Category Archives: პროგნოზირება

რეტროგრადული მარსი (17.04.2016-30.06.2016)

პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა:  ისეთი მოვლენა, როგორც პლანეტის რეტროგრადული მოძრაობაა დამახასიათებელია ყველა პლანეტისთვის გარდა მზე და მთვარისა. სინამდვილეში პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა მოჩვენებითია (ილუზიაა). როცა პლანეტების მოძრაობა უფრო სწრაფია ვიდრე დედამიწა მოძრაობს, ან პირიქით დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს და წინ უსწრებს ვიდრე ნელა მოძრავი პლანეტა – ამ მოვლენას უწოდებენ პლანეტების რეტროგრადულ მოძრაობას. ყველა პლანეტისთვის დამახასიათებელია რეტროგრადული მოძრაობის გარკვეული პერიოდი. რეტროგრადული მოძრაობა არ ცვლის პლანეტების არსს, ის მიუთითებს მის განსხავებულ გავლენაზე ამ პერიოდებში. რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში პლანეტის გავლენის სფეროებში ნებისმიერ მოქმედებას უნდა უფრო მეტად დაუფიქრდეთ. Read More »

როგორ გამოთვალოთ იღბლიანი პერიოდები

სტატია ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად გარკვეული ადამიანებისთვის (კონკიას კარიბჭე) როდის დაქორწინდებით? როდის გაგიმართლებთ? როდის შეიცვლით სამსახურს? როდის გაქვთ უკეთესი პერიოდი ახალი ბიზნესის დასაწყებად? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იღბლიანი პერიოდების გამოთვლით შეგიძლიათ.  „კონკიას კარიბჭის“ მეთოდი ასტროლოგებს შორის დაახლოებით 20 წელია გამოჩნდა და ნიუ-იორკის ასტროლოგიურ სკოლა MAGI SOCIETY-ს ეკუთვნის. მეთოდის ავტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პლანეტა ქირონსა და მის ასპექტებს. ითვლება, რომ ადამიანების ცხოვრებაში შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე პერიოდი, რომლის დროსაც მათი შარმი, წარმატებულობა და იღბლიანობა იმატებს, მოკლედ  – კონკიასავით “უმართლებთ”. როგორც იცით, ქირონი „გასაღებს“ უკავშირდება და შესაბამისად „კონკიას კარიბჭეს“ შეგვიძლია „იღბლიანობის გასაღები“ ვუწოდოთ. ეს მეთოდი მარტო ქორწინების სავარაუდო პერიოდების დასადგენად არ გამოიყენება. ქირონის ასპექტების დროს ... Read More »

ლილიტი სასწორში (25.08.2015-21.05.2016)

ლილიტის გავლენა აისახება ჩვენს სურვილებში, მისწრაფებებში. თავად ლილიტი არ იძლევა რაიმე შესაძლებლობას, არ მოქმედებს. შესაძლებლობები და რეალური მოვლენები მხოლოდ ფიზიკური სხეულის მქონე პლანეტებს აქვთ. შავი მთვარე კი ჩვენს სურვილებში (ზოგჯერ გაუცნობიერებელ), შინაგან პრობლემებში ვლინდება. ლილიტის გამოვლენა რამდენიმე სახით ხდება: Read More »

ახალი გამოცდილება – მთვარის კვანძები სასწორი-ვერძში (18.02.2014 – 12.11.2015)

რას ნიშნავს მთვარის კვანძები თებერვლის მთავარ ასტროლოგიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს მთვარის კვანძების გადასვლა მორიელი-კუროს ნიშნიდან სასწორი-ვერძის ნიშანში. აღნიშნული მდებარეობა 2015 წლის 12 ნოემბრამდე გასტანს. სოციალური გამოცდილების მიღების პერიოდია. მთავარი სფერო – პირადი ცხოვრება, პირადი და სოციალური ურთიერთობები, ჯგუფური ქმედებები, სამართლიანობის დაცვა, “მოწინააღმდეგის” აზრის გათვალისწინება, თანასწორობა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაა. მთვარის კვანძების ცვლის პარალელურად ურანის, პლუტონის და იუპიტერის დაძაბული ასპექტია, ამიტომ სასურველია მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ამოცანებს, მიზნებს, მოქმედებებს (განსაკუთრებით ეხება ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს). Read More »

