3 ივნისს ვენერა კირჩხიბში გადავიდა, რაც გააძლიერებს სიყვარულის, გაგების, ოჯახური სიტუაციების შექმნის სურვილს. ასევე – „ოჯახური სითბოს“ განცდას. სანამ ვენერა ტყუპების ნიშანს გადიოდა, მეტად კომუნიკაბელურები, აქტიურები, ცნობისმოყვარეები ვიყავით. ამასთანავე – ფლირტის, გართობისა და ჩვენს გრძნობებზე ხმამაღლა საუბრისკენ მიდრეკილნი. ურთიერთობები ადვილად და სწრაფად, ზედმეტი ჩაძიების გარეშე ეწყობოდა. ამჯერად კი შემდეგი თვისებების გააქტიურება ხდება: ემოციურობა, სითბო, სიყვარული, ზრუნვა, რომანტიულობა, მიკუთვნებულობა, ემოციური გაზიარება, ემპათია, დაცულობა (იმის დაცვა, რაც/ვინც გვიყვარს), წარსულის გახსენება, გემრიელი და ოჯახური საკვების მოთხოვნილება. ფლირტის ნაცვლად ოჯახსა და ურთიერთობებზე სერიოზულად ვიფიქრებთ. წინა პლანზე იწევს შეყვარებულობის (გვინდა გვიყვარდეს და ვუყვარდეთ), პარტნიორზე ზრუნვის, მისი დაცვის მოთხოვნილება. მეტად რომანტიულები, სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები ვხდებით. მიჯაჭვულობის ... Read More »
Category Archives: პროგნოზირება
2013 წლის ნუმეროლოგია და პლანეტები
2013 წელი შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე რიცხვის განხილვით. ჯამური რიცხვი 2+0+1+3=6 რიცხვი 6 პლანეტა ვენერას შეესატყვისება. მესამე ათასწლეულის ნებისმიერი წელი იწყება ციფრით 2 რომელიც შეესაბამება პლანეტა მთვარეს. მიმდინარე წელი შეიცავს აგრეთვე რიცხვს 13, რომელიც შეესაბამება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. 13 ჯამში არის 1+3=4 პლანეტა მერკური გარდა ამისა, რიცხვი 13 მოიცავს მზეს (1) და მარსს (3) 2013 – ამ რიცხვში გვაქვს აგრეთვე 0. წლები, რომლებიც შეიცავენ ნულს დაკავშირებული არიან სიცარიელესთან, რომელიც სამყაროს მრავალფეროვნების, ულიმიტობის, უსასრულობის მაჩვენებელია. 2013 2+0+1+3=6 ვენერა 2 მთვარე 0 დიდი სიცარიელე 1 მზე 3 მარსი 13 ტყუპები 1+3=4 მერკური განვიხილოთ წლის მთავარი რიცხვი – 6 ასტრონუმეროლოგიაში ექვსიანი შეესაბამება პლანეტა ვენერას ... Read More »
თმის შეჭრისთვის სასურველი პერიოდები
თმის შეჭრა სასურველია, როდესაც მთვარე იმყოფება შემდეგ ზოდიაქოს ნიშნებში: კუროში – თმა კარგად იზრდება, ძლიერდება, ნაკლებად ტყდება ტყუპებში – მოცულობითი ვარცხნილობის გასაკეთებლად კარგი პერიოდია. თმა სწრაფად იზრდება, თუმცა თმის ხარისხი უცვლელი რჩება ლომში – სასიკეთო დღეა თმის შესაჭრელად თუ ცხოვრებისეული რიტმის შეცვლა გვსურს. თმა სილამაზეს და ფორმას ინარჩუნებს. ქალწულში – კარგი დღეა, თუმცა თმა ნელა იზრდება სასწორში – ვარცხნილობა ფორმას კარგად ინარჩუნებს, თმა სწრაფად იზრდება მშვილდოსანში – თმის შეჭრამ შესაძლოა კარიერულ ცვლილებებზე იქონიოს გავლენა. თხის რქაში – კარგი პერიოდია სალონში სტუმრობისთვის განსაკუთრებით სასურველ პერიოდებად ითვლება ტრანზიტული (ახლანდელი) მთვარის მდებარეობა კუროში, ქალწულსა და თხის რქაში. თმის შეჭრა სასურველი არაა, როდესაც მთვარე ... Read More »
2013 წლის ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდები, ს.გ.გ.დ.-ის რისკი
ამ სტატიაში გაიგებთ რომელ რიცხვებში იმატებს ჩასახვის, ს.გ.გ.დ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების) და კამათის ალბათობა. თებერვალი ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი – 2-5 თებერვალი და 11-28 თებერვალი ს.გ.გ.დ.-ის რისკი – 3 თებერვალი სასიყვარულო ურთიერთობაში კამათი – 1-3 თებერვალი და 23-28 თებერვალი მარტი ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი – 4-22 მარტი, 31 მარტი ს.გ.გ.დ.-ის რისკი – 2-3 მარტი, 28-30 მარტი სასიყვარულო ურთიერთობაში კამათი – 1-11 მარტი, 13-19 მარტი აპრილი ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი – 6-20 აპრილის შუალედი; 27 აპრილი ს.გ.გ.დ.-ის რისკი – 20 აპრილი და 24-27 აპრილის პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობაში კამათი – 19 აპრილი მაისი ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდი – 3-9; 13-19; 25-27; 31 მაისი ს.გ.გ.დ.-ის რისკი ... Read More »
ქორწინებისთვის წარმატებული პერიოდები
