Category Archives: პლანეტები

მარსი – დამუშავება

მარსის დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი აღიქვამს და ენერგიის ტრანსლირებას ახდენს მხოლოდ უხეშ გამოვლინებებზე, გარდა ამისა, ინდივიდი ცუდად მართავს საკუთარ ენერგიას და დიდი წილად მისი მარიონეტია. როცა ბავშვებში ხდება მარსის ენერგიის გააქტიურება (დაახლოებით 14 წლის ასაკში- სატურნის ოპოზიციის პირველი კრიზისული სიტუაცია), ეს არც ისე სასიამოვნოა მშობლებისთვის, რადგან ამ დროს მოზარდი ხდება უმართავი (მარსის პრინციპი ხდება უფრო ძლიერი, სატურნის დისციპლინასა და შეზღუდვებზე) და ძირითად ავტორიტეტად ვაჟისთვის ხდება ფიზიკური ძალა. ზრდასრულ ასაკში ფიზიკური ძალის იდეალის ტრანსლირება შეიძლება მოხდეს პოლიტიკური ძალაუფლების სახით. გოგონები მარსის „გამოღვიძების“ პერიოდს განიცდიან დედისგან მკვეთრად გაუცხოების სახით, თავისუფლდებიან მისი დიქტატისგან, როგორც სრულუფლებიანი, ყოვლისმცოდნე და მმართველი ფიგურისგან. მარსის დამუშავების პირველ ეტაპზე ... Read More »

ვენერა – ფუნქციები, დამუშავება და მახასიათებლები

წყარო: ა. პოდვოდნი სოციალურ დონეზე ვენერა აღქმის პრინციპს წარმოადგენს, რას ნიშნავს ეს? მრავალ საგანს ადამიანი აღიქვამს არა როგორც აბსტრაქტული დამკვირვებელი, არამედ როგორც მთლიანად კაცობრიობის გვარში ანდა მის ამა თუ იმ უფრო ვიწრო ფენაში საკუთარი განცდების (შეგრძნებების) ჩართვით. ეს ეხება ესთეტიკას, რომელიც სოციალურად უფრო მეტადაა განპირობებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და განსაკუთრებით ეს ეხება ადამიანის მიერ ცალკეული ადამიანების, კოლექტივებისა და სოციალური სიტუაციების აღქმას. რა თქმა უნდა, ის ყოველთვის არ და ვერ აცნობიერებს ამას და არ და ვერ ახდენს მის დაფიქსირებას, მაგრამ მსგავს სიტუაციებში მომხდარზე მისი შეხედულება მუდამ სოციალურადაა განპირობებული, შესაძლებელია, ეს იყოს დადებითი ანდა უარყოფითი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მომხდარს ადამიანის სოციალური ... Read More »

მერკური – ფუნქციები და დამუშავება

 ა.პოდვოდნი ადამიანი რით აზროვნებს? არა თავით, არამედ, თუ შეიძლება ასე გამოვხატოთ, მერკურით. ასევე მერკური მართავს მოძრაობას, ენას და, რა თქმა უნდა, ყველა სახის ენერგიას, ამიტომ მისთვის მახასიათებელია ცნობილი სიმარდე, სიმკვირცხლე, სიფიცხე. რაციონალური აზროვნება ეს არის ის, რაც გავრცელებული შეხედულებით, განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან. ზუსტად მერკური ქმნის ადამიანში მენტალურ რეალობას, ანდა მენტალური კონსტრუქციის და წარმოდგენების ერთობლიობას, და ამ კონსტრუქციებზე დაყრდნობით იღებს სპეციალურ ინსტრუმენტს (რომელსაც ეწოდება ცნობიერება, გონი). სტანდარტული მანიშნებელი – `იფიქრე, რას აკეთებ~ -სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მარსის მაკონტროლებლად მერკურის მოხმობა ხდება, ანუ სანამ აქტიურობას (მარსი) გამოავლენს ადამიანი, საჭიროა ჯერ ეს მოდელი შეიქმნას გონებაში. ანალოგიურ აზრს ატარებს შემდეგი ლოზუნგი – `იფიქრე, ... Read More »

მზის მახასიათებლები და დამუშავება

წყარო: ა. პოდვოდნი მზე თავისი არსით წარმოადგენს ნების პრინციპს; მხოლოდ ერთია, საკითხავი ისაა, არსებითად ადამიანის პირად ნებას რა წარმოადგენს და რა კიდევ სუბიექტურად განცდილ (როგორც პირად ნებად) სხვა, განსხვავებულ გავლენას, ეს არც ისე მარტივი კითხვაა. შესაძლებელია, ადამიანმა გამოავლინოს ინიციატივა სხვადასხვა კონკრეტული ადამიანების, სოციალური პირობების გავლენით, უშუალოდ გაატაროს ამა თუ იმ ეგრეგორის პროგრამა და ა.შ; შესაძლებელია აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღება მზის ნიშანში, სახლში მდებარეობისა და მისი ასპექტების შესწავლისას (მაგალითად, მზის ასპექტი მთვარესთან აღნიშნავს საერთო სოციალური პირობების ნებაზე გავლენას, ასპექტი მარსთან _ ენერგეტიკული საწყისის გავლენას და ა.შ.). მზის გავლენა ადამიანის მიერ შეიგრძნობა, როცა ის ამბობს “მე მინდა” ანუ “მე მაქვს მიზნად ... Read More »

მთვარის დღეები (ზოგადი მიმოხილვა)

