Category Archives: ასტროლოგიის საფუძვლები

მთვარის კვანძები – ზოგადი დახასიათება

(დრაკონის თავი და კუდი, რაქუ და ქეთუ, იგივე აღმავალი და დაღმავალი კვანძი) ასტრონომიული ხედვით, ეს წერტილები შეესაბამება ადგილებს, რომლებზეც მთვარის ორბიტა  ეკლიპტიკის სიბრტყეს კვეთს. მთვარის კვანძები მიანიშნებს ადამიანის ინდივიდუალურ ევოლუციურ განვითარებასა და გარესამყაროს ევოლუციურ განვითარებაში მონაწილეობაზე, ანუ კვანძები მოიცავს შინაგან და გარეგნულ განვითარებას. აღმავალი კვანძი – მოიცავს ინფორმაციას, რა მხრივ უნდა განვვითარდეთ, ახალ გამოცდილებას რომელ სფეროებში მივიღებთ. დაღმავალი კვანძი – მოიცავს ჩვენს მიერ დაგროვილ გამოცდილებას, რაც შეგვიძლია ახალი გზებისთვის ფუნდამენტად გამოვიყენოთ. თუ ინდივიდი მხოლოდ დაგროვილ ინფორმაციას იყენებს, ევოლუციური განვითარების კუთხით დეგრადირდება; ხოლო თუ მხოლოდ ახალი გამოცდილებისკენ მიდის –  ფუნდამენტს, ფეხქვეშ ნიადაგს კარგავს. ლეგენდა მთვარის კვანძებზე ლეგენდის თანახმად, ღვთაება ვიშნუმ (უზენაესი ... Read More »

პლანეტების მმართველობის ცხრილი

ცხრილში მოცემულია პლანეტების მმართველობა – რომელ ზოდიაქოს ნიშანს მართავენ. (-) ნიშნით აღნიშნულია რეტროგრადულობა (უკანმავალი მდგომარეობა), ხოლო (+) ნიშნით დირექტიულობა (წინმავალი მდგომარეობა). ამ ცხრილში საინტერესო ისიცაა, რომ ა)მზის და მთვარის “მხარეებად” დაყოფას გვაჩვენებს; ბ)მზის და მთვარის “მხარეებში” ყოველ შემდეგ ნიშანს ერთიდაიგივე პლანეტა მართავს… ასევე, ასტროლოგიაში გავრცელებულია დღისა და ღამის მმართველობა. ანუ მაგ: ვერძის დღის მმართველად მარსი ითვლება, ღამის – პლუტონი. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე)

ლილიტი და სელენა – კარმული მნიშვნელობის მქონე ფიქტიური პლანეტებია. ასტროლოგთა ნაწილი მათ ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, ნაწილი ლილიტის ძლიერ გავლენას მაგიურ შესაძლებლობებს, სელენას – ძლიერ მფარველობას უკავშირებს, ნაწილისთვის „ბოროტი“ და „კეთილი“ პლანეტებია. მოდით, ვცადოთ სელენას და ლილიტის განსხვავება, მათი მნიშვნელობის მეტნაკლებად გაგება. ასტროლოგთა დიდი ნაწილი სელენას ყოველივე საუკეთესოს, წმინდას მიაწერს, რაც არცთუ სწორი ხედვაა. სელენა, ისევე როგორც ლილიტი და ნებისმიერი სხვა წერტილი, შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი გავლენით. მაინც რა ფუნქციები აქვს სელენას? როგორც ლაურა ვოლკერის წიგნის მიხედვით ვწერდით, ლილიტს უკავშირებდა ჩვენს მთავარ, ძირეულ შიშს, ქვეცნობიერ გავლენას, იმ მხარეს, რომელსაც საკუთარ თავში ნაკლებად ვიღებთ. ანუ ლაურა ვოლკერისთვის ლილიტს ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უფრო ... Read More »

სინასტრია (შეთავსება)

