სიმბოლო: ოქროს გედი დღე სიყვარულის, მიტევების, მონანიების, ყველაფერი ამაო და არასაჭიროზე უარი თქმის, სულიერი ინიციაციის მიღებისა და განვითარების ახალ დონეზე გადასვლისა. ეს დღე მთვარის ყველა თვეს არა აქვს. ეს არის შესანიშნავი, სინათლით აღსავსე დღე, სითბოსა და სიყვარულის გამოსხივება. გაანალიზეთ თქვენს მიერ მთელი თვის განმავლობაში გავლილი გზა და შეეცადეთ ჩამოირეცხოთ ყველა ცოდვა. Read More »
Category Archives: მთვარის დღეები
მთვარის 29-ე დღე
სიმბოლო: რვაფეხა სახიფათო სატანური დღეა. ქაჯების თავისუფლად სეირონობის დღეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასტრალური ნისლი, ილუზიები, მოტყუებები. თუ მთვარის ამ თვის კალენდარში არაა 30-ე დღე, მაშინ შეიძლება თვის შეჯამება/დაჯამება. ეს არის ენერგეტიკულად ყველაზე მძიმე დღე მთვარის თვის განმავლობაში. მრავალი ეზოთერული სკოლა მას „სატანურ დღეს” უწოდებს. დღის ენერგია იმდენად ძლიერია, რომ ადამიანთა უმრავლესობას მასთან გამკლავება უჭირს. Read More »
მთვარის 28-ე დღე
სიმბოლო: ლოტოსი დადებითი დღეა. უმაღლესი ჭეშმარიტების წვდომის, სულიერი ცნობიერების შეძენის, სულისა და სულიერი ალქიმიის დღეა. იყავით ამაღლებულ განწყობაზე, აკონტროლეთ ემოციები, საკუთარი თავი. სასიკეთო დღეა, სულიერი გამოღვიძების, სიბრძნის შეცნობის დროა. ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ნათელი მთვარის დღე, რომლის არსიც კარგადაა გამოხატული მის სიმბოლოში (ლოტოსი ადამიანის სულიერ ზრდას გამოხატავს). Read More »
მთვარის 27-ე დღე
სიმბოლო: კვერთხი; სამკაპი დღე საიდუმლო ცოდნის მიღებისა. დღის ენერგიები უკავშირდება წყალს, ნეპტუნის დღეა. ეს არის მისტიური გარდასახვის, საკუთარი სულის შეცნობის, ღვთიური სიბრძნისა და ცოდნის მოპოვების დღე. წარმატებულია ყველაფრისთვის. ამ მთვარის დღის ენერგიები ჰარმონიულად აერთიანებს გონებასა და ინტუიციას. საუკეთესო დროა თვითგანვითარებისთვის, მოუსმინეთ შინაგან ხმას. ნუ იქნებით რაციონალური, პრაგმატული, სკეპტიკოსი. Read More »
მთვარის 26-ე დღე
სიმბოლო: გომბეშო; ჭაობი კრიტიკული დღეა. გომბეშო, ისევე, როგორც გველი სიბრძნეს გამოხატავს, იმ სიბრძნეს, რომელსაც სულისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ადამიანი ეფლობა საკუთარი მიღწევების ილუზიაში. რთული პერიოდია, საჭიროა ფიზიკური და სულიერი ძალების მოკრებვა. ნუ აყვებით პროვოკაციებსა და გამოწვევებს. აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, შეხედეთ მოვლენებს ირონიით, რაც არ უნდა მოხდეს ნუ დაკარგავთ იუმორის გრძნობას. Read More »
მთვარის 25-ე დღე
სიმბოლო: ცოცხალი და მკვდარი წყლებით ჭურჭლები; კუ, ნიჟარა. დღე პასიური, განჭვრეტითი. იძლევა მარტოობას და სულიერ პრობლემებზე კონცეტრირებას. უნდა გაიწმინდოთ ორგანიზმი შლაკებისგან, მოუსმინოთ შინაგან ხმას. შეიძლება სამკურნალო შიმშილობა. უკუჩვენება აქვს სიჩქარეს, აჩქარებას. მახვილი სმენა – ვინმეზე მონური დამოკიდებულების ნიშანია. Read More »
მთვარის 24-ე დღე
სიმბოლო: დათვი დღე გამოფხიზლებისა და გარდაქმნისა. ადამიანზე შეიძლება გადმოვიდეს გამოცხადება და უზარმაზარი ძალა. ხელსაყრელი პერიოდია ფიზიკური ბუნების დამორჩილებისთვის, სექსუალური ენერგიისთვის, ჩასახვისთვის, მკურნალობისთვის. საჭიროა ჯანმრთელობის გაკაჟება და სულიერი დონის ამაღლება. Read More »
მთვარის 23-ე დღე
სიმბოლო: ნიანგი ცდუნებების, ვამპირების თავისუფლად სეირნობის ერთ-ერთი დღეა. მარხვის, თავშეკავების, სიფრთხილის, მონანიებისა და სინანულის, მიტევებისა და თავგანწირვის პერიოდია. დღე დაკავშირებულია მოწამვლასთან, დევნასთან, განდევნასთან, გამხეცებული ბრბოს მხრიდან ხელის კვრასთან (ანუ საზოგადოებისგან განკვეთა). Read More »
მთვარის 22-ე დღე
სიმბოლო: სპილო; ოქროს გასაღები სიბრძნე, სტაბილურობა, მსოფლიო კანონი, საიდუმლო ცოდნა, ინფორმაციული ველი. დღე ადამიანის მიერ მიზნის მიღწევისა, მეცნიერების შესწავლისა, ხელსაქმისა, საკუთარი ფესვების ჩაწვდომისა. საჭიროა გაიგოთ მომავალი, დაკავდეთ მედიტაციით, ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ალტრუიზმი. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. არ შეიძლება იყოთ კონსერვატორი. Read More »
მთვარის 21-ე დღე
სიმბოლო: ცხენი; ეტლი აქტიური, შემოქმედებითი დღეა. სიმამაცე, უშიშრობა, ნებაყოფლობით მსხვერპლის გაღება, საკუთრებისა და მესაკუთრეობის უარყოფა. სასარგებლოა ჯგუფური სამუშაოები, ადამიანთა გაერთიანება, შეიძლება ერთგულების ფიცის დადება. საჭიროა იყოთ პატიოსნები და სამართლიანები. მიზანმიმართული აქტიურობის, აღმაფრენის, შემოქმედებითი ამაღლების დღეა. Read More »