(ფოტოზე – ორინიაკის უძველესი მთვარის კალენდარი) მთვარის დღეები მზისაზე ადრე გაჩნდა და ადამიანები მას დიდი ხნის განმავლობაში ითვალისწინებდნენ. უძველეს დროში ადამიანები მთვარის რიტმსა და ენერგიას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. სულ 29-30 დღე არსებობს, რომლებიც თვის რიცხვებს შესაძლოა არც დაემთხვეს. მთვარის დღე განისაზღვრება მისი ორ ამოსვლას შორის დროით.  პირველი დღე ახალმთვარეობის დადგომისთანავე იწყება, ხოლო მე-2 დღე – მთვარის პირველი ამოსვლიდან, მე-3 დღე – მეორე ამოსვლიდან და ა.შ. Read More »

მთვარის ფაზები

Read More »

მთვარის მნიშვნელობა. რატომ ვაქცევთ მთვარეს და კალენდარს ყურადღებას

ზოგადად, ვიცით, რომ, მთვარე არის დედამიწის თანამგზავრი, რომელსაც აქვს თავისი აგებულება – მოცულობა, მასა, სიმკვრივე, სიჩქარე, ორბიტა, გრავიტაცია, ტემპერატურა და ა.შ. რომ დედამიწის ცენტრიდან მთვარის ცენტრამდე საშუალო დაშორება შეადგენს  _ 384 467 კილომენტრს და ა.შ. სიტყვა მთვარის ლათინური წარმოშობა მოდის ინდოევროპული ფორმიდან LLuna _ louksna _ რაც ნიშნავს „ნათელს“; ბერძნები დედამიწის თანამგზავრს უწოდებდნენ სელენას, ხოლო ძველი ეგვიპტელები – იახ. Read More »

პლუტონი

„რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს“ ნგრევისა და განახლების (მეორედ დაბადების), ცნობიერების საზღვრებს გარეთ გამყვანი პლანეტა ფუნქცია: უმაღლესი კოლექტიური ნება პლუტონი მართავს მორიელის ზოდიაქოს ნიშანსა და მე-8 სახლს. ის ითვლება მარსის უმაღლეს ოქტავად, ფიზიკურზე მეტად უფრო სულიერი გავლენით. ეს უცნაური, ყინულოვანი პლანეტა არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, ამიტომ მისი გავლენა და თვისებები ადამიანზე ნაკლებადაა გამოკვლეული. ცნობილია, რომ პლუტონის ორბიტა მჭიდრო კავშირშია პლანეტარულ სისტემასთან, პლუტონის ერთი წელი შეესაბამება 249 წელს, ამიტომ მისი გავლენა ეხება პირველ რიგში თაობას, საზოგადოებას და არა ცალკეულ ადამიანებს. პლუტონი ერთ ნიშნი გავლას 12-32 წელი უნდება, ამიტომ მისი გავლენა თაობებზე ნაწილდება. პლუტონის ზოდიაქოს სახლში მდებარეობას უფრო მეტი მნიშვნელობა ... Read More »

ურანი

 თ. ბურგონი ურანი (ურანია), მითოლოგიაში სატურნის დედაა. ის იწყებს ზეციური გავლენის უმაღლესი ციკლის პირველ სერიას. მისი ბუნება მერკურის ბუნების მსგავსია, თუმცა გაცილებით ღრმა დონეზე ვლინდება. უმდაბლესი ფიზიკური გამოვლინებით ეს არის მარსისა და სატურნის კომბინაცია. მერკური ეს არის პირველი გამის პირველი პლანეტა, ხოლო ურანი – მერვე, ანუ პირველი პლანეტა მეორე გამიდან. ურანის გავლენის შეფასება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მაღალ ინტელექტუალურ დონეზე. როდესაც ურანი ნათალურ რუკაში დადებითი პოტენციალითაა და აქვს კარგი ასპექტირება ვლინდება მისი კეთილგანწყობა და vise versa (პირიქით)…. ბევრი მეცნიერი სერიოზულად ცდება, როდესაც ამ პლანეტას მხოლოდ საზიანო ზეგავლენას მიაწერს. პლანეტა ურანი 1781 წელს სწავლულმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა და ჯორჯ მესამის საპატივსაცემოდ „ჯორჯის ... Read More »

სატურნი

ასტროლოგიაში სატურნი წარმოადგენს საკმაოდ მთავარ და საჭირო პლანეტას. ძველად ადამიანებისთვის არ იყო ცნობილი ყველა პლანეტა, მაგალითად, როგორიცაა: ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, ამიტომ სატურნი ითვლებოდა ყველაზე შორეულ პლანეტად მზის სისტემაში. ამასთან არის დაკავშირებული სატურნის ასტროლოგიური ხარისხი – დასასრული, დრო, ვალდებულება, სტრუქტურა. თანამედროვე ასტროლოგიაში სატურნი უკვე აღარ არის უკანასკნელი/ბოლო პლანეტა მზის სისტემაში. მზისგან სატურნის დაშორება შეადგენს 9, 54 ასტრონომიულ ერთეულს.ორბიტაზე თავის წრეს ის გადის დაახლოებით 29,5 წელიწადში (დედამიწისეული წელიწადი, რა თქმა უნდა). თუმცა სატურნის ორბიტა სულაც არაა წრის ფორმის, რადგანაც ორბიტის ექსცენტისისტი (იხ. სატურნი )შეადგენს 0,056-ს. სატურნს აქვს საკმაოდ ბევრი თანაგზავრი, მაგრამ თავად პლანეტის განსაკუთრებულობა სულაც არ გამოიხატება იმდენად ამ თანაგზავრებით, რამდენადაც ... Read More »

Scroll To Top