ასტროლოგიამ ჩვენს დროში უკვე გაიარა ის ზღვარი, როცა არსებობდა ერთიანი ასტროლოგია. თვითონ ერთი მიმდინარეობის შიგნითაც კი საკმაოდ ბევრი და მოცულობითი მასა იმალება: ფსიქოლოგიური, გეოგრაფიული, კარმული, სამედიცინო და ა.შ. მაინც რა არის დრო? როგორ შეიძლება მისი გაზომვა? დედამიწა ღერძის გარშემო ტრიალებს და დღეს ღამე ცვლის, დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს და იცვლება სეზონები, საათის ისრები ტრიალებს და კვლავ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ჩვენ ვხედავთ,რომ დრო არსებობს იმდენად,რამდენადაც არსებობს ციკლი.ჩვენ კი ცხოვრებაში 3-4 ციკლი მაინც დაგვჭირდება რათა დროის გაზომვა შევძლოთ, თუმცა ციკლი ერთი არაა, არსებობს რამდენიმე ციკლი და თითოეულში რაღაც განუმეორებელია. ასტროლოგია ესაა მეცნიერება დროზე, ციკლებზე და მათ ურთიერთქმედებაზე. ჩვენ შეგვიძლია ასტროლოგიაში ვნახოთ კონკრეტული ... Read More »

ასპექტების ფსიქოლოგია და პლანეტები

მზე და მთვარე მზე– ცნობიერების სინათლეა, მთვარე  – მახსოვრობა, გარე სამყაროს არეკვლის ფუნქცია. სარკე– ვერცხლი (მთვარე) წყალი ასრულებს  2 ფუნქციას: 1, დამახსოვრება 2.  არეკვლა არ იქნება სინათლე (მზე) –  სარკეზე არაფერი აირეკლება. მხოლოდ მათი (მზე და მთვარე)  ურთიერთქმედება იძლევა გამოსახულებას რომელიც წარმოიქმნება გონებაში. „მე“-ს  განცდა იბადება  მზე–მთვარის ურთიერთქმედებით. თუ ადამიანს ჰოროსკოპში აქვს : მზე და მთვარის  ჰარმონიული ასპექტი – ის კმაყოფილია საკუთარი თავით, აქვს ჰარმონიული „მე“  ოპტიმისტია. მზე და მთვარის დაძაბული ასპექტი –  ინდივიდი საკუთარი თავით უკმაყოფილოა, გაცნობიერებულად  ან  გაუცნობიერებლად. დამახასიათებელია სულიერი ტკივილის განცდა. მზე და მთვარეს არ აქვს ასპექტი  – ადამიანი არ უფიქრდება  თავის  „მე“-ს,  განსაკუთრებულად არ განიცდის  ამას. ... Read More »

სიმბოლოები, პლანეტები ნიშნებში (ცხრილი)

                ტყვეობა ნიშნავს, რომ პლანეტა თავს ვერ ავლენს ისე, როგორც მისი მახასიათებლებიდან გამომდინარეა, თითქოს “დატყვევებულია” იმ ზოდიაქოს ნიშანში. მაგალითად, ადამიანი, რომელიც აფრიკის ტომში მოხვდა და როგორც აღიზარდა მის სრულიად საპირისპირო მოქცევას სთხოვენ, იგივე ეხება პლანეტას – საპირისპიროდ გამოვლენა ხდება, რაც მისთვის მახასიათებელი არაა. დაცემა – პლანეტის მახასიათებლები ვლინდება, მაგრამ არა ისე, როგორც მისთვისაა დამახასიათებელი, პლანეტის თვისებები და ზოდიაქოს ნიშნის თვისებები რომელშიც მოხვდა არათავსებადია. მმართველობა – ნიშნავს, რომ პლანეტა ამ ზოდიაქოს ნიშანს მართავს, რომელშიც მოხვდა. აქ თავისუფლად შეუძლია საკუთარი მახასიათებლებისა და ენერგიის გამოვლენა. ეგზალტაცია – პლანეტის იმ მდებარეობას ასახავს, რომელიც მმართველობის შემდეგ ყველაზე საუკეთესო ... Read More »

პლანეტების ძალა ზოდიაქოს ნიშნებში

ესაა პლანეტების ნიშნებში მდებარეობის მიხედვით (შედარებითი) ძალის აღმნიშვნელი ცხრილი 1–დან 12 ბალამდე. პლანეტების განაწილების ერთ–ერთი ვერსიაა და არა ერთადერთი. წყარო: Глоба П. ; Зодиакальный Ключ К Аспектам   Read More »

