რუკაში შეიძლება არსებობდეს სხვა ასპექტები, რომლებიც 3 ან მეტი ერთმანეთთან დაკავშირებული პლანეტებისგან შედგება. მათ შედგენილი ასპექტები (ასპექტების კონფიგურაცია) ეწოდებათ. ზოგიერთი ვერსიით ასეთი ასპექტები კარმული მნიშვნელობისაა და კარმულ „დავალებებსა“ და ამოცანებზე გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. თითოეული შედგენილი ასპექტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომელი პლანეტები (მათი მახასიათებლები, თვისებები, სახლებში მდებარეობა…) მონაწილეობენ მათ შედგენაში. სტელიუმი ესაა ორზე მეტი პლანეტის შეერთება ზოდიაქოს ნიშანში. სტელიუმის მქონე ნიშანი და სფერო უფრო მეტადაა დატვირული და კონცენტრირებული რუკაში. სტელიუმში პლანეტის შეერთების მაქსიმალური გადახრაა ± 6°. შეერთებაში მთვარის კვანძებისა და ფიქტიური პლანეტების მონაწილეობის შემთხვევაში ისინი ითვლებიან ½ პლანეტებად. სტელიუმი ორი სახისაა: როცა პლანეტები შეერთებულნი არიან და როცა უბრალოდ ერთ ნიშანში ... Read More »
Category Archives: პირველი ნაბიჯები ასტროლოგიაში
შემოქმედებითი და კარმული ასპექტები
ფენომენალური ასპექტები დაკავშირებულია კარმასთან და მიანიშნებს თუ როგორ ვხარჯავთ ენერგიას განვითარებისთვის, როგორ ვრეალიზდებით. ეს ასპექტები ორი სახისაა: შემოქმედებითი და კარმული. შემოქმედებითი ასპექტები ნიშნავს, რომ გვეძლევა თავისუფალი არჩევანი და მოქმედება შემოქმედებითი უნარების რეალიზებისთვის, ხოლო კარმული ასპექტები მოვალეობებსა და ვალზე, საჭირო ცვლილებებზე და გზაზე მიანიშნებენ, რაც ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელია. ამასთანავე, ფენომენალური ასპექტები ორი სახისაა: გარეგნული (მოქმედებითი) და ფსიქოლოგიური. ერთ–ერთი ვერსიით მიჩნეულია, რომ ოკულტური მეცნიერებების ნებისმიერ შემსწავლელს (ზუსტი თარგმანი: მოსწავლეს) კარმული ასპექტები აქვს. შემოქმედებითი ასპექტები ადამიანებს, რომლებსაც რუკაში შემოქმედებითი ასპექტები აქვთ, უკავშირდება გარკვეულ მისიებს, ქმედებებს, სიტუაციებს, რომლებიც მათ ცვლიან და გარდაქმნიან. ხშირად ვარდებიან განსხვავებულ სიტუაციებში, მათ ცხოვრებაში უცნაური შემთხვევითობები ხდება. მთლიანობაში კი ყველაფერი ... Read More »
ასპექტები ასტროლოგიაში
პლანეტები გრადუსებით ერთმანეთთან მიმართებაში დაშორებულები არიან, რის შედეგადაც იქმნება ასპექტები. ასპექტი არის ორ პლანეტას შორის შექმნილი გრადუსული კუთხე და შესაძლოა ახასიათებდეს გარკვეული თვისებები. ის ხშირად ცვლის პლანეტის გამოვლენის თავისებურებებს, ამიტომ პირად რუკაში მისი განხილვა მნიშვნელოვანია. 360°–ის შუაზე გაყოფით მიიღება ოპოზიცია (180°), სამზე – ტრინი (120°), ოთხზე – კვადრატურა (90°), ექვსზე – სექსტილი (60°). ასპექტი შეიძლება იყოს ჰარმონიული და დაძაბული. ორივეს ორი მხარე აქვს: დაძაბული ასპექტები რთულია, მაგრამ სრულად დამუშავებით შეიძლება უდიდესი მიღწევები გქონდეს, ჰარმონიული ასპექტებით კი ადვილად აღწევ მიზნებს, სურვილების შესრულება სწრაფად ხდება, თუმცა შეიძლება შესაძლებლობები გაფლანგო ან დაკარგო.ზოგადად, დაძაბული ასპექტები იწვევს სიძნელეებს, პრობლემებს (სფეროებში,რომლებსაც პლანეტები განაგებენ). პრობლემები შეიძლება იყოს ... Read More »
ჩვენი დომინანტური ნიშანი, მოდალობა და სტიქია
