Category Archives: პროგნოზირება

მთვარის მე-11 დღე

სიმბოლო: ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული დღე. საჭიროა იყოთ ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი ნებისმიერი საქმის შესრულებისას. შეიძლება ლოცვა, გასუფთავება, მაგრამ მხოლოდ საფუძლიანი მომზადების შემდეგ. უმჯობესია არ გადაიტვირთოთ და არ დაკავდეთ რაიმე სერიოზულით, მითუმეტეს თუ რამე არ იცით ან/და არაა გაწმენდილი. Read More »

მთვარის მე-10 დღე

სიმბოლო: შადრევანი დასვენების, ენერგიის ახალი წყაროების შეძენის, თვითჩაღრმავების, კარმული მეხსიერების ჩართვის დღეა. მე–10 მთვარის დღის სიმბოლო შადრევანი. ჭარბი ენერგიით აღავსებს ადამიანს მუდმივად, შეახსენებს ადამიანებს სულიერ თვითმყოფადობაზე. ეს მთვარის დღე– პერიოდი უკავშირდება ყოველივეს, რომელსაც ასე თუ ისე აქვს შეხება ტრადიციებთან, ამიტომ კარგია იგი მთლიანად მივუძღვნათ ოჯახს, შეხვედრებს ახლო და შორეულ ნათესავებთან, ურთიერთობას ოჯახის მეგობრებთან. მე–10 მთვარის დღე– მამაკაცური ენერგიის აქტივობის დროა. ამიტომ ითვლება რომ ეს დღე არის აგრეთვე გვარის საფუძველი, დასაწყისი. ამიტომ მრავალი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ კარგია ამ დღეს ეკლესიაში მისვლა და მოხსენიება გარდაცვლილი ნათესავების, მშობლების. Read More »

მთვარის მე-9 დღე

სიმბოლო: ღამურა სატანური დღეა. მოაქვს ცდუნებები, ილუზიები, მოტყუება, ცუდი ნიშნები, რომლებსაც სჭირდებათ გაანალიზება. შესაძლებელია მტანჯველი სიზრები, მოწამვლა. მე-9 მთვარის დღე პირველი მძიმე დღეა მთვარის თვეში. დიდია კონფლიქტების, უსაფუძვლო ჩხუბების ალბათობა. იყავით ყურადღებით ყველგან, ქუჩით დაწყებული (გადასასვლელები), მჭრელი იარაღით დამთავრებული. ამ დღეს დიდია ალბათობა ტრავმისა და დაზიანებისა. მთავარია გაცნობიერება, რომ მე-9 მთვარის დღეს შემთხვევით არაფერი ხდება. ის რასაც დღეს შეეჯახებით თქვენი გადაუჭრელი პრობლემებია. Read More »

მთვარის მე-8 დღე

სიმბოლო: ფენიქსი მე-8 მთვარის დღე ცეცხლის სტიქიის, ცეცხლოვანი ტრანსფორმაციის დღეა. ეს პერიოდი ითვლება დროის ხვრელად, რომლის გავლის შემდეგაც ადამიანი შემდეგ საფეხურზე გადადის. დღე სინანულისა, ცოდვების მონანიებისა, ცეცხლით განწმენდისა, ალქიმიისა. შეიძლება შიმშილობა, ნაწლავებისა და საჭმლის მომნებელი სისტემის გასუფთავება. კარგია  წამლების დამზადება ყველა დაავადებებისთვის. ტყუილად როდია ამ დღის სიმბოლო მითიური ფრინველი ფენიქსი – დაიწვება რა, იგი ყოველ ჯერზე აღდგება ფერფლიდან. ასევე ხდება ადამიანშიც, როგორც ფსიქიკურ, ასევე უჯრედულ დონეზე. მე-8 მთვარის დღე არის მთვარის მე-2 ფაზის პირველი დღე, ხოლო ამ ფაზის კულმინაცია სავსემთვარეობაა. Read More »

მთვარის მე-7 დღე

სიმბოლო: მამალი. მიძღვნილია ავესტური ღვთაება სარაოშისადმი. დღე სერიოზული პროვოკაციებისა და თავგადასავლებისა, ლოცვისა და ვერბალური მაგიისა. სასურველია ბუნების სტიქიების სულებთან ურთიერთობა. მე-7 მთვარის დღე სიტყვის მაგიას უკავშირდება. სიტყვის ძალა ამ დღეს რამდენჯერმე იზრდება, ჩვეულებრივ, უბრალოდ წამოსროლილ სიტყვებთანაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. პოეტებისა და მწერლებისთვის შემოქმედებითი, ნაყოფიერი პერიოდია, „მუზა“ იმედებს არ გაგიმტყუნებთ. ამ დღე-ღამის პირველი ნახევარი კეთილგანწყობილია და იდეებისა და გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. მძაფრდება საქმის დასრულების უნარი, გარშემომყოფთა ნდობა იზრდება, ასევე ჩდებიან ახალი მფარველები, პარტნიორები, ნათესავებისა და მეგობრების მხრიდან მხარდაჭერის შეგრძნება მაღლდება. დღის მეორე ნახევარში შფოთვა და ეჭვი შეიძლება წინა პალანზე წამოვიდეს, რაც ადამიანისგან მოითხოვს დიდ ორგანიზებასა და პასუხისგემბლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ ნახევარში მიღებული ბევრი ... Read More »

