Category Archives: პლანეტები

პლანეტა ნეპტუნი

სტიქია: წყალი, სიცივე-ტენიანი. ზოდიაქოს ნიშანი: თევზები ფერი: განუსაზღვრელი, მოციმციმე რიცხვი: 3 ადგილები: მიწისქვეშა წყლები, ზღვები, კუნძულები. მეტალი: პლატინა მინერალები: ტოპაზი, ჭრელი ნახევრადძვირფასი ქვები. მცენარეები: ზაფრანა, ტირიფი, ჭილი (ლათ: Juncus) ფრინტა (ლათ: Anemone fasciculate) ყაყაჩო, კანაფი, დუმფარა, ბელადონა (შმაგა), კონიო, ღოლო, სოკო. ცხოველები: ვეშაპი, თოლია, ალბატროსი, დელფინი, ნიანგი, მარჯნის პოლიპი, ზვიგენი, ხვლიკი, ზღვის ფაუნა. Read More »

მთვარის პრინციპები

მთვარის ასტროლოგიური პრინციპები უკავშირდება ადამიანის სწრაფვას უსაფრთხოების, ინტიმურობისა და დამოკიდებულებისკენ. Read More »

ასპექტების ფსიქოლოგია და პლანეტები

მზე და მთვარე მზე– ცნობიერების სინათლეა, მთვარე  – მახსოვრობა, გარე სამყაროს არეკვლის ფუნქცია. სარკე– ვერცხლი (მთვარე) წყალი ასრულებს  2 ფუნქციას: 1, დამახსოვრება 2.  არეკვლა არ იქნება სინათლე (მზე) –  სარკეზე არაფერი აირეკლება. მხოლოდ მათი (მზე და მთვარე)  ურთიერთქმედება იძლევა გამოსახულებას რომელიც წარმოიქმნება გონებაში. „მე“-ს  განცდა იბადება  მზე–მთვარის ურთიერთქმედებით. თუ ადამიანს ჰოროსკოპში აქვს : მზე და მთვარის  ჰარმონიული ასპექტი – ის კმაყოფილია საკუთარი თავით, აქვს ჰარმონიული „მე“  ოპტიმისტია. მზე და მთვარის დაძაბული ასპექტი –  ინდივიდი საკუთარი თავით უკმაყოფილოა, გაცნობიერებულად  ან  გაუცნობიერებლად. დამახასიათებელია სულიერი ტკივილის განცდა. მზე და მთვარეს არ აქვს ასპექტი  – ადამიანი არ უფიქრდება  თავის  „მე“-ს,  განსაკუთრებულად არ განიცდის  ამას. ... Read More »

პლანეტების ძალა ზოდიაქოს ნიშნებში

ესაა პლანეტების ნიშნებში მდებარეობის მიხედვით (შედარებითი) ძალის აღმნიშვნელი ცხრილი 1–დან 12 ბალამდე. პლანეტების განაწილების ერთ–ერთი ვერსიაა და არა ერთადერთი. წყარო: Глоба П. ; Зодиакальный Ключ К Аспектам   Read More »

რეტროგრადული პლუტონი პირად რუკაში

 რეტროგრადული პლუტონი (პირად რუკაში) პლანეტის რეტროგრადულობა ილუზორულია. როცა პლანეტა დედამიწის მოძრაობას წინ უსწრებს ან უკან რჩება – რეტროგრადულობას უწოდებენ, რადგან ჩვენი (დედამიწის მაცხოვრებელთა თვალით) – „უკან რჩება“. პლუტონი უკანმავალი (ანუ რეტროგრადული) თითქმის ნახევარი წლის განმავლობაშია, ამიტომ ადამიანთა ნახევარს სწორედ რეტროგრადული პლუტონი აქვს. მათ მეტად მოეთხოვებათ შინაგანი ტრანსფორმაცია და ცვლილებები. პირად რუკაზე პლანეტის რეტროგრადულობის შემთხვევაში, მას გვერდით „R“ სიმბოლო უწერია. ამ სურათზე, პლუტონი თხის რქის მე-11 გრადუსზეა და რეტროგრადულია. როდესაც პლუტონი რეტროგრადულია, ბევრად მძაფრად ავლენს თავს, რაც ძირითადად ფსიქიკაზე მოქმედებს. განსხვავება დირექტიულ და რეტროგრადულ პლუტონებს შორის: სწორად მოძრავ (ანუ დირექტიულ) პლუტონს მეტად აინტერესებს: გარეგანი ძალაუფლება, პრესტიჟული სამსახური, ფული… ძირითადი პრობლემაა- ძალაუფლება. ... Read More »

პლუტონის სიძლიერე და დამუშავება

 პლუტონის „ჩართვა“ კატასტროფულ ან ძლიერ ცვლილებებს იწვევს, რომლის დროსაც ჩვეული, აპრობირებული მეთოდები და ქმედებები არ გამოდგება, მასში გასარკვევად ინფორმაციის ახალი წყაროების მოძიებაა აუცილებელი, მათ შორის არამხოლოდ ფიზიკურ დონეზე. პლუტონს ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენები უკავშირდება, რაც აწმყოს და მომავალსაც მთლიანად ცვლის, განვითარების ალტერნატიულ გზას ხსნის. პლუტონისეული ენერგია შეგვიძლია რამდენიმე ტიპად დავყოთ (თუმცა, ყველა ენერგია ნეიტრალურია, შემდეგ კონკრეტდება სფეროს მიხედვით): კოლექტიური, მაგიური (ძლიერი ენერგეტიკა და ექსტრასენსორული უნარები) და სექსუალური. ძლიერი პლუტონის მქონე ადამიანმა შესაძლოა პირქუში ან „დემონური“ შთაბეჭდილება დატოვოს. ყოველშემთხვევაში მისგან ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა და ენერგეტიკა იგრძნობა. შინაგანად ძლიერი, სულიერი ძიებისა და თვითჩაღრმავებისკენ მიდრეკილია. ზოგჯერ არცთუ სასიამოვნო ადამიანად ითვლება, რადგან დაფარულ თვისებებსა და ... Read More »

