახლში  „საიდუმლო ცოდნის შემგროვებელი“ დადებითი კუთხით: ერთდროულად რეალურ და გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. ნებისმიერ სიტუაციაში (მდგომარეობაში) განცალკევება შეუძლია. ტელეპათიური უნარები. მოულოდნელობებით სავსე, პარადოქსული ცხოვრება, საიდუმლოებები, ინტრიგები (რომელთა გამკლავებას ახერხებს) უარყოფითი კუთხით: ეჭვიანობა, უნდობლობა, ურთიერთობის შიში, ადამიანებისთვის ეჭვის თვალით ყურება, ფარული იმედგაცრუება. ცბიერი მტრები. ეს მდებარეობა ხშირად განაპირობებს თავისუფლების ... Read More »

ქირონი მე-11 სახლში

ქირონი მერწყულში ან მე-11 სახლში ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის ეროვნული დაყოფა  მიუღებელია. მიკუთვნებულობას, რაიმე ნიშნით თავისუფლების შეზღუდვას მტკივნელად აღიქვამს. დიდ ჯგუფებს გაურბის ახალგაზრდობაში გადატანილი ემოციური წნეხის გამო.  სოციალური უარყოფა მოგვიანებით აიძულებს მხოლოდ იმ ადამიანებთან იკონტაქტოს, რომლებიც მის აზრებსა და ინტერესებს იზიარებენ. ქირონი მე-11 სახლში „ჯგუფის სახე ყოველთვის უხილავია“ დადებითი კუთხით: წინ უსწრებს ეპოქას, სოციალურ გარემოს კარგად უგებს. მუდმივად განახლებადი სამეგობრო წრე აქვს და სხვების აზრების წამმართველადაც გვევლინება. ხშირად სხვადასხვა საქმიანი შეთავაზებებით მიმართავენ. უარყოფითი კუთხით: მის გარშემო მატყუარა ადამიანები ხშირად არიან, მოტყუებაზე და ცბიერებაზე დაფუძნებული კავშირები, უზნეო მფარველები, მეგობრების გამყიდველობა. ქირონით მე-11 სახლში მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც ორიგინალური, ინდივიდუალისტი და ექსცენტრიული პიროვნების ... Read More »

Scroll To Top