Category Archives: ასტროლოგიის საფუძვლები

მერკურის პრინციპები

მერკურის პრინციპები დაკავშირებულია ადამიანის მისწრაფებასთან, კონტაქტში შევიდეს გარესამყაროსა და გარშემომყოფებთან; გაიგოს საკუთარი და სხვების რეაქციები. Read More »

მზის პრინციპები

1.ვიტალურობა (ბიო-ფიზიკური დონის) ნათალურ ასტროლოგიაში ყოველი პლანეტა დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მენტალური სტრუქტურების რამდენიმე პრინციპთან. პიროვნების განვითარების ხასიათს ყველა სუბიექტის ორი უძლიერესი მისწრაფება განსაზღვრავს: აღმშენებლობა და ნგრევა.  Read More »

ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა

ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა რა არის ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა? ფიზიოგნომიკა ზოგადად ადამიანის სახის, მიმიკით, გამომეტყველებით მისი სულიერი განწყობისა და ხასიათის გამოცნობის ხელოვნებაა. ასტროლოგიური კუთხით ის გარეგნული ნიშნებით, საქციელით, გამომეტყველებით, ჩაცმის სტილითა თუ საუბრის მანერით, ადამიანის ასტროლოგიური პორტრეტის გამოცნობას და ჩამოყალიბებას გულისხმობს. თუ კი თქვენ თქვენს მეგობარს სთხოვთ, რომ ის რომელიმე კონკრეტულ ადგილას შეხვდეს თქვენს ნაცნობ წყვილს, რომელიც აქამდე არ უნახავს, მაშინ აუცილებლად ეტყვით, როგორ გამოყურებიან ისინი, როგორ შეიძლება ეცვათ და ა. შ. მაშინ როცა თქვენი მეგობარი ასტროლოგია და თქვენ მას ეტყვით, რომ მას მათი გამოცნობა არ გაუჭირდება, რადგან  გოგონა ტიპიური ლომია, ხოლო ბიჭი- მორიელი, ის არავითარ შემთხვევაში არ შეცდება და მათ გამოარჩევს. უფრო ... Read More »

პრაქტიკული მეთოდი პროგნოზირებისთვის

სტატიაში მოკლედ გაგაცნობთ პროგნოზირების ერთ-ერთ პრაქტიკულ მეთოდს, რომელზეც ასტროლოგიით დაინტერესებულ ჯგუფთან ვისაუბრე. მისი გამოყენება უკეთესია ნელამოძრავი პლანეტების (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) შემთხვევაში. მეთოდის გასაგებად გვინდა: პლანეტების, სახლებისა და ასპექტების ზოგადი ცოდნა. Read More »

პლანეტა – “ასპექტების მეფე”

ჩვენ უკვე დავწერეთ და განვიხილეთ „პლანეტა ორმოში“ და მისი მახასიათებლები. ამჯერად „ასპექტების მეფე“ განვიხილოთ. „ასპექტების მეფეს“ (rex aspectarius) უწოდებენ პლანეტას, რომელსაც ყველაზე მეტი და ზუსტი მაჟორული (მთავარი ასპექტები: შეერთება, ტრინი, სექსტილი, კვადრატურა ოპოზიცია)  ასპექტი აქვს სხვა პლანეტებთან შედარებით. ასევე გასათვალისწინებელია პლანეტის მონაწილეობა შედგენილ კონფიგურაციებში. Read More »

პლანეტა ნეპტუნი

სტიქია: წყალი, სიცივე-ტენიანი. ზოდიაქოს ნიშანი: თევზები ფერი: განუსაზღვრელი, მოციმციმე რიცხვი: 3 ადგილები: მიწისქვეშა წყლები, ზღვები, კუნძულები. მეტალი: პლატინა მინერალები: ტოპაზი, ჭრელი ნახევრადძვირფასი ქვები. მცენარეები: ზაფრანა, ტირიფი, ჭილი (ლათ: Juncus) ფრინტა (ლათ: Anemone fasciculate) ყაყაჩო, კანაფი, დუმფარა, ბელადონა (შმაგა), კონიო, ღოლო, სოკო. ცხოველები: ვეშაპი, თოლია, ალბატროსი, დელფინი, ნიანგი, მარჯნის პოლიპი, ზვიგენი, ხვლიკი, ზღვის ფაუნა. Read More »

მზის სისტემის მოდელი

ამ მოდელით შეგვიძლია ვნახოთ: მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა პლანეტების მდებარეობა თანავარსკვლავედებში (ზოდიაქოს ნიშნებში) კონკრეტული დღის მიხედვით მთვარის ფაზა (იხ. სურათი) Read More »

მთვარის პრინციპები

მთვარის ასტროლოგიური პრინციპები უკავშირდება ადამიანის სწრაფვას უსაფრთხოების, ინტიმურობისა და დამოკიდებულებისკენ. Read More »

უასპექტო პლანეტა ანუ პლანეტა მაღაროში

Read More »

მთვარე წამყვანი (ძირითადი) მოთხოვნილება

30 წლის წინ, ა.შ.შ–ის წამყვანმა ასტროლოგმა, ნოელ ტილმა   ჩამოაყალიბა საერთო მიდგომა ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებასა და ასტროლოგიური მონაცემების თეორიის ინტეგრაციასთან  დაკავშირებით.  ის ამტკიცებს, რომ  ადამიანის ჰოროსკოპში ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც მთვარე იმყოფება, აღწერს მისი პიროვნების ძირითად (წამყვან) მოთხოვნილებას. მთვარე ნიშანში იყენებს იმ ნიშნის ენერგიას, რომელშიც მდებარეობს მზე და ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც უბიძგებს ადამიანს განვითარებისკენ. ხოლო სხვა პლანეტებიდან ინდივიდი  ირეკლავს სხვადასხვა თვისებას, ტენდენციას, ქცევას, რომელიც აუცილებელია მეორეხარისხოვანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად  და რომლებიც იმყოფებიან  წამყვანი მოთხოვნილების დაქვემდებარებაში. ნიშნის მახასიათებელი, სადაც იმყოფება მერკური გვიჩვენებს აზროვნების სტილს, როგორი ძალით,  რა პირობებში  და რანაირად მიმდინარეობს ჩვენი აზროვნების პროცესი,  რათა ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები. ვენერა  – როგორი ურთიერთობები გვესაჭიროება სხვა ადამიანებთან,  თავი რომ სოციალურ ცხოვრებაში  ჩართულებად ვიგრძნოთ.  ... Read More »

Scroll To Top