თითოეულ ჩვენგანში რომელიმე ნიშანი, მოდალობა (კარდინალური, ფიქსირებული, მუტაბელური) და სტიქია (ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი) სჭარბობს. დამატებით იხ. 12 ნიშნის ელემენტი და მოდალობა astro.com–ის დახმარებით შეგვიძლია მარტივად გამოვთვალოთ ჩვენს რუკაში: რომელი ზოდიაქოს ნიშანი სჭარბობს რომელი პლანეტაა ყველაზე ძლიერი/გამოკვეთილი ა) მდებარეობის ბ) ასპექტების გ) მდებარეობა+ასპექტების მიხედვით რომელი მოდალობა სჭარბობს რომელი სტიქია სჭარბობს ინტეგრალური ნიშნის გამოთვლა (ამ უკანასკნელისთვის მადლობა კონსტანტინეს) დარეგისტრირდით www.astro.com–ზე და თქვენი მონაცემები შეიყვანეთ, გადადით Free Horoscopes >> Extended Chart Selection >> Pullen/Astrolog >> Simple chart delineation by Walter Pullen >> Click here to show the chart, დასაწყისში ასპექტების და მდებარეობის დახასიათებაა, შემდეგ კი ცხრილი (იხილეთ “სქრინები”). ამ კონკრეტული მაგალითის მიხედვით: ... Read More »
ზოდიაქოს ნიშნები როგორც სახლის მმართველები
დაუკვირდით რომელი სახლი რომელი ზოდიაქოს ნიშნით იწყება, ეს გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს. ვერძი– კარდინალური ცეცხლი, არის მოქმედების, ინიციატივის, ახალი წამოწყებების ნიშანი, მისი ძლიერი მდებარეობა რუკაში, მიანიშნებს ადამიანის სურვილზე იყოს ყურადღების ცენტრში და პირველი. მათი საყვარელი ფრაზაა „ახლა!“, ვერძის ნიშანი რომელ სახლშიც მდებარეობს, იმ სფეროებში ვართ აქტიურები, იმპულსურები და ვიღებთ ინიციატივას. კურო– ფიქსირებული მიწის ნიშანი, სწორედაც რომ ფი-ქსი-რე-ბუ-ლი. კურო ნელა, მაგრამ დაფიქრებით დგამს ნაბიჯებს, ასევე ერთ-ერთი მგრძნობიარე ნიშანია, მიისწრაფის ფიზიკური სიამოვნებებისკენ. მას, ვისაც რუკაში კუროს ძლიერი მდებარეობა აქვს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ნელა იღებს მათ. რომელ სახლსაც მართავს, იმ სფეროებში აქცენტირებულია ფიზიკური სიამოვნება, ასევე რიგიდულობა. ტყუპები– მუტაბელური ჰაერის ნიშანი. სახლი, რომელსაც მართავს ... Read More »
სახლების მახასიათებლები ასტროლოგიაში
პლანეტებისა და ზოდიაქოს ნიშნების გარდა არსებობს 12 სახლი, რომელიც შეესატყვისება ნიშნებს. ნიშანი გავლენას ახდენს როგორ მოქმედებს პლანეტა,რა დატვირთვა აქვს,ხოლო სახლი მიანიშნებს სად, რა სფეროზე მოქმედებს პლანეტა (უფრო დაწვრილებით ასტროლოგიის საკვანძო საკითხები). ნებისმიერი სახლის დასაწყისად ითვლება ის გრადუსი, რომლიდანაც სახლი იწყება (იგივე „კუსპიდი“– დასაწყისი გრადუსის აღმნიშვნელი) სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მართავს ზოდიაქოს ნიშანს, რომელშიც სახლის კუსპიდი მდებარეობს. იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი პირველი სახლის კუსპიდი ნიშნის 29–ე გრადუსზე მდებარეობს, პირველი სახლის მმართველად ჩაითვლება იმ ნიშნის მმართველი (მაგ: კირჩხიბის 29–ე გრადუსი – მმართველი მთვარე). სუსტი სახლი – რუკაში ერთ–ერთი პრობლემური ადგილი, სადაც პლანეტარული ენერგია არ ტრიალებს და სახლის სფეროები სუსტად ვლინდება. ადამიანს ... Read More »
პირად რუკაში სახლები და მათი მნიშვნელობა
თითოეულის რუკა დაყოფილია 12 ნაწილად, ანუ 12 სახლად. ნიშანი გავლენას ახდენს პლანეტის მოქმედებაზე და მიუთითებს როგორ მოქმედებს პლანეტა, ხოლო სახლი,რომელშიც პლანეტა მდებარეობს მიუთითებს ცხოვრების რა სფეროზე ახდენს პლანეტა გავლენას. I სახლი – ესაა იგივე ასცენდენტი. განაპირობებს გარეგნულ და ზედაპირულ თვისებებს, მოიცავს იმ თვისებებს, რასაც გარშემომყოფები პირველი შეხედვით ამჩნევენ ჩვენში, ხოლო ოპოზიციური მზის ნიშანი მიუთითებს იმ თვისებებზე,რაც შინაგანად გაქვთ. როგორ არვიქვამთ სამყაროს, სამყაროს გაგება ჩვენს მიერ. პირველი სახლის მმართველი არის ვერძი II სახლი – ფული და მატერიალური ფასეულობები, შემოსავლები, საქმიანი აქტიურობა, პირადი ფასეულობები, ღირებულებები. ყველანაირი რესურსები – სულიერიც და მატერიალურიც. მეორე სახლს მართავს კურო III სახლი – გარემოსთან ურთიერთობის სახეები, კომუნიკაციები, ... Read More »
