Category Archives: მიმდინარე პროგნოზები

თმის შეჭრისთვის სასურველი პერიოდები

თმის შეჭრა სასურველია, როდესაც მთვარე იმყოფება შემდეგ ზოდიაქოს ნიშნებში: კუროში – თმა კარგად იზრდება, ძლიერდება, ნაკლებად ტყდება ტყუპებში – მოცულობითი ვარცხნილობის გასაკეთებლად კარგი პერიოდია. თმა სწრაფად იზრდება, თუმცა თმის ხარისხი უცვლელი რჩება ლომში – სასიკეთო დღეა თმის შესაჭრელად თუ ცხოვრებისეული რიტმის შეცვლა გვსურს. თმა სილამაზეს და ფორმას ინარჩუნებს. ქალწულში – კარგი დღეა, თუმცა თმა ნელა იზრდება სასწორში –  ვარცხნილობა ფორმას კარგად ინარჩუნებს, თმა სწრაფად იზრდება მშვილდოსანში – თმის შეჭრამ შესაძლოა კარიერულ ცვლილებებზე იქონიოს გავლენა. თხის რქაში – კარგი პერიოდია სალონში სტუმრობისთვის განსაკუთრებით სასურველ პერიოდებად ითვლება ტრანზიტული (ახლანდელი) მთვარის მდებარეობა კუროში, ქალწულსა და თხის რქაში. თმის შეჭრა სასურველი არაა, როდესაც მთვარე ... Read More »

2013 წლის ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდები, ს.გ.გ.დ.-ის რისკი

ამ სტატიაში გაიგებთ რომელ რიცხვებში იმატებს ჩასახვის, ს.გ.გ.დ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების) და კამათის ალბათობა. თებერვალი ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი – 2-5 თებერვალი და 11-28 თებერვალი ს.გ.გ.დ.-ის რისკი – 3 თებერვალი სასიყვარულო ურთიერთობაში კამათი – 1-3 თებერვალი და 23-28 თებერვალი მარტი ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი – 4-22 მარტი, 31 მარტი ს.გ.გ.დ.-ის რისკი – 2-3 მარტი, 28-30 მარტი სასიყვარულო ურთიერთობაში კამათი – 1-11 მარტი, 13-19 მარტი აპრილი ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი – 6-20 აპრილის შუალედი; 27 აპრილი ს.გ.გ.დ.-ის რისკი – 20 აპრილი და 24-27 აპრილის პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობაში კამათი – 19 აპრილი მაისი ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი – 3-9; 13-19; 25-27; 31 მაისი ს.გ.გ.დ.-ის რისკი ... Read More »

ქორწინებისთვის წარმატებული პერიოდები

ქორწინების თარიღის შესარჩევად ასტროლოგიური კალენდარი გამოიყენება. ასტროლოგიურად, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია მე-3, მე-6, მე-7, მე-10, მე-12, მე-17 და 21-ე მთვარის დღეები. ამ დღეებში ნებისმიერი მოქმედება წარმატების მომტანი იქნება და შესაძლებელია არამხოლოდ ახალი საქმეების წამოწყება, არამედ ძველი ეტაპის დასრულებაც. ქორწინება კი ითვლება როგორც ახალი ეტაპის დასაწყისად, ასევე, ძველი, მარტო ყოფნის დასასრულადაც. მთვარის კალენდრის მიხედვით, ქორწინება რეკომენდებული არაა ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის პერიოდებში, მზის ან მთვარის დაბნელების დღეებში. ქორწინებისთვის არახელსაყრელია დღეები, როდესაც მერკური უკანმავალი, ანუ რეტროგრადულია. 2013 წელს ასეთი პერიოდებია: 23 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით, 26 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, 21 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით. თუ თქვენი პირადი რუკის მიხედვით მერკური რეტროგრადულია, ამ შემთხვევაში ... Read More »

2013 წლის წარმატებული პერიოდები

2013 წელი მთლიანობაში მრავალფეროვანი იქნება. პირველ რიგში, თავად გველის წელი მოსაწყენი არასდროსაა და სირთულეებთან, მნიშვნელოვან ცვლილებებთან, გარდატეხასთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, თითქმის მთელი წლის განმავლობაში შავ მთვარესთან იქნება შეერთებული. ამ წლის წარმატების ელემენტი (წყალი) კონფლიქტშია სიცოცხლის ელემენტთან (ცეცხლი). ყველაფერი ეს კი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს და წარმატების მიღწევას ოდნავ აფერხებს.  რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში იქნება ისეთი მომენტები,  რომელთა დროსაც წარმატების მიღწევის შანსი იმატებს. ასე, რომ გამოიყენეთ ეს პერიოდები და „დაიჭირეთ წარმატება“.  ზოგადად, წლის პირველი ნახევარი (თებერვლიდან ივლისამდე) წარმატებული იქნება შემდეგი  ნიშნებისთვის: ვერძი, ტყუპები, ლომი, სასწორი, მერწყული. ხოლო ივლისის თვიდან ნოემბრამდე: კუროს, კირჩხიბის, ქალწულის, მორიელისა და თევზებისათვის. მშვილდოსნებისა და ... Read More »

ზოდიაქოს ნიშნების ყოველდღიური პროგნოზები

არაერთ საიტზე შეხვდებით ყოველდღიურ პროგნოზებს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. მოკლე, რამდენიმე წინადადებიან „დღის მიმოხილვას“, მაგალითად: „ვერძი – დღეს გელით მნიშვნელოვანი შეხვედრა, საღამო მეგობრების წრეში გაატარეთ“, „კურო – შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. საყვარელი ადამიანისგან საღამოს სიურპრიზს ელოდეთ“  და ა.შ. ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა და აღმოაჩენენ ხოლმე, რომ „ხდება“, შედეგად  პროგნოზების საიტს ხშირად სტუმრობენ…. მაინც რა მნიშვნელობა ენიჭება ყოველდღიურ პროგნოზებსასტროლოგიაში? არანაირი. ძალიან ხშირად ის, რასაც ვკითხულობთ, სინამდვილეში ტყუილია და ამავე დროს, კარგად არის გათვლილი ადამიანის ფსიქოლოგიაზე. ყოველდღიური პროგნოზის გაკეთება  შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი დღის ტენდენციების დაწერით, რომელიც ძირითადად მთვარის მიხედვით  დგება და საერთო არაფერი აქვს ზოდიაქოს ნიშნებთან, როგორც ჩვენს ნიშანთან. ასტროლოგიაში პროგნოზირება ერთ-ერთი მიმართულებაა, ... Read More »

Scroll To Top