ქორწინების თარიღის შესარჩევად ასტროლოგიური კალენდარი გამოიყენება. ასტროლოგიურად, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია მე-3, მე-6, მე-7, მე-10, მე-12, მე-17 და 21-ე მთვარის დღეები. ამ დღეებში ნებისმიერი მოქმედება წარმატების მომტანი იქნება და შესაძლებელია არამხოლოდ ახალი საქმეების წამოწყება, არამედ ძველი ეტაპის დასრულებაც. ქორწინება კი ითვლება როგორც ახალი ეტაპის დასაწყისად, ასევე, ძველი, მარტო ყოფნის დასასრულადაც. მთვარის კალენდრის მიხედვით, ქორწინება რეკომენდებული არაა ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის პერიოდებში, მზის ან მთვარის დაბნელების დღეებში. ქორწინებისთვის არახელსაყრელია დღეები, როდესაც მერკური უკანმავალი, ანუ რეტროგრადულია. 2013 წელს ასეთი პერიოდებია: 23 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით, 26 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, 21 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით. თუ თქვენი პირადი რუკის მიხედვით მერკური რეტროგრადულია, ამ შემთხვევაში ... Read More »
2013 წლის წარმატებული პერიოდები
2013 წელი მთლიანობაში მრავალფეროვანი იქნება. პირველ რიგში, თავად გველის წელი მოსაწყენი არასდროსაა და სირთულეებთან, მნიშვნელოვან ცვლილებებთან, გარდატეხასთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, თითქმის მთელი წლის განმავლობაში შავ მთვარესთან იქნება შეერთებული. ამ წლის წარმატების ელემენტი (წყალი) კონფლიქტშია სიცოცხლის ელემენტთან (ცეცხლი). ყველაფერი ეს კი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს და წარმატების მიღწევას ოდნავ აფერხებს. რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში იქნება ისეთი მომენტები, რომელთა დროსაც წარმატების მიღწევის შანსი იმატებს. ასე, რომ გამოიყენეთ ეს პერიოდები და „დაიჭირეთ წარმატება“. ზოგადად, წლის პირველი ნახევარი (თებერვლიდან ივლისამდე) წარმატებული იქნება შემდეგი ნიშნებისთვის: ვერძი, ტყუპები, ლომი, სასწორი, მერწყული. ხოლო ივლისის თვიდან ნოემბრამდე: კუროს, კირჩხიბის, ქალწულის, მორიელისა და თევზებისათვის. მშვილდოსნებისა და ... Read More »
ზოდიაქოს ნიშნების ყოველდღიური პროგნოზები
არაერთ საიტზე შეხვდებით ყოველდღიურ პროგნოზებს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. მოკლე, რამდენიმე წინადადებიან „დღის მიმოხილვას“, მაგალითად: „ვერძი – დღეს გელით მნიშვნელოვანი შეხვედრა, საღამო მეგობრების წრეში გაატარეთ“, „კურო – შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. საყვარელი ადამიანისგან საღამოს სიურპრიზს ელოდეთ“ და ა.შ. ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა და აღმოაჩენენ ხოლმე, რომ „ხდება“, შედეგად პროგნოზების საიტს ხშირად სტუმრობენ…. მაინც რა მნიშვნელობა ენიჭება ყოველდღიურ პროგნოზებსასტროლოგიაში? არანაირი. ძალიან ხშირად ის, რასაც ვკითხულობთ, სინამდვილეში ტყუილია და ამავე დროს, კარგად არის გათვლილი ადამიანის ფსიქოლოგიაზე. ყოველდღიური პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი დღის ტენდენციების დაწერით, რომელიც ძირითადად მთვარის მიხედვით დგება და საერთო არაფერი აქვს ზოდიაქოს ნიშნებთან, როგორც ჩვენს ნიშანთან. ასტროლოგიაში პროგნოზირება ერთ-ერთი მიმართულებაა, ... Read More »
როგორ გავატაროთ დაბადების დღის შემდგომი 12 დღე
დაბადების დღე – ჩვენი პირადი, ასტროლოგიური ახალი წელია. ამ დღეს, მზე ზუსტად იმ გრადუსზე დგება, რა გრადუსზეც დაბადების დროს იმყოფებოდა, ანუ ახალ ციკლს ვიწყებთ. ის, თუ როგორ ჩაივლის მომავალი წელი, დამოკიდებულია დაბადების დღის შემდგომი 12 დღის გატარებაზე. სწორედ ამ პერიოდში, წლის გეგმებში ცვლილებების შეტანის, კორექციის შანსი გვეძლევა. თითოეული დღე 12 ასტროლოგიურ სახლს, 12 სხვადასხვა სფეროსა და წელიწადის თვეებს შეესაბამებიან. რეალური დაბადების დღე დგება იმ დროს, როდესაც მზე-მზის ზუსტი შეერთებაა, ანუ ახლანდელი მზე, თქვენი რუკის მიხედვით მზის მდებარეობას ზუსტად ერთიდაიგივე გრადუსზე ხვდება. პირველი დღე სწორედ ამ მომენტიდან იწყება და ჩვეულებრივ, 24 საათი გასტანს. I დღე – თქვენი გარეგნული მხარე, ხასიათი, ტემპერამენტი ... Read More »