ქირონის მახასიათებლები და დამუშავების დონეები

ქირონი ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია მაღალი და დაბალი გამოვლინების მქონე პლანეტებს შორის. ის არ ახდენს სასწაულებს, თუმცა ადამიანს შეხედულებებსა და მენტალურ წარმოდგენებს უცვლის, რეალობის პერეფოკუსირება, სხვა კუთხით დანახვა და შეფასება ხდება. ქირონი შინაგანი პროგრამების მართვას გვასწავლის. ის ერთმანეთთან აკავშირებს და მატერიალიზებას უკეთებს ადამიანის უმაღლეს და უმდაბლეს „მე“-ს (ასევე, შინაგან და გარეგან სამყაროს) და მართავს სულიერი განვითარების პროცესებს ამ სიტყვის („მართავს“) პირდაპირი მნიშვნელობით. ქირონი დაკავშირებულია შინაგან და გარეგან ჩიხებთან, პრობლემებთან, რომელთა გადალახვა ისევ ქირონის დახმარებითაა შესაძლებელი. ეს პლანეტა კარმის არსებობაზე ძლიერ მინიშნებას აძლევს. როდესაც ქირონი გააქტიურებულია, ინდივიდი ნიშნებს, მინიშნებებს იღებს, რომლებიც სიმბოლურად უახლოეს მომავალს აჩვენებენ (მიანიშნებენ). შინაგან დონეზე ქირონის გამოვლენა ხასიათდება ინდივიდის ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი პირად რუკაში

 რეტროგრადული პლუტონი (პირად რუკაში) პლანეტის რეტროგრადულობა ილუზორულია. როცა პლანეტა დედამიწის მოძრაობას წინ უსწრებს ან უკან რჩება – რეტროგრადულობას უწოდებენ, რადგან ჩვენი (დედამიწის მაცხოვრებელთა თვალით) – „უკან რჩება“. პლუტონი უკანმავალი (ანუ რეტროგრადული) თითქმის ნახევარი წლის განმავლობაშია, ამიტომ ადამიანთა ნახევარს სწორედ რეტროგრადული პლუტონი აქვს. მათ მეტად მოეთხოვებათ შინაგანი ტრანსფორმაცია და ცვლილებები. პირად რუკაზე პლანეტის რეტროგრადულობის შემთხვევაში, მას გვერდით „R“ სიმბოლო უწერია. ამ სურათზე, პლუტონი თხის რქის მე-11 გრადუსზეა და რეტროგრადულია. როდესაც პლუტონი რეტროგრადულია, ბევრად მძაფრად ავლენს თავს, რაც ძირითადად ფსიქიკაზე მოქმედებს. განსხვავება დირექტიულ და რეტროგრადულ პლუტონებს შორის: სწორად მოძრავ (ანუ დირექტიულ) პლუტონს მეტად აინტერესებს: გარეგანი ძალაუფლება, პრესტიჟული სამსახური, ფული… ძირითადი პრობლემაა- ძალაუფლება. ... Read More »

პლუტონის სიძლიერე და დამუშავება

 პლუტონის „ჩართვა“ კატასტროფულ ან ძლიერ ცვლილებებს იწვევს, რომლის დროსაც ჩვეული, აპრობირებული მეთოდები და ქმედებები არ გამოდგება, მასში გასარკვევად ინფორმაციის ახალი წყაროების მოძიებაა აუცილებელი, მათ შორის არამხოლოდ ფიზიკურ დონეზე. პლუტონს ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენები უკავშირდება, რაც აწმყოს და მომავალსაც მთლიანად ცვლის, განვითარების ალტერნატიულ გზას ხსნის. პლუტონისეული ენერგია შეგვიძლია რამდენიმე ტიპად დავყოთ (თუმცა, ყველა ენერგია ნეიტრალურია, შემდეგ კონკრეტდება სფეროს მიხედვით): კოლექტიური, მაგიური (ძლიერი ენერგეტიკა და ექსტრასენსორული უნარები) და სექსუალური. ძლიერი პლუტონის მქონე ადამიანმა შესაძლოა პირქუში ან „დემონური“ შთაბეჭდილება დატოვოს. ყოველშემთხვევაში მისგან ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა და ენერგეტიკა იგრძნობა. შინაგანად ძლიერი, სულიერი ძიებისა და თვითჩაღრმავებისკენ მიდრეკილია. ზოგჯერ არცთუ სასიამოვნო ადამიანად ითვლება, რადგან დაფარულ თვისებებსა და ... Read More »

Scroll To Top