ტრანზიტული მთვარე სახლებში

ტრანზიტული პლანეტები  ნათალური ჰოროსკოპის სახლებში Read More »

ტრანზიტული ლილიტი სახლებში

იმისთვის, რომ გავიგოთ ჩვენს რუკაში ტრანზიტული (ახლანდელი მდებარეობა) ლილიტი რომელ სახლს გადის, ვნახოთ ლილიტის ახლანდელი მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში და დავაკვირდეთ ჩვენს რუკაში ეს ნიშანი (და კონკრეტული გრადუსი) რომელ სახლში მდებარეობს. მაგ: ამჟამად ლილიტი მშვილდოსნის ნიშანს გადის, კონკრეტულად კი 1-ელ გრადუსზეა. ნახეთ თქვენს რუკაში მშვილდოსნის დასაწყისი გრადუსები რომელ სახლში მდებარეობს. ლილიტი იმ სახლს “სტუმრობს”. Read More »

ზოდიაქოს ნიშნებისთვის პროგნოზის შედგენა

პროგნოზირების ეს ვერსია ცოტა უკეთ ახსენით რა :) პრინციპს ვერ მივხვდი. /საიტის კომენტარი/ ხშირად გაურკვეველ საიტებსა და ჟურნალებში ყოველდღიური პროგნოზები იბეჭდება: „ეს საღამო მეგობრების წრეში გაატარეთ“ ან რამე მსგავსი ტექსტით, რაც ასტროლოგიურ, რეალურ პროგნოზს არ წარმოადგენს. ასტროლოგები პროგნოზს  ასტროლოგიური მონაცემების საშუალებითა და საბაზისო მასალის გამოყენებით ადგენენ. იმისთვის, თუ რას მივაქციოთ ყურადღება, დროის მონაკვეთი „გვიკარნახებს“. Read More »

სატურნი მშვილდოსანში (23.12.2014 – 20.12.2017)

23.12.2014 – 15.06.2015 18.09.2015 – 20.12.2017 23 დეკემბერს სატურნი მშვილდოსანში გადადის და 2017 წლის 20 დეკემბრამდე დარჩება. სატურნმა მორიელში ყოფნის დროს სირთულეები შექმნა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ყველა დონეზე – ენეგეტიკულად და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროშიც, ხოლო მშვილდოსანში გადასვლის შემდეგ ამ პრობლემების გადაწყვეტა მოგვიწევს. Read More »

სირთულეები და მათი გადაწყვეტა პლანეტების მიხედვით

სირთულეების ხანგრძლივი პერიოდები რამდენიმე პლანეტის გავლენით ყალიბდება: იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. თითოეული პლანეტა სირთულეების სხვადასხვა ვარიანტს ქმნის. პროგნოზირების ასტროლოგია მსგავსი პერიოდების მინიმალური დანაკარგებით გავლისთვის წინასწარ მომზადების საშუალებას გვაძლევს. Read More »

შავი მთვარე (ლილიტი) ლომში (04.03.2014 – 28.11.2014)

შავი მთარე (ლილიტი) ლომში 4 მარტს 21:01 სთ-ზე გადადის და 28 ნოემბრამდე დარჩება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას შემოქმედებასთან, ძალაუფლების საკითხებთან, ჩასახვასთან, ბავშვებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან (არაფორმალური), სიყვარულის გამოხატვასთან, აზარტულობასთან დაკავშირებით; შემოქმედებითი კუთხით ცდუნებებმა, ავტორიტეტობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ მოიმატოს. ლილიტი ლომის დადებითი ასპექტები მოიტანს – წარმატების, პოპულარობის, „სიტუაციის მეფობის“ ილუზიას. უარყოფითი ასპექტები – დამცირების ილუზიას, პროვოკაციებს ამბიციურობის გამოსავლენად. ივლისის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მეტი ყურადღება მართებთ მშობლებს ან/და იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვების აღზრდა-განათლებასთან კავშირი აქვთ. ეცადეთ შვილებთან, ბავშვებთან ურთიერთობაში ნაკლებად გამოავლინოთ სისასტიკე, გადამეტებული სიმკაცრე. აღზრდის დროს მეტად გამოიყენეთ შემოქმედებითი მხარე. შავი მთვარე ლომში შენიღბვას, როლების მორგებას, ამბიციურობას, ქედმაღლობას, შემოქმედებითობის ... Read More »

Scroll To Top