პლანეტების ფუნქციები ასტროლოგიაში
ასტროლოგიაში პლანეტებს გააჩნიათ ფუნქციები: მზე – მზის ნიშანი არის ის, რომელსაც ჩვენი დაბადების ზოდიაქოდ ვიცნობთ. მზეს შემდეგი ფუნქციები აქვს: ჩვენი ეგო, მე, ძირითადი მახასიათებლები. ესაა ის, რაც ხარ გულით, რა ურთიერთობა გაქვს მამრობით სქესთან, განსაკუთრებით მამასთან. თუ მზე ძლიერია რუკაში, მიანიშნებს ავტორიტეტულ, ღია ადამიანზე ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილებით. მზე მართავს ლომის ზოდიაქოს. მთვარე – ინსტინქტები, ჩვეულებები, შიშები (ფობიები), არაცნობიერი ნაწილი, ქმედებები. ასევე მიანიშნებს რა ტიპის ოჯახური გარემო მოგწონს, რა ურთიერთობა გაქვს ქალებთან, განსაკუთრებით დედასთან. თუ მთვარე ძლიერია რუკაში, განწყობა და მისი ცვლილებები უფრო მეტადაა გამოხატული, გრძნობების, ემოციების გავლენით გადაწყვეტილებების მიღებაზე მიანიშნებს. მთვარე მართავს კირჩხიბის ზოდიაქოს. მერკური – ფიქრი, კომუნიკაცია, ინფორმაციის ... Read More »
12 ნიშნის ელემენტი და მოდალობა
ძირითადად ჩვენ ვიცნობთ ასტროლოგიის 12 ნიშანს, რასაც ჩვენს ზოდიაქოს ვუწოდებთ ხოლმე. “ზოდიაქო” იგივე მზის ნიშანია, მაგრამ რა თქმა უნდა, მზის გარდა არსებობს სხვა პლანეტები, რომლებიც აუცილებელი არაა იგივე ნიშანში, იგივე ზოდიაქოს ნიშანში მოხვდეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სხვა ნიშნების მეტნაკლები გავლენა. თითოეულ ნიშანს გავლენა და უნიკალური თვისებები აქვს, მათი დაყოფა მსგავსების პრინციპის მიხედვით ჯგუფებად ხდება. ელემენტი – ეს არის ნიშნების ძირითადი მახასიათებელი. გარდა ელემენტებისა, გვაქვს ხარისხიც, ანუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ნიშანი განსხვავდება ელემენტის და ხარისხის მიხედვით. კარდინალური ნიშნები – მოქმედება მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, ისინი იწყებენ საქმეს, არიან ინიციატორები, ენერგიულები, მიზანმიმართულები. ამ ჯგუფში ერთიანდებიან ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. ... Read More »
ასტროლოგიის საკვანძო საკითხები
ასტროლოგიის საკვანძო საკითხები, ანუ ის, რასაც პირველ რიგში უნდა გავეცნოთ: ასტროლოგია მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი და მისი დახასიათება არაა. რეალურ და ზუსტ დახასიათებას იძლევა პირადი რუკა, რომელიც დაბადების რიცხვის, თვის, წლის, საათისა და ადგილის მიხედვით დგება. ასტროლოგიურ რუკაში შეგვიძლია “ამოვიკითხოთ” ცხოვრების ძირითადი 12 სფეროს დახასიათება. თითოეულ ჩვენგანს გააჩნია პირადი რუკა, რომელიც 12 ნაწილად, 12 სახლად (ზოდიაქოს ნიშნებიც ხომ თორმეტია) არის დაყოფილი. მათში პლანეტებია განლაგებული და ყველა პლანეტა რაღაც გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ფსიქოტიპს აღწერს. მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს, ანუ თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებია, ნიშნავს, რომ თქვენი დაბადების მომენტში მზე ტყუპების თანავარსკვლავედს გადიოდა. ყოველ პლანეტას გააჩნია თავისი ფუნქცია. მაგალითად: მთვარე -ემოციების ... Read More »