ურანის სიძლიერე და დამუშავება

ურანი. უმაღლესი პლანეტები (მე-4 დონის პლანეტები) განასახიერებენ იმ ცხოვრებისეულ მოვლენებს (გარე და შიდა მდგომარეობა), რომელზეც საშუალო ადამიანი გავლენას ვერ ახდენს. მისი თავისუფლება, ეს ძირითადად შინაგანი დამოკიდებულების გამოხატვაა მომხდარი მოვლენების მიმართ. რადგან ადამიანის საქციელი, ურანით, ნეპტუნით და პლუტონით მართული სიტუაციის განვითარებაში ბევრს არ წყვეტს. Read More »

კარმულ ასტროლოგიაში სატურნის გავლენა

კარმულ ასტროლოგიაში სატურნს უკავია მთავარი და განსაკუთრებული ადგილი. მისით შეიძლება განისაზღვროს რა გვაქვს მოცემული და რა – არა. რომელ სფეროში ვატარებთ ჩვენს “ჯვარს”. სატურნს სამართლიანად უწოდებენ კარმულ პლანეტას და ითვლება ბედისწერის განსახიერებად, როქად. ბევრი ასტროლოგი თვლის, რომ ამ პლანეტას ადამიანისთვის მოაქვს მთავარი კარმული პრობლემები. პრინციპში, ნებისმიერი პლანეტის მოქმედება შეიძლება ჩვენთვის საბედისწერო იყოს, მაგრამ სატურნი ამ კარმას ხელშესახებს ხდის. თუ ადამიანს არ სურს შეასრულოს თავისი მისია და გაიროს გაკვეთილები, რომლებიც მას ეგზავნება სატურნის მიერ, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში, სატურნს შეუძლია ჩვენ გვაიძულოს გავაკეთოთ ის, რაც არ გვინდა გავაკეთოთ, ასევე გადავიხადოთ ჩვენი სიზარმაცისა და უცოდინარობისთვის. ტკივილის, უბედურების და შეზღუდვის გამო, რომელიც სატურნმა შეიძლება ... Read More »

სატურნის დამუშავება

ჰარმონიული/დაზიანებული სატურნი და დამუშავების დონეები სატურნი _ უკანასკნელი პლანეტაა შეუიარაღებელი თვალით ხილული პლანეტებიდან და მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე, ურანის აღმოჩენამდე, ითვლებოდა ბედის განსხეულებად, ბედისწერად, ამასთანავე, განიხილებოდა როგორც ბოროტი პლანეტა. მხოლოდ მეოცე საუკუნეში, განსაკუთრებით პლუტონის აღმოჩენის და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასტროლოგებმა მნიშვნელოვან დონეზე გადახედეს პლანეტებისა და ასპექტების როლის შესახებ საკუთარ შეხედულებებს; ნაწილობრივ, მათი გაყოფა კეთილგანწყობილ და ბოროტ პლანეტებად პრაქტიკულად აღარ გამოიყენება. ბედისწერას ახლა მე-4 დონის პლანეტები განასახიერებენ _ ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, მაგრამ სატურნის როლი, როგორც კარმული პლანეტისა, ძველებურად რჩება, და ამაში დეტალურად გარკვევაა საჭირო. ყველაზე მეტად საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ის, რომ პირად რუკაში კარმაზე, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, ყველა პლანეტა უთითებს ... Read More »

იუპიტერი – ფუნქციები, სიძლიერე და დამუშავება

წყარო: ა. პოდვოდნი იუპიტერი _ ეს არის მესამე დონის პლანეტა, რომელიც წარმოადგენს გავლენას, გარემოებებს და გარეგანი და შინაგანი ცხოვრების მოვლენებს, რომელიც სუსტადაა დამოკიდებული ნებისყოფასა და ადამიანის ქცევაზე, უკიდურეს შემთხვევაში, განვითარების საშუალო დონეზე მაინც. ეს გავლენა მეტადაა განპირობებული ადამიანის სოციალიზაციით, ანუ მისი ჩართულობით ადამიანთა საზოგადოებაში. თითოეულ იმ ეგრეგორთან მიმართებაში, რომელსაც, ამა თუ იმ დოზით, ადამიანი ემსახურება, უკანასკნელს (ანუ ადამიანს) აქვს ორი ტენდენცია: ამ მსახურების სფეროს გაფართოება და ეგრეგორში შემდგომი ჩანერგვა ხდება ანდა წინააღდეგობრიობაში მოდის, რომლის აზრიც მდგომარეობს ადამიანის განკერძოებაში (გამოცალკევებაში), ინდივიდუალობის _ საკუთარი “მე”-ს უფრო ღრმა ფენების ძიებისა და შესწავლის _ მიზნით ხშირად ეგრეგორისთვის მსახურებისგან თავის არიდებაში. პირველ ტენდენციას მართავს იუპიტერი, ... Read More »

Scroll To Top