მთვარის მე-6 დღე

სიმბოლო: წერო; ღრუბელი წერო შემთხვევით როდია ამ დღის სიმბოლო, ითვლება, რომ მე-6 მთვარის დღე დაკავშირებულია, როგორც წყლის, ასევე ჰაერის სტიქიასთან. ამ დღის მოვლენები მშვიდია ისევე, როგორც წყლის თანაბარი დინება და მსუბუქი, როგორც ჰაერი. მე-6 მთვარის დღე მართლაც ძალიან წააგავს წყალს, რომელშიც ყოველივე აირეკლება, მაგრამ არაფერი არ რჩება. დღე დაკავშირებულია კოსმიური ენერგიის ათვისებასთან, კეთილმოსურნეობის, სიყვარულის, წინასწარმეტყველების, მენტალური და ვერბალური სამუშოს შესაძენად. კარგი დღეა გაახალგაზრდავებისთვის. ბევრი რამისთვის დღე ბედნიერია. სწავლაში წარმატებებია მოსალოდნელი. დაკარგული ნივთები მოიძებნება; სწავლის დამწყებნი ადვილად ითვისებენ. Read More »

მთვარის მე-5 დღე

სიმბოლო: მარტორქა (უნიკორნი), რომელიც ნაწილობრივ აღნიშნავს პრინციპების, ვალდებულების ერთგულებას. მთვარის ამ დღეს, რომელიც სიმბოლურად საკვების ათვისებას და მის ტრანსფორმაციასაც ნიშნავს, საჭიროა დიდი ყურადღება დაეთმოს კვების გავლენას. კარგია სადმე გამგზავრება, ბალახის შეგროვება, გაშრობა და დამზადება, ცრემლებით დავტოვოთ ყველაფერი, რაც არ გვჭირდება. ბედნიერი დღეა ნებისმიერი წარმოებისთვის, დაკარგული ნივთების მოძებნისთვის. Read More »

მთვარის მე-4 დღე

სიმბოლო: შეცნობის ხე, კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანი. დღეს უმჯობესია განმარტოვდეთ. საჭიროა შვიდჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ, ანუ სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით. ესაა მთვარის დღე – პირველთაგანი უარყოფით დღეებს შორის. მოაქვს ხასიათის გაორება: ის ერთდროულად პოზიტიურიცაა და ნეგატიურიც. ეცადეთ არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები.  ჯგუფური მუშაობა უკუჩვენებას იძლევა; არ შეიძლება ყვავილების მოწყვეტა, ხის მოჭრა. ამ მთვარის დღეს კარგია ძაფის რთვა, ქსოვილის დამზადება, ტყეში სეირნობა. დღის პირველი ნახევარი დადებითია და ამიტომ აღდგება სულიერი წონასწორობა, მაღლდება კონტაქტების შესაძლებლობა. დღე დადებითია სავაჭრო საქმიანობებისთვის,  ნებისმიერი სარისკო წარმოებისთვის და ამ სახით ცხოვრებაში იხსნება ახალი პერსპექტივები და წარმატებული შესაძლებლობები, Read More »

მთვარის მე-3 დღე

სიმბოლო: ლეოპარდი ან ჯიქი, რომელიც ნახტომისთვის ემზადება. მე-3 მთვარის დღეს პირველად ჩნდება ახალი მთვარის რკალი. წინა დღეებში დაგეგმილი და დაწყებული ქმედება  „აღმოცენებას“ იწყებს,  თავის ფორმას იღებს და  დროსა და სივრცეში ერთვება. ეს არის აქტიური ბრძოლის, აგრესიისა და ჭავლის პერიოდი. ყველა პასიური ადამიანი ამ მთვარის დღეს საფრთხის ქვეშ არის, რადგანაც მათზე ხდება სხვადასხვა ასტრალური დარტყმები. ადამიანი, თუ ის არის მებრძოლი, ხდება უფრო ფხიზელი, ეჭვიანი და მობილიზებული. საჭიროა კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის გამოყენება თავდაცვისთვის. Read More »

მთვარის მე-2 დღე

სიმბოლო: ხახა, პირი, სიუხვის რქა იწყება ახალმთვარეობისას მთვარის პირველ დღეს ჩაფიქრებული გეგმების ამოქმედება. ამ ეტაპზე თქვენ იღებთ ყველაფერს, რათა განახორციელოთ დასახული გეგმები და მიზნები. ყველაფერი რაც ამ დღეს მოხდება მიიღეთ მადლიერებით, რადგან განგება გიგზავნით იმას, რაც საჭიროა თქვენთვის (ამ მთვარის თვეში) რასაც მიიღებთ აუცილებლად გამოგადგებათ უახლოეს მომავალში, თუნდაც თავიდან მოგეჩვენოთ, რომ ეს ასე არ არის. Read More